Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ანტიქრისტე
ანტიქრისტე
ანტიქრისტე
Ebook215 pages1 hour

ანტიქრისტე

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 9, 2019
ანტიქრისტე

Read more from ფრიდრიხ ნიცშე

Related to ანტიქრისტე

Related ebooks

Reviews for ანტიქრისტე

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ანტიქრისტე - ფრიდრიხ ნიცშე

    ფრიდრიხ ნიცშე - ანტიქრისტე

    Friedrich Nietzsche - Der Antichrist

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წინასიტყვაობა

    ანტიქრისტე

    განმარტებები

    წინასიტყვაობა

    ეს წიგნი მცირედთა კუთვნილებაა. შესაძლოა ამ მცირედთაგან ჯერ არავინაც არსებობს. მათ რიცხვში შესაძლოა ისინი იყვნენ, ვისაც ჩემი „ზარატუსტრა ესმის; როგორ შევერწყმოდი მათ, ვისაც მხოლოდ დღეს ეხსნება ყურები? მე მხოლოდ ზეგინდელი დღე მეკუთვნის. ზოგიერთნი სიკვდილშემდეგ იბადებიან.

    პირობებს, რომლებშიც ჩემი ესმით და მაშინ კი უკვე ესმით აუცილებლობიდან გამომდინარე - მე ძალზედ კარგად ვიცნობ. ინტელექტუალურ ამბებში სისასტიკემდე პატიოსანი უნდა იყოთ, რათა ჩემს სერიოზულობას, ჩემს ვნებას გაუძლოთ. ჩვევად უნდა გექცეთ მთის მწვერვალზე ცხოვრება, ქვეშ კი თანამედროვე პოლიტიკისა და ნაციონალური ეგოიზმის უსუსურ ლაყბობას უმზიროთ. გულგრილად უნდა იქცეთ, არასოდეს იკითხოთ, ჭეშმარიტებას სარგებლობა მოაქვს თუ ბედისწერად იქცევა ადამიანისთვის... აუცილებელია ძალიდან შობილი სწრაფვა საკითხებისკენ, რომლებზე დღეს ვერავის ჰყოფნის მამაცობა, მამაცობა აკრძალულისკენ; ლაბირინთისკენ დანიშნულება. შვიდი მარტოობის გამოცდილება. ახალი ყურები ახალი მუსიკისთვის. ახალი თვალები ყველაზე შორეულისთვის. ახალი სინდისი ჭეშმარიტებათათვის, რომლებიც დღემდე დამუნჯებული იყო. და ნება მაღალი სტილის ეკონომიისთვის: საკუთარი ძალების, საკუთარი აღმაფრენის დარაზმვა. საკუთარი თავის პატივისცემა; საკუთარი თავის სიყვარული; საკუთარი თავის უპირობო თავისუფლება...

    ამგვარად, მხოლოდ ასეთნი არიან ჩემი მკითხველები, ჩემი ჭეშმარიტი მკითხველები, ჩემი წინასწარგანსაზღვრული მკითხველები: რა საქმე მაქვს დანარჩენთან? დანარჩენი მხოლოდ კაცობრიობაა. კაცობრიობაზე მაღლა უნდა დადგე ძალით, სულის სიმაღლით - სიძულვილით...

    ფრიდრიხ ნიცშე

    1

    საკუთარ თავს შევხედოთ. ჩვენ ჰიპერბორეელები ვართ - ჩვენ საკმარისად კარგად ვიცით, რამდენად შორს ვცხოვრობთ დანარჩენებისგან. „ვერც ხმელეთითა და ვერც წყლით იპოვი გზას ჰიპერბორეელებისკენ" - წერდა ჯერ კიდევ პინდარე[1]. ჩრდილოეთს, ყინულს, სიკვდილს მიღმაა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ბედნიერება. ჩვენ მივაგენით ბედნიერებას, ჩვენ ვიპოვეთ გზა, ჩვენ მოვძებნეთ გამოსავალი ათასწლოვანი ლაბირინთიდან. ვინ იპოვა იგი? ნუთუ თანამედროვე ადამიანმა? - „მე არ ვიცი გზა აქეთ ან იქეთ, მე ვარ ყველაფერი, რამაც არ იცის გზა აქეთ ან იქეთ, - ოხრავს თანამედროვე ადამიანი. ჩვენ ავად ვიყავით ამ თანამედროვეობით, ავად ვიყავით ამ ზარმაცი სამყაროთი, ლაჩრული კომპრომისით, თანამედროვე „კი-სა და „არა-ს მთელი ზნეობრივი უწმინდურებით. ეს შემწყნარებლობა, გულის largeur[2], რომელიც ყველაფერს „ჰპატიობს, რადგან ყველაფერი ესმის, ჩვენზე ისე მოქმედებს, როგორც სიროკო. უმჯობესია ყინულთა შორის ცხოვრება, ვიდრე თანამედროვე ზნეობათა თბილ მონაბერში. ჩვენ საკმარისად გამბედავები ვიყავით, ჩვენ არ დაგვიზოგავს არც საკუთარი თავი და არც სხვები, მაგრამ დიდხანს არ ვიცოდით, საით მიგვემართა ჩვენი გამბედაობა. ჩვენ პირქუშნი ვიყავით, ფატალისტებს გვიწოდებდნენ. ჩვენი ბედისწერა იყო სისავსე, დაძაბულობა, ძალების მოკრება. ჩვენ ელვა და საქმე გვჭირდებოდა, ჩვენ უძლურთა ბედნიერების, „მორჩილებისგან შორს ვრჩებოდით. მეხის ღრუბლები გარშემო, წყვდიადი ჩვენს შიგნით: ჩვენ არ გაგვაჩნდა გზა. ჩვენი ბედნიერების ფორმულა: ერთი „კი, ერთი „არა", ერთი სწორი ხაზი, ერთი მიზანი.

    2

    რა არის კარგი? - ყველაფერი, რაც ადამიანში ზრდის ძალის განცდას, ნებას ძალისკენ, თავად ძალას.

    რა არის ცუდი? - ყველაფერი, რაც სისუსტიდან მოდის.

    რა არის ბედნიერება? - მზარდი ძალაუფლების განცდა, გადალახული წინააღმდეგობის განცდა.

    არა კმაყოფილება, არამედ ძალაუფლებისკენ სწრაფვა, არა მშვიდობა ნებისმიერ ფასად, არამედ ომი, არა სათნოება, არამედ პროდუქტიულობა (სათნოება რენესანსის სტილში, virtu, სათნოება, თავისუფალი მორალის მინარევისგან).

    სუსტები და წარუმატებლები უნდა დაიღუპონ: ესაა ადამიანისადმი ჩვენი სიყვარულის პირველი დებულება.

    რა არის ყველა ცოდვაზე მავნე? - ქმედითი თანაგრძნობა ყველა წარუმატებლისა და სუსტისადმი - ქრისტიანობა.

    3

    ჩემი პრობლემა იმაში კი არაა, თუ როგორ ასრულებს კაცობრიობა ცოცხალ არსებათა თანმიმდევრულ რიგს (ადამიანი დასასრულია), არამედ ადამიანის რა სახეობა უნდა გამოვზარდოთ, რა სახეობაა სასურველი, როგორც მეტად ფასეული, მეტად ღირსი სიცოცხლისა და მომავლის.

    ეს მეტად ფასეული სახეობა არაერთხელ არსებობდა წარსულში, მაგრამ მხოლოდ როგორც ბედნიერი შემთხვევითობა, როგორც გამონაკლისი, - და არასოდეს, როგორც რაღაც წინასწარ განზრახული. პირიქით - მისი ყველაზე მეტად ეშინოდათ; დღემდე ის შიშის ზარს სცემდა და მის წინაშე შიშიდან გამომდინარე ზრდიდნენ და იღებდნენ სრულიად საპირისპირო სახეობის ადამიანს: სახეობას შინაური ცხოველის, ჯოგური ცხოველის, ავადმყოფი ცხოველის - ქრისტიანისა.

    4

    კაცობრიობა არ წარმოადგენს განვითარებას უკეთესის, უფრო ძლიერის, უფრო მაღალისკენ, როგორც ამისი დღემდე სწამთ. „პროგრესი" მხოლოდ თანამედროვე იდეაა, სხვა სიტყვებით კი ყალბი იდეა. დღევანდელი ევროპელი საკუთარი ფასეულობით გაცილებით დაბლა დგას აღორძინების ეპოქის ევროპელზე. ევოლუციის პროცესი არ ნიშნავს აუცილებლობიდან გამომდინარე ამაღლებას ან გაძლიერებას.

    სრულიად განსხვავებული აზრით, ერთეულ შემთხვევებში დედამიწის სხვადასხვა ნაწილებში და განსხვავებულ კულტურებს შორის მიიღწევა იმის გამოვლენა, რაც ფაქტიურად უფრო მაღალ სახეობაა და რაც მთელ კაცობრიობასთან მიმართებით ზეკაცს წარმოადგენს. ასეთი ბედნიერი შემთხვევითობები ყოველთვის ხდებოდა და ყოველთვის მოხდება. ხოლო კეთილსასურველ გარემოებებში ასეთი იღბლიანი შესაძლოა მთელი თაობები, ტომები და ერები იყოს.

    5

    არ არის საჭირო ქრისტიანობის მორთვა და მოკაზმვა: მან სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადა ადამიანის ამ უმაღლეს სახეობას, მან უარი თქვა ამ ტიპის ყველა ძირითად ინსტინქტზე, რომლებიდანაც მან ბოროტების, ბოროტი ადამიანის ცნება გამოწურა: ძლიერი ადამიანი უვარგის ადამიანად, „განკიცხულად" იქცა. ქრისტიანობამ დაიჭირა ყველა სუსტის, დამცირებულისა და წარუმატებლის მხარე, მან იდეალი შექმნა ძლიერი ცხოვრების შენარჩუნების ინსტინქტთა დაპირისპირებიდან. მან წაახდინა სულიერად ძლიერ ინდივიდთა თვით გონება, რადგან ასწავლა მათ განეცადათ უმაღლესი სულიერი ფასეულობები, როგორც ბიწიერი და ცთომილებისკენ წამყვანი, როგორც ცდუნება. აი მაგალითი, რომელიც უღრმეს სინანულს იწვევს: პასკალის დაღუპვა, რომელსაც იმის სწამდა, რომ მისი გონების დაღუპვის მიზეზი პირველყოფილი ცოდვა იყო, როდესაც ასეთს მხოლოდ ქრისტიანობა წარმოადგენდა.

    6

    მტანჯველი, საზარელი სანახაობა წარმომიდგა თვალწინ: მე საბურველი ჩამოვაშორე ადამიანის გახრწნილებას. ჩემს ბაგეებში ეს სიტყვა სულ ცოტა ერთი ეჭვისგანაა თავისუფალი: თითქოს ის საკუთარ თავში მორალურ ბრალდებას შეიცავდეს. ეს სიტყვა - ვისურვებდი კიდევ ერთხელ გამესვა ამისთვის ხაზი - მოკლებულია მორალურ აზრს, თანაც იმ ხარისხით, რომ ეს გახრწნილება ჩემს მიერ ყველაზე ძლიერად სწორედ იქ განიცდება, სადაც აქამდე ყველაზე ცნობიერად მიისწრაფოდნენ „სათნოების, „ღვთაებრიობისკენ. გახრწნილება მე, როგორც ამას უკვე მიხვდებოდით, მესმის, როგორც decadence: მე ვამტკიცებ, რომ ყველა ფასეულობა, რომლისკენაც დღევანდელ დღეს მიისწრაფის კაცობრიობა, როგორც უმაღლესისკენ - decadence-ის ფასეულობაა.

    მე - ცხოველს, გვარს, ინდივიდს - გახრწნილს ვუწოდებ იმ დროს, როდესაც ის ჰკარგავს საკუთარ ინსტინქტებს, როდესაც ის ამჯობინებს იმას, რაც მავნებელია მისთვის. „მაღალი  გრძნობების, „კაცობრიობის იდეალების ისტორია - შესაძლოა სწორედ ამით უნდა დავკავებულიყავი - თითქმის მხოლოდ იმის გარკვევა იქნებოდა, რატომ არის ადამიანი ესოდენ გახრწნილი. თავად ცხოვრება ჩემთვის ფასდება, როგორც ზრდის, მდგრადობის, ძალთა მოკრების, ძალაუფლების ინსტინქტი: სადაც ძალაუფლებისკენ ნების დეფიციტია, იქ დაკნინებას აქვს ადგილი. მე ვამტკიცებ, რომ ადამიანის ყველა უმაღლესი ფასეულობა ამ ნებას

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1