Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

პირველი ალკიბიადე
პირველი ალკიბიადე
პირველი ალკიბიადე
Ebook150 pages52 minutes

პირველი ალკიბიადე

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ესაა სოკრატესა და ალკიბიადეს შორის გამართული დიალოგი, რომელშიც სოკრატე არაერთ პოლიტიკურ საკითხთან ერთად განიხილავს ადამიანის სულიერ- და არა სხეულებრივ შემადგენელს. არსებობს ეჭვები დიალოგის ავთენტურობასთან დაკავშირებით.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 29, 2022
პირველი ალკიბიადე

Read more from პლატონი

Related to პირველი ალკიბიადე

Related ebooks

Reviews for პირველი ალკიბიადე

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    პირველი ალკიბიადე - პლატონი

    პლატონი - პირველი ალკიბიადეე

    Πλάτων - Ἀλκιβιάδης α

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სოკრატე

    ალკიბიადე

    სოკრატე. შენ ალბათ გიკვირს, კლინიას ძევ, რომ მხოლოდ მე - შენმა პირველმა თაყვანისმცემელმა არ მიგატოვე, მაშინ როდესაც დანარჩენებმა სათითაოდ გაქციეს ზურგი; ხომ გახსოვს, როგორ გაბეზრებდნენ თავს თავიანთი ყბედობით, მე კი ამდენი წლის მანძილზე ერთი სიტყვაც არ მითქვამს შენთვის. ამაში რაღაც ადამიანური კი არა, ღვთაებრივი მოსაზრება მიშლიდა ხელს, რასაც უფრო მოგვიანებით მოგახსენებ. ახლა კი მოვედი შენთან, ვინაიდან ეს დაბრკოლება გზას აღარ მიკრავს და, იმედი მაქვს, არც აწი შემიკრავს. მთელი ამ ხნის განმავლობაში გაკვირდებოდი, როგორ იქცეოდი შენი თაყვანისმცემლების მიმართ და, აი, რა შევნიშნე: ხომ ესოდენ მრავალრიცხოვანნი და ქედმაღალნი იყვნენ, მაგრამ შენმა ქედმაღლობამ ყველა დაჩრდილა და ყველას კუდით ქვა ასროლინა, სწორედ ამ შენი ქედმაღლობის მიზეზი მინდა აგიხსნა. შენ გგონია, რომ არავინ არასოდეს არ დაგჭირდება, ისე უხვად გებოძა ყველაფერი, დაწყებული სხეულით და დამთავრებული სულით, რომ სანატრელი აღარა გაქვს რა. ჯერ ერთი, შენის აზრით, ვერავინ შეგედრება სილამაზითა და სიდიადით, ეს ყველასათვის ცხადია და ვერავინ იტყვის, რომ ცდები, მეორეც, უწარჩინებულესად მიგაჩნია შენი გვარი მთელს ჩვენს ქალაქში, რომელსაც ბადალი არ მოეძებნება ელადის ქალაქთა შორის, და თვლი, რომ მამის მხრივ ბევრი ძლევამოსილი მეგობარი და ნათესავი გყავს, რომლებიც, თუ საქმე საქმეზე მიდგა, დაუყოვნებლივ ამოგიდგებიან მხარში, და არც ისინი არიან ნაკლებ მრავალრიცხოვანნი და გავლენიანნი, ვინც დედის მხრივ გენათესავებიან[1]. ყველაზე მეტად კი მაინც ქსანთიპეს ძის - პერიკლეს[2] ძლევამოსილების იმედი გაქვს, რომელიც მამაშენმა მეურვედ დაგინიშნათ შენცა და შენს ძმასაც[3], და რომელსაც ხელი მიუწვდება ყველაფერზე, რასაც ინებებს, არა მარტო ამ ქალაქში, არამედ მთელს ელადაშიც და დიდი გავლენით სარგებლობს მის ფარგლებს გარეთაც, არაერთი ძლიერი და მრავალრიცხოვანი ხალხის თვალში. ამას დავუმატებ შენს სიმდიდრესაც, თუმცა, ვგონებ, ყველაზე ნაკლებ სწორედ ამითი მოგაქვს თავი. ყველა ამ უპირატესობით გალაღებულმა მთლიანად დათრგუნე შენი თაყვანისმცემლები, ხოლო მათ, რაკი ძალმოსილებით ვერ შეგედრებოდნენ, ვეღარ გაუძლეს ამნაირ მდგომარეობას, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა შენთვის. ამიტომ, - კარგად ვიცი, გაკვირვებული ხარ, მაინც რა მაიძულებს მეც მათსავით არ გიორგულო, ანდა რისი იმედითაა, რომ შენს გვერდით ვრჩები, მაშინ როდესაც სხვები ერთიანად შემოგეფანტნენ?

    ალკიბიადე. მაგრამ შენ ალბათ არ იცი, სოკრატე, რომ სწორედ ერთი ფეხით დამასწარი, ვინაიდან მეც ზუსტად ამის საკითხავად ვაპირებდი შენთან მოსვლას; მინდოდა გამეგო, რა გსურს, ანდა რას მოელი, ასე დაჟინებით რომ დამდევ კუდში? მართალი გითხრა, მიკვირს, რა საქმე გაქვს ჩემთან, და მადლობელი ვიქნები, თუკი მეტყვი, რას შემომიჩნდი.

    სოკრატე. რაკი, შენივე თქმით, ასე ძალიან გსურს ჩემი აზრის გაგება, - ალბათ, გულმოდგინედ მომისმენ, მე კი ისე გელაპარაკები, თითქოს შენი ყურადღებისა და მოთმინების იმედი მქონდეს.

    ალკიბიადე. დიახაც უნდა გქონდეს; ოღონდ დაიწყე.

    სოკრატე. მაგრამ გაფრთხილებ: არ გაგიკვირდეს, თუ დასრულება არანაკლებ გამიჭირდა, ვიდრე დაწყება.

    ალკიბიადე. შენ დაიწყე და მოსმენა ჩემზე იყოს, ჩემო ძვირფასო.

    სოკრატე. როგორც ჩანს, ნებას უნდა დაგყვე. რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლისათვის ადვილი როდია მიმართოს მას, ვინც უარყოფს ყოველგვარ თაყვანისცემას, მაგრამ მეტი რა გზა მაქვს, უნდა გავბედო და ჩემი აზრი გაგიზიარო. იცი რას გეტყვი, ალკიბიადე? მე რომ მჯეროდეს, თითქოს შენ გაკმაყოფილებს ყოველივე ის, რაც ეს-ესაა ჩამოვთვალე და მზადა ხარ მთელი სიცოცხლე ამას დასჯერდე, დარწმუნებული ვარ, დიდიხანია გულს ავიყრიდი შენზე. ნაცვლად ამისა, მე ახლავე ვამხილებ შენს სრულიად სხვანაირ ზრახვებს, და შენთვის ცხადი გახდება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყურადღებით გაკვირდებოდი. ჩემის აზრით, ერთ ღმერთთაგანს რომ ეთქვა შენთვის: რას არჩევდი, ალკიბიადე, ცოცხალი იყო და ფლობდე მხოლოდ იმას, რაცა გაქვს, ისე რომ, მეტის მოხვეჭა ვეღარ შეიძლო, თუ ამწამსვე სიკვდილსაო, - მე მგონია, სწორედ სიკვდილს ამჯობინებდი[4]. ხოლო რისი იმედითაც სულდგმულობ, ახლავე მოგახსენებ. შენ ფიქრობ, რომ როგორც კი წარსდგები ათენელთა წინაშე, - რაც ამ ორიოდ დღეში უნდა მოხდეს, - მაშინვე დაუმტკიცებ მათ, რომ უფრო მეტი პატივის ღირსი ხარ, ვიდრე პერიკლე ან ყველა დროის რომელიმე სხვა მოკვდავი, ხოლო ამას რომ დაუმტკიცებ, ყველაზე ძლევამოსილი კაცი შეიქმნები ამ ჩვენს ქალაქში, და რაკი აქ ყველაზე ძლევამოსილი იქნები, მთელს ელადაზეც განავრცობ შენს ძალაუფლებას, და არა მარტო მთელს ელადაზე, არამედ დედამიწის ზურგზე ჩვენთან ერთად მცხოვრებ ყველა ბარბაროს ხალხზედაც. ხოლო იმავე ღმერთს ხელახლა რომ ეთქვა შენთვის: შეგიძლია მბრძანებლობდე აქ - ევროპაში, მაგრამ ფეხს ვერ დააკარებ აზიას და შენს ნებაზე ვერ წარმართავ იქაურ საქმეებსო, მე მგონია, არც ამ შემთხვევაში ისურვებდი სიცოცხლეს, რაკი საშუალება არ გექნებოდა შენი სახელი და ძალაუფლება გაგევრცელებინა მთელი დედამიწის ზურგზე. ჩემის აზრით, კიროსის და ქსერქსეს[5] მეტი არავინ მიგაჩნია ხსენების ღირსად. აი, სწორედ ამისი იმედი გაქვს; კი არ მეჩვენება, დაბეჯითებით

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1