Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ძველი საბერძნეთი
ძველი საბერძნეთი
ძველი საბერძნეთი
Ebook287 pages1 hour

ძველი საბერძნეთი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ქართველი პედაგოგის სახელმძღვანელოში სახალისო და შეკუმშული ფორმით არის გადმოცემული ძველი საბერძნეთის ისტორია უძველესი ხანიდან მაკედონიის დამოუკიდებლობის გაუქმებამდე, და განხილულია ყველა საკვანძო ფიგურა და მოვლენა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 19, 2020
ძველი საბერძნეთი

Read more from დიმიტრი უზნაძე

Related to ძველი საბერძნეთი

Related ebooks

Reviews for ძველი საბერძნეთი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ძველი საბერძნეთი - დიმიტრი უზნაძე

    დიმიტრი უზნაძე - ძველი საბერძნეთი

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წინასიტყვაობა 

    I. აღმოსავლეთი და დასავლეთი 

    II. პირველყოფილი ევროპა 

    III. საბერძნეთის მიწა-წყალი 

    IV. საბერძნეთის უძველესი ისტორია 

    V. საბერძნეთის საშუალო ისტორია 

    VI. ბერძენთა საახალშენო მოძრაობა 

    VII. ბერძენთა ეროვნული თვითშეგნება 

    VIII. საბერძნეთი III-II საუკუნეებში 

    IX. სპარტა

    X. ათენი 

    XI. ბერძენ-სპარსელთა ომები 

    XII. პენტეკოტეტიას ისტორია (479-429 წწ.) 

    XIII. პელოპონესის ომი 

    XIV. სპარტანელთა ჰეგემონიის ხანა 

    XV. სპარტას მდგომარეობის გართულება 

    XVI. თებეს ჰეგემონია 

    XVII. მაკედონიის ბატონობის ხანა 

    წინასიტყვაობა

    ჩემი „მსოფლიო ისტორიის მეორე ნაწილის პირველი რვეული, ისე როგორც პირველი ნაწილიც, უმთავრესად სკოლებისთვის არის გამიზნული, მაგრამ ამასთანავე, მე სხვა მიზანიც მქონდა: მინდოდა, „საბერძნეთის ისტორია საკითხავ წიგნადაც გამომდგარიყო. ეს გარემოება, რა თქმა უნდა, მოთხრობის წესსა და ხასიათს თავისებურ ელფერს მისცემდა, რაც სკოლის სახელმძღვანელოსთვის უთუოდ შეუფერებლად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ეს არც იმდენად დიდ ნაკლად მიმაჩნდა, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ჩემი მიზნის უარყოფა ამერჩია და წმინდა სახელმძღვანელოს დამუშავება დამეწყო.

    მეორეს მხრივ, საბერძნეთის ისტორიას თანამედროვე რუსული სკოლის პროგრამაში თავისებური ალაგი უჭირავს. მსოფლიო ისტორიის შესწავლა ამით იწყება და ამითვე მთავრდება. ამიტომ ჩვეულებრივ მას ორ კონცენტრად ჰყოფენ და თითოეული კონცენტრის შესაფერ სახელმძღვანელოს ცალკე ამუშავებენ. ჩემის მხრივ, „საბერძნეთის ისტორიით" სარგებლობა ორივე კონცენტრის შესწავლის დროს შეიძლება. გამოცდილი მასწავლებელი ადვილად გამოარკვევს პირველი კონცენტრის შესწავლის დროს თუ რა უნდა დატოვოს უყურადღებოდ, და განსაკუთრებული გულისყური რას უნდა მიაპყროს. 

    დასასრულ, საჭიროდ მიმაჩნია იმ ნაწარმოებთა აღნიშვნაც, რომლებითაც ამ წიგნის შედგენის დროს ვისარგებლე: 

    1. E. Meier. Altertumsgeschichte.

    2. Swoboda. Griechisehe Geschichte.

    3. Pöhlmann. Grundriss der griechischen Geschichte.

    4. Виппер. Лекции по истории греции.

    5. Любович. Лекции по истории греции.

    6. A. Springer. Handb. d. Kunstgeschichte I.

    7. Бузескуль. История афинской демократиию

    აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობით აღვნიშნავ, რომ ტექსტში მოთავსებული ბალკანეთის ქარტები ვიპერის წიგნიდან ჩემი მეგობრის გ. სვანიძის მიერ არის გადმოღებული და კლიშეებისათვის დამზადებული. 

    ავტორი 25 ოქტომბერი, 1917 წელი, თბილისი 

    I. აღმოსავლეთი და დასავლეთი

    კაცობრიობის კულტურული განვითარება აღმოსავლეთში დაიწყო. მაგრამ აზიისა და აფრიკის ხალხები უძლურნი აღმოჩნდნენ კაცობრიობის ისტორიული განვითარების მესვეურობა ხანგრძლივად შეენარჩუნებინათ და პირველობა დასავლეთს დაუთმეს. თვითონ კი მაინც ამაყად დარჩნენ ძველ გზაზე და კულტურული განვითარების ახალ მესვეურთ უნდობლობით ეპყრობოდნენ. მაგრამ მდგომარეობა მალე შეიცვალა; აღმოსავლეთის ხალხები, რაც დრო გადის, მით უფრო მტკიცედ რწმუნდებიან, რომ ერთადერთი ხსნა მათთვის ისევ დასავლეთის კულტურის შეთვისებაშია. ამიტომ არის, რომ თვით ჩინელებიც კი, რომელნიც ასეთი თავგამოდებით გაურბოდნენ დასავლეთის გავლენას, დღეს ისევ ევროპისკენ იცქირებიან და თავისი ცხოვრების საფუძვლებს ევროპის კულტურის მოთხოვნილებათა მიხედვით ცვლიან; ამიტომ არის, აგრეთვე, რომ ყველაზე ძლიერი და საშიში ხალხი აღმოსავლეთში იაპონელები შეიქნენ, რომელთაც ევროპის კულტურა ყველაზე ადრე შეითვისეს. შეიძლება ითქვას, დასავლეთის კულტურა მთელ კაცობრიობას იპყრობს, იგი მსოფლიო კულტურად იქცევა. 

    II. პირველყოფილი ევროპა

    ჩვენ არავითარი ცნობები არ მოგვეპოვება იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ ცხოვრობდა ევროპაში, სანამ აზიაში იქაური კულტურული ხალხები კაცობრიობის განვითარების მსვლელობას მეთაურობდნენ. ის კულტურული ნაშთები, რომელნიც ევროპის ცხოვრების უძველეს დროს ეკუთვნის, ნათლად ამტკიცებს, რომ კულტურული ცხოვრების მატარებლად ევროპაში იმთავითვე აღმოსავლეთიდან შემოხიზნული ინდოევროპელები ან არიელები უნდა გამოსულიყვნენ. როგორც ჩანს, არიელები პირველად ხმელთაშუა ზღვის სამ ნახევარკუნძულზე დაბინავებულან: ბალკანებზე, პირინეებსა და აპენინებზე. ხოლო თვით ამ ნახევარკუნძულთა შორის პირველი ტალღა არიელთა მოძრაობისა ბალკანებს მოხვედრია; ამიტომაც დასავლეთის კულტურის განვითარება ყველაზე უფრო ადრე აქ უნდა ჩასახულიყო. ბალკანეთის არიელებს ანუ ბერძნებს, რომაელებმა ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში „გრეცია უწოდეს, თვით ხალხს კი თავის თავისთვის VIII საუკუნემდე საერთო სახელი არა ჰქონია. ხოლო VIII საუკუნიდან დაწყებული ისინი თავიანთ თავს ელინებს უწოდებდნენ. ქართულად ისინი ყოველთვის ბერძნების სახელით იყვნენ ცნობილი. საოცარია, რომ ქართველების მეტი მათ ამ სახელს არავინ უწოდებს. ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ „ბერძენი ერთ-ერთ ქართველ ტომს ეწოდებოდა, და რადგანაც ეს ტომი ელინების მეზობლად ყოფილა დასახლებული, ამიტომ ქართველებს მათი სახელი მეზობელ ელინებზე გადაუტანიათ. 

    III. საბერძნეთის მიწა-წყალი

    ბალკანების ნახევარკუნძული დღესაც ბერძნებით არის დასახლებული, მაგრამ სულ სხვა არის დღევანდელი საბერძნეთი და სხვა იყო ძველი „ელადა". არა მარტო ხალხი შეიცვალა, შეიცვალა თვით ბუნებაც ბალკანების ნახევარკუნძულისა, იმიტომ რომ მარტო ბუნება კი არ ახდენს ზეგავლენას მცხოვრებლებზე, არამედ თვით ხალხიც ცვლის იმ ბუნებრივ გარემოს, რომელშიც მას ცხოვრება უხდება.

    საერთოდ კი, ბალკანების ზედაპირის მოხაზულობა იგივე დარჩა. პირველი დამახასიათებელი თვისება ბალკანებისა ის არის, რომ რელიეფი ქვეყანას ვერტიკალურად ორ მთავარ ნაწილად ყოფს: პირველი არის აღმოსავლეთი საბერძნეთი და მეორე - დასავლეთი. ამ ნაწილებს შორის ძირეული განსხვავება არსებობს: დასავლეთი ნაწილი შედარებით ვაკე ადგილია; ამას გარდა, მისი სანაპირო ზოლის მოხაზულობა სწორია. თვით ადრიატიკის ზღვაში კუნძულები იშვიათი მოვლენაა. ბალკანეთის ეს ნაწილი თითქმის სავსებით მოწყვეტილია აზიის ნაპირებს, სადაც იმთავითვე განათლებული და ძლიერი სახელმწიფოები ცხოვრობდნენ. ამ მიზეზის გამო დასავლეთ საბერძნეთის მოსახლეობა სავსებით დაშორებული იყო ძველი კულტურული მოძრაობის კალაპოტს და, რა თქმა უნდა, კულტურული წარმატების მხრივ, მუდამ ჩამორჩენილი უნდა ყოფილიყო. ამიტომ ბალკანების დასავლეთ ნაწილს ძველი საბერძნეთის ცხოვრებაზე საგრძნობი გავლენა არასდროს ჰქონია. იგი თვით ბუნებამ დააყენა განზე და ამ მდგომარეობიდან იგი კარგა ხანს არ გამოსულა.

    სულ სხვა სურათს წარმოადგენს აღმოსავლეთი ნაწილი საბერძნეთისა. მისი ზედაპირი ხშირმთაგორიანია. ასე რომ, მთელი ქვეყანა მთებისა და ბორცვების სამკვიდროს წარმოადგენს. ზღვის ნაპირი კი ისეა დასერილი, როგორც თვით მისი ზედაპირი მთებით. ზღვა ყოველ ნაბიჯზე იჭრება ხმელეთში და ზღვის ურიცხვ უბესა და ყურეს აჩენს. ამიტომ აღმოსავლეთ საბერძნეთის მცხოვრებს მუდამ თვალწინ ზღვა აქვს; იგი მისი ნაცნობი სტიქიონია. ასე რომ, ზღვაოსნობა აქაურებისთვის თითქმის უფრო ჩვეულებრივი და ადვილი საქმეა, ვიდრე ხმელეთზე ფეხით მოგზაურობა, მით უმეტეს, რომ ხმელეთზე მოძრაობას ურიცხვი ბორცვები და მთები აძნელებს, ხოლო ზღვაში ასეთი დაბრკოლებანი იშვიათია. თვით ეგეოსის ზღვა თითქმის სავსეა კუნძულებით. ეს გარემოება იმ დროისათვის, როდესაც მეზღვაურობა უბრალო ნავების საშუალებით ხდებოდა, ძლიერ მნიშვნელოვანი იყო: ბერძნებს შორს მოგზაურობისა არ ეშინოდათ. იმიტომ, რომ ერთი კუნძულიდან მეორემდე ახლო იყო და შესვენება ყოველთვის შეიძლებოდა. მცირე კუნძულებს გარდა თვით დიდი კუნძულები და ნახევარკუნძულებიც ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ ერთიმეორის დანახვა შეიძლებოდა: ჰელესპონტიდან ათონი მოჩანდა, ათონიდან - ევბეა, ევბეადან - ქიოსი, როდოსიდან - კრეტა და აქედან კიდევ თვით პელოპონესი.

    ასე რომ, მთელი ეგეოსის ზღვა თითქოს ხიდს წარმოადგენდა, რომელიც მცირე აზიასა და საბერძნეთს ერთმანეთთან აერთებდა. ამ გარემოებას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუ გავიხსენებთ, რომ მცირე აზიიდან იმდროინდელი განათლებული ქვეყნების სამფლობელო იწყებოდა. ამგვარად, აღმოსავლეთი საბერძნეთი თვით ბუნების მიერ ისეთ ბედნიერ პირობებში იყო ჩაყენებული, რომ თუკი სადმე ევროპის მიდამოებში უნდა აყვავებულიყო კულტურა, ეს უსათუოდ აქ უნდა მომხდარიყო. ამიტომ აღმოსავლეთი ნაწილი მუდამ სათავეში ედგა მთელ საბერძნეთს და ძველი, მაღალი კულტურა ელადისა სწორედ მის მიდამოებში ჩაისახა და გაიზარდა.

    მეორე ბედნიერი თვისება აღმოსავლეთი საბერძნეთისა ის იყო, რომ იგი, საერთოდ მთაგორიანი, ჩრდილოეთით უმთავრესად ხუთი მთაგრეხილის კედლით იყო შემოზღუდული. ასე რომ, არც ერთ მტერს არ შეეძლო ამ ბუნებრივ ზღუდეთა გადმოლახვა და საბერძნეთში დამკვიდრება. კიდეც რომ გადაელახა მას ჩრდილოეთ საზღვარზე მდებარე მთა, შიგნით გარდაუვალ დაბრკოლებათა ოთხი წყება ხვდებოდა. ასე რომ, საბერძნეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, აღმოსავლეთი საბერძნეთი თვით ბუნების მიერ იყო უზრუნველყოფილი გარეშე მტერთა შემოსევებისგან. ამ მთებზე მხოლოდ ბილიკებითა და ვიწრო ხეობებით შეიძლებოდა მიმოსვლა. მათ დასაცავად მცირერიცხოვანი ჯარიც საკმარისი იყო. ამიტომაც, საბერძნეთისთვის დიდი ქვეითი ჯარი არასდროს ყოფილა საჭირო; თვით ბუნება პარტიზანულ ბრძოლას მოითხოვდა ბერძნებისგან, და ისინიც მცირერიცხოვანი ჯარის ფრთათა ქვეშ უზრუნველყოფილად გრძნობდნენ თავს. 

    სამაგიეროდ, სახელმწიფოებრივი და ეროვნული მთლიანობის განვითარებისთვის საბერძნეთის მთაგორიანობას დიდი ზიანი მოჰქონდა. ქვეყანა პატარ-პატარა დამოუკიდებელ ნაწილებად იყო დაყოფილი და მათ შორის იმდენად მცირე კავშირი არსებობდა, რომ საბერძნეთის გაერთიანებას ყოველთვის დიდი დაბრკოლება ეღობებოდა წინ. ეს იყო მიზეზი, რომ საბერძნეთში ოცზე მეტი დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობდა და ეროვნული მთლიანობის შეგნებაც იმდენად დაბალ დონეზე იდგა, რომ ხშირად თვით უდიდესი გასაჭირის დროსაც კი საერთო ეროვნული ინტერესი თავისი კუთხის ინტერესისთვის ზვარაკად მიჰქონდათ.

    ჰორიზონტალურად საბერძნეთი სამ ნაწილად იყოფოდა: ჩრდილოეთი, საშუალო და სამხრეთი საბერძნეთი. ჩრდილოეთი საბერძნეთი პინდის მთაგრეხილით ორ ნაწილად არის გაყოფილი: ერთი არის თესალია და მეორე - ეპირი. აქედან ერთადერთი გზა იყო საშუალო საბერძნეთისკენ. ეს იყო თერმოპილეს გასასვლელი, რომელსაც ომიანობის დროს ქვეყნისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საშუალო საბერძნეთი რვა სრულიად დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგებოდა. ამათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ატიკა ქალაქ ათენით და ბეოტია - თებეთი. საშუალო საბერძნეთიდან სამხრეთში ანუ პელოპონესში ისტმოს ყელით შეიძლებოდა გადასვლა. პელოპონესი, თავის მხრივ, ათ ადმინისტრაციულ ნაწილად

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1