Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ლიკურგე და ნუმა
ლიკურგე და ნუმა
ლიკურგე და ნუმა
Ebook216 pages1 hour

ლიკურგე და ნუმა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ათენის ლეგენდარული კანონმდებლის, ლიკურგესა, და რომის ასევე ლეგენდარული მეფის, ნუმა პომპილიუსის, ცხოვრებათა აღწერასა და მათი ნამოღვაწარის ურთიერთშედარებას ეძღვნება წინამდებარე წიგნი.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 13, 2021
ლიკურგე და ნუმა

Read more from პლუტარქე

Related to ლიკურგე და ნუმა

Related ebooks

Reviews for ლიკურგე და ნუმა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ლიკურგე და ნუმა - პლუტარქე

    პლუტარქე - ლიკურგე და ნუმა

    Πλούταρχος - Λυκούργος-Νουμας

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის აკაკი ურუშაძეს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ლიკურგე

    ნუმა

    ლიკურგესა და ნუმას შეთანასწორება

    განმარტებები

    ლიკურგე

    1. კანონმდებელ ლიკურგეზე გარკვეულად არაფრის თქმა არ შეიძლება. მისი წარმომავლობა, მოგზაურობანი, სიკვდილი და ყველაფერ ამასთან ერთად ის მოღვაწეობა, რაც მან თავისი კანონების შემოღებასა და წესწყობილების შექმნას მიუძღვნა, სულ სხვადასხვაგვარი გადმოცემებითაა მოსილი. ამ კაცის ცხოვრების თარიღები ხომ მთლად დაუზუსტებელია. ერთნი ამბობენ, იგი იყო იფიტეს თანამედროვე და მასთან ერთად დააწესა ოლიმპიური დღეობების ჟამს დაზავებაო[1]. ასეთივე აზრისაა ფილოსოფოსი არისტოტელე; იგი იმოწმებს ოლიმპიადებში ხმარებულ დისკოს, რომელზედაც ამოკვეთილი და შემონახულია ლიკურგეს სახელი. მეორენი კი, რომლებიც დროის აღრიცხვას სპარტის მეფეთა რიგით აწარმოებენ, როგორც ერატოსთენე და აპოლოდორე, გვიმტკიცებენ: ლიკურგე პირველ ოლიმპიადაზე მრავალი წლით ადრე ცხოვრობდაო[2]. ტიმეოსი თავის მხრივ ვარაუდობს, რომ სპარტაში სხვადასხვა დროს იყო ორი ლიკურგე; ერთ-ერთს მათ შორის სახელოვანი მოღვაწეობის გამო როგორც თავისი, ისე მეორე ლიკურგეს საქმენიც მიაწერესო. უფროს ლიკურგეს ჰომეროსზე გვიან არ უნდა ეცხოვრა. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, ჰომეროსთან პირადი ურთიერთობაც ჰქონდაო. ქსენოფონტი გვაწვდის აზრს ლიკურგეს უძველეს ხანაში მოღვაწეობის თაობაზე და ამბობს, ეს ვაჟკაცი ჰერაკლიდების დროს ცხოვრობდაო. სპარტის უკანასკნელი მეფენიც წარმოშობით ჰერაკლიდები არიან, მაგრა, ჩანს, ქსენოფონტს სურვილი აქვს ჰერაკლიდები უწოდოს ჰერაკლეს უშუალო ჩამომავალ პირველ მეფეთა[3].

    ამბავთა ასეთი დახლართულობის მიუხედავად, მივყვეთ ამ გადმოცემებში ყველაზე ნაკლებ წინააღმდეგობათა შემცველ მასალებსა და ყველაზე უფრო გონივრულ ცნობებს და ვცადოთ ამ სახელოვანი ვაჟკაცის ცხოვრების აღწერა.

    პოეტი სიმონიდე ამბობს, რომ ლიკურგეს მამა იყო არა ევნომე, არამედ პრიტანისი. მწერალთა უმრავლესობა ლიკურგესა და ევნომეს ჩამომავლობას სხვადასხვაგვარად ადგენს: არისტოდემეს ძემ პატროკლემ წარმოშვა სოე, სოემ - ევრიტიონი, ამან - პრიტანისი, პრიტანისმა - ევნომე; ევნომეს პირველი ცოლისაგან შეეძინა პოლიდექტე, ხოლო მეორესაგან, რომელსაც დიონასე ერქვა - ლიკურგე. დიევტიქიდა გადმოგვცემს, ლიკურგე მეექვსე თაობაა პატროკლესი და მეთერთმეტე - ჰერაკლესიო[4].

    2. ლიკურგეს წინაპართაგან ყველაზე მეტად სოემ გამოიჩინა თავი. მისი მმართველობის დროს სპარტელებმა დაიმონეს ჰილოტები და შეიძინეს მრავალი მიწა-წყალი, რაც არკადიელებს ჩამოაჭრეს[5]. ამბობენ, ამ სოეს ერთ მიუვალ და უწყლო ადგილას ალყა შემოარტყეს კლეტორიელებმა[6]; სოე მათ შეუთანხმდა: თუ მასთან ერთად უკლებლივ ყველა მისიანს მახლობელი წყაროს წყლით წყურვილს მოაკლევინებდნენ, წართმეულ მიწას დაუბრუნებდა. როცა ეს შეთანხმება ორივე მხარემ ფიცით განამტკიცა, სოემ შეკრიბა თავისიანები და სამეფო ძალაუფლება აღუთქვა იმას, ვინც თავს შეიკავებდა და წყალს არ დალევდა. ეს ვერავინ შეძლო. ყველა სვამდა. სოე ყველაზე ბოლოს ჩავიდა წყაროსთან, მტრების თანდასწრებით წყლით პირი დაიბანა მხოლოდ და იქაურობას გაშორდა. იმ საბაბით, წყალი ყველას არ დაგვილევიაო, სოემ დაპყრობილი მხარე შეინარჩუნა. ასეთი მამაცობის გამო სპარტელები, მართალია, დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ მის ჩამომავლებს სოეს სახელით კი არა, მისი შვილის სახელით მოიხსენიებდნენ და ევრიტიონიდებს ეძახდნენ. როგორც ჩანს, ევრიტიონი პირველი იყო, რომელმაც ხალხის გულის მოსაგებად დემაგოგობითა და პირმოთნეობით მეფის უზენაესი ერთმმართველობა დაასუსტა. სამეფო ძლიერების ასეთმა დაცემამ ხალხი გაათავხედა: მომდევნო მეფეებს ან სიძულვილით უცქერდნენ, თუ ისინი ბრბოს დასამორჩილებლად ძალას მიმართავდნენ, ანდა აბუჩად იგდებდნენ პირმოთნეობისა და უძლურების გამო. მრავალი ხნის მანძილზე მეფობდა სპარტაში ასეთი თავაშვებულობა და უწესრიგობა. ეს არეულობა იყო სწორედ მეფის, ლიკურგეს მამის, სიკვდილის მიზეზი. იგი ერთხელ რომელიღაც ჩხუბში ჩაერია და მოჩხუბართა გაშველება მოინდომა; გაშველების დროს მას მზარეულის დანა ჩასცეს. მომაკვდავმა მეფემ სამეფო უფროს ვაჟს პოლიდექტეს დაუტოვა.

    3. მცირე ხნის შემდეგ პოლიდექტეც გარდაიცვალა. ყველას ეგონა, ახლა ლიკურგე იმეფებდა. იგი მართლაც მეფობდა მანამდე, სანამ ცხადი არ გახდა, რომ მისი ძმის ცოლი ფეხმძიმედ იყო. გაიგო თუ არა ლიკურგემ ეს, განაცხადა: თუ ვაჟი იქნება, სამეფო მას ეკუთვნის, მე კი მხოლოდ მეურვის მოვალეობას გავწევო. ლაკედემონელები მეფეთა დაობლებული შვილების მეურვეთ „პროდიკებს" ეძა_ ხიან.

    პოლიდექტეს ქვრივმა მაზლს მოციქულები მიუგზავნა მალულად და შეუთვალა: მზად ვარ მოვიშორო ნაყოფი, თუ შენ, სპარტის მეფე, ცოლად შემირთავო. ამ ამბავმა ლიკურგე საშინლად აღაშფოთა, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწია. რძალს თავი მოაჩვენა, თითქოს უწონებდა განზრახულს და პირობაზე თანხმდებოდა. ლიკურგემ ქალს უთხრა: ნაყოფის მოშორება საჭირო არაა, მუცლის მოსაშლელი წამლით სხეული რატომ უნდა დაიზიანო ან თავი საფრთხეში ჩაიგდო; როგორც კი დაიბადება ბავშვი, მისი მაშინვე თავიდან მოცილება ჩემზე იყოსო.

    ასეთი ხერხით ქალი მშობიარობის დღემდე მიიყვანა. როცა შეიტყო, მოლოგინების დრო დაუდგაო, გაგზავნა მასთან კარისკაცები და მცველები, რომელთაც დაავალა დასწრებოდნენ მშობიარობას: თუ გოგო დაიბადა, ქალებს ჩააბარეთ, თუ ვაჟი, მაშინვე მე მომგვარეთ, სადაც არ უნდა ვიყო და რა საქმესაც არ ვაკეთებდეო.

    იგი სპარტის დიდებულებთან ერთად ვახშმობდა, როცა დაიბადა ვაჟი. მსახურებმა მიჰგვარეს ლიკურგეს ჩვილი. როგორც გადმოგვცემენ, მან ყრმა ხელში აიყვანა და დამსწრეთ მიმართა: „სპარტელებო, დაიბადა თქვენი მეფეო! შემდეგ ლიკურგემ ბავშვი სამეფო ტახტზე დააწვინა და სახელად დაარქვა ქარილაოსი, ვინაიდან ყველანი გახარებული იყვნენ და ლიკურგეს სულგრძელობასა და სამართლიანობას ხოტბას ასხამდნენ[7].

    იმეფა ლიკურგემ სულ რვა თვე. მოქალაქენი მაინც დიდ პატივს სცემდნენ. ზოგიერთი ემორჩილებოდა, როგორც მეფის მეურვეს და სამეფო ძალაუფლების მპყრობელს, ზოგიერთი კი მოწიწებით ეკიდებოდა მის სიქველეს და მზად იყო ხალისით აღესრულებინა ყველა მისი ბრძანება. მაგრამ იყვნენ ისეთნიც, ვინც შურით შესცქეროდა და ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია ახალგაზრდა კაცის აღზევებისათვის. განსაკუთრებით მტრობდნენ მისგან განაწყენებული მეფის დედის ნათესავები და მეგობრები. ამ ქალის ძმამ ლეონიდამ ერთხელ საშინლად გალანძღა ლიკურგე და თქვა: დანამდვილებით ვიცი, ეს კაცი მეფედ გაგვიხდებაო. ასეთი წინასწარ განზრახული ცილისწამებით ლეონიდას სურდა ლიკურგეს მიმართ ეჭვი აღეძრა, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ მცირეწლოვან მეფე ქარილაოსს რაიმე უბედურება შეემთხვეოდა, ეს ამბავი ლიკურგეს ვერაგობისათვის დაებრალებინათ. ლიკურგეს საწინააღმდეგო ხმებს მისი რძალიც ავრცელებდა. ყველაფერმა ამან მძიმედ იმოქმედა ლიკურგეზე. ეშინოდა გაურკვეველი მომავლისა და გადაწყვიტა სამშობლოს გასცლოდა და ამ გზით არიდებოდა მის მიმართ აღძრულ ეჭვებს; ემოგზაურა მანამ, სანამ მისი ძმისწული ასაკში არ შევიდოდა და ტახტს მემკვიდრე არ ეყოლებოდა.

    4. სამშობლოდან გამგზავრებული ლიკურგე პირველად კრეტაზე მივიდა. აქ ყურადღებით შეისწავლა ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობილება და ურთიერთობა გააბა იქაურ ყველაზე უფრო სახელმოხვეჭილ პირებთან. კრეტაზე არსებული მრავალი კანონი მოიწონა და გადაწყვიტა სამშობლოში გამოეყენებინა. იყო ისეთი კანონებიც, რომლებიც უკუაგდო. კრეტის ბრძენ და პოლიტიკოსებად მიჩნეულ პირებში ლიკურგემ გამოარჩია ერთი კაცი, სახელად თალესი, რომელიც თხოვნითა და მასთან გაბმული ურთიერთობის წყალობით დაიყოლია სპარტაში გამგზავრებულიყო. ამ თალესს სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც ლირიკული სიმღერების პოეტს, მაგრამ პოეტური ხელოვნების სამოსელით აკეთებდა იმ საქმეს, რასაც უძლიერესი კანონმდებლები. მისი სიმღერები მორჩილებისა და ურთიერთთანხმობისაკენ მოწოდების სიტყვები იყო. ამ ტკბილხმოვან და მწყობრ ლექსებს ისეთი მომხიბლავი ძალა ჰქონდა, მსმენელთ ძალაუნებურად ლმობიერება ეუფლებოდათ, სიკეთისაკენ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1