Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ეპოპეია
ეპოპეია
ეპოპეია
Ebook288 pages1 hour

ეპოპეია

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"ეპოპეია" - ესაა აღწერა პოსტ-მენშევიკურ პერიოდში ქართული ემიგრაციის ბედისა, უსასოო და უსახსრო მდგომარეობისა ახალგაზრდების, რომლებიც განათლების მისაღებად თუ უბრალოდ თავის გადასარჩენად ოსმალეთისა, და მისი გავლით ევროპისკენ ეშურებიან. მემუარი ასევე მრავლად შეიცავს პოლიტიკურ შეფასებებს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 26, 2019
ეპოპეია

Related to ეპოპეია

Related ebooks

Reviews for ეპოპეია

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ეპოპეია - ნიკოლო მიწიშვილი

    ნიკოლო მიწიშვილი - ეპოპეია

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    თავი პირველი

    თავი მეორე

    თავი მესამე

    თავი მეოთხე

    თავი მეხუთე

    თავი მეექვსე

    თავი მეშვიდე

    თავი მერვე

    თავი მეცხრე

    თავი მეათე

    თავი მეთერთმეტე

    თავი მეთორმეტე

    თავი მეცამეტე

    თავი მეთოთხმეტე

    თავი მეთხუთმეტე

    თავი მეთექვსმეტე

    თავი მეჩვიდმეტე

    თავი მეთვრამეტე

    თავი მეცხრამეტე

    თავი მეოცე

    თავი ოცდამეერთე

    თავი ოცდამეორე

    თავი ოცდამესამე

    თავი ოცდამეოთხე

    თავი ოცდამეხუთე

    თავი ოცდამეექვსე

    თავი პირველი

    - „ცხოვრება არის კომლი, ნაცარი და საუბარი", - დასწერა ბრძენმა მარკ ავრელიუსმა.

    მაგრამ, როგორ დაეწიო სხვის კომლს, როცა თითონა ხარ აკომლებული; როგორ შეარხიო მყუდროება სხვისი მტვერის, როცა თითონ განაცრებული ხარ; ან რა უნდა სთქვა სხვის მაგიერ, როცა შენ თითონ გინდა საუბრის ღვარად დაეშვა მწვანე ბალახიან გზაზე.

    რა უნდა სთქვას მწერალმა სხვის ცხოვრებაზე, როცა ცხოვრება ლეგიონთა და ათასთა გარს გეხვევა. რას ნიშნავს რომანის გმირთა მოგონილი ამბავი ჩვენს დროში, როცა ცოცხალი კრიზისები ავიწროვებს ადამიანს.

    და მწერალი საცოდავი კაცია დღეს. ეხლა აღარ კმარა იყვე ის, რაც ბუნებითა ხარ მოცემული.

    დღეს საჭიროა მწერალი იყვეს კიდევ რევოლიუციონერი, მებრძოლი, თანამედროვე. უნდა აღწეროს მან მიმდინარე ცხოვრება, ყოფა; ემსახუროს ხალხს და, მიჰყვეს რევოლიუციას ფეხ და ფეხ.

    სჭირს...

    და სჭირს წერაც: ადამიანობა, რევოლიუცია, სტილი, ფორმა... ვერ ავსწიე უბრალო კაცმა ერთად ყველაფერი. ვერ გაუძელი.

    - ამიტომ მინდა ხელი ავიღო ყველაფერზე და უბრალოდ ვისაუბრო ისე, როგორც გეხერხება კაცს.

    - აი, ზის თქვენს წინაშე ნიკოლო მიწიშვილი და ლაპარაკობს. რაზე? აბა რა ვიცი მე რაზე. აი, თუნდა იმაზე, რომ ვერ მოვსძებნე თემა ამ წიგნისათვის. ვერც სათაური მოვარეხრე მისთვის.

    თუნდაც იმაზე, რომ რევოლიუციები ყოველთვის უჩემოდ ხდება და ვერც ერთხელ ვერ მოვხვდი რევოლიუციონურ საქმეში.

    1905 წელს პატარა ვიყავი. იმ დროიდან მახსოვს, რომ ვიპარავდით შეშას სახელმწიფო ტყეში. ეს იყო ქუთაისში - საღორიაზე. (ხეს ვჭრიდით პატარა ხერხით, რომ ტყის მცველს - ესიკას ნაჯახის კაკუნი არ გაეგონა). შემდეგ იყო ვიღაც ტერორისტი დოლიძე. მღეროდენ იმ დროს მარსელიეზას. მერე იყო ალიხანოვი და წითელიშვილის რაზმი. ყველაფერზე უფრო ის მახსოვს, რომ დადიოდენ დილით ქუჩა-ქუჩა მეთორნეების პატარა ბიჭები კალათით ხელში და ყვიროდენ - „ცხელი პური, ცხელი პური". პური მართლაც ცხელი იყო და ღირდა ორი კაპიკი, სამი კაპიკი, და ერთი შაური. ჩვენ ვყიდულობდით სამ კაპიკიან პურს, ვჭამდით გზაში და ვსწავლობდით რუსულს. ასე გავიდა ბავშობა.

    1917 წელს წახდა მონარქია და შეიქნა რევოლიუცია. მე იქაც არაფერ შუაში ვიყავი. და ბევრი ჩემისთანა არაფერ შუაშიც არ იყო, საქართველოში განსაკუთრებით: ერთი გაზმორა რევოლიუციამ, გააქნია ფეხი კავკასიაში. და სადღაც გადიკარგა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძეც დიდი მთავარი, ხარლამოვი, სეიმიც, საქართველოს დამფუძნებელი კრებაც და საზოგადოდ, ათიოდე მთავრობამ შესცვალა ერთი მეორე მოკლე ხანში.

    რაღა დამრჩა მე სარევოლიუციო და საბრძოლველი?

    რევოლიუცია მოხდა უჩემოთ, განვითარდა უჩემოთ, უჩემოდაც გაიმარჯვა რევოლიუციამ და გაიმარჯვა ისე, რომ არ მინახავს არც რევოლიუცია, არც ის ბრძოლა, რამაც რევოლიუცია გამოსჭედა - ე. ი. ბავში ვიყავი. შემდეგ კი იმდენი ხალხი დაეპატრონა რევოლიუციას, რომ დიდი საქმის გაკეთებამ ჩემამდე არ მოუწია. პატარა საქმეს ისედაც კი ვაკეთებდი, ურევოლიუციოდ.

    - ჰო, და ეხლა მრცხვენია - როგორ გამოვდგე და ვიძახო - რევოლუციონერი ვარ, მეთქი. ამას ბევრი შვება დღეს. მე ვერ ვშვები, თუმცა გულში კი ვფიქრობ, რომ ამ ხალხს რევოლიუციაშიაც არ ჩამოვრჩები. მაგრამ რევოლიუცია მოხდა...

    ვარ და ვარ ისე, უპარტიო მოქალაქე. და რაზე ვწერო? რა თემას მოვკიდო ხელი? როგორ გავაშუქო?

    სჭირს...

    მუშას უგალობო? ეს ჩემთვისაც სასახელოა, რადგან მე თვით მშრომელი კაცი ვარ. და როცა მუშაზე ლაპარაკობენ, მე თავს მაღლა ვსწევ, რადგანაც ვიცი, რომ წინ წადგა სწორედ მშრომელი კლასი, რომელსაც მე ვეკუთვნი. მაგრამ თვითონ მე რა უნდა ვსთქვა? ჩემთვის მოსაწყენია ლაპარაკი იმაზე, რომ მე ასეთი და ასეთი ვარ, რომ რევოლიუციამ მომცა ესა და ეს. მე თვითონ მასის კაცი ვარ, მრავალხმიანი კოლექტივის წევრი და შვილი. და ვის შევედავო იმაში, რაც უდავოა. უდავო კი ისაა, რომ გაბატონდა მუშა კლასი. ვინ უნდა გავაკვირვო მუშის ქებით მე, გლეხმა, როცა გრიგოლ ორბელიანიც კი უგალობდა მუშას და ის, გრიგოლ ორბელიანი, თავადი იყო და კავკასიის მთავარმართებელი.

    - დღეს საჭიროა ავარჯიშო მუშტი, რომ ცხვირში მიახალო რევოლიუციის მტერს, თუ სადმე თავი წამოყო მან.

    საჭიროა იმუშავო ჩუმად იმისათვის, რომ შეიქმნეს ხალხში დოვლათი და რომ მამა ჩემი მატარებლით დადიოდეს - სოფლიდან ქუთაისში. და საზოგადოდ რომ ყველა დადიოდეს მატარებლით.

    ძველათ ინგლისში იტყოდენ, რომ „თუმცა ბინძურია ჯოჯოხეთი და მყრალი, მაგრამ ჯოჯოხეთიც წაიბილწება, როცა შიგ მეფე იოანე შევაო". მეფე იოანეზე უარესი ეკუთვნის მას, ვინც დღეს არ მეგობრობს რევოლიუციას და ქვეყნის გამოღვიძების საქმეს. მე ვცდილობ შევიგნო დღევანდელი ეპოქა, მაგრამ ამ ეპოქის დასაწყისი მე არ განმიცდია. მისი პათოსით მე არ ავღელვებულვარ და ეხლა საკითხს ამიტომ მარტო ჭკუითა ვსწყვეტ. ჭკუა ამბობს, რომ დროება გადაბრუნდა მშრომელი ქვეყნისთვის, გაიგე, მოუარე და შეინახეო. მე ვასრულებ ამას, რადგან ვიცი, რომ ეს მართლაც ასეა და თუ ასე არ არის, - ასე უნდა იყოს. მაგრამ, როგორ გადაბრუნდა, რამ გადააბრუნა - ეს ცივადა სდგას განზე. უპასუხოდ...

    ეს უნდა იგრძნო. და უნდა იგრძნო თავიდან. შემდეგ კი, როცა ფაქტი ხდება და ამ ფაქტს ყველა ეტორღიალება - აქ იწყება უკვე სიყალბე. გამარჯვებულის ეტლი და ტრიუმფი...

    ცხოვრება კი მიჰქრის წინ. ძნელდება და რთულდება.

    მოსაწყენია შეუწყვეტელი აღტაცება. განსაკუთრებით იმ საქმისადმი, რომელშიაც შენი ფული იხარჯება.

    აქ რევოლიუციის მიღება და აღიარება აუცილებელია, მაგრამ აქ არის სხვა ამბავიც... შეიძლება უფრო მეტი, ვინემ რევოლუციონერობა; შეიძლება უფრო მეტი, ვინემ თანამგზავრობა, შეიძლება ეს იყოს დაგვიანებული რომანტიკა, ან და სურვილი პოეტის - მიუმატოს მითოლოგია მათემატიკურად დამტკიცებულ ამბავს, რომ შექმნას ახალი რომანტიკა. ეს მე არ ვიცი, ეს სპეცებმა იციან.

    ჩემი წიგნი „გარდაცვალება მე დავამთავრე შემდეგი სიტყვებით: „მშვიდობით ევროპა და მშვიდობით ახალგაზრდობა... შინ. შინ. სახლისკენ. მიწისკენ. ჩემო მიწა და ჩემო თავსაფრიანო დედა. ზარებმა შესწყვიტეს თურმე რეკვა ჩვენს სოფელში. მაგრამ ხარები ისევ ბღავიან ჩვენსას, კოცნიან მწვანე მიწას და ელიან დაკარგულ პატრონს.

    მეც დაუბრუნდი ჩემს ამწვანებულ მიწას.

    ოსმალეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, ბელგია, რომელიც, ინდუსტრიის გამოკლებით, საქართველოსა ჰგავს, გერმანია, ზღვები, ქვეყნები და ქალაქები, სახელები და ამბები, წლები და დღეები - შინ და გარედ...

    რა სახელი ჰქვიან ამას? რა დაერქვას ამ ეპოპეიას, რომელიც არ ეტევა ლიტერატურულ ცნების არც ერთ ტერმინში. გრძნობა, ხერხი, ფიქრი, ეპოქა ჩაწოლილია გულში, სდუღს, როგორც სტიქიონი და ეძიე შენ მისთვის კალაპოტი და სტილი!..

    ესაა ცოცხალი, აფართხალებული ცხოვრება. „კომლი, ნაცარი და საუბარი". და ყოველივე ეს მიდის.

    ქრება.

    ადამიანი სიყვარულითაც იღლება. მაგრამ მხოლოდ სიყვარულით სავსე თვალებს შეუძლიან გააჩეროს მიწიდან აორთქლებული კომლი - სპეტაკ ცაზე. და მე, სანამ არ დავიღალე, მინდა შემოვხაზო ქვიშაზე დაცემული ჩრდილი აკომლებული ცხოვრებისა.

    შემდეგ -

    კომლი დაილევა.

    ჩრდილი გაჰქრება.

    და კალამს მოედება ჟანგი.

    თავი მეორე

    1922 წელი. გერმანული საბარგო გემი „Marmara", ივნისის სიცხე ბათომის ნავთსადგურში და საგანგებო კომისიის პუნქტი ზღვის ნაპირზე. სამგზის გაჩხრიკეს ჩემი ბარგი: პუნქტი კანონიერად გავიარე და ხიშტიანმა წითელ-არმიელმა დაკეტა უკანდასახევი გზა.

    ბეჭედ დარტყმული მგზავრები თანდათან გროვდება ეკლიანი მავთულით შემოღობილ ზღვის ნაპირზე. კრავენ და ახვევენ ჩხრეკის დროს აფორიაქებულ ნივთებს. იქვე ყაყანობენ მენავეები ნადავლის მოლოდინში.

    შევკარი ჩემი ნაწნავი კალათა. დავაჯექი და მოვსწიე თუთუნი.

    მაგრამ თუთუნის ბოლი უეცრად ჩააბრუნა მუცელში გემის ბოხმა საყვირმა. გემი ემზადება წასასვლელად და აჩქარებს მგზავრებს.

    - გემისკენ! - მოისმის ვიღაც უფლებიანის ხმა.

    მგზავრები ეხვევიან თავიანთ ბარგს და ბაყაყებივით ხტებიან ფირფიტა ნავებში. მენავესთან შევაჭრებასაც არ ფიქრობს ვინმე. ვაჭრობა იწყება გემთან.

    ან ორი ლირა, ან უკან დაბრუნება.

    „ან არ ვარგა ნავში ჯდომა, ან და მენავესთან ბრძოლა" - ეს ამბავი ასეთ შემთხვევაზეა გამოთქმული. როგორ უნდა შეებრძოლო მენავეს, როცა გემის საფეხურთან სდგახარ და ორი ლირა სწყვეტს საკითხს - ახვიდე გემზე, თუ დაბრუნდე უკან.

    მგზავრის ორმაგი დედის გინება თან მიყვება ორ ობოლ ლირას და, ათასი ვაივაგლახით მოქანცული და მიანი, ხვნეშით აყვება ხოლმე გემიდან ჩამოკიდებულ ვერტიკალურ ტრაპს.

    ქალაქში, და საერთოდ ხმელეთზე, ადამიანი ნაკლებად ამჩნევს სოციალურ უთანასწორობას. შეიძლება იმიტომ, რომ ხმელეთზე თვალის მოსაკიდი არე მეტად დიდია.

    განსაკუთრებით საინტერესოა ამ მხრივ გემი:

    პირველი კლასი, მეორე კლასი, მესამე, გემძირედი, ანუ „ტრიუმი და პალუბა". ასე დანაწილდება და დალაგდება ხოლმე გემზე მგზავრები თავის მდგომარეობისა და რესურსების მიხედვით. და ამ კატეგორიათა შორის გემ ზე ასვლისთანავე მყარდება ჩუმი ანტაგონიზმი.

    მაგრამ ეს გრძნობა ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი იყო და ის შემდეგ უფრო გამწვავდა ჩემში. ეხლა კი გავშალე პალუბაზე ჩემი შალის საბანი, წამოვწექი გულაღმა და მივებჯინე სპეტაკს ცას.

    გულში რაღაც ხრჩოლი იდგა. ძნელია ეხლა ამ გრძნობის გადმოცემა. ყოველ შემთხვევაში მეტად მძიმე გრძნობა იყო ჩამდგარი.

    ნახული მქონდა მხოლოდ ქუთაისი და ტფილისი.

    ეხლა კი ვიჯექი ევროპიულ გემზე, გემი მიდიოდა ჰამბურგში და მე მივყავდი ამ გემს. ეს იყო ჩემი ოცნება ბავშობიდან - როგორმე გავსულიყავ უცხოეთში. ეს ოცნება ასრულდა, როგორც საზოგადოდ ბევრი რამ, რაც ვსთხოვე ბედს. მე მივდიოდი. ეს ვიცოდი, რომ მივდიოდი. მაგრამ სად, ვისთან, რისთვის, რა იმედით?..

    სოფლის სკოლაში რომ ვსწავლობდით:

    „..სასწავლებელში

    წასაყვანადა რომ მომამზადეს.

    მაშინ ანბანი მომცეს მე ხელში

    და შორსა გზასა მე გამამგზავრეს".

    სად გააგზავნეს, ნეტა, ანბანის სასწავლებლად ეს პატარა სოფლის ბიჭი? სად? საქართველოზე შორს ხომ ვერ წავიდოდა ეს „შორი გზა". და რამდენი მწუხარებაა ამ ბავშის გულში, როცა ის ეთხოვება თავის სოფლის მთებსა და მინდვრებს. და ყველას გვეცოდებოდა ის ბავში, ცრემლიანი დედის ნუგეში რომ მისძახოდა უკან -

    „ვინც სახლში დარჩა რა გააკეთა,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1