მაჰმადი და მისი მოღვაწეობა
5/5
()
About this ebook
Read more from დიმიტრი უზნაძე
სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია Rating: 5 out of 5 stars5/5განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები Rating: 5 out of 5 stars5/5ისლამი და არაბთა სახელმწიფო Rating: 4 out of 5 stars4/5განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები Rating: 5 out of 5 stars5/5რვეულებიდან Rating: 3 out of 5 stars3/5პირველყოფილი კულტურის ისტორია Rating: 5 out of 5 stars5/5ბერგსონი Rating: 3 out of 5 stars3/5ძველი საბერძნეთი Rating: 5 out of 5 stars5/5რომი Rating: 5 out of 5 stars5/5IMPERSONALIA Rating: 0 out of 5 stars0 ratings
Related to მაჰმადი და მისი მოღვაწეობა
Related ebooks
ყმაწვილი (ნაწილი I) Rating: 5 out of 5 stars5/5ხასიდური სიბრძნე Rating: 5 out of 5 stars5/5მაქსიმები Rating: 5 out of 5 stars5/5პასუხად სომხის მწერლებს Rating: 5 out of 5 stars5/5თანადროული სამყარო თვალის გადავლებით Rating: 5 out of 5 stars5/5ლიკურგე და ნუმა Rating: 5 out of 5 stars5/5იდიოტი (წიგნი II) Rating: 5 out of 5 stars5/5საწყაული საწყაულისა წილ Rating: 5 out of 5 stars5/5ეშმაკნი (წიგნი II) Rating: 5 out of 5 stars5/5ისტორიული მატერიალიზმი Rating: 5 out of 5 stars5/5ბერგსონი Rating: 3 out of 5 stars3/5მსჯელობა მეთოდის შესახებ Rating: 5 out of 5 stars5/5შემეცნების ფილოსოფია და თეორია Rating: 3 out of 5 stars3/5სამი ქალი Rating: 5 out of 5 stars5/5ებრაელთა საკითხი Rating: 5 out of 5 stars5/5გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი IV) Rating: 5 out of 5 stars5/5ჯალათი Rating: 5 out of 5 stars5/5ყმაწვილი (ნაწილი III) Rating: 5 out of 5 stars5/5სამეგრელოს აღწერა Rating: 3 out of 5 stars3/5კრიჟანგი Rating: 5 out of 5 stars5/5ფილოსოფიური მოთხრობები Rating: 5 out of 5 stars5/5უცხოს განმარტება Rating: 0 out of 5 stars0 ratingsპარმენიდე Rating: 5 out of 5 stars5/5გულივერის მოზგაურობა Rating: 5 out of 5 stars5/5ანტიქრისტე Rating: 0 out of 5 stars0 ratingsსაბრალონი (ნაწილი IV) Rating: 5 out of 5 stars5/5პირველყოფილი კულტურის ისტორია Rating: 5 out of 5 stars5/5ვენერა ქურქში Rating: 5 out of 5 stars5/5რამოს ძმისწული Rating: 5 out of 5 stars5/5ფოიერბახი Rating: 5 out of 5 stars5/5
Reviews for მაჰმადი და მისი მოღვაწეობა
1 rating0 reviews
Book preview
მაჰმადი და მისი მოღვაწეობა - დიმიტრი უზნაძე
დიმიტრი უზნაძე - მაჰმადი და მისი მოღვაწეობა
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
რედაქტორისაგან
არაბთა ყოფა-ცხოვრება
არაბების პოეზია
მაჰმადის სიჭაბუკე
მაჰმადის რელიგიური შეხედულებანი
დასაწყისი „განცხადებათა"
ქადაგება
მაჰმადის მიმდევართა დევნა
ლტოლვა მაჰმადისა მედინას
პოლიტიკური მრევლის დაარსება
ღვთისმსახურება
მექასთან ბრძოლა
მაჰმადის ბატონობა მექაში
განმარტებები
რედაქტორისაგან
დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც მეცნიერულსა და ფილოსოფიურ საგნებზე წერა და ლაპარაკი ქართულად ბევრისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო! ვინ იფიქრებდა, რომ ქართული ენის საგანძური იმდენად ძვირფასი აღმოჩნდებოდა, რომ უკანასკნელი დროის მეცნიერულითა და ფილოსოფიური ვარჯიშობით გალესილი გონების განყენებულ ცნებებსაც კი შესაფერსა და სრულ სიტყვიერ გამოხატულებას უპოვნიდა.
მეცნიერული და ფილოსოფიური ენა ყველგან ხელოვნურად შეზავებულია; იგი ამიტომ ამავე ენაზე მოლაპარაკე უბრალო ადამიანისათვის უცხო და გაუგებარია. ეს ასეც უნდა იყოს; ენის განვითარება გონებისა და გრძნობის განვითარებას მისდევს კვალდაკვალ. იგი გარეგანი, თვალსაჩინო სიმპტომია თვალთაგან ფარული, შინაგანი ცხოვრების განვითარებისა. და როგორც გონება უბრალო ადამიანისა უძლურია ღრმა ფილოსოფიური მსჯელობის ნაყოფი ადვილად შეითვისოს, ისე უძლურია იგი იმ ენის გაგებაშიც, რომელიც ამ ნაყოფს გარეგან გამოხატულებას აძლევს.
ჩვენი ენა არ არის ხელოვნურად განვითარებული. ხოლო საკვირველი ის არის, რომ იგი საკმაოდ მდიდარია - ათასი ისეთი განყენებული ცნება და აზრი გამოხატოს, რომელიც მხოლოდ დღევანდელ განვითარებულ აზროვნებას წარმოუშვია.
რით აიხსნება ეს? მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ იმ კულტურული სიმდიდრით, რომელიც ჩვენს წარსულ ისტორიას შეუქმნია და ჩვენთვის, ქართულ ენასთან შედუღებული, მემკვიდრეობით გადმოუცია. მაგრამ ჩვენი ენის ამ საკვირველი თვისების მიუხედავად, მაინც არავინ ფიქრობდა, რომ იგი მეცნიერულსა და ფილოსოფიურ კვლევაში გამოსადეგი შეიქმნებოდა. დღეს, როგორც ხედავთ, ეს აზრი სასიამოვნო შეცდომა აღმოჩნდა, და უკვე შესაძლებელი შეიქნა თანამედროვე გონებრივი კულტურის სიმდიდრის ზედმიწევნითი გადმოცემა ამ ენის საშუალებით.
მაგრამ ჩვენი დღევანდელი სამეცნიერო ლიტერატურა ფრიად ღარიბია. თუ გნებავთ, იგი ჯერ არც კი არსებობს. დღეს მხოლოდ ისახება იგი, და მისი მომავალი ბედი ოდნავ შესამჩნევი მკრთალი ხაზებით იფარგლება.
ჩვენი ცხოვრება კი წინ მიდის; იგი ნელ, მაგრამ მაინც საგრძნობ ცვალებადობას განიცდის. იგი ახალ მოთხოვნილებათ ბადებს და ძველ მისწრაფებათა დასაკმაყოფილებლად ახლად გაჭედილ ფორმებს მოითხოვს.
სახალხო უნივერსიტეტები და იქ მოსიარულე საზოგადოება სხვათა შორის ნათლად მოწმობს, რომ ჩვენს ხალხში ცოდნის წყურვილი თანდათან მატულობს. ხოლო იგი ამ წყურვილს სამშობლო მწერლობით ვერ იკლავს, და ხშირად ძლიერ ბევრი იძულებული ხდება უცხო ენას, უცხო მწერლობას მიმართოს. ამით ხალხის თავისებური ეროვნული შემოქმედების ძალა დუნდება, იგი უცხო სფეროში, უჩვევ ატმოსფეროში სულს ვერ იბრუნებს, მისი გონება იფიტება, მისი ნებისყოფა ჩლუნგდება, და ასე ნელ-ნელა ხალხის სული დეგენერაციის გზას ადგება.
ამ საშიში შესაძლებლობის თავიდან აცილება კი ზნეობრივი მოვალეობაა ყოველი ქართველისთვის, ზნეობრივი მოვალეობა კულტურისა და „ადამიანობის" მომავლის წინაშე. ჩვენ უნდა შევიგნოთ ეს მოვალეობა და ყველაფერი ვიღონოთ მისი პირნათლად ასრულებისთვის. ჩვენ ის მაინც შეგვიძლია, რომ ქართული