Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

უდეგა
უდეგა
უდეგა
Ebook115 pages36 minutes

უდეგა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

სოცრეალიზმისთვის ხარკის გადახდა გრიგოლ რობაქიძესაც მოუწია. "უდეგა" 1920-იან წლებში საქართველოში არხის მშენებლობასა და წყალდიოდობასთან ახალაგზრდა კომუნისტთა ოპტიმიზმით აღსავსე ბრძოლას ასახავს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 29, 2021
უდეგა

Read more from გრიგოლ რობაქიძე

Related to უდეგა

Related ebooks

Reviews for უდეგა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    უდეგა - გრიგოლ რობაქიძე

    გრიგოლ რობაქიძე - უდეგა

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მომქმედნი

    პირველი მოქმედება

    მეორე მოქმედება

    მესამე მოქმედება

    მეოთხე მოქმედება

    დრამა ოთხ მოქმედებად

    მომქმედნი:

    რევაზ.

    ვამეხ: რევაზის ვაჟი, უმფროსი.

    ილო; რევაზის ვაჟი, უმცროსი.

    კოსტა: ზედამხედველი მუშაობის.

    ნიკო: მწარმოებელი მუშაობის.

    სანდრო: მთავარი ინჟენერი.

    გიგა.

    კაცია.

    თადია.

    ანდრო.

    ლექსო.

    სიკო.

    ელო.

    ესმა.

    ხარაჩო.

    რადიო.

    ფიჩხულ: ყარაჩოღელი, თეატრალური მასკა.

    ბიჭი: ყოფილი აზნაური, თეატრალური მასკა.

    ჯგუფები: ვაჟების და ქალების.

    მოქმედება: არხის გაყვანა.

    (აქ აღებული მასალა და მისი გაფორმება ახალია, ყოველ შემთხვევაში ავტორისათვის. ამ ტექსტის საბოლოვო ჩამოყალიბება შესაძლოა მხოლოდ დადგმების შემდეგ, რადგან ეს პიესა „სცენარია" არსებითად. ამისათვის ავტორი უფლებას იტოვებს იმ ცოტაოდენ შესწორებებს, რომელნიც ავტორთან ერთად რეჟისსურამ შეიტანა პიესაში, კიდევ დაუმატოს სხვა შესწორებანიც საბოლოვო ტექსტს)

    პირველი მოქმედება

    (ხარაჩო კაშხალთან)

    რევაზ. (უახლოვდება ხარაჩოს საფერხეს. ლურჯი ქვა დიდი, გატეხილი. რევაზ იღუშება) არ იშლიან. ქვა გაუტეხიათ.

    გიგა. (შემოდის მეორეს მხრით) რა გაუტეხიათ?

    რევაზ. ქვა. ფუძეში ჩასატნევი ქვა.

    გიგა. (დასცქერის დირეს) განა ქვა ცოტაა?

    რევაზ. ქვაც არის და ქვაც. ეს ქვა ათასში მქონდა ამორჩეული.

    გიგა. აგეთი ქვა კიდევ ბევრია მოყრილი.

    რევაზ. არ მეგულება. ეს სხვა იყო.

    გიგა. კიდევ ბევრს ნახავ მაგისთანას.

    რევაზ. გეტყობა, ახალგაზრდა ხელოსანი ხარ.

    გიგა. რავა?

    რევაზ. ყოველი ქვისაგან არ გამოვა საკეთი. ქვაც არის და ქვაც. შენ დურგალი ხარ და უნდა იცოდე: ხეც სხვა და სხვაა.

    გიგა. ეს კარგად ვიცი.

    რევაზ. თუ იცი, ამასაც გაიგებ: შუშისაგან სახლს ვერ ააშენებ.

    გიგა. შუშისაგან ვერა, მაგრამ ქვისაგან კი.

    რევაზ. ქვაკირიც ქვაა, ხოლო დოლაბს ვერ გამოიყვან. (იღებს გონიოს: ზომავს მეორე ქვას, იღებს საკვეთელს: სინჯავს)

    გიგა. გეტყობა: ქვის ყველაფერი იცი.

    რევაზ. თითქმის, ვიცი ყველაფერი.

    გიგა. ხელოსანიც მარჯვე ყოფილხარ.

    რევაზ. ამბობენ. (დაფიქრდება) იცი, რაა ხელობის საიდუმლო?

    გიგა. (გაკვირვებით) რის საიდუმლო?

    რევაზ. ხელობის.

    გიგა. მითხარ თუ იცი.

    რევაზ. ხელოსანის ნდომა მასალის სურვილიც უნდა იყოს.

    გიგა. არ მესმის.

    რევაზ. ხომ შეგხვედრია ასეთი ხე: მოღუნავ შვილდი კეთდება თვითონ.

    გიგა. შემხვედრია.

    რევაზ. ან ასეთი: როცა სჭრი, თვითონ გამოდის კოდალი.

    გიგა. მინახავს.

    რევაზ. ან კიდევ ასეთი: გსურს მაგარი ძელი გამოსჭრა, მაგარი, როგორც კალასო. მორს ჯერ ქერქს აცლი, შემდეგ ცილს, მერე მიჰყვები ნელ-ნელ: აცლი და აცლი: ჯერ ერთ ფენს, მერე მეორეს, შემდეგ მესამეს. ბოლოს - თითქო გველი ქერქიდან გამოძვრაო - ხელში გრჩება ტიტველი ძელი, ტყავგამძვრალი: სპილოს ეშვივით გლუვი, თითქო ნაჯახის პირი არც მოხვედრია - მაგარი, როგორც კალასო.

    გიგა. მაგეთიც შემხვედრია.

    რევაზ. ჰო და თუ გინახავს, ხელობის საიდუმლოსაც მიხვდები. მასალის მიმართ არ უნდა იყო მოძალე: ძალაობით არა გამოვა რა.

    გიგა. ხომ უნდა დაიმორჩილო მასალა.

    რევაზ. რასაკვირველია, უნდა დაიმორჩილო. მაგრამ ეს კიდევ არ არის ხელობა, მასალას უნდა ებრძოდე, ერეოდე, - მაგრამ ისიც უნდა მოგყვებოდეს, უნდა გნებდებოდეს, უნდა გეშლებოდეს.

    გიგა. მაშინ გამოვა საკეთი, არა?

    რევაზ. უთუოდ. შენი ნდომა მისი ნდომაც უნდა იყოს.

    გიგა. ეს ხეში, ქვაში? ქვა ხომ მკვდარია.

    რევაზ. მკვდარიაო? ვინ გითხრა?! ქვაც ისეთნაირადვე ცოცხლობს, როგორც ხე. ისიც მიწის ნაყოფია.

    გიგა. ნუთუ?!

    რევაზ. რომ იცოდე, თუ როგორ იბადება და იზრდება ქვა მიწაში: როგორ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1