Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ოთახი
ოთახი
ოთახი
Ebook73 pages26 minutes

ოთახი

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

„ოთახი“ სარტრის ადრეული ნოველაა (1939), რომელშიც ავტორი სვამს კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა დემენცია ნორმალური ეგზისტენციალური პოზიცია. ამასთანავე, სარტრი ირონიულად ახდენს ჯანმრთელი და შეშლილი სამყაროს პოლარიზებას და ასევე გაკვრით ეხება თემებს, რომლებსაც დეტალურად ოდნავ მოგვიანებით „ყოფიერებასა და არარაში“ განიხილავს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 29, 2022
ოთახი

Read more from ჟან პოლ სარტრი

Related to ოთახი

Related ebooks

Reviews for ოთახი

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ოთახი - ჟან-პოლ სარტრი

    ჟან-პოლ სარტრი - ოთახი

    Jean-Paul Sartre - La Chambre.

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის რუსუდან დოდაშვილს.

    iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    I

    ქალბატონ დარბედას თითის წვერებით ეჭირა რახათლუქუმი. ფრთხილად მიიტანა პირთან და სუნთქვა შეიკრა, რათა უნებლიეთ არ შეებერა და რახათ-ლუქუმზე მოყრილი შაქრის წმინდა ფხვნილი არ გადმოეფანტა. ვარდისა ყოფილაო, გაიფიქრა. უცბად ჩაკბიჩა ეს ღრჭიალა მასა და პირი ობის სუნით გამოევსო. „საოცარია, ავადმყოფობა რარიგ აფაქიზებს შეგრძნებებს". მერე გაახსენდა მეჩეთები, აღმოსავლეთის პირმოთნე ხალხი (საქორწინო მოგზაურობის დროს იყო ალჟირში) და გაცრეცილ ტუჩებზე ღიმილი მოეფინა: რახათ-ლუქუმიც ასევე პირმოთნეა.

    როგორ არ ფრთხილობდა, წიგნის ფურცლები თეთრი, წმინდა ფხვნილის თხელი ფენით მაინც დაიფარა და ხელის ნებით რამდენჯერმე გადაწმინდა. გლუვ ქაღალდზე შაქრის პაწია მარცვლებს თითებით აცურებდა, ასორსოლებდა, აშრიალებდა. „არკაშონს მაგონებს, პლიაჟზე წიგნს რომ ვკითხულობდი. 1907 წლის ზაფხული ზღვის პირას გაატარა. მაშინ ჩალის ფართოფარფლებიან ქუდს იხურავდა. ქვიშაზე მოიკალათებდა და ხელში ჟიპისა და კოლეტ ივერის რომანი ეჭირა. ქარი ქვიშას მუხლებზე აყრიდა. დროდადრო წიგნს ხელს ჩაავლებდა და შეანჯღრევდა. სწორედ ამას ჰგავდა: მხოლოდ ქვიშის მარცვლები უფრო მშრალი იყო, შაქრის მარცვლები კი თითებზე ოდნავ ეწებებოდა. თვალწინ წარმოუდგა ზღვის შავი ზედაპირის ზემოთ რუხი სადაფისფერი ცის ზოლი. „მაშინ ევა ჯერ არა მყავდა. მძიმედ დააწვა მოზღვავებული მოგონებები და იგრძნო, რაოდენ ძვირფასია მეხსიერება, ისევე ძვირფასი, როგორიც სანდალოზის ხის კოლოფი. ერთბაშად იმ რომანის სათაურიც გაახსენდა, მაშინ რომ კითხულობდა: „პატარა ქალბატონი", - ცუდი წიგნი არ ყოფილა. მას შემდეგ კი, რაც ავადმყოფობამ საწოლ ოთახში ჩაამწყვდია, ქალბატონ დარბედას მემუარებისა და ისტორიული ნაშრომების კითხვა შეუყვარდა. კითხულობდა სერიოზულ წიგნებს, თავის დახვეწილ შეგრძნებებსა და გადატანილ ტანჯვა-წამებას ღრმად უკვირდებოდა; ისწრაფოდა, განცდილისა და წაკითხულის შედეგად მისი აზროვნება ისევე მომწიფებულიყო, როგორც სათბურში გამოყვანილი მშვენიერი ნაყოფი.

    გაიფიქრა, საცაა ქმარი კარზე მომიკაკუნებსო და ოდნავ გაღიზიანდა. სხვა დღეს მხოლოდ საღამოს შემოდიოდა, მდუმარედ ეამბორებოდა შუბლზე, მის პირდაპირ ღრმა სავარძელში ჩაჯდებოდა და „ ლე ტამის კითხვას შეუდგებოდა. მაგრამ ხუთშაბათი ბატონი დარბედას „დღე იყო. ასე, სამ ან ოთხ საათზე შვილთან მიდიოდა სტუმრად. იქ ერთ საათს რჩებოდა. შინიდან გასვლის წინ ცოლთან შევიდოდა და ორთავე ნაღვლიანად იწყებდნენ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1