Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

საბრალონი (ნაწილი III)
საბრალონი (ნაწილი III)
საბრალონი (ნაწილი III)
Ebook664 pages23 hours

საბრალონი (ნაწილი III)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"საბრალონი" - ესაა საფრანგეთის ისტორია, მოთხრობილი მის მთავარ გმირთა პირადი ცხოვრებით. რომანის მოქმედება მიმდინარეობს ვატერლოოს ბრძოლასა (1815) და 1832 წლის ივნისის მოვლენებს შორის. ხუთ ტომში მოთხრობილია ჟან ვალჟანის ცხოვრება, ციხიდან მისი გაქცევიდან სიკვდილამდე. მის გარშემო შემოკრებილან პერსონაჟები, რომელთა ნაწილი წიგნის სხვადასხვა ტომებს აძლევს სახელს, ამ საუკუნის საბრალონი, უბედურები და ტანჯულნი: ფანტინი, კოზეტა, მარიუსი, ისევე, როგორც ტენტარდიეს ოჯახი, და ასევე კანონის წარმომადგენელი ჟავერი.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 11, 2021
საბრალონი (ნაწილი III)

Read more from ვიქტორ ჰიუგო

Related to საბრალონი (ნაწილი III)

Related ebooks

Reviews for საბრალონი (ნაწილი III)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    საბრალონი (ნაწილი III) - ვიქტორ ჰიუგო

    ვიქტორ ჰიუგო - საბრალონი (ნაწილი III)

    Victor Hugo - Les Miserables (III)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ივანე მაჭავარიანს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ნაწილი მესამე. მარიუსი

    წიგნი პირველი. ატომით დახასიათებული პარიზი

    თავი პირველი. PARVULUS

    თავი მეორე. მისი ნიშან-თვისებები

    თავი მესამე. კარგი ბიჭია

    თავი მეოთხე. სასარგებლო ბიჭია

    თავი მეხუთე. გამენის საზღვრები

    თავი მეექვსე. მცირე რამ ისტორიიდან

    თავი მეშვიდე. ნაკვესი

    თავი მერვე. უკანასკნელი მეფის ხუმრობა

    თავი მეცხრე. ძველი გალური სული

    თავი მეათე. ECCE PARIS, ECCE HOMO

    თავი მეთერთმეტე. ხუმრობა და მეფობა

    თავი მეთორმეტე. ხალხში ჩამალული მომავალი

    თავი მეცამეტე. პატარა გავროში

    წიგნი მეორე. დიდი ბურჟუა

    თავი პირველი. ოთხმოცდაათი წლის კაცი ოცდათორმეტი კბილით

    თავი მეორე. როგორიც კაცი, ისეთი სახლი

    თავი მესამე. LUC ESPRIT

    თავი მეოთხე. ას წელიწადს ვიცოცხლებ

    თავი მეხუთე. ბასკი და ნიკოლეტი

    თავი მეექვსე. მანონი თავისი ბავშვებით

    თავი მეშვიდე. წესი: საღამომდე არავინ მიიღოთ

    თავი მერვე. ორია, მაგრამ წყვილი არ არის

    წიგნი მესამე. პაპა და შვილიშვილი

    თავი პირველი. ძველებური სალონი

    თავი მეორე. იმდროინდელი წითელი ლანდი

    თავი მესამე. REQUIESCANT

    თავი მეოთხე. ავაზაკის სიკვდილი

    თავი მეხუთე. შეიძლება წირვის მოსასმენად მიხვიდეთ და რევოლუციონერი წამოხვიდეთ

    თავი მეექვსე. რა მოჰყვა მნათესთან შეხვედრას

    თავი მეშვიდე. ვინმე გოგო

    თავი მერვე. მარმარილო და გრანიტი

    წიგნი მეოთხე. ანბანის მოყვარენი

    თავი პირველი. პატარა ჯგუფი, რომელმაც კინაღამ ისტორიული მნიშვნელობა მოიპოვა

    თავი მეორე. ბლონდოს პანაშვიდი, ბოსუეს მიერ გადახდილი

    თავი მესამე. მარიუსის გაკვირვება

    თავი მეოთხე.  უკანა ოთახი კაფე „მუზენისა"

    თავი მეხუთე. ჰორიზონტის გაფართოება

    თავი მეექვსე. RES ANGUSTA

    წიგნი მეხუთე. დიდება გაჭირვებისა

    თავი პირველი. მარიუსის გასაჭირი

    თავი მეორე. მარიუსის სიღარიბე

    თავი მესამე. მარიუსის დავაჟკაცება

    თავი მეოთხე. ბატონი მაბეფი

    თავი მეხუთე. სიღარიბე სიღატაკის კეთილი მეზობელია

    თავი მეექვსე. შემცვლელი

    წიგნი მეექვსე. ორი ვარსკვლავის შეხვედრა

    თავი პირველი. გვარად რჩება მეტსახელი

    თავი მეორე. Lux Fecta est

    თავი მესამე. გაზაფხულის გავლენა

    თავი მეოთხე. ავადმყოფობის დასაწყისი

    თავი მეხუთე. რამდენი მეხი დაეცა საწყალ ბუგონს

    თავი მეექვსე. ტყვექმნილი

    თავი მეშვიდე. რას უნდა წარმოადგენდეს ასო U ცალკე

    თავი მერვე. ინვალიდმაც კი გაიხარა

    თავი მეცხრე. მზის დაბნელება

    წიგნი მეშვიდე. მენაღმეები

    თავი პირველი. ნაღმი და სანაღმის მთხრელები

    თავი მეორე. ძირისძირში

    თავი მესამე. ბაბეტი, გელმერი, კლაკსუ და მონპარნასი

    თავი მეოთხე. გუნდის შემადგენლობა

    წიგნი მერვე. საზიზღარი ღატაკი

    თავი პირველი. ყმაწვილ ქალს დაეძებდა, ბებრუცუნა კაცს შეხვდა

    თავი მეორე. ნაპოვარი

    თავი მესამე. ოთხპიროვანი

    თავი მეოთხე. ვარდი გასაჭირში

    თავი მეხუთე. სარკმელი განგებისა

    თავი მეექვსე. ტყის ნადირი თავის ბუნაგში

    თავი მეშვიდე. სტრატეგია და ტაქტიკა

    თავი მერვე. მზის სხივი ღრმა ორმოში

    თავი მეცხრე. ლამის იტიროს ჟონდრეტმა

    თავი მეათე. ეტლის ნიხრი: საათში ორი ფრანკი

    თავი მეთერთმეტე. სევდას სურს მიეშველოს სიღარიბეს

    თავი მეთორმეტე. რაზე დაიხარჯა ბ. ლებლანის ხუთფრანკიანი

    თავი მეცამეტე.  SOLUS CUM SOLO, IN LOCO REMOTO, NON COGITABUNTUR ORARE PATER NOSTER

    თავი მეთოთხმეტე. ორი დამბაჩა მარიუსს

    თავი მეთხუთმეტე. იარაღს იძენს ჟონდრეტი

    თავი მეთექვსმეტე. ინგლისური სიმღერა 1832 წლის მოდურ მოტივზე

    თავი მეჩვიდმეტე. მარიუსის ხუთი ფრანკი

    თავი მეთვრამეტე. პირისპირ აწყვია მარიუსის სკამები

    თავი მეცხრამეტე. ერიდეთ ბნელ ჯურღმულებს

    თავი მეოცე. მახეში

    თავი ოცდამეერთე. ჯერ მსხვერპლი უნდა დაეჭირა

    თავი ოცდამეორე. წინაპრების სანახავად

    ნაწილი მესამე. მარიუსი

    წიგნი პირველი. ატომით დახასიათებული პარიზი

    თავი პირველი. PARVULUS

    პარიზს თავისი შვილი ჰყავს და ტყეს - თავისი ჩიტუნია. ჩიტუნიას ბეღურა ჰქვია, პარიზის შვილს - გამენი.

    შეაერთეთ ეს ორი ცნება, რომლებიც გამოხატავენ - ერთი აგიზგიზებულ ღუმელს, მეორე - დილის ცისკარს; შეაერთეთ ორი ნაპერწკალი - პარიზი და სიყრმე, და მიიღებთ პატარა ბიჭს, „Homuncio"-ს, პლავტეს სიტყვით.

    მხიარულია ეს პატარა არსება. ყოველდღე არ სადილობს, მაგრამ წარმოდგენას კი ყოველ საღამოს დაესწრება, თუ მოისურვა. პერანგი არ აცვია, ფეხშიშველი დადის, ქუდი არ ახურავს, ჩიტს ჰგავს, რომელიც ჰაერში მიფრინავს. გამენი შვიდი წლიდან ცამეტამდე იქნება. ამხანაგებთან ერთად ქუჩას ტკეპნის, ღია ცის ქვეშ სძინავს, მამამისის ძველი შარვალი აცვია, რომელიც ძირს დასთრევს, ვიღაცის ძველი ქუდი ახურავს, რომელიც ყურებამდე აქვს ჩამოფხატული. მთელი დღე დარბის, დაწანწალებს, რაღაცას ეძებს, ვიღაცას უთვალთვალებს, დროს არ აფასებს, ეწევა ჩიბუხს, იგინება, როგორც ავაზაკი, იცნობს ქურდებს, ლაპარაკობს ქურდების ენით, მღერის საზიზღარ ლექსებს, შინაურულად ელაპარაკება გოგონებს, დადის და სიავე არა აქვს გულში. ერთი ძვირფასი მარგალიტი უზის სულში, - უმანკოება, მარგალიტები კი ლაფში არ ისვრება. სანამ ყრმა არის ადამიანი, ღმერთს უნებებია, უმანკო იყოს.

    რომ ჰკითხოთ დიდ ქალაქს - ეს ვინ არისო? - ჩემი პაწია შვილიო, - გიპასუხებთ.

    თავი მეორე. მისი ნიშან-თვისებები

    პარიზის გამენი ჯუჯაა, გოლიათი ქალის ნაშობი.

    ნუ გადავამლაშებთ: ამ ქუჩის ქერუბიმს ხანდახან პერანგიც აქვს, მაგრამ ერთადერთი, ზოგჯერ ფეხსაცმელიც აცვია, მაგრამ ულანჩო; ბინაც კი აქვს ხოლმე და ძალიანაც უყვარს, რადგან იქ დედა ეგულება, მაგრამ მისი გული მაინც ქუჩისკენ მიიწევს, ვინაიდან დედაზე მეტად თავისუფლება უყვარს; თავისებური დროს გატარება იცის, თავისებური ანცობა, რომლის ფუძედ ბურჟუებისადმი სიძულვილი გაუხდია; საკუთარი მეტაფორები აქვს; არ იტყვის მოკვდაო. - არა, - ფესვიდან შეჭამა ბაბუაწვერაო. თავისი ხელობაც აქვს, - ეტლის მოყვანა, ეტლის საფეხურის დაწევა, ნიაღვრის დროს ფიცრით ვიწრო ხიდის გაკეთება ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე გადასასვლელად; ამაზეც თავისებურად გაიძახის, - ხელოვნების ხიდი ავაგეო. - ხალხის მხარდასაჭერად წარმოთქმულ ვიღაცის სიტყვებს გაჰყვირის ყველგან.

    თავისი საკუთარი ფული აქვს - ქუჩაში ნაპოვნი სპილენძი, რომელსაც თვითონვე ჭრის. ამ ფულის თითო ნაჭერს loques უწოდებს და გასავალი აქვს მთელი პარიზის ქუჩის ბიჭებში.

    საკუთარი ცხოველთა სამეფო აქვს, რომელსაც დაშტერებით დასცქერის სადმე კუთხეში. ჭიამაია, მატლი „თავმკვდარია, ობობა - ქაჯი და საშიში შავი ჭია, რომელსაც კუდზე ორი ნესტარი აქვს და იმით იმუქრება. თავისებური ურჩხული ჰყავს, ზღაპრული, რომელსაც ეკლები ასხია მუცელზე და ხვლიკი არ არის. მეჭეჭები აქვს ზურგზე და ჯოჯო არ არის; ძველ საკირე ორმოში ცხოვრობს, ან გამშრალ ჭაში, შავია, ბანჯგვლიანი, ლორწოიანი, ხან ნელა ცოცავს, ხან სწრაფად დაძრწის; ყვირილი არ იცის, მაგრამ თვალითა გჭამს და იმისთანა შესაზარია, რომ თავის დღეში არავინ შეხედავს; ამ უცნაურ ქმნილებას ბიჭი „ყრუანჩელას ეძახის. ძალიან სასიამოვნოა ამ ყრუანჩელას ძებნა ქვების ქვეშ, მაგრამ ძალიან საზარელიც. ასევე საამოა ქუჩაში ქვაფენილიდან უცბად ქვის ამოღება და მატლების ნახვა. პარიზის ყველა უბანი განთქმულია საინტერესო ჭიაღუებით, რომლებსაც მარტო იქ ნახავს ადამიანი. ურსულინების უბანში შეშის და ხე-ტყის საწყობებში - მრავალი ტანტრაბეჩია; პანთეონში - ცხრაფეხა, მარსის მოედნის ორმოებში - თავკომბალები.

    რაც შეეხება მოსწრებულ სიტყვას, იმდენი აქვს გამენს, რომ ტალეირანსაც არ ჩამოუვარდება. არც ცინიზმით ჩამოუვარდება, მაგრამ პატიოსნებით კი იმაზე პატიოსანია. ყოველთვის მხიარულად არის, ყოველთვის ხუმრობს, იცინის და დაღვრემილ ვაჭარსაც კი აცინებს. მისი ოხუნჯობა თამამად გადადის მაღალი კომედიიდან ფარსში.

    მიცვალებულს მიასვენებენ სასაფლაოსკენ. მგლოვიარეებთან ერთად ექიმი დაინახა გამენმა და შეჰყვირა:

    - ბიჭოს! როდის ყოფილა, რომ ექიმს თვითონვე წაეღო თავისი ნახელავი!

    ერთხელ გამენი მოგროვილ ხალხს შეერია და ხან აქეთ გამოძვრებოდა, ხან იქით.

    - შენ ეი, არამზადავ! - შეუტია სათვალეებიანმა, საათის ოქროსძეწკვიანმა ბურჟუამ, - წელზე ხელი რად მოხვიე ჩემს ცოლს!

    - რომ მომეხვია, ხომ ზედვე დარჩებოდა! აბა, სად არის?

    თავი მესამე. კარგი ბიჭია

    ყოველთვის ახერხებს და რამდენიმე სუ აქვს ჯიბეში. საღამოს თეატრში მიბრძანდება. როგორც კი გადასცილდება თეატრის ჯადო-ზღურბლს, მაშინვე იცვლება; გამენი იყო და იქ კი ბუჩქნარის ტოროლა ხდება. თეატრი ერთგვარი ხომალდია, თავდაყირა გადაბრუნებული. ხომალდის ზემოთ მოქცეულ ტრიუმზე ზის ჩვენი გამენი. აქ ეს ბიჭი ისევე განსხვავდება გამენისგან, როგორც პეპელა მატლისგან; იგივე არსება, მაგრამ მაღლა აფრენილი და მონავარდე. საკმარისია ეს ბიჭი თეატრში იყოს, თავისი ბედნიერებით გაბრწყინებული სახით, თავისი უსაზღვრო აღტაცებით და სიხარულით, თავისი ტაშისკვრით, რომელიც უფრო ფრთების ცემას ჰგავს, რომ გამოცოცხლდეს ხომალდის ეს ვიწრო, მყრალი, ბნელი, საზიზღარი, მავნებელი, საშინელი ტრიუმი და სამოთხედ იქცეს.

    მიეცით ცოცხალ არსებას უსარგებლო და წაართვით სასარგებლო, - ეგეც თქვენი პარიზული გამენი.

    არ გეგონოთ, მწერლობის სრულიად არაფერი გაეგებოდეს, თავისი მიმართულებით - იძულებული ვართ ესეც მწუხარებით აღვნიშნოთ, - დიახ, კლასიკურ გემოვნებას არ იჩენს თავისი ბუნებით. აკადემიური არაფერი მოსწონს. მაგალითი მოვიყვანოთ ამის საჩვენებლად. სახელოვანი მსახიობი იყო ქალბატონი მარსი და ძალიან უყვარდათ გამენებს, მაგრამ პატარა დაცინვის ნესტარიც ჰკრეს, - მეტსახელად ქალბატონი ბუზი უწოდეს.

    ყვირის ეს ბიჭი, იცინის, მასხრობს, ლაზღანდარობს, ჩხუბობს ნაფხრეწებში გახვეული, როგორც ძუძუმწოვარი და ძველმანებში, როგორც ფილოსოფოსი. თევზაობს წვიმის წყალში, ნადირობს უწმინდურობის სადინარ მილებში და უწმინდურობაშიც პოულობს მხიარულების მიზეზს. ყველა გზაჯვარედინზე აბნევს თავის გამოთქმებს, მასხრობს და იკბინება, უსტვენს და მღერის, ტაშს უკრავს და ლანძღავს, გაიძახის ალილუიას და უშვერ ლექსებს, გალობს ყველა საგალობელს „განუსვენედან მოყოლებულს „ნიღბიანების სიმღერამდე, პოულობს უძებნელად, იცის, რაც არ უნდა იცოდეს. სპარტელი არის ვერაგობამდე, გახელებული ჭკუას არ ჰკარგავს, ლირიკოსია უწმაწურობამდე. ოლიმპზე გამოიჭიმებოდა, მაგრამ ნაგავში გდია და მაინც ვარსკვლავებითაა შემოსილი. პატარა რაბლეა პარიზის გამენი.

    შარვალს იწუნებს, თუ საათისთვის ცალკე ჯიბე არ აქვს.

    იშვიათად იცის გაკვირვება, უფრო იშვიათად შეშინება. მასხრული სიმღერებით დასცინის ცრუმორწმუნეობას, ამცირებს გადაჭარბებულს, ჰგმობს სარწმუნოებრივ საიდუმლოებას, ენას უყოფს მოჩვენებებს, ჰკიცხავს გაბღენძილს, კარიკატურა შეაქვს ეპიკურ ნაწარმოებში, იმიტომ კი არა, რომ პროზაიკოსია, ღმერთმა დაიფაროს! - იმიტომ, რომ ზღაპრულ ლანდს კომიკური ხილვა ურჩევნია.

    ადამსტორი რომ წარმოუდგეს თვალწინ, ჩაიცინებს ჩვენი გამენი და დაიძახებს:

    - ბიჭოს! საფრთხობელა თუ გინდა ესაა!

    თავი მეოთხე. სასარგებლო ბიჭია

    პარიზი დოყლაპიით იწყება და გამენით თავდება. ეს გახლავთ ორი არსება, რომლის მსგავსს ვერც ერთი ქალაქი ვერ შექმნის. ერთი პასიურად შეჰყურებს იქაურობას და სრულიად კმაყოფილდება ამით; მეორე სავსეა ინიციატივით. პრიუდომი და ფუიე! მარტო პარიზს მოეპოვება ეს ორი ტიპი თავის ისტორიაში. მთელი მონარქია გამოხატულია დოყლაპიით და მთელი ანარქია - პარიზელი გამენით.

    პარიზის გარეუბნების ეს ფერმკრთალი ბავშვი ცხოვრობს და ვითარდება, კოკრდება და იშლება სრულ გაჭირვებაში და ბავშვობიდანვე უკვირდება და უფიქრდება საზოგადოებრივ წესწყობილებას, ადამიანის მიერ ცხოვრების საშუალებათა განაწილებას. უდარდელად, უზრუნველად მიაჩნია თავი; მაგრამ ასეთი არ არის. ყველაფერს ხედავს, თვალიდან არაფერი გამოეპარება. შესცქერის, მზად არის სიცილი დაიწყოს, მაგრამ მზად არის სხვა რამისთვისაც, თუ ამას თავისი ალღო უკარნახებს. ფრთხილად იყავით, ვინც უნდა ბრძანდებოდეთ, ცრუმორწმუნოება იქნება, ბოროტსარგებლობა, ჩაგვრა, დამონება, უსამართლობა, მტარვალობა, თუ ხელმწიფობა! ფრთხილად იყავით, გეშინოდეთ პარიზელი გამენის!

    გაიზრდება ეს პატარა ბიჭი, ეს გამენი!

    რა თიხისგანაა გამოძერწილი ეს ბიჭი? ქუჩის ტალახისგან. ერთი მუჭა ტალახი, ერთი შთაბერვა და ეგეც თქვენი ადამი! მხოლოდ ღვთის ხელი აკლია! ღმერთი კიდევ სწყალობს გამენს, ბედი ყოველთვის უღიმის, ზრუნავს მასზე. ამ სიტყვით - ბედით - შემთხვევას ვგულისხმობთ. ბოლოს და ბოლოს რად იქცევა ეს ხალხის გულში აღზრდილი, უსწავლელი, გაუნათლებელი, განცვიფრებული ქონდრისკაცი? იონელად, თუ ბეოტელად? ბრძენი იქნება, თუ რეგვენი? მოითმინეთ, currit rota. პარიზის სული უდგას პატარა ბიჭს, ის სული, რომელიც ქმნის შემთხვევის ბიჭებს და ქვეყნის მოღვაწეებს. ლათინების მეჭურჭლე კი არ არის პარიზელი! ძვირფას სასმისად გარდაქმნის, სადაც კი ჯამს ნახავს.

    თავი მეხუთე. გამენის საზღვრები

    გამენს უყვარს ქალაქი, უყვარს აგრეთვე განმარტოებაც, რადგან ცოტა რამ ბრძენისაც მოსდევს. Urbis amator არის, როგორც ფუსკუსი და ruris amator - როგორც ჰორაციუსი.

    დადის და ფიქრობს განმარტოებით; ფილოსოფოსს შეეფერება ასე დროს გატარება, მეტადრე იმ სოფლებში, რომელიც გარს ახვევია პარიზს. უცნაურია ეს სოფლები, უშნო, ქალაქს მიმსგავსებული, სოფლური ცხოვრების უარმყოფელი. აგერ გათავდა ხეები და დაიწყო ბანები; გათავდა ბალახი და დაიწყო ქვაფენილი. გათავდა კვლები და დაიწყო დუქნები; გათავდა ძველი ჩვეულება და დაიწყო ვნება; გათავდა ღვთიური ჩურჩული და დაიწყო ხალხის ყაყანი. ეს ყოველივე არაჩვეულებრივ მიმზიდველობას ანიჭებს ქალაქის მიდამოებს.

    ამიტომ არის, რომ ამ უშნო სოფლებში, რომელთაც გამვლელი ერთი სიტყვით ახასიათებს - ნაღვლიანი, - ასე ხშირია უმიზნო, მაგრამ ჩაფიქრებული ხეტიალი.

    ამ სტრიქონების დამწერიც დიდხანს დადიოდა პარიზის სადარაჯოებს იქით, და ღრმა სახსოვრადაც დარჩა მაშინდელი ხეტიალი. ეს გათიბული მოლი, კენჭებიანი კვალი, ცარციან-თიხაკირიანი ნიადაგი და ყანების და ნახნავი მიწების ერთფეროვნება; ეს ახლად ამოსული ბოსტნეულის მწვანე რტოები; გლეხკაცურის და ბურჟუაზიულის ნარევი; ფართო, მოტიტვლებული მოედნები, სადაც ჯარი ვარჯიშობს და დოლის ისეთი ხმა გაისმის, თითქოს ბრძოლა იყოს გაჩაღებული; ეს ლამაზი ჭალა - დღისით და ყაჩაღების ბუდე - ღამით; მოშლილი წისქვილი, რომლის ფრთას მაინც ატრიალებს ქარი, მიკიტნის დუქნები სასაფლაოს ახლოს, მაღალი შავი კედლები, რომლებიც ყვავილებითა და პეპლებით სავსე დიდრონ მინდვრებს სჭრიდნენ. მომხიბლავი და მიმზიდველი იყო ეს სურათი!

    მგონი, არავინ იცნობს ამ უცნაურ ადგილებს - ლაგლასიერს, ლაკუნეტს, გრენელის ტყვიით დახვრეტილ საზარელ კედელს, მონპარნასს, ლაფოს-ო-ლუს, ლეზ-ობიუს მარნის პირას, მონ-სურის, ლა-ტომბ ისუარს, შატილიონის ლა-პიერ-პლატს, სადაც დღემდეა შემორჩენილი ერთი ძველი ქვის სამჭედლო, რომელზეც ამჟამად სოკო იზრდება და რომლის ჩასასვლელიც დამპალი მიწისფერი ფიცრებით არის დახურული. რომის სოფელს თავისი იდეა აქვს; პარიზის მიდამოებშიც არის იდეა; ჩვენ თვალწინ გადაშლილ სანახაობაში მინდვრების, სახლების და ხეების მეტი რომ ვერაფერი დავინახოთ, ეს ზედაპირული აღქმა იქნება; ბუნების ყოველ სურათს თავისი იდეა აქვს. ის ადგილი, სადაც მინდორი ქალაქს ერთვის, სავსეა რაღაც ღრმა მელანქოლიით. იქ ერთად გაისმის კაცობრიობისა და ბუნების ხმა; იქ უფრო გარკვევით მოჩანს ცხოვრების თავისებურებანი.

    ვისაც ჩვენსავით უვლია ამ უდაბურ, პარიზის გარეუბნების, მისი კარიბჭეების მოსაზღვრე მიყრუებულ მიდამოებში, უთუოდ შენიშნავდა აქა-იქ, სადმე მივარდნილ ადგილას სრულიად მოულოდნელად, ღობის ან კედლის უკან ხმაურით მოთამაშე ბიჭების ჯგუფს. ჭუჭყიანები არიან ეს ბიჭები, ტალახიანები, მტვრიანები, დაგლეჯილ-დაფლეთილები, თმააწეწილები, ღიღილოს გვირგვინებით მორთულნი და ნეტარებით სავსენი, რადგან თავისუფლად თამაშობენ, ღარიბთა სახლებიდან გამოპარულები. სრულ თავისუფლებას მხოლოდ აქ პოულობენ, ქალაქგარეთ, და მხოლოდ იქ შეიგრძნობენ ნამდვილ სიცოცხლეს; იქ არიან თავიანთ სამფლობელოში. იქ მღერიან თავისუფლად და ყველასგან მოურიდებლად თავიანთ უწმაწურ ლექსებს. სიცოცხლით მარტო აქ ტკბებიან, რადგან მარტო აქ ძღებიან მზის სხივით, წმინდა ჰაერით, ბუნების მშვენიერებით. თამაშობენ, დარბიან, მღერიან, შავი ფულის გამო ეჩხუბებიან ერთმანეთს, სახლიდან გამოპარულნი, ზოგი სულაც გამოქცეული, თავისუფალნი და ამით ბედნიერნი; მაგრამ როგორც კი დაგინახავენ, მაშინვე მოაგონდებათ, რომ არანაირი ხელობა არ იციან, და საცხოვრებლად კი მაინც საჭიროა ეგრეთ წოდებული ფული, და შემოგთავაზებენ, - იქნებ ინებოთ და იყიდოთ მატლებით სავსე ძველი პატარა კოჭები, ან ერთი კონა მინდვრის ყვავილი. ამ უზრუნველი ბავშვების შეხვედრა პარიზის მიდამოებში ერთდროულად სიამოვნებითა და მწუხარებით ავსებს ადამიანს. ხანდახან ბიჭებში პატარა გოგონებიც გამოერევიან; იქნებ ძმებსაც გამოჰყოლიან, მაგრამ უფრო დიდები ჩანან, ვიდრე ბიჭები. გამხდრები არიან, ჭორფლიანები, პურის თავთავის და ყაყაჩოს ყვავილის გვირგვინი ადგათ თავზე და, თუმცა ფეხშიშველები დარბიან, ამ თავისუფებით მაინც ბედნიერები არიან. ზოგი ბალს მიირთმევს ყანაში ჩამალული. ისმის მხიარული სიცილი. სადმე შუადღის მზის სხივით განათებული ხის ქვეშ ან ბინდისას შემჩნეული ეს ლაღი ჯგუფი დიდხანს ახსოვს ადამიანს და ხშირად წარმოუდგება თავის ფიქრებში.

    პარიზი ცენტრია და გარეუბნები წრესავით არტყია ირგვლივ. აქ არის ამ ბავშვებისთვის მთელი ქვეყნიერება. თავის დღეში არსად გავლენ ამ წრიდან. როგორც თევზი ვერ გაძლებს წყლის გარეშე, ისე ეს გოგო-ბიჭები - პარიზის ჰაერის გარეშე, ცენტრში ცივილიზაციაა და მიდამოებში - თავისუფლება. მათ რომ ჰკითხოთ, სადარაჯოს შემდეგ, ერთი-ორი კილომეტრის იქით აღარაფერია, ივრი, ჟანტილი, არკეილი, ბელვილი, ობერვილიე, მენილმონტანი, შუაზი-რე-რუა, ბილანკური, მედონი, ისი, ვოვრი, სევრი პუტო, ნეილი, კოლომბი, რომენვილი, შატუ, ანიერი, ბუჟივალი, ნანტერი, ენგიენი, ნუაზილე-სეკი, ნოჟანი, გურნეი, დრანსი, გონესი, მათთვის ამით თავდება ქვეყნიერება.

    თავი მეექვსე. მცირე რამ ისტორიიდან

    იმ დროს, რომელსაც ჩვენი თხზულება შეეხება და რომელიც არც ძალიან დაშორებულია აწმყოდან, ისე არ იყო ატუზული ყოველ კუთხეში პოლიციელი, როგორც დღეს არის, - (მიღწევა, რომლის სიკეთეს არ შევეხებით ჩვენს მოთხრობაში). - მაშინ უფრო მეტი იყო პარიზში ასე მოხეტიალე ბავშვები. სტატისტიკა ამტკიცებდა, რომ შემოუღობავ ეზოებში, დაუმთავებელ შენობებსა და ხიდების ქვეშ პოლიციის მიერ დაჭერილი უბინაო ბავშვების რიცხვი ყოველ წელს საშუალოდ ორას სამოცს უდრიდა. ერთ ამგვარ ბუდეში გაიზარდნენ „არკოლის ხიდის მერცხლები", უბინაო ბავშვები! ეს არის კაცობრიობის ერთ-ერთი მიუტევებელი დანაშაული. ადამიანის ყოველი ბოროტმოქმედების სათავე, უპატრონო ბავშვების მაწანწალობაა. მაგრამ ეს პარიზს არ შეეხება. პარიზი ამ მხრივ გამონაკლისია. მიუხედავად უპატრონო ბავშვების დიდი რაოდენობისა, იგი მაინც გამორჩეული ქალაქია. ყველა სხვა დიდ ქალაქში უპატრონო ბავშვი საბოლოოდ დაღუპული და განწირულია, რადგან ნელ-ნელა ჩაიძირება გახრწნილებისა და ბოროტების მორევში, რომელშიც დაკარგავს პატიოსნებასა და სინდისს. პარიზელი გამენი, გამეორებით ვამბობთ ამას, გარეგნულად ისე გაფუჭებული, გულით თითქმის უმანკო რჩება. ერთი თვალსაჩინო გარემოება არის აქ აღსანიშნავი, რაღაც არის წმინდა და გაუხრწნელი პარიზის ატმოსფეროში, როგორც სიმლაშე ზღვის წყალში და ვინც პარიზის ჰაერით სუნთქავს, ზნეობრივად უხრწნელი რჩება.

    თუმცა ეს სულაც არ ამცირებს იმ გულისტკივილს, რომელსაც ყოველთვის განიცდის ადამიანი, უპატრონო ბავშვს რომ შეხვდება, და მასთან ერთად თითქოს თავისი თვალით ხედავს დარღვეულ, დაშლილ ოჯახს. ჩვენს დღევანდელ ცივილიზაციაში, რომელსაც კიდევ მრავალი ნაკლი აქვს მოსაშორებელი, ერთ-ერთ უმთავრეს უბედურებად უნდა მივიჩნიოთ დაშლილი ოჯახი და უპატრონოდ მიტოვებული ბავშვები; თავისი გულ-ღვიძლი გადაყარა ქუჩაში ოჯახმა და, - რაც მოუვა, მოუვა, ახლა ქუჩამ უპატრონოსო! - სწორედ ამას ჰქვია, დიახ, რადგან ამ სამწუხარო მოვლენასაც თავისი სახელი აქვს, - „პარიზის ქვაფენილზე გაგდება".

    გაკვრით ვიტყვით აქვე, რომ ძველ მონარქიულ მთავრობას დიდად არ ადარდებდა მიტოვებული ბავშვების ბედი. მდაბიო ხალხში ცოტა რამ ეგვიპტური და ბოშური უნდა ყოფილიყო, რომ ასე ღვთის ანაბარად მიეტოვებინათ შვილები, რითიც უადვილებდნენ უმაღლეს პირებს თავიანთი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას. ამ უმაღლეს წრეებს და მეფეებს ჭირივით სძულდათ ხალხის შვილების სწავლა. ეს იყო მათი წმიდათაწმიდა და ურყევი მრწამსი. - რა საჭიროა ხალხისთვის სწავლა- განათლება? - და უპატრონოდ მიტოვებული ბავშვებიც ხომ გაუნათლებლები დარჩებოდნენ. ამას რა სჯობდა?

    ხანდახან მონარქიას დასჭირდებოდა ხოლმე ბავშვები და თვითონ იჭერდა ქუჩაში. შორს რომ არ წავიდეთ, ლუი მეთოთხმეტის დრო ავიღოთ. მეფეს ძალიან უნდოდა ფლოტის შექმნა. სურვილი საქები იყო, მაგრამ საშუალებაც ვნახოთ! სურვილს ვერ აისრულებდა, თუ იმ გემებთან ერთად, რომლებსაც ქარი მიაცურებს და თავისებურად მიათამაშებს, არ იქნებოდა ისეთი ნავებიც, რომლებსაც თავის ნებაზე წაიყვანდნენ ან ნიჩბის, ან ორთქლის საშუალებით. ამ დროს ასეთ ნავად გალერს ხმარობდნენ, გრძელ, დაბალ, მრავალნიჩბიან ნავს. გემებისთვის საჭირო იყო გალერები და გალერებისთვის - მენიჩბეები, რომლებსაც გალერელები დაარქვეს. გასცა კოლბერმა ბრძანება, - მართლმსაჯულებამ და პარლამენტმა დამნაშავეებს რაც შეიძლება მეტი მიუსაჯოს კატორღაში მუშაობაო, გალერზე მუშაობაც კატორღა იყო. ვინ იქნებოდა ამ დროს თავზე ხელაღებული, რომ არ აესრულებინა ამგვარი ბრძანება? და მიერეკებოდნენ ხალხს გალერებისკენ! მიცვალებულს მიასვენებდნენ; ერთმა კაცმა არ მოიხადა ქუდი, რადგან ჰუგენოტი იყო და თავის რჯულისამებრ იქცეოდა. რატომ ქუდი არ მოიშვლიპეო? - სტაცებდნენ ხელს და გალერზე სამუშაოდ უკრავდნენ თავს. პატარა ბიჭი შეხვდებოდათ ქუჩაში; ოღონდ თხუთმეტი წლის ყოფილიყო და არ სცოდნოდა - სად დაიძინებდა ღამით, - მაშინვე გალერზე გაგზავნიდნენ. დიდებული იყო მეფე ლუი მეთოთხმეტე, და დიდებული იყო საუკუნე!

    ლუი მეთოთხმეტის დროს ბავშვები ქუჩაში იკარგებოდნენ. პოლიცია იჭერდა და სადღაც მიჰყავდა. ახლაც არავინ იცის, რას უშვრებოდნენ საცოდავებს! საზარელ რაღაცას ჩურჩულებდა ხალხი, - მეფე ძოწეულში ბანაობსო. - ხდებოდა ხოლმე ბავშვების დევნისას, პოლიციელი ისეთს დაიჭერდა, რომელსაც მამა ჰყავდა, თავზარდაცემული მამა გამოეკიდებოდა პოლიციელს. ამ შემთხვევას პარლამენტი განიხილავდა და სახრჩობელით სჯიდა - ვის? თქვენ გგონიათ, პოლიციელს? არა, მამას!

    თავი მეშვიდე. ნაკვესი

    პარიზელი გამენები ამქარს შეადგენს, და შეიძლება ვთქვათ, რომ ყოველი ქუჩის ბიჭი ვერ მოხვდება ამ ამქარში.

    ეს სიტყვა „გამენი პირველად 1834 წელს დაიბეჭდა და ხალხის ენიდან შევიდა ლიტერატურულ ენაში. იგი პირველად „კლოდ გე-ს სახელწოდებით ცნობილ პატარა მოთხრობაში იყო ნახსენები. ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ სიტყვა დარჩა და მწერლობაში ფეხი მოიკიდა.

    რითია გამენი დიდებული თავის ამხანაგებში და რაზეა დამყარებული მისი დიდება? ძნელი სათქმელია. ერთს ვიცნობდით, ფრიად განდიდებულს თავისი ამხანაგებისგან, თაყვანისცემით ექცეოდნენ ყველანი, - იმიტომ, რომ თავისი თვალით ენახა ერთი კაცი, ღვთისმშობლის ეკლესიის გუმბათიდან რომ ჩამოვარდა. მეორეც არანაკლებ დიდებულად ითვლებოდა, რადგან მოეხერხებინა შეპარულიყო უკანა ეზოში, სადაც დროებით დაელაგებინათ ინვალიდების ტაძრის ძეგლები, და ცოტა ტყვია აეწაპნა; მესამე იმით იყო სახელოვანი, რომ დილიჟანსის გადაბრუნება ენახა; მეოთხე კიდევ იმით, რომ ერთ ჯარისკაცს იცნობდა, რომელმაც კინაღამ თვალი გამოსთხარა ბურჟუას!

    ამით აიხსნება ერთი პარიზელი გამენის ნათქვამი, რომელიც გულიანად აცინებს ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ არ ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა: - „ღმერთო დიდებულო! ჩემზე უბედური განა იქნება ვინმე? ამხელა ბიჭი ვარ და ჯერ არ მინახავს მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი კაცი!"

    არანაკლებ აზრიანია ერთი გლეხკაცის სიტყვა; ვიღაც ნაცნობმა ჰკითხა: - ცოლი ავად გყავდა, მოგიკვდა, ექიმს ვერ მოუყვანდი?

    და იმანაც უპასუხა:

    - რას იზამთ, ბატონო, საწყალი კაცი თვითონ კვდებაო.

    თუ ამ პასუხში მთლად გამოიხატა გლეხკაცის პასიური მორჩილება, პატარა გამენის ნათქვამში მთლიანადაა გამოხატული ჩვენი სარწმუნოების ღირსება. სიკვდილმისჯილი კაცი მიჰყავდათ ეტლით და მღვდელი რაღაცას ეუბნებოდა. დაინახა გამენმა და შეჰყვირა:

    - გიჟ ხუცესს უსმენს! ოჰ, რა ლაჩარი ყოფილა!

    რაც უფრო თავისუფალია გამენი სარწმუნოებრივ საკითხებში, მით უფრო პატივცემულია. ადამიანის დიდებას გონებრივი თავისუფლება სჭირდება.

    როდესაც დამნაშავეს სიკვდილით სჯიან, გამენიც იქ უნდა იყოს. ეს მისი ვალდებულებაა. ბიჭები შესცქერიან გილიოტინას და იცინიან. მრავალი მეტსახელით ამკობენ გილიოტინას: უვადო, ბუზღუნა, ცისკნელი და სხვა და სხვა. და რომ არაფერი გამოეპაროთ, ბანებზე ძვრებიან, აივნებზე, ხეებზე, მოაჯირსა და საკვამლე მილებზე ეკიდებიან. გამენი დაბადებიდანვე ბანზე მოსიარულეა და ნაოსანი. ჩიტივით აფრინდება ბანზე და მაღალ ანძაზეც მოექცევა. ყოველგვარ დღესასწაულს გრევის მოედანი ურჩევნია. გამენი ყველას კარგად იცნობს: ჯალათსაც და სულიერ მამასაც, რომელიც სიკვდილის დროსაც კი ატყუებს განწირულს. თუ შეშინებული ეჩვენათ დასასჯელი, დაცინვას უწყებენ ბიჭები, რომ გაამხნევონ; მაგრამ ყოჩაღი კაცის პატივისცემაც კარგად იციან. პატარა ლისნერმა რომ დაინახა ვაჟკაცურად მომაკვდავი საშინელი დოტენი, ეს სიტყვა წამოიძახა, რომელშიც მისი მომავალი გამოიხატა: - ისე ყოჩაღად იყო, რომ კიდეც შემშურდა! - გამენებმა ვოლტერის არაფერი იციან, მაგრამ პაპავუანს კი კარგად იცნობენ, ერთ სიაში ჰყავთ მოქცეული პოლიტიკოსები და კაცისმკვლელები; კარგად ახსოვთ, ვის რა ეცვა უკანასკნელად; იციან, რომ ტოლერონს ცეცხლფარეშის ქუდი ეხურა, ავრილს - წავის ბეწვის, ლუვილს - მრგვალი; ბებერი დელაპორტი თავმოტვლეპილი იყო და უქუდო, კასტენი - ძალიან ლამაზი და წითური, ბორისს პატარა კოხტა წვერი ჰქონდა. იციან, რომ ლეკუფე და მისი დედა ჩხუბობდნენ და ამიტომ რჩევა მისცა ერთმა გამენმა:

    - ჰა, მანდაც ჩხუბი არ მოგივიდეთ, მაგ აკლდამაში!

    ძალიან უნდოდა ერთ გამენს დებაკერის დანახვა, მაგრამ მომცრო ტანის კაცი იყო ეს დებაკერი და არ ჩანდა ხალხში. ისკუპა გამენმა, სანათის ბოძზე აძვრა და, რადგან იქვე ჟანდარმი იდგა, დაამშვიდა მთავრობა: - გამიშვით ავძვრე, ბატონო ჟანდარმო, არ ჩამოვვარდები.

    - ჯანდაბას შენი თავი და ტანი! - უპასუხა ჟანდარმმა.

    ძალიან პატივცემულია გამენებში, ვინც შემთხვევით რამეს იტკენს და ყოჩაღად გაუძლებს, ან, ვინც ძვლამდე გაიჭრის ხელს ან ფეხს.

    მუშტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მხრივ. სულ იმას გაიძახის გამენი სიამოვნებით, - ღონიერი ბიჭი ვარო, - შურით შესცქერიან ცაციას და აგრეთვე ბრუციანს.

    თავი მერვე. უკანასკნელი მეფის ხუმრობა

    დადგება ზაფხული და გამენიც ბაყაყად გადაიქცევა. საღამოს ბინდისას ყველანი აუსტერლიცის და იენის ხიდთან არიან; წყლის პირას, სადაც კი მაღალია რამე, ყველაფერზე ძვრებიან და იქიდან თავდაყირა ეშვებიან წყალში და არღვევენ ყოველგვარ კანონებს. პოლიციაც ფხიზლად არის და - კანონს ნუ არღვევთო, - თავისებურად სჯის თავისუფლად ბანაობის მსურველებს. ამ დრამატული მდგომარეობიდან გამოსასვლელად გამენმა ერთგვარი გაფრთხილება მოიგონა, რომელსაც ფართოდ იყენებდნენ 1830 წელს, ერთმანეთს აფრთხილებდნენ ბიჭები, როგორც კი დაინახავდნენ პოლიციელს. ეს გაფრთხილება ყვირილით კი არა, სიმღერით ითქმოდა, ისევე მწყობრად, როგორც ჰომეროსის ლექსი, და ერთგვარი მახვილით, რომლის განმარტება თითქმის ისევე შეუძლებელია, როგორც ათენის ახლოს ელევზისის სახელოვანი დეკლამაციის. ძველი ანტიკური evohe-ც კი მოიპოვებოდა ამ გაფრთხილებაში. „ოჰე, ბიჭებო, გველსა ვხედავ! ჩვენკენ მოცურავს! თავს უშველე!"

    ამ პატარა ბიჭმა, ამ ქინქლამ, როგორც თვითონ უწოდებს თავის თავს, კითხვა იცის; ხან წერაც იცის და ყოველთვის იცის უწმაწურობის ხატვა, რაღაც საიდუმლო მოხერხებით სწავლობს გამენი და იძენს ყოველგვარ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1