Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

თეზევსი და რომულუსი
თეზევსი და რომულუსი
თეზევსი და რომულუსი
Ebook238 pages1 hour

თეზევსი და რომულუსი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

პლუტარქე ორი მითური პერსონაჟის - ათენის ლეგენდარული დამფუძნებლის, თეზევსისა, და რომის ასევე ლეგენდარული დამფუძნებლის, რომულუსის, ბიოგრაფიებს აღწერს, და მათ ღვაწლსა თუ დანაშაულებებს ადარებს ერთმანეთს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 14, 2021
თეზევსი და რომულუსი

Read more from პლუტარქე

Related to თეზევსი და რომულუსი

Related ebooks

Reviews for თეზევსი და რომულუსი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    თეზევსი და რომულუსი - პლუტარქე

    პლუტარქე - თეზევსი და რომულუსი

    Πλούταρχος - Θησέας και Ῥώμυλος

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის აკაკი ურუშაძეს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    თეზევსი

    რომულუსი

    თეზევსისა და რომულუსის შეთანასწორება

    კომენტარები

    თეზევსი

    1. გეოგრაფიულ თხზულებებში, ჩემო სოსიუს სენეციონო[1], ისტორიკოსები იმ ქვეყნებს, რომელთა თაობაზე მათი ცოდნა ფრიად შეზღუდულია, რუკის კიდეებზე გაიტანენ ხოლმე და ზოგიერთ მათგანს ასეთ მინაწერს უკეთებენ: „ამ მხარეთა მიღმა უწყლობით გადახრუკული და მძვინვარე ნადირ-მხეცებით სავსე უდაბნოაო, ან „გაუვალი ჭაობებიო, ან - „სუსხიანი სკვითიაო, ან კიდევ - „ყინულოვანი ზღვაო. ასევე მეც, ჩემს პარალელურ ცხოვრებათა აღწერილობაში, უტყუარი ამბებისა და ისტორიისათვის ხელმისაწვდომი ეპოქის მიმოხილვის შემდეგ, უფრო ადრინდელ ხანაზე სრულიად თამამად შემეძლო მეთქვა, რომ „იქ ყველაფერი სასწაულებრივი და ზღაპრულია, პოეტებისა და მითოგრაფების წყაროა და ჭეშმარიტებისა არაფერი გააჩნია". მიუხედავად ამისა, კანონმდებელ ლიკურგესა და მეფე ნუმას ცხოვრებათა გამოცემის შემდეგ ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა აღმეწერა ცხოვრება უძველესი რომულუსისა, რომლის მოღვაწეობის ხანას ამ ჩემი თხრობით მივუახლოვდი. თუმცაღა ასეთი საყოყმანო (ესქილეს სიტყვებს მოვიტან) კითხვა დამებადა:

    ნეტავ ვინ შეძლებ შერკინებას ასეთ ვაჟკაცთან,

    ვინ დავუყენო მას პირისპირ მისი ბადალი[2]?!

    დიდხანს ვიფიქრე და აღმოჩნდა, ბრწყინვალე და სათაყვანო ათენის დამფუძნებელი უნდა დამეპირისპირებინა და შემედარებინა უძლეველი და სახელოვანი რომის მამისთვის[3].

    ჩემი სურვილია ეს მოთხრობა ზღაპრული ამბებისაგან განვწმინდო, ჭეშმარიტებას დავუმორჩილო და ისტორიის სახე მივცე. მაგრამ იქ, სადაც იგი სიჯიუტეს გამოიჩენს და არ ეცდება სინამდვილეს დაექვემდებაროს, კეთილმოსურნე მკითხველს ვთხოვ მოწყალე თვალით შეხედოს ძველისძველ ამბავთა გადმოცემას.

    2. ვგონებ, თეზევსი ბევრ რამეში ემსგავსება რომულუსს: ორივეს წარმოშობა ბურუსითაა მოცული, ორივეზე დარხეულია ხმა, - რომ ისინი ღმერთების შვილები იყვნენ:

    ყოველმა ჩვენგანმა იცის, რომ ორივე მამაცი იყო[4].

    გარდა ამისა, დიდ ძალასთან ერთად ორივეს დიდი ჭკუაც ჰქონდა. ერთმა მათგანმა რომი დააარსა, მეორემ - ათენი დაასახლა; ქალაქთა შორის უბრწყინვალესი ეს ორი ქალაქი მათგან იღებს დასაბამს. ქალების მოტაცებითაც ჰგვანან ისინი ერთმანეთს და იმითაც, რომ ვერც ერთი ვერ გაექცა უბედურებას და მახლობელთა შურისძიებას. ხოლო მეტნაკლებად ზღაპრულ გადმოცემას თუ დაეჯერება, სიკვდილის წინ ორივე მტრულად შეეჯახა თურმე თავ-თავიანთ მოქალაქეებს.

    3. მამის მხრივ თეზევსის გვარი ერეხთევსისა და პირველ ავტოხთონთა გვარისაგან წარმოდგა[5]. დედით კი თეზევსი პელოპიდი იყო. პელოპსი პელოპონესის მეფეთა შორის ყველაზე უფრო ძლიერი მეფე გახდა არა დიდი სიმდიდრითა და ქონებით, არამედ შვილების წყალობით[6]. მან თავისი ქალიშვილები უწარჩინებულეს ვაჟკაცებს მიათხოვა, მრავალი ვაჟი კი სხვადასხვა ქალაქთა არქონტებად დააყენა. ერთ-ერთმა მათგანმა, პითევსმა, თეზევსის პაპამ, პატარა ქალაქი ტროიძენე დააარსა და სახელი გაითქვა, როგორც ყველაზე უფრო განათლებულმა და ბრძენმა კაცმა თანამედროვეთა შორის. იმ დროს, როგორც ჩანს, სიბრძნის ძალა იმით გამოიხატებოდა, რითაც ჰესიოდემ[7] მოიხვეჭა სახელი. აქ, უწინარეს ყოვლისა, იგულისხმება მის „სამუშაოებში" გაფანტული რჩევა-დარიგებანი. ერთ-ერთი მათგანი:

    დათქმული ქირა შეეცადე მეგობარსა ვადაზე მისცე...

    ამბობენ, პითევსისა არისო. ყოველ შემთხვევაში, ფილოსოფოსი არისტოტელეც ამას ამბობს. პითევსის სახელმოხვეჭილობას გვიმჟღავნებს ისიც, რომ ევრიპიდე იპოლიტეს წმინდა პითევსის გამოზრდილს უწოდებს[8].

    გადმოგვცემენ, უშვილო ეგეოსს[9] წინასწარმეტყველმა პითიამ[10] უმისნა: არც ერთ ქალს არ მიჰკარებოდა მანამდე, სანამ ათენში არ დაბრუნდებოდა. ეს წინთქმა შემდეგ საყოველთაოდ ცნობილი გახდა; მაგრამ მაშინ ისე წარმოთქვა პითიამ, რომ ეგეოსმა ვერ გაიგო. ამიტომ ჯერ ტროიძენეში მივიდა და პითევსს გაუზიარა ღვთის ნათქვამი:

    ძლიერო მეფევ, ტიკის ფეხსა ნუ გახსნი მანამ,

    ათენის ხალხთან ვინემ ისევ არ დაბრუნდები.

    პითევსი, ცხადია, მიხვდა მისნობის აზრს და, არავინ იცის, დარწმუნებისა თუ მოტყუების გზით, ეგეოსი აიძულა დაკავშირებოდა ეთრას. ეგეოსი ასეც მოიქცა. მერმე მიხვდა მხოლოდ, რომ საქმე თურმე პითევსის ქალიშვილთან ჰქონია. ბოლოს, როცა გაიგო, ეთრა ორსულად იყო, თავისი მახვილი და წაღები დაუტოვა. ეგეოსმა ისინი ერთი უზარმაზარი ლოდის ქვეშ ამოდო. ამ ლოდს შიგნიდან იმოდენა ფოსო ჰქონდა, ნივთების შესაწყობად და დასამალავად საკმარისი იყო. ეგეოსმა ეს საიდუმლო მხოლოდ ეთრას გაუმჟღავნა და უბრძანა: თუ ვაჟი შეეძინება და იგი მიაღწევს ჭაბუკობის ასაკს, როცა ლოდის აწევას და მის ქვეშ შენახული ნივთების გამოღებას შეძლებს, ეს ვაჟი ამ ნივთებიანად, ისე რომ არავინ იცოდეს, მასთან გაგზავნოს (ეგეოსს ძალზე ეშინოდა პალანტის ორმოცდაათი ვაჟისა - პალანტიდებისა, რომლებიც მას მტრობდნენ და უშვილობის გამო ზიზღით უყურებდნენ). დაარიგა თუ არა ეთრა, ეგეოსი ტროიძენედან წავიდა.

    4. ეთრას შეეძინა ვაჟი. ერთნი ამბობენ, ყმაწვილმა მაშინვე მიიღო თეზევსის სახელი, ვინაიდან მისთვის ლოდქვეშ საგანძურში გამოსაცნობი საგნები იყო დამალულიო. მეორენი კი ამტკიცებდნენ, ეს სახელი შემდეგ მიიღო ათენში, როცა იგი ეგეოსმა შვილად სცნოო[11].

    თეზევსი პითევსის სახლში იზრდებოდა. გამზრდელად და პედაგოგად მიჩენილი ჰყავდა ვინმე კონიდა, რომელსაც ათენელები თეზევსისადმი მიძღვნილი დღესასწაულის წინადღეს აქამდე მსხვერპლად სწირავენ ვერძს. ამგვარად იგონებენ ისინი და თაყვანს სცემენ მას უფრო მეტად, ვიდრე სილანიონსა და პარასიოსს, რომლებიც თეზევსის სახეს ხატავდნენ თუ აქანდაკებდნენ[12].

    5. იმ დროში ასეთი ადათი იყო: ბავშვობის ასაკიდან გამოსული ყრმა დელფოში უნდა მისულიყო და დედის მუცლიდან გამოყოლილი თმის ერთი ბღუჯა ღმერთისათვის შეეწირა[13]. მივიდა დელფოში თეზევსიც. სხვათა შორის ამბობენ, მის პატივსაცემად დელფოში ერთ ადგილს „თესეჲა[14]" ეწოდაო.

    თეზევსმა თავი გაიკრიჭა მხოლოდ წინ, აი ისე, როგორც ამას, ჰომეროსის თქმით, აბანტები აკეთებდნენ[15]. ამრიგად გაკრეჭილ თმას სახელად „თეზევსური" ეწოდა. ასეთნაირად თავს პირველად აბანტები იკრეჭდნენ; მაგრამ ეს მათ არც არაბებისაგან უსწავლიათ, როგორც ამას ზოგიერთი ფიქრობს, და არც მიზიელების მეტოქეობით იქცეოდნენ ასე. აბანტები მეომარი და პირისპირ მებრძოლი ხალხი იყო. ისინი გაწაფული იყვნენ მტერთან ხელჩართულ ბრძოლაში, რასაც არქილოქეც[16] გვიმოწმებს აი ამ ლექსში:

    მყისვე შეწყდება ისართა და შურდულთ ზუზუნი,

    ოდეს არესი გააჩაღებს ხელჩართულ ბრძოლას;

    აჟღრიალდება ველზე ხრმალი მრავალნაცადი,

    ვინ დაუდგება წინ ევბეის შუბოსან შვილთა!

    აბანტები თავს წინ იკრეჭდნენ იმიტომ, რომ მტრისთვის თმაში ხელის წავლების საშუალება არ მიეცათ. ეს, ცხადია, იცოდა ალექსანდრე მაკედონელმაც და, როგორც გადმოგვცემენ, თავის სარდლებს უბრძანა თურმე მაკედონელთათვის წვერები დაეპარსათ, ვინაიდან ბრძოლის დროს მათთვის წვერში ხელის გავლება მეტად ადვილი საქმე იყო.

    6. ეთრა დიდხანს მალავდა თეზევსის წარმოშობის საიდუმლოს, პითევსმა კი ხმა დაარხია, ყმაწვილი პოსეიდონისაგან შეეძინა ჩემს ასულსო. პოსეიდონს ტროიძენელები განსაკუთრებულ თაყვანს სცემდნენ; იგი მათი ქალაქის მფარველ ღმერთად ითვლებოდა და ხეხილთაგან მოწეულ პირველ ნაყოფს სწირავდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტროიძენელთა ლითონის ფულს დაღად სამთითა აზის[17].

    როცა თეზევსი სიჭაბუკეში შევიდა, საოცარ ღონესთან ერთად დიდი სიმამაცე და გამჭრიახი ჭკუა-გონება გამოიჩინა. მაშინ ეთრამ იგი ლოდთან მიიყვანა, უამბო მისი წარმოშობის ამბავი და უთხრა, ლოდიდან მამისეული გამოსაცნობი ნივთები გამოეღო და ათენს ზღვით გამგზავრებულიყო. თეზევსი ლოდს ქვემოდან შეუდგა და სულ ადვილად გადააბრუნა, მაგრამ ზღვით გამგზავრებაზე უარი თქვა, თუმცა ეს გზა უსაფრთხო იყო და თან პაპა და დედაც ურჩევდნენ.

    ხმელეთის გზით ათენში წასვლა მეტად ძნელი გახლდათ, ვინაიდან ამ გზის არც ერთი მონაკვეთი არ იყო უფათერაკო, ავაზაკებისა და ქურდებისაგან თავისუფალი.

    იმ დროში ადამიანებს ღონიერი მხარ-მკლავი, მარდი ფეხები და მძლავრი სხეული ჰქონდათ. ისინი ალბათ საოცრად დიდი აღნაგობისანი იყვნენ და არ იცოდნენ, თუ რა იყო დაღლა. მაგრამ ბუნებისაგან მინიჭებულ ამ მადლს ზოგიერთი პატიოსან და სასარგებლო საქმეს როდი ახმარდა. უსირცხვილო ზვიადობით გათავხედებულნი თავიანთ ძალ-ღონეს მხეცურ სისასტიკესა და უწყალო ძალდატანებაში ხარჯავდნენ, ყველას, ვინც ხელში ჩაუვარდებოდათ, შეუბრალებლად სპობდნენ. სირცხვილ-ნამუსს, სამართლიანობას, თანასწორობასა და ადამიანის სიყვარულს, მათი აზრით, მხოლოდ ლაჩრები ასხამდნენ ხოტბას, რომლებიც ვერ ბედავდნენ სხვების დაჩაგვრას იმის შიშით, თვითონვე არ დაჩაგრულიყვნენ. ასეთი ლაჩრების მიბაძვა ავაზაკებს ძალ-ღონით აღსავსე ვაჟკაცებისათვის შეუფერებლად მიაჩნდათ.

    ამ ყაჩაღთა ერთი ნაწილი გაანადგურა და აღგავა პირისაგან მიწისა თავისი ლაშქრობის დროს ჰერაკლემ[18]. დანარჩენი ავაზაკები, ჰერაკლეს მოახლოებისთანავე შიშით ზარდაცემულნი, მიიმალნენ, გამოჩენას ვეღარ ბედავდნენ და ავაზაკობაზე ხელი აიღეს. მაგრამ ჰერაკლეს ჩქარა უბედურება ეწია. მას შემოაკვდა იფიტე[19]. ამის გამო ლიდიაში წავიდა და მკვლელობისათვის თავისი თავი იმით დაისაჯა, რომ იქ მონად გაუხდა ომფალეს[20], რომელსაც საკმაოდ დიდხანს ემსახურა. ამის წყალობით ლიდიაში მაშინ მშვიდობიანობა და სრული უშიშროება გამეფდა. მაგრამ ელადის მიწაზე კვლავ ხდებოდა მრავალგვარი ბოროტმოქმედება, რასაც ხელს არავინ უშლიდა. აი, ამიტომ პელოპონესიდან ფეხით ათენში წასვლა მეტისმეტად საშიში იყო.

    პითევსმა ბევრი რამ უამბო თეზევსს

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1