ისლამი და არაბთა სახელმწიფო
4/5
()
About this ebook
Read more from დიმიტრი უზნაძე
სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია Rating: 5 out of 5 stars5/5განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები Rating: 5 out of 5 stars5/5განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები Rating: 5 out of 5 stars5/5რვეულებიდან Rating: 3 out of 5 stars3/5პირველყოფილი კულტურის ისტორია Rating: 5 out of 5 stars5/5ძველი საბერძნეთი Rating: 5 out of 5 stars5/5ბერგსონი Rating: 3 out of 5 stars3/5IMPERSONALIA Rating: 0 out of 5 stars0 ratingsრომი Rating: 5 out of 5 stars5/5მაჰმადი და მისი მოღვაწეობა Rating: 5 out of 5 stars5/5
Related to ისლამი და არაბთა სახელმწიფო
Related ebooks
ხასიდური სიბრძნე Rating: 5 out of 5 stars5/5მაქსიმები Rating: 5 out of 5 stars5/5მაჰმადი და მისი მოღვაწეობა Rating: 5 out of 5 stars5/5დაკვირვებანი წმ. იოანეს აპოკალიფსისზე Rating: 5 out of 5 stars5/5დაბრუნებული სამოთხე Rating: 5 out of 5 stars5/5ქრისტიანობის არსება (ნაწილი I) Rating: 5 out of 5 stars5/5ცხოვრებისათვის ისტორიის სარგებლისა და ვნების შესახებ Rating: 3 out of 5 stars3/5საქართველოს საეკლესიო ისტორია Rating: 5 out of 5 stars5/5ებრაელთა საკითხი Rating: 5 out of 5 stars5/5უცხოს განმარტება Rating: 0 out of 5 stars0 ratingsნიცშე და ქრისტიანობა Rating: 5 out of 5 stars5/5საგანთა ბუნებისათვის Rating: 5 out of 5 stars5/5მოსე და მონოთეიზმი Rating: 5 out of 5 stars5/5რელიგიის ბუნებრივი ისტორია Rating: 5 out of 5 stars5/5ქრისტიანობის აგონია Rating: 5 out of 5 stars5/5ჯადოსნური მთა (წიგნი II) Rating: 5 out of 5 stars5/5ძმები კარამაზოვები (წიგნი II) Rating: 5 out of 5 stars5/5ანტიქრისტე Rating: 0 out of 5 stars0 ratingsბუდენბროკები (ტომი I)I Rating: 5 out of 5 stars5/5ისტორია მართლმადიდებელ ეკკლესიისა Rating: 3 out of 5 stars3/5დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი I) Rating: 5 out of 5 stars5/5თანადროული სამყარო თვალის გადავლებით Rating: 5 out of 5 stars5/5ეშმაკნი (წიგნი II) Rating: 5 out of 5 stars5/5გზა ბატონყმობისკენ Rating: 5 out of 5 stars5/5იძულებითი ქორწინება Rating: 5 out of 5 stars5/5ლიკურგე და ნუმა Rating: 5 out of 5 stars5/5საწყაული საწყაულისა წილ Rating: 5 out of 5 stars5/5აღწერა საქართველოს თავად-აზნაურთა გვარებისა Rating: 5 out of 5 stars5/5კრიჟანგი Rating: 5 out of 5 stars5/5ხვალის მიცვალებული Rating: 5 out of 5 stars5/5
Reviews for ისლამი და არაბთა სახელმწიფო
2 ratings0 reviews
Book preview
ისლამი და არაბთა სახელმწიფო - დიმიტრი უზნაძე
დიმიტრი უზნაძე - ისლამი და არაბთა სახელმწიფო
iBooks© 2022 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: IBooks
სარჩევი
I. ისლამის წარმოშობა
II. ხალიფატის წარმოშობა და განვითარება
I. ისლამის წარმოშობა
ისლამის ღმერთი
„არა არს ღმერთი, გარდა ღვთისა, და მაჰმადი – ღვთის მოციქულია? თუ ამას დავუმატებთ საშინელი განკითხვისა და მკვდრეთით აღდგომის რწმენას, მაშინ ჩვენ ისლამის ყველა ძირითადი დოგმატი გვეცოდინება. პირველი შეხედვით, მხოლოდ ერთი მათგანი გვეჩვენება ორიგინალურათ: მტკიცება, რომ მაჰმადი მოციქულია ღვთისა. ხოლო ორი სხვა ნასესხებია ებრაელთა და ქრისტიანთაგან. მაგრამ ნამდვილათ კი მაჰმადიანური შემეცნება „ღვთისა
განსხვავდება ებრაულისა და ქრისტიანულისაგან.
მაჰმადი სთვლიდა, რასაკვირველია, ღმერთს ქვეყნის შემომქმედათ, ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულათ უკანასკნელ დღეს „უკუნითად „ყოვლადშემძლეთ
, მაგრამ არა „წმიდათ და არა „მართლმსაჯულათ
. ღმერთი ყურანისა ურწმუნოს ულმობელათ სჯის, თითქმის სიამოვნებითაც, სწორეთ ისე, როგორც რომელიმე შურის მაძიებელი არაბი უსწორდება ხოლმე ვისმე პირადი შეურაცხყოფისათვის. როცა ღმერთი ბრძანებს რასმე, არა იმოტომ, რომ ეს ბრძანება კარგი და სამართლიანია, არამედ იმიტომ, რომ მას ასე სურს.
თითქმის უკანასკნელ დროშიც მუსულმანმა სქოლასტებმა, რაზომ გამჭრიახობაც უნდა გამოეჩინათ მათ, მაინც ვერ შესძლეს ეპოვათ ყურანში ხელმძღვანელი აზრი, რომლის საშვალებითაც შესაძლებელი იქმნებოდა ღვთის განკარგულების ახსნა-გამარტება.
„ასე ენება ღმერთსო – ძალიან ხშირათ ეს დებულება იყო ერთადერთი ამხსნელი საშვალება. არაა საკვირველი, თუ მუსულმანს თვისი ღმერთი, როგორც ზეციერი მამა არ უყვარს იმდენათ, რამოდენათაც მას ეშინია მისი როგორც მრისხანე მსაჯულისა, რომლის შემთხვევითს ჯინიანობასა და დაჩემებას ვერც ვერავინც წინათვე იგრძნობს და ვერც ვერავინ აუხვევს გვერდს. უუგვიანესი დოგმატიკა ამ მხრით ყურანზე კიდევ უფრო საშინელია. მაჰმადის ღმერთი, სხვა თუ არა, თავისი წინასწარმეტყველისათვის მაინც ჰპოვებდა სიყვარულისა და ნუგეშინის სიტყვებს; ღმერთი უგვიანეს დოგმატიკისა კი ტირანია თითქმის მათთვისაც, ვისაც სწამს იგი: ადამიანი მის წინაშე მონაა და სხვა არაფერი. უკვე თვითონ მაჰმადს გამოუმუშავდა აზრი „ბედისწერაზე
, ე. ი. შესახებ იმისა, რომ ღმერთმა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა გადაწყვიტა – ხალხში რომელი ირწმუნებს მას და ამით თავს იხსნის და რომელი მიიბრჯნება ურწმუნოებაში და დაისჯება.
მაგრამ წარმოდგენა მაჰმადისა ამ საკითხის შესახებ ვერ იყო ნათელი სწორეთ ისე, როგორც სხვა ბევრ შემთხვევაშიც. იმ ცნებებთან ერთად, რომელნიც გვიჩვენებენ ბედისწერის აუცილებლობას, ყურანში არის ადგილები, რომელთაგანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ წინასწარმეტყველი ადამიანის ნებას თავისუფლათ სთვლიდა. შემდეგში, მხოლოდ ბიძანტიასა და სპარსელებთან გამწვავებული ბრძოლის ეპოქაში, არაბებს საბოლოოთ გამოუმუშავდათ მტკიცე რწმენა, რომ „მართლმორწმუნეთა და „ურწმუნოთა
შორის გაუვალი უფსკრულია, და რომ ეს უფსკრული დასაბამიდანვე შექმნა თვითონ უფალმა ღმერთმა.
და საფუძველი იმ ფანატიზმისა, რომელიც წარმოადგენს მუსულმანური მსოფლმხედველობის ფრიად ცნიბილსა და ნიშანდობლივ თვისებას, სწორეთ ამ ბედისწერის მოძღვრებაში უნდა ვეძიოთ. ფატალიზმი სისხლსა და ხორცში აქვსთ გამჯდარი აღმოსავლეთის ხალხებს, ისლამის აღმსარებელთ: მაჰმადიანი დარწმუნებულია, რომ მისი „ბედი „დაწერილია
ცაზე: ამიტომაა იგი გულცივი და მომთმენი ჭირში, ღირსეულათ ხვთება ყველაფერს, რასაც გამოუგზავნის ბედი, რომელსაც სულ ერთია, მაინც ვერ გაექცევა.
ღვთაებაზე წარმოდგენა, რომელსაც ყურანში ვპოვებთ, ძალიან მარტივია, თუმცა მას არა ერთხელ მიუცია საბაბი ღვთისმეტყველთა ცილობისათვის. როცა მაჰმადი გაეცნო ქრისტიანულ