Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მენექსენე
მენექსენე
მენექსენე
Ebook121 pages38 minutes

მენექსენე

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

პლატონის ეს დიალოგი უმეტესწილად სამგლოვიარო სიტყვას წარმოადგენს, რომელსაც სოკრატე გადასცემს მენექსენეს და რომელიც მას ასპასიას, პერიკლეს ჰეტერასგან აქვს ნასწავლი.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 27, 2016
მენექსენე

Read more from პლატონი

Related to მენექსენე

Related ebooks

Reviews for მენექსენე

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მენექსენე - პლატონი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    მენექსენე

    ბოლოთქმა

    შენიშვნები

    საავტორო უფლება

    Philos© 2016 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    პლატონი - მენექსენე.

    მენექსენე

    სოკრატე, მენექსენე

    სოკრატე. აგორიდან თუ საიდან, მენექსენე?

    მენექსენე. აგორიდან, სოკრატე, სათათბიროდან.

    სოკრატე. კი მაგრამ, რა გინდოდა სათათბიროში? თუმცა, ხომ ცხადია, რომ, შენი აზრით, უკვე მიაღწიე განათლებისა და განსწავლულობის მწვერვალს, და რაკი საკუთარი თავის იმედი გაქვს, ამიერიდან უფრო მეტისკენ ისწრაფვი. შენი ასაკის მიუხედავად, ჩემო საოცარო, განზრახული გაქვს მბრძანებლად მოგვევლინო შენზე უფროსებს, რათა თქვენმა სახლმა კვლავინდებურად არ მოგვაკლოს ჩვენი მფარველი.

    მენექსენე. ვეცდები, თუ ნებას დამრთავ, სოკრატე, და მირჩევ იმბრძანებლეო. თუ არა და, არ მოხდება ეს. დღეს კი იმიტომ გახლდი სათათბიროში, რომ გავიგე, კაცი უნდა აირჩიონ, რომელიც სიტყვას წარმოთქვამს დაღუპული მეომრების დაკრძალვაზეო. შენც ხომ იცი, საზეიმო დაკრძალვას რომ ამზადებენ?

    სოკრატე. რა თქმა უნდა; მაგრამ ვინ აირჩიეს?

    მენექსენე. არავინ, სახვალიოდ გადასდეს საქმე; თუმცა, ჩემის აზრით, ან არქინეს აირჩევენ, ან კიდე დიონს.

    სოკრატე. ასე რომ, მენექსენე, როგორც ჩანს, დიდად საპატიო ბრძოლის ველზე სიკვდილი, ღარიბ-ღატაკიც რომ იყოს კაცი, მაინც საუცხოო და დიდებულ გასვენებას მოუწყობენ, ხოლო თვით უღირსსაც კი ქება-დიდებას შეასხამენ ბრძენკაცნი და ნაუცბათევად შეკოწიწებული კი არა, საგულდაგულოდ მოფიქრებული სიტყვით შეამკობენ; და მათი ქება-დიდება ისე მშვენიერია, რომ განურჩევლად მიაწერენ თითოეულს იმას, რაც შეჰფერის და რაც არ შეჰფერის; თანაც, ისეთი ხატოვანი სიტყვებით ამკობენ სათქმელს, რომ მომნუსხველად მოქმედებენ მსმენელთა სულზე; ათასნაირ ხოტბას ასხამენ ქალაქს, ბრძოლის ველზე დაცემულთ, ჩვენს წინაპრებს თუ წინამორბედთ, და ისე გვაქებენ თვით ჩვენც - ჯერ კიდევ ცოცხლებს, რომ მე, მათგან ნაქებ-ნადიდებს, უჩვეულო აღტყინება მიპყრობს, მენექსენე; ყოველთვის, როცა მათ ხოტბას ვისმენ, მოჯადოებულივით ვდგავარ, გარინდებული, და ასე მგონია, რომ ამ წამს უფრო უკეთესი ვხდები, უფრო კეთილშობილი, უფრო მშვენიერი. ეგეც არ იყოს, მე ხომ ყოველთვის ფეხდაფეხ დამყვებიან უცხოელები, რომლებიც ჩემთან ერთად ისმენენ ყოველივე ამას და მაშინ ერთბაშად ვმაღლდები და ფასი მემატება მათ თვალში, რადგან მჭევრმეტყველთა სიტყვებით გაბრუებულნი, ვგონებ, ისევე მიყურებენ, როგორც მთელ ქალაქს, რომელიც უფრო განსაცვიფრებელი ეჩვენებათ, ვიდრე უწინ, ამ ღირსებას სამ დღეზე მეტ ხანს ვინარჩუნებ: მეხოტბის სიტყვაც და მისი ხმაც ისე საამოდ მინანავებს ყურში, რომ მხოლოდ მეოთხე თუ მეხუთე დღესღა ვერკვევი, ცნობას ვეგები და ვხვდები, რომ კვლავინდებურად მიწაზე ვდგავარ, მანამდე კი ასე მგონია, ნეტართა კუნძულზე ვიმყოფები-მეთქი. აი, რა მარჯვენი არიან ჩვენი რიტორები!

    მენექსენე. შენ ხომ ერთთავად ჩვენი რიტორების დაცინვაში ხარ, სოკრატე. თუმცა, ვისაც ახლა აირჩევენ, ჩემის აზრით, გაუჭირდება, რადგან არჩევანი ისე სახელდახელოა, რომ მჭევრმეტყველი, ალბათ, იძულებული იქნება მოუმზადებლად ილაპარაკოს.

    სოკრატე. ვითომ რატომაო, ჩემო კეთილო? თითოეულ მათგანს წინასწარვე გამზადებული აქვს სიტყვა, თუმცა ამ საგანზე მოუმზადებლად ლაპარაკიც არ არის ძნელი. საქმე რომ ათენელების ქებას ეხებოდეს პელოპონესელთა წინაშე, ანდა პირიქით, პენოპოლესელებისას - ათენელთა წინაშე, მაშინ დიახაც დახელოვნებული მჭევრმეტყველი იქნებოდა საჭირო, რათა მსმენელებიც დაერწმუნებინა და სახელიც გაეთქვა. მაგრამ რა დიდი საქმეა მჭევრმეტყველებით თავის გამოჩენა იმათ წინაშე, ვინც უნდა აქო და ადიდო?

    მენექსენე. ვითომ არა, სოკრატე?

    სოკრატე. არა მეთქი, ვფიცავ ზევსს.

    მენექსენე. კი მაგრამ, თავად თუ შესძლებდი სიტყვის წარმოთქმას, საჭირო რომ შექმნილიყო და სათათბიროსაც შენ აერჩიე?

    სოკრატე. და არც გამიკვირდებოდა, მენექსენე, თუ შევძლებდი სიტყვის წარმოთქმას, ვინაიდან პატივი მქონდა მჭევრმეტყველების ხელოვნებაში არცთუ ურიგო მასწავლებლის მოწაფე ვყოფილიყავი; მასწავლებლისა, რომელმაც არა ერთი და ორი დიდებული მჭევრმეტყველი აღზარდა, განსაკუთრებით კი ერთი უწარჩინებულესი ელინთაგანი, პერიკლე, ქსანთიპეს ძე.

    მენექსენე.

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1