Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ჰენრიკ იბსენი
ჰენრიკ იბსენი
ჰენრიკ იბსენი
Ebook226 pages1 hour

ჰენრიკ იბსენი

Rating: 4.5 out of 5 stars

4.5/5

()

Read preview

About this ebook

ამ პიესაში კორუმპირებული კომერსანტის ვაჟი მამის ორპირობას ამხელს, მაგრამ იმავდროულად ანადგურებს ადამიანებს, რომელთა ხსნა აქვს მიზნად დასახული. გრეგერს ვერლე აიძულებს თავის მეგობრებს, ეკდალებს, რომ სიმართლე აღიარონ საკუთარი ცხოვრების შესახებ, თუმცა ეს სიმართლე მხოლოდ დამატებით ჭრილობებს აყენებს მათ. პიესაში დაჭრილი იხვი ამ ოჯახისა და, შესაძლოა, იბსენის ყმაწვილური იდეალიზმის განქარვების სიმბოლოს წარმოადგენს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateMar 19, 2020
ჰენრიკ იბსენი

Related to ჰენრიკ იბსენი

Related ebooks

Reviews for ჰენრიკ იბსენი

Rating: 4.5 out of 5 stars
4.5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ჰენრიკ იბსენი - გარეული იხვი

    ჰენრიკ იბსენი - გარეული იხვი

    Henrik Ibsne - Vidlanden

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედი პირნი

    პირველი მოქმედება

    მეორე მოქმედება

    მესამე მოქმედება

    მეოთხე მოქმედება

    მეხუთე მოქმედება

    დრამა ხუთ მოქმედებად

    მოქმედი პირნი:

    ვერლე, მდიდარი კომერსანტი, ფაბრიკანტი და ა. შ

    გრეგერს ვერლე, მისი ვაჟი

    მოხუცი ეკდალი

    იალმარ ეკდალი, მოხუცის ვაჟი, ფოტოგრაფი

    გინა ეკდალი, იალმარის ცოლი

    ჰედვიგი, მათი ქალიშვილი, მოთხმეტი წლისა

    ფრუ გერტა სერბიუ, მნე ქალი ვერლეს სახლში

    რელინგი, ექიმი

    მოლვიკი, ყოფილი ღვთისმეტყველი

    გრობერბი, ბუღალტერი

    პეტერსენი, ვერლეს მსახური

    იენსენი, დაქირავებული ლაქია

    ჩასუქებული და ფერმკრთალი ბატონი

    მელოტი ბატონი

    ბეცი ბატონი

    ექვსი სხვა ბატონი, ვერლეს სტუმრები

    რამდენიმე დაქირავებული ლაქია

    პირველი მოქმედება მიმდინარეობს კომერსანტ ვერლესას. შემდგომი ოთხი - ფოტოგრაფ ეკდალის სახლში.

    პირველი მოქმედება

    მდიდრულად და კომფორტულად მორთული კაბინეტი ვერლეს სახლში: წიგნის კარადები, რბილი ავეჯი, შუა ოთახში – საწერი მაგიდა, ზედ დახვავებული წიგნებითა და საკანცელარიო ქაღალდებით; მწვანე აბაჟურიანი ლამპები მკრთალად ანათებენ ოთახს. შუა კედელში ფართოდ გაღებული კარია, აქეთ-იქით გადაწეული პორტიერებით, საიდანაც მოჩანს გემოვნებით მორთული, ლამპებითა და ბრებით გაჩახჩახებული ვრცელი დარბაზი. წინ, ხელმარჯვნივ, კაბინეტში შპალერგადაკრული პატარა კარია, რომელიც კანტორაში გადის; ხელმარცხნივ კი ღუმელი, რომელშიაც ნაკვერცხლები ღვივის. უფრო მოშორებით, სიღრმეში - სასადილო ოთახის ორსაგდულიანი კარი. ლივრეაში გამოწყობილი პეტერსენი, კომერსანტის მსახური, და დაქირავებული ლაქია იენსენი, რომელსაც შავი ფრაკი აცვია, კაბინეტს ალაგებენ. დარბაზშიაც რამდენიმე დაქირავებული ლაქია მოჩანს. რომლებიც აგრეთვე ალაგებენ იქაურობას და სანთლებს ანთებენ. სასადილო ოთახიდან მრავალრიცხოვანი სტუმრების ყაყანი და სიცილ-ხარხარი, დანა-ჩანგლის და ჭიქების წკრიალი ისმის. ბოლოს სიჩუმე ჩამოვარდება. ვიღაც სადღეგრძელოს ამბობს, რომელსაც „ბრავოს" ძახილით ხვდებიან, და კვლავ იწყება ყაყანი და სიცილ-ხარხარი.

    პეტერსენი (ღუმელის თავზე შემოდგმულ ლამპას ანთებს და აბაჟურს უკეთებს). ერთი ამ ჩვენს ბერიკაცს უსმინეთ, იენსენ, როგორ გაჭიმა ფრუ სერბიუს სადღეგრძელო.

    იენსენი (სავარძელს მოაჩოჩებს). მართალია, რომ ამბობენ, ვითომ ნახშირჭმულები არიანო?

    პეტერსენი. ეშმაკმა იცის.

    იენსენი. თავის დროზე დიდი მუსუსი კი იყო.

    პეტერსენი. აბა!

    იენსენი. ამბობენ, შვილის საპატივცემულოდ იხდის წვეულებასო.

    პეტერსენი. დიახ, გუშინ ჩამოვიდა.

    იენსენი. არც კი ვიცოდი, რომ კომერსანტ ვერლეს შვილი ჰყავდა.

    პეტერსენი. როგორ არა. მხოლოდ ქარხანას არ სცილდება, „მთის ხევში" როა. აგერ რამდენი წელია ამ სახლში ვარ და ერთხელაც არ ჩამოსულა ქალაქში.

    მეორე დაქირავებული ლაქია (დარბაზის კარში). პეტერსენ, ვიღაც ბერიკაცია.

    პეტერსენი (ბუზღუნებს). რა ეშმაკმა მოათრია ამ დროს? (მარჯვენა მხრიდან გამოჩნდება მოხუცი ეკდალი; გაცვეთილი პალტო და მატყლის ხელთათმანები აცვია; პალტოს საყელო აწეული აქვს; ხელში ჯოხი და ბეწვის ქუდი უჭირავს, იღლიაში ქაღალდში გახვეული პაკეტი ამოუჩრია. მუქი წითური, ჭუჭყიანი პარიკი და მოკლედ შეკრეჭილი ჭაღარა ულვაშები. ახლად მოსულს უახლოვდება) კი მაგრამ... რაზე გარჯილხართ?

    ეკდალი (კარშივე). კანტორაში მაქვს საქმე, პეტერსენ. აუცილებლად უნდა შევიდე.

    პეტერსენი. კანტორა უკვე ერთი საათია, რაც დაიკეტა და...

    ეკდალი. ეგ ქვემოთ, ჭიშკარშივე მითხრეს, ძვირფასო, მაგრამ გრობერგი ჯერ კიდევ კანტორაში ზის. თუ შეიძლება, გამატარეთ, პეტერსენ. (პატარა კარზე ანიშნებს) ეს გზა ნაცნობია ჩემთვის.

    პეტერსენი. კარგი, კარგი, შებრძანდით. (კარს უღებს) მხოლოდ გახსოვდეთ: აქეთობისას მთავარი გამოსასვლელით გამოხვალთ. ჩვენ სტუმრები გვყავს.

    ეკდალი. ვიცი, ვიცი... ჰმ! მადლობელი ვარ, ძვირფასო! გმადლობთ, მეგობარო! (ხმადაბლა, ბუზღუნით) ბრიყვი (კანტორაში შედის. პეტერსენი კარს ხურავს)

    იენსენი. ესეც კანტორაში მუშაობს?

    პეტერსენი. არა, ხანდახან რაღაც-რაღაცებსა წერს. თავის დროზე კი ესეც კაი ფხიანი ბიჭი იყო.

    იენსენი. ზედვე ეტყობა. უბრალო კაცს არც ახლა ჰგავს.

    პეტერსენი. მდაა! დაიჯერებთ? ოდესღაც ლეიტენანტი იყო.

    იენსენი. რას ამბობთ? ლეიტენანტი?

    პეტერსენი. დიახ. მაგრამ შემდეგ ხე-ტყით ვაჭრობასა თუ რაღაც ამდაგვარს მიჰყო ხელი. ამბობენ, ამ ჩვენს კომერსანტს ძალზე ცუდი ოინი უყოო. ქარხანა, „მთის ხევში" როა, უწინ ორივეს ეკუთვნოდა, გესმით? მე კარგად ვიცნობ ბერიკაცს. ხანდახან თითო ჭიქა არაყს ერთადა ვხუხავთ, ან ბავარიულ ლუდსა ვსვამთ მადამ ერიკსენის ტრაქტირში.

    იენსენი. არადა, რომ შეხედო, იტყვი, ამას რა აქვს, რომ...

    პეტერსენი. როგორ გეკადრებათ, ის კი არა, პირიქით, მე თვითონ ვპატიჟებ. ჩემის აზრით, პატივი უნდა ვცეთ კეთილშობილ კაცს, რომელსაც ამისთანა უბედურება შეემთხვა.

    იენსენი. გაკოტრდა თუ რა?

    პეტერსენი. უფრო უარესი, ციხეში იჯდა.

    იენსენი. ციხეში?

    პეტერსენი. თუ სატუსაღოში (აყურადებს) სსუ... აიშალნენ.

    (ორი ლაქია შიგნიდან აღებს სასადილო ოთახის კარს. პირველი გამოჩნდება ფრუ სერბიუ, რომელიც ორ ბატონს ესაუბრება. მათ უკან მოჰყვებიან დანარჩენები, რომელთა შორისაა თვით ვერლეც. სულ ბოლოს მოდიან იალმარ ეკდალი და გრეგერს ვერლე)

    ფრუ სერბიუ (ჩავლისას). ყავა საკონცერტო დარბაზში მოგვართვი, პეტერსენ!

    პეტერსენი. ბატონი ბრძანდებით.

    (ფრუ სერბიუ თავის ორ თანამოსაუბრესთან ერთად მეორე ოთახში გადის და იქ ხელმარჯვნივ უხვევს. მათ უკან მისდევენ პეტერსენი და იენსენი)

    ჩასუქებული და ფერმკრთალი ბატონი (მელოტს). იფ!.. აი, მესმის სადილი!.. მაგრამ კი ვიმუშავეთ!

    მელოტი. აბა, აბა! ხანდახან არც კი დაიჯერებ, თუ გული გულობს, სულ რაღაც სამი საათის განმავლობაში რამდენი რამე შეიძლება მოასწრო კაცმა.

    ჩასუქებული. დიახ, მაგრამ აწი იქნება, რაც იქნება, ძვირფასო კამერჰერო!..

    მესამე ბატონი. ამბობენ, ყავას და ლიქიორს საკონცერტო დარბაზში მოგვართმევენო.

    ჩასუქებული. ბრავო! ვინ იცის, იქნებ ფრუ სერბიუმ დაუკრას კიდეც.

    მელოტი (ხმადაბლა). მე იმისი მეშინია, ვაითუ თავისებურად აუკრას და სულ მალე მშრალზე დაგვტოვოს.

    ჩასუქებული. არა, ბერტა თავის ძველ მეგობრებს არ მიატოვებს!

    (ორივენი ხითხითით გადიან მეორე ოთახში)

    ვერლე (ხმადაბლა, შეცბუნებული). იმედია, არავის შეუნიშნავს, გრეგერს!

    გრეგერსი (უყურებს). რა?

    ვერლე. ვერც შენ შენიშნე?

    გრეგერსი. მაინც რა უნდა შემენიშნა?

    ვერლე. სუფრას ცამეტნი ვუსხედით.

    გრეგერსი. მართლა? ცამეტნი?

    ვერლე (იალმარ ეკდალს გადახედავს). საერთოდ, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ყოველთვის თორმეტ სულზე ვშლით სუფრას... (დანარჩენ სტუმრებს) გთხოვთ, ბატონებო! (მათთან ერთად ხელმარჯვნივ, მეორე ოთახში გადის; მხოლოდ გრეგერსი და იალმარ ეკდალი რჩებიან)

    იალმარი (რომელმაც ყური მოჰკრა მამა-შვილის საუბარს). არ უნდა მოგეპატიჟებინე, გრეგერს...

    გრეგერსი. ვითომ რატომაო? როგორც ამბობენ, სტუმრები ჩემს საპატივცემულოდ დაჰპატიჟეს და მე - ჩემი საუკეთესო, ერთადერთი მეგობარი არ მომეწვია?

    იალმარი. ჰო, მაგრამ მამაშენს, მგონი, არ მოეწონა. მე ხომ აქ არასოდეს დავდივარ.

    გრეგერსი. დიახ, დიახ, მითხრეს. მაგრამ ხომ უნდა მენახე და ლაპარაკით გული მეჯერა? მე, ალბათ,

    მალე წავალ... წარმოგიდგენია, რამდენი ხნის მეგობრები ვართ და ვინ იფიქრებდა, რომ ბოლოს ჩვენი გზები ასე გაიყრებოდა? აგერ უკვე თექვსმეტი თუ ჩვიდმეტი წელი იქნება, რაც ერთმანეთი არ გვინახავს.

    იალმარი. მართლა?

    გრეგერსი. რა თქმა უნდა. აბა, მითხარი, რასა იქმ, როგორა ხართ? ისე, კაცმა რომ შემოგხედოს, გაუხარდება. მგონი, კიდევ გასუქდი, ისეთი სოლიდური გახდი.

    იალმარი. ჰმ, სოლიდური, ალბათ, არ მეთქმის, მაგრამ წლები თავისას შვრება, მას აქეთ, ცოტა არ იყოს, დავსრულდი და დავვაჟკაცდი.

    გრეგერსი. დიახ, დიახ, გარეგნულად მშვენივრად გამოიყურები.

    იალმარი (ცოტა არ იყოს, პირქუშად). ეჰ, შენ შიგნით იკითხე! მტრისას! ხომ იცი, რა უბედურება დაგვატყდა თავს მას აქეთ, რაც ერთმანეთი აღარ გვინახავს.

    გრეგერსი (ხმას დაუწევს). ჰო მართლა, მამაშენი როგორაა?

    იალმარი. მოდი, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. საცოდავი მამაჩემი, რასაკვირველია, ჩემთან ცხოვრობს. თუმცა, კაცმა რომ თქვას, სხვაგან სად უნდა იცხოვროს, ჩემს მეტი ვინა ჰყავს? მაგრამ, იცი, რა? წარმოუდგენლად მიმძიმს ამაზე ლაპარაკი. უმჯობესია, შენ თვითონ მითხრა, როგორა ხარ იქ, ქარხანაში?

    გრეგერსი. შესანიშნავად. ვარ, ჩემთვის, მარტო; რაზეც გინდა, იფიქრე, იოცნებე... მოდი აქ, ჩვენთვის ჩამოვსხდეთ. (ღუმელის ახლოს, სავარძელში ჯდება და იალმარსაც თავის გვერდით, მეორე სავარძელში სვამს)

    იალმარი (გრძნობამორევით). ასეა თუ ისე, მაინც მადლობელი ვარ შენი, გრეგერს,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1