Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან
ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან
ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან
Ebook397 pages4 hours

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 21, 2018
ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

Read more from ფრიდრიხ ნიცშე

Related to ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

Related ebooks

Reviews for ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან - ფრიდრიხ ნიცშე

    ფრიდრიხ ნიცშე - ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

    Friedrich Nietzsche - Die Geburt der Tragödie aus dem Geiste der Musik

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    თვითკრიტიკის მცდელობა

    ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

    წინასიტყვაობა რიხარდ ვაგნერისათვის

    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    განმარტებები

    თვითკრიტიკის მცდელობა

    1

    რაც არ უნდა დასდებოდა ამ საეჭვო წიგნს საფუძვლად, ეს უნდა ყოფილიყო პირველი რანგისა და ინტერესის საკითხი, ამასთანავე, ღრმად პირადული ხასიათისა; ამის თავდებია დრო, როდესაც ის შეიქმნა და რომლის მიუხედავადაც შეიქმნა - გერმანია-საფრანგეთის 1870-71 წლების ომის შფოთიანი პერიოდი. იმ დროს, როდესაც ვიორტთან შეტაკების გრიალი აზანზარებდა ევროპას, მეოცნებე-მოაზროვნე და ამოცანათა მოყვარული, რომელსაც წილად ხვდა ამ წიგნის შემოქმედი გამხდარიყო, სადღაც ალპების კიდეზე იჯდა, თავის ოცნება-ფიქრებსა და ამოცანებში ჩაძირული, შესაბამისად კი მეტისმეტად შეფიქრიანებული, იმავდროულად კი უდარდელი, და ბერძნების შესახებ თავის აზრებს იწერდა, რაც იმ უცნაური და ნაკლებად ხელმისაწვდომი წიგნის მარცვალს წარმოადგენდა, რომელსაც ეს დაგვიანებული წინასიტყვაობა (თუ ბოლოსიტყვაობა) ეძღვნება. გავიდა კიდევ რამდენიმე კვირა, რაც თავად ის უკვე მეცის კედლებთან იყო, ჯერ კიდევ შებოჭილი იმ კითხვის ნიშნებით, რომლებიც დაუსვა ბერძნებისა და ბერძნული ხელოვნების მოჩვენებით „გულმხიარულობას, სანამ იმ ღრმად დაძაბულ თვეს, როდესაც ვერსალში სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, იგი თავად არ დაუზავდა საკუთარ თავს და, ბრძოლის ველზე მიღებული ჭრილობის შემდეგ გამოჯანმრთელების გზაზე მდგარმა საბოლოოდ არ დაადგინა საკუთარი თავისთვის: „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან. მუსიკის? მუსიკა და ტრაგედია? ბერძნები და ტრაგიკული მუსიკა? ბერძნები და პესიმიზმის მხატვრული ქმნადობა? ყველაზე წარმატებული, ყველაზე მშვენიერი, ყველაზე შესაშური, სიცოცხლისადმი ყველაზე მეტად განწყობილი ხალხი, ვისაც კი დღემდე უცხოვრია, ბერძნები, - როგორ? ნუთუ მათ სჭირდებოდათ ტრაგედია? უფრო მეტიც - ხელოვნებაში? რას ემსახურებოდა ბერძნული ხელოვნება?

    შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომელ ადგილას იქნა დასმული კითხვის დიდი ნიშანი არსებობის ღირებულების შესახებ. არის პესიმიზმი დაცემის, დაღმასვლის, ცხოვრებისეული წარუმატებლობის, გათანგული და დაუძლურებული ინსტინქტების უპირობო ნიშანი, როგორც ეს იყო ინდოეთში და როგორიც ის, სავარაუდოდ, არის ჩვენში, „თანამედროვე ადამიანებსა და ევროპელებში? ძლიერის პესიმიზმიც არსებობს? ინტელექტუალური წინასწარგანწყობა სასტიკის, საზარელის, ბოროტისა და ამოუცნობისადმი არსებობაში, გამოწვეული კეთილდღეობით, ჯანმრთელობითა და არსებობის სისავსით? ხომ არ არსებობს ტანჯვა  მეტისმეტი სისავსისგან? ბასრი მზერის გამომცდელი გაბედულება, რომელიც საშინელებას მოითხოვს, როგორც მტერს, ღირსეულ მტერს, რომელზეც საკუთარი ძალის გამოცდას შეძლებს? რომელზეც სურს ისწავლოს, რა არის „შიში? რა მნიშვნელობა ენიჭება საუკეთესო, ძალმოსილი და უმამაცესი დროის ბერძნებთან ტრაგიკულ მითს? და დიონისური საწყისის შემზარავი ფენომენი? და ის, რაც მან შვა - ტრაგედია? შემდეგ კი ის, რამაც მოაკვდინა ტრაგედია, სოკრატესეული მორალი, დიალექტიკა, კმაყოფილება და სიხარული თეორიული ადამიანისა? ხომ არ იყო სოკრატესეული მორალი დაცემის, დაღლილობის, დაავადების, ანარქიულად ხრწნადი ინსტინქტების ნიშანი? ხოლო გვიანი ელინიზმის „ბერძნული მხიარულება" - მხოლოდღა საღამოს დაფიონი? ეპიკურეს ნება, მიმართული პესიმიზმის წინააღმდეგ - მხოლოდ ტანჯული გაფრთხილება? თავად მეცნიერება კი, ჩვენი მეცნიერება - რას ნიშნავს საერთოდ ნებისმიერი მეცნიერება, განხილული, როგორც ცხოვრების სიმპტომი? და რაც კიდევ უარესია, რისთვისაა მეცნიერება? ხომ არ არის მეცნიერება შიში და პესიმიზმისგან თავის დაძვრენა? ნატიფი თავდაცვა ჭეშმარიტების წინააღმდეგ? და, მორალურად თუ ვიტყვით, რაღაც მსგავსი სიმხდალისა და სიცრუის? თუ არანორმალურად ვიტყვით, ეშმაკობა? ო, სოკრატე, სოკრატე, ამაში ხომ არ იყო შენი საიდუმლო. ო, იდუმალო ირონიკოსო, იქნებ ამაში იყო შენი ირონია?

    2

    ის, რასაც მაშინ წავატანე ხელი, რაღაც საზარელსა და საშიშს - რქიანი პრობლემა იყო (არა მაინცდამაინც ხარი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ახალი პრობლემა). ახლა მე ვიტყოდი, რომ ეს იყო თავად მეცნიერების პრობლემა - მეცნიერებისა, რომელიც პირველად იქნა გაგებული, როგორც პრობლემა, რაღაც, რაც კითხვებს იმსახურებს. მაგრამ წიგნი, რომელშიც ჩემს ყმაწვილკაცურ გამბედაობასა და იჭვნეულობას მივეცი ასპარეზი, - რაოდენ შეუძლებელი წიგნი უნდა შექმნილიყო ყმაწვილკაცობისთვის ესოდენ შეუსაბამო ამოცანიდან! მხოლოდ ნაადრევ, მწვანე განცდებზე აგებული, რომელთაგან ყველა იმის ზღვარზე იდგა, რაც შეიძლება სიტყვებით იქნას გადმოცემული, ხელოვნების ნიადაგზე განთავსებული, - რადგან მეცნიერების პრობლემა არ შეიძლება გაცნობიერებულ იქნას მეცნიერების საფუძველზე, - შესაძლოა ესაა წიგნი ხელოვანთათვის, რომლებიც იმავდროულად ანალიტიკურ და რეტროსპეტქულ უნარებსაც ფლობენ (ანუ ხელოვანთა განსაკუთრებული სახეობისთვის, რომლებიც უნდა ეძებო, თუმცა ძებნაც არ გსურს...), აღსავსე ფსიქოლოგიური სიახლეებითა და არტისტული საიდუმლოებებით, არტისტული მეტაფიზიკით უკანა პლანზე, ყმაწვილკაცური ნაწარმოები, განწონილი ყმაწვილკაცური გამბედაობითა და ყმაწვილკაცური სევდით, დამოუკიდებელი, ჯიუტად დამოუკიდებელი იქაც კი, სადაც, როგორც ჩანს, რომელიმე ავტორიტეტის წინაშე იხრის ქედს, - ერთი სიტყვით, პირველი ნაყოფი, ასევე გაგებული ამ სიტყვის ურიგო აზრითაც, რომელსაც ახალგაზრდობის ყველა შეცდომა ახასიათებს, მიუხედავად მის მიერ წამოყენებული პრობლემის ანტიკურობისა, უპირველეს ყოვლისა კი მისი „წილადობილათი და მისი „შტურმით და დრანგით; მეორეს მხრივ, წარმატების აზრით, რომელიც მას ერგო (განსაკუთრებით იმ დიდ ხელოვანთან, რომელსაც იგი მიმართავდა, თითქოს სასაუბროდ იწვევდა, - რიხარდ ვაგნერთან), - წიგნმა გაამართლა საკუთარი თავი, იმის თქმა მსურს, რომ წიგნი ისეთია, რომ მან ნებისმიერ შემთხვევაში დააკმაყოფილა „თავისი დროის რჩეულნი". მხოლოდ ამ მიზეზით უნდა მივუდგეთ მას ერთგვარი სიფრთხილითა და მდუმარებით. მიუხედავად ამისა, მე არ მსურს სრულებით დავფარო, რამდენად უსიამოვნოდ და უცხოდ წარმოუდგება ახლა ის, თექვსმეტი წლის გასვლის შემდეგ ჩემს მომწიფებულ, ასჯერ მეტად განებივრებულ, მაგრამ კვლავ მხურვალე მზერას, რომლისათვის მეტად უცხოდ არც ის ამოცანა ქცეულა, რომლის გადაწყვეტას პირველად შეუდგა ეს წიგნი - დაენახა მეცნიერება ხელოვანის თვალით, ხელოვნება კი ცხოვრების თვალით...

    3

    ნება მიბოძეთ, გავიმეორო: დღეისათვის ეს ჩემთვის შეუძლებელი წიგნია. ვთვლი, რომ ის ცუდადაა დაწერილი, მოუხერხებელია, მძიმე, ფანტასტიური და აბურდული სურათებით, ალაგ-ალაგ ქალურობამდე გადაშაქრული, არათანაბარი ტემპის მქონე, ლოგიკური მოწესრიგებულობისკენ სწრაფვის გარეშე, მეტისმეტად თავდაჯერებული, რის გამოც მიაჩნია, რომ მტკიცებულებები არ უნდა წარმოადგინოს, უნდო - დამტკიცების შესაბამისობის მიმართ, როგორც ინცირებულთა წიგნისა, როგორც მუსიკისა ამ უკანასკნელთა, მუსიკის ნიშნით მონათლულთათვის, რომლებიც საგანთა დასაბამიდან გაერთიანებულნი არიან ხელოვნებაში ერთობლივი და იშვიათი განცდებისათვის, - ნიშნით, რომლითაც ერთმანეთს ცნობენ სისხლით ნათესავები ხელოვნებაში, - ქედმაღალი და რაფსოდული წიგნი, რომელიც დასაწყისიდანვე მეტადაა ჰერმეტულად დაცული „ინტელიგენციის ბრბოითი ვულგარულობის, ვიდრე „ხალხისაგან, მაგრამ წიგნი, რასაც მისი წარმატება ადასტურებს, რომელსაც საკმაოდ კარგად ესმის ის, თუ როგორ მოძებნოს თანარაფსოდები და ახალ ბილიკებსა თუ როკვის ადგილებში შეიტყუოს. აქ საუბრობდა - ამას ცნობისმოყვარეობითა და ერთგვარი განუწყობლობით აღიარებდნენ - უცხო ხმა, ჯერ კიდევ „უხილავი ღმერთის მოწაფე, რომელიც ჯერჯერობით მეცნიერის ჩაჩსა, გერმანელის მძიმეწონიანობასა და დიალექტიკურ უსურველობას უკან იმალებოდა, და თვით ვაგნერის მიმდევრის ცუდ მანერებს უკანაც. სახეზე იყო სული უცხო, ჯერ კიდევ სახელუწოდებელი მოთხოვნებით, მეხსიერება, პირთამდე გავსებული კითხვებით, ცდებით, გულჩახურულობით, რასაც დიონისეს სახელი მიეწერა, როგორც კიდევ ერთი, ზედმეტი ნიშანი კითხვისა; აქ საუბრობდა - ასე ეუბნებოდნენ იჭვნეულად საკუთარ თავს - ერთგვარი მისტიური და თითქმის მენადური სული, რომელიც დაძაბულად და უნებურად, თითქოს მერყეობსო - გაამხილოს საკუთარი თავი თუ კვლავ მიმალული იყოს, - რაღაცას უცხო ენაზე ლუღლუღებდა. მას სიმღერა უფრო მართებდა, ამ „ახალ სულს, - და არა საუბარი! რაოდენ სამწუხაროა, რომ ის, რაც მაშინ მქონდა სათქმელად, ვერ გავბედე, პოეტის მსგავსად მეთქვა; ვფიქრობ, შევძლებდი ამას! ან, უკიდურეს შემთხვევაში, როგორც ფილოლოგი: ამ სფეროში ფილოლოგისთვის ხომ დღემდე ყველაფერი აღმოსაჩენი და მისაკვლევია! პირველ რიგში კი ის პრობლემა, რომ აქ სახეზეა პრობლემა, - და რომ ბერძნები, სანამ არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, „რას ნიშნავს დიონისური დასაწყისი", ჩვენთვის რჩებიან სრულიად გაუგებარ და წარმოდგენისთვის მიუწვდომელ ხალხად...

    4

    რას ნიშნავს დიონისური დასაწყისი? განსახილველ წიგნში შეძლებთ ამოიკითხოთ პასუხი ამ კითხვაზე, აქ „მცოდნე გესაუბრებათ, კურთხეული და საკუთარი ღმერთის მოწაფე. შესაძლოა მე ახლა უფრო ფრთხილად და ნაკლები მჭევრმეტყველებით მესაუბრა ისეთი რთული ფსიქოლოგიური პროცესის შესახებ, როგორსაც წარმოადგენს ტრაგედიის წარმოშობა ბერძნებთან. ერთ-ერთ ფუნდამენტურს წარმოადგენს საკითხი ტკივილისადმი ბერძნების დამოკიდებულების, მათი მგრძნობიარობის ხარისხის შესახებ - ეს დამოკიდებულება მარად უცვლელი იყო თუ პირი იცვალა? აქ კითხვა იმაში მდგომარეობს, მათი სულ უფრო მზარდი ლტოლვა მშვენიერების, დღესასწაულის, გასართობისა და ახალი კულტებისადმი მართლაც იყო თუ არა ნაკლოვანების, ხელმოკლეობის, მელანქოლიისა და ტკივილის განცდის შედეგი? თუკი დავუშვებთ, რომ ეს მართლაც ასეა - ხოლო პერიკლე (ან თუკიდიდე) ამას ჩვენთვის გასაგებად აქცევს საფლავზე წარმოთქმულ დიად სიტყვაში - ასეთ შემთხვევაში სად უნდა ჰქონოდა ფესვები საპირისპირო ლტოლვას, რომელიც დროის მიხედვით უფრო ადრე ჩამოყალიბდა, - ლტოლვას სიმახინჯის, უძველეს ელინთა კეთილსა და მკაცრ ნებას პესიმიზმისა, ტრაგიკული მითისა, ყოველივე საზარელის, ბოროტის, ამოუცნობის, გამანადგურებლის, საბედისწეროსი არსებობის სიღრმეებში, - სად უნდა ჰქონოდა საკუთარი ფესვები ტრაგედიას? იქნებ ეს იყო სიამოვნება, ძალა, უკიდურესი ჯანმრთელობა, სისავსის სიჭარბე? და ასეთ შემთხვევაში, თუ საკითხს ფიზიოლოგიურად დავსვამთ, რა მნიშვნელობა ენიჭება იმ სიშლეგეს, რომლიდანაც ამოიზარდა, როგორც ტრაგიკული, ასევე კომიკური განცდა, დიონისურ სიშლეგეს? და რა ხდება, თუ სიშლეგე არ წარმოადგენს გადამწიფებული კულტურის გადაშენებისა და დაცემის აუცილებელ სიმპტომს? კითხვა ფსიქიატრებს: შესაძლოა ჯანმრთელობის ნევროზებიც არსებობს? ახალგაზრდებისა და ახალგაზრდობის? რას მიანიშნებს ღმერთისა და თხის სინთეზი სატირაში? რომელი პირადი განცდის, რომელი შინაგანი აღტყინების საფუძველზე უნდა მისულიყო ბერძენი დიონისურად შლეგი და პირველყოფილი ადამიანის, როგორც სატირის წარმოდგენამდე? რაც  ტრაგიკული ქოროს წარმოქმნას შეეხება, იმ საუკუნეებში, როდესაც ბერძნული სხეული ყვაოდა, როდესაც ბერძნული სული სიცოცხლით იყო გამსჭვალული, ხომ არ ჰქონია ადგილი ენდემურ აღტაცებას? ხილვებსა და ჰალუცინაციებს, რომლებსაც მთელ თემებსა და საკულტო თავყრილობებს გადასცემდნენ? ან იქნებ ბერძნები, სწორედ საკუთარი სიყმაწვილის სიმდიდრიდან გამომდინარე, ფლობდნენ ნებას ტრაგიკულისთვის და პესიმისტები იყვნენ? ან იქნებ სწორედ შეშლილობამ, თუ პლატონის სიტყვას გამოვიყენებთ, მოუტანა ელადას უდიდესი კურთხევა? ან იქნებ, მეორეს მხრივ და საპირისპიროდ, ბერძნები სწორედ დაშლისა და სისუსტის პერიოდებში იქცეოდნენ სულ უფრო ოპტიმისტებად, ზედაპირულებად, სულ უფრო მეტად იმუხტებოდნენ მსახიობობით, და სულ უფრო მეტი გზნებით ილტვოდნენ ლოგიკისა და სამყაროს ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცევისკენ, ანუ ერთსა და იმავე დროს „უფრო მხიარულებიც იყვნენ და „უფრო მეცნიერულებიც? ან იქნებ ყველა „თანამედროვე იდეისა და დემოკრატიული გემოვნების ცრურწმენათა ჯიბრზე, ოპტიმიზმის გამარჯვება, წინა პლანზე წამოწეული გაბატონება გონიერებისა, პრაქტიკული და თეორიული უტილიტარიზმი, და თავად მისი თანამედროვე დემოკრატიაც, - მხოლოდ და მხოლოდ დაშრეტადი ძალის, მოახლოვებული სიბერისა და ფიზიოლოგიური დაქანცულობის სიმპტომია? და სახელდობრ არა-პესიმიზმი? ხომ არ იყო ეპიკურე ოპტიმისტი - სწორედ რომ ტანჯულის სახით? როგორც ხედავთ, აქ მთელი ჯაჭვია რთული კითხვების, რომლებიც ამ წიგნმა იტვირთა. ამას დავამატოთ კიდევ ერთი ურთულესი კითხვა: რას წარმოადგენს ცხოვრების თვალსაზრისით მორალი?

    5

    უკვე რიხარდ ვაგნერისადმი მიმართულ წინასიტყვაობაში ადამიანის მეტაფიზიკურ აქტივობად ხელოვნება და არა მორალია დასახელებული. თავად წიგნში არაერთხელაა გამეორებული გამქირდავი დებულება, რომ სამყაროს არსებობა შესაძლოა გამართლებულ იქნას, მხოლოდ როგორც ესთეტური ფენომენი. მართლაც, წიგნი მხოლოდ მხატვრულ აზრს ცნობს, ცხადსა თუ ფარულს, ყოფიერების ყველა პროცესს მიღმა - თუნდაც ეს „ღმერთი იყოს, მაგრამ, რასაკვირველია, სრულიად უზრუნველი და არამორალური ღმერთი-ხელოვანი, რომელიც როგორც ნგრევაში, ისე ქმნაში, როგორც ბოროტში, ისე კეთილში ცდილობს განიცადოს საკუთარი სიხარული და თვითმპყრობელობა, რომელიც, ქმნის რა სამყაროებს, თავისუფლდება სისავსისა და გადავსებულობის უღლის, მასში მოქცეულ წინააღმდეგობათა ტანჯვისგან. სამყარო ყოველ წამს ღმერთის მიღწეული მანიფესტაციაა, როგორც მარად ცვალებადი, მარად ახალი ხილვა ინდივიდისა, ვინც სავსეა ტანჯვით, წინააღმდეგობებით, რომელსაც ხსნა მხოლოდ ილუზიაში ძალუძს; მთელი ეს არტისტული მეტაფიზიკა შესაძლოა თვითნებურად, უსაფუძვლოდ და ფანტასტიურად მოგვეჩვენოს - არსებითი მასში ის არის, რომ აქ საკუთარ თავს ავლენს სული, რომელიც ერთხელ იქნება და, მიუხედავად ყველა საფრთხისა, გაბედავს აღდგეს არსებობის მორალური მნიშვნელობისა და მორალური განმარტების წინააღმდეგ. აქ შესაძლოა პირველად ვლინდება პესიმიზმი „სიკეთესა და ბოროტებას მიღმა, აქ იღებს საკუთარ გამოხატულებასა და ფორმულას ის „გახრწნილობა სულიერი აგებულებისა", რომლის წინააღმდეგ შოპენჰაუერი წინდაწინ და დაუღალავად ტყორცნიდა თავის ყველაზე მრისხანე კრულვასა და ცეცხლოვან ისრებს, - ფილოსოფია, რომელმაც გაბედა, თავად მორალი გადაეტანა მოვლენათა სამყაროში, ამგვარად ჩამოექვეითებინა ის და ერთ საფეხურზე დაეყენებინა არა მხოლოდ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1