Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სპარტაკი (ნაწილი II)
სპარტაკი (ნაწილი II)
სპარტაკი (ნაწილი II)
Ebook529 pages3 hours

სპარტაკი (ნაწილი II)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ანტიკური რომის შესახებ შექმნილ რომანთაგან "სპარტაკი" უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმტაცი საკითხავია. მასში მოთხრობილია მონათა აჯანყების ამბავი სპარტაკის, თავადაც მონადყოფილის მეთაურობით, რომელიც მთელ თავის სიცოცხლესა და ძალებს თავისუფლებისთვის ბრძოლას უძღვნის. ეს არის რომანი ამაღლებული და დრამატული სიყვარულის, მეგობრობისა და ღალატის, გამარჯვების სიხარულისა და მარცხის სიმწარის შესახებ.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 5, 2021
სპარტაკი (ნაწილი II)

Related to სპარტაკი (ნაწილი II)

Related ebooks

Reviews for სპარტაკი (ნაწილი II)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სპარტაკი (ნაწილი II) - რაფაელო ჯიოვანოლი

    რაფაელო ჯიოვანოლი - სპარტაკი

    Raffaelo Giovagnoli - Spartaco

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ნინო ყიფიანს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    14. ლიქტორი სიმპლიციანუსი 

    15. სპარტაკი სასტიკად ამარცხებს მეორე პრეტორს და თავიდან იცილებს საშინელ განსაცდელს

    16. ლომი ქალის ფეხქვეშ. დასჯილი ელჩი 

    17. არტორიქსი ტაკიმასხარაობს 

    18. კონსულები გამოდიან საომრად. კამერინუმის ბრძოლა. ენომაის სიკვდილი 

    19. ბრძოლა მუტინთან. არეულობა. მარკუს კრასუსი 

    20. მარგანუმის ბრძოლიდან კრიკსის დასაფლავებამდე 

    21. სპარტაკი ლუკანელებს შორის. სხვებზე მონადირე საკუთარ მახეში გაბმული 

    22. უკანასკნელი ომები. ბრადანუსთან დამარცხება. სიკვდილი

    ეპილოგი 

    განმარტებები

    14. ლიქტორი სიმპლიციანუსი

    აკვინუმთან დამარცხების შემდეგ პრეტორმა პუბლიუს ვარინიუსმა თავისი ათი ათასი ჯარისკაცით‚ დამარცხებულ ლეგიონთა ნარჩენებით‚ ნორბიუმისაკენ დაიხია და იქ გამაგრდა‚ რათა დაეცვა აპიუსისა და ლაციუმის გზები‚ იმ შემთხვევაში‚ თუ მისთვის საზიზღარი გლადიატორი‚ ტაქტიკის‚ წესებისა და გამოჩენილ სარდალთა გამოცდილების საწინააღმდეგოდ‚ არ შეუშინდებოდა მოახლოებულს ზამთარს და რომის გალავნისაკენ დაიძვროდა.

    სპარტაკმა შიკრიკი გაგზავნა ნოლას ბანაკში ახალი გამარჯვების შესატყობინებლად და თვითონ თავისი ჯარით დაბინავდა რომაელთა მიერ დატოვებულ ბანაკში. ამავე დღეს მოიხმო ენომაი‚ ჩააბარა ოთხი ლეგიონის წინამძღოლობა და მოსთხოვა მტკიცე ფიცი‚ რომ‚ რაც უნდა ყოფილიყო‚ არ დაიძვროდა ბანაკიდან და ცხენი გააქროლა‚ არავინ იცოდა‚ საითკენ.

    ორი თვის განმავლობაში‚ იმ დღიდან‚ როდესაც სპარტაკი ნოლას ბანაკიდან გავიდა‚ იქ ყოველდღე მოდიოდა მონებისა და გლადიატორების ბრბო ისეთი სიმრავლით‚ რომ კრიკსმა შეადგინა იმათგან სამი ახალი ლეგიონი‚ ხუთი ათას კაცზე მეტი თითოში. მათი უფროსობა ჩაბარდა არტორიქსს‚ ბრეზოვირს და უზარმაზარი ტანის მოხუც კიმბრს. ეს კიმბრი სახელად ვილმიუსი‚ თუმცა ველური ხასიათისა იყო და ღვინის მსმელი‚ მაინც დიდად სახელგანთქმული იყო გლადიატორებში თავისი ჰერკულესის ღონისა და იშვიათი გულახდილობის წყალობით. როდესაც პრეტორ ვარინიუსზე სპარტაკის ბრწყინვალე გამარჯვებამ გლადიატორების ბანაკს მიაღწია‚ მათ სიხარულს ბოლო აღარ ჰქონდა‚ მთელ მინდორს აყრუებდა ატაცებული ყვირილი‚ სიმღერა და მხიარული ლაპარაკი.

    ამ ჩოჩქოლში‚ მღელვარე ზღვას რომ მოგაგონებდათ‚ იქნებ მხოლოდ მირცამ არ იცოდა საერთო მხიარულების მიზეზი. მირცამ რომ გაიგონა ხმაური‚ გამოვიდა კარვიდან‚ სადაც მთელი დღეების განმავლობაში იჯდა და ჰკითხა ჯარისკაცს:

    - რა მოხდა?

    - სპარტაკმა კიდევ დაამარცხა რომაელები, ისე‚ რომ დიდხანს ემახსოვრებათ.

    - სად‚ როდის? - მოუთმენლად ეკითხებოდა ყმაწვილი ქალი.

    - აკვინუმთან‚ სამი დღეა მას აქეთ. შეიპყრო პრეტორი‚ წაართვა ცხენი‚ დროშა და ლიქტორები!

    ამ წამს მთავარ კარავთან‚ პრეტორის მოედანზე‚ მივიდა არტორიქსი. მან ისარგებლა შემთხვევით‚ რომ გადაეცა მირცასთვის ძმის გამარჯვება დაწვრილებით. მაგრამ როცა მივიდა და მიესალმა‚ ისე გაწითლდა‚ როგორც გასათხოვარი ქალი‚ და არ იცოდა‚ რით დაეწყო.

    - აი‚ ხომ ხედავ... სალამი მირცა‚ - ბუტბუტებდა ახალგაზრდა. ჩასცქეროდა მიწას და აცოდვილებდა მახვილს, - შენ უკვე იცი‚ რასაკვირველია... ეს მოხდა ავკინუმთან... როგორ ხარ‚ მირცა?

    რამდენიმე ხნის მტანჯველი სიჩუმის შემდეგ თქვა: 

    - ჰოდა‚ აი... ხედავ... სპარტაკმა კიდევ გაიმარჯვა.

    რაც უფრო მეტს ცდილობდა არტორიქსი თვისუფლად ლაპარაკს‚ მათ მეტად ირეოდა; თითქოს ენა მუცელში ჩაუვარდაო‚ რაღაცას უაზროდ ბუტბუტებდა‚ თვითონვე ესმოდა‚ რა სასაცილო იყო‚ და უჯობდა ერთი სამად უფრო ღონიერ მტერთან მდგარიყო‚ ვიდრე ამ ლურჯთვალებიან ყმაწვილ ქალთან.

    საქმე ის არის‚ რომ არტორიქსს‚ ნაზსა და გულწმინდა ყმაწვილ კაცს‚ სპარტაკის მათაყვანებელს‚ ერთი ხანია გულში ჩაუვარდა რაღაც მისთვის სრულიად ახალი და უცნობი გრძნობა. მირცას დანახვაზე ის როგორღაც კრთებოდა. მირცას ხმას გაუგებარ ათრთოლებაში მოჰყავდა; მისი ლაპარაკი ეჩვენებოდა ციურ მუსიკად‚ რომელსაც გადაჰყავდა ის უცნობ‚ მომხიბლავ ქვეყანაში.

    იმ დღიდან‚ რაც სპარტაკი სამნიუმში წავიდა‚ ყმაწვილმა გლადიატორმა‚ თვითონაც არ იცოდა‚ როგორ‚ ძალიან ხშირად დაიწყო სიარული სპარტაკის კარავში‚ მირცასთან. ხშირად მოხდებოდა ხოლმე ისეც‚ რომ მთვარეულივით იწყებდა სიარულს და როდესაც მოიხედავდა‚ შეამჩნევდა‚ რომ უცნობ ჭალაში ან ვენახში იყო რამდენიმე მილზე ბანაკიდან‚ მაგრამ თვითონაც არ იცოდა‚ რატომ.

    სპარტაკის წასვლიდან ერთი თვის შემდეგ მოხდა ის‚ რამაც ყმაწვილი გალი აიძულა‚ გონს მოსულიყო‚ რათა დაეწყნარებინა აშლილი გრძნობები. და აი‚ რა მოხდა: მირცა პირველ ხანებში სრულებით ვერ ამჩნევდა არტორიქსის ხშირ სიარულს და ყოველთვის მეგობრულად‚ ზრდილობიანად და თავისუფლად ესაუბრებოდა, მაგრამ თანდათან იმანაც დაიწყო უცებ გაწითლება‚ გაფითრება და შეკრთომა არტორიქსის ყოფნის დროს. მაშინ ყმაწვილი კაცი დაფიქრდა ურთიერთშორის დამოკიდებულებაზე და მიუგდო ყური თავის გულის ძგერას. თავზარი დაეცა‚ როცა შენიშნა‚ რომ გაგიჟებით უყვარდა სპარტაკის და. მას აზრადაც არ მოსვლია‚ რომ ყმაწვილი ქალის გულშიც ის ტრიალებდა‚ რაც მის გულში. ამნაირად‚ ახალგაზრდები იტანჯებოდნენ თავიანთი გრძნობის დაფარვით. ნახვის დროს ბევრის თქმა უნდოდათ ერთმანეთისთვის და ჩუმად იყვნენ‚ უნდოდათ განშორებულიყვნენ და ვერ იძვროდნენ ადგილიდან. აი‚ რატომ ისარგებლა ასეთი სიხარულით არტორიქსმა სპარტაკის ახალი გამარჯვებით და კარგ მიზეზად ჩათვალა‚ რომ ენახა სპარტაკის და. მირცა აენთო დილის ცისკარივით. მაგრამ ეცადა აღელვების შეკავებას და ოდნავ აკანკალებული ხმით თქვა:

    - გამიგონე, არტორიქს‚ განა ასე უამბობენ დას ძმის გმირულ გამარჯვებას?

    არტორიქსი გაწითლდა ამ სიტვებზე‚ მაგრამ დასძლია თავისი მოკრძალება და უამბო მირცას დალაგებით ყველაფერი‚ რაც მორბედებმა გადმოსცეს აკვინუმის ომის შესახებ.

    - სპარტაკი ხომ არ დაჭრეს? - ჰკითხა გულის ფანცქალით ფერშეცვლილმა ქალმა. - ხომ არაფერი დამართნია?

    - არა‚ არ დაუჭრიათ‚ - უთხრა არტორიქსმა... - როგორც ყოველთვის‚ ის უვნებლად გამოვიდა განსაცდელისგან.

    - მეც ვიცი‚ რომ ის უძლეველია‚ როგორც აიაქსი‚ - ამოოხვრით უთხრა ქალმა‚ - მაგრამ ისიც ვიცი‚ რომ უკვდავი არ არის‚ როგორც აქილევსი[1]. 

    - დიდებული ღმერთები‚ ჩვენი წმიდა საქმის ცხადად მფარველები დაიფარავენ ჩვენი წინამძღოლის ძვირფას სიცოცხლეს.

    - დღეს არ გაიყვან შენს ლეგიონს სასწავლებლად?

    - ოჰ‚ მირცა‚ - შეჰყვირა შეწუხებულმა. - დავიჯერო‚ ასე არ გინდა ჩემი აქ ყოფნა?

    - ოჰ‚ არა‚ არა! - თქვა მირცამ დაუფიქრებელი გატაცებით, მაგრამ მაშინვე შეჩერდა‚ მთლად გაწითლდა და ენის ბორძიკით დაუმატა: - ეგ იმიტომ გითხარი‚ რომ ყოველთვის გულმოდგინედ ასრულებ შენს მოვალეობას.

    სპარტაკის გამარჯვების სადღესასწაულოდ კრიკსმა მთელი დღით დაასვენა ლეგიონები. მათი ლაპარაკი ისევ შეწყდა. ბოლოს მირცამ გადაწყვეტით გადადგა ნაბიჯი კარვისკენ და ყმაწვილი გლადიატორისთვის შეუხედავად თქვა აჩქარებით:

    - მშვიდობით‚ არტორიქს!

    - ოჰ‚ ნუ მიდიხარ‚ ნუ მიდიხარ... დამაცადე ვთქვა... აგერ რამდენი დღეა‚ სულ მინდა გამოგიტყდე... - შეჰყვირა არტორიქსმა‚ შეშინებულმა ქალის წამოდგომით‚ რაკი მიხვდა‚ რომ ან ახლა უნდა ეთქვა ყველაფერი‚ ან არასდროს.

    - რა უნდა მითხრა? რაზე გინდა ჩემთან ლაპარაკი? - ჰკითხა უფრო შეშფოთებულმა‚ ვიდრე გახარებულმა სპარტაკის დამ‚ რომელიც კარვის წინ იდგა არტორიქსისაკენ სახემობრუნებული.

    - გამიგონე... მაპატიე... აგერ ორი თვეა‚ რაც ვიტანჯები და მეტი აღარ შემიძლია... მაგრამ კი არ გეწყინოს ჩემი სიტყვები‚ იმიტომ‚ რომ ეს თავისთავად მოხდა... მე სულაც არ ვარ დამნაშავე.

    როცა კიდევ რამდენიმე არეული სიტყვა თქვა‚ ისევ გაჩერდა. მერე უცებ წამოუვიდა სიტყვები აჩქარებით‚ ერთმანეთზე მოყოლებული‚ როგორც მთის ნაკადულის ტალღები.

    - რატომ უნდა გიმალავდე? რატომ უნდა ვცდილობდე ჩემი გრძნობის დამალვას‚ როდესაც არ შემიძლია დაფარვა‚ იმიტომ რომ მაინც ჩანს ყოველ ჩემს სიტყვაში‚ ყოველ ამოოხვრაში. აქამდე ვერ გადაგიშალე ჩემი გული‚ რადგან მეშინოდა‚ არ გწყენოდა‚ არ შეგზიზღებოდი‚ მაგრამ ახლა აღარა მაქვს ამ სატანჯველის ატანის ღონე. მიყვარხარ‚ მირცა! მიყვარხარ‚ როგორც დროშა ჩვენი‚ როგორც სპარტაკი‚ ბევრად მეტად‚ ვიდრე თვითონ ჩემი თავი. თუ ჩემი სიყვარული შენთვის შეურაცხმყოფელია‚ თუ გეზიზღები‚ მაშინ მაპატიე. რაღაც ფარული ძალა მიზიდავდა შენკენ უნებურად. 

    არტორიქსი გაჩერდა და თავჩაღუნული ელოდა განაჩენს. როდესაც გლადიატორი ლაპარაკობდა, მირცა უფრო და უფრო მეტად ღელავდა‚ თვალები თანდათან ცრემლებით ევსებოდა და ძალას ატანდა თავს‚ რომ ქვითინი არ ავარდნოდა. სახე მომაკვდავივით გაუხდა. როდესაც ბიჭმა დაამთავრა, მან ცრემლით სავსე თვალები მიაპყრო. ბოლოს‚ აღელვებისაგან ჩაწყვეტილი ხმით უთხრა: 

    - ოჰ‚ არტორიქს! კარგი იქნებოდა‚ რომ არასდროს გაგხსენებოდი და უფრო უკეთესი იქნებოდა‚ რომ არასდროს არ გამომტეხოდი სიყვარულში...

    - მაშ მაგდენად გეჯავრები? - ასწია ფერმკრთალი სახე ნაწყენმა გლადიატორმა.

    - არა‚ არა‚ არ მეჯავრები‚ არტორიქს! კეთილშობილო‚ პატიოსანო ყმაწვილო! რომელი სახელოვანი ქალიც გინდა‚ ბედნიერი გახდებოდა შენი სიყვარულით... მაგრამ ჩემი სიყვარული არ შეიძლება და უნდა... ჩაიქრო შენი გრძნობა და ამასთან... საუკუნოდ!

    - რატომ? რატომ? - გამწარებული ეკითხებოდა არტორიქსი და ვედრებით უშვერდა ხელს.

    - იმიტომ‚ რომ‚ - პასუხა ცრემლებით მირცამ‚ - იმიტომ‚ რომ... სიყვარული ჩვენ შორის... შეუძლებელია!

    - რა თქვი? - გააწყვეტინა სიტყვა ნაცრისფრად ქცეულმა საბრალო გლადიატორმა და გაექანა წინ‚ თითქოს იმ აზრით‚ რომ ეტაცა ხელი და გაეჩერებინა‚ რადგან მირცამ ნაბიჯი გადადგა კარვისკენ‚ - რა თქვი? შეუძლებელიაო? რატომ არის შეუძლებელი? - მწუხარებისგან შესძახა მან.

    - შეუძლებელია! - გაიმეორა მირცამ მტკიცედ და მკაცრი ხმით‚ - ხომ გითხარი‚ შეუძლებელია-მეთქი.

    და მიტრიალდა‚ რომ კარავში შესულიყო. არტორიქსმა გადადგა ნაბიჯი‚ თითქოს უნდა გაჰყვესო‚ მაგრამ ყმაწვილმა ქალმა აიშვირა თითი მაღლა‚ გაჩერდა და სულშეგუბებული ხმით უთხრა:

    - მასპინძლის სახელით ვითხოვ და სპარტაკის სახელით გიბრძანებ‚ არასოდეს აღარ შემოადგა ფეხი ამ კარავში.

    თავისი სათაყვანებელი წინამძღოლის სახელის ხსენებაზე არტორიქსმა თავი ჩაღუნა და ერთ ადგილას გაშეშდა‚ შეძრწუნებული თავზე დატეხილი საშინელი უბედურებით. გაფითრებული მირცა ქვითინს ძლივსღა იკავებდა კარავში რომ შევიდა. ახალგაზრდა გალი რამდენიმე ხანს იდგა კიდევ იმავე ადგილას‚ კარვის ფარდას მიჩერებული‚ სადაც ქალი მიეფარა და თავისთვის იმეორებდა დაბალი ხმით:

    - შეუძლებელია! შეუძლებელია!

    ამ მდგომარეობიდან საყვირის ხმამ გამოიყვანა: უკრავდნენ ბანაკში სპარტაკის გამარჯვების სასახელოდ. გონს რომ მოვიდა‚ არტორიქსმა გაცოფებული ხმით შეჰყვირა‚ ცისკენ მუშტის მოღერებით:

    - ჰოი‚ დალახვროს ღმერთმა, რა ხდება ჩემ თავს!

    ხელები თმაზე წაივლო და მთვრალივით, ბარბაცით მოშორდა კარავს. იმ დროს‚ როდესაც გლადიატორების ბანაკში დღესასწაულობდნენ ახალ გამარჯვებას‚ სპარტაკი თავისი სამასი მხედრით მიჰქოროდა რომის გზაზე. თუმცა ვარინიუსზე უკანასკნელმა გამარჯვებამ თავზარი დასცა ქალაქს‚ მაგრამ სპარტაკი მაინც ვერ ბედავდა დღისით აპიუსის დიდ გზაზე სიარულს მარტო სამასი მხედრით. ის ადგებოდა გზას დაღამებულზე‚ დღე კი იმალებოდა რომელიმე ტყეში ან პატრიცის სასახლეში‚ დიდი გზიდან მოშორებით და ყოველ ღონეს ხმარობდა‚ რომ არავის მოესწრო.

    მესამე ღამეს‚ აკვინუმის ბანაკიდან გასვლის შემდეგ‚ ის მივიდა ქალაქ ლაბიკუმს. აქ უბრძანა თავის თანამგზავრებს ტყეში დაფარულ‚ მოტიტვლებულ ადგილზე დაბანაკება‚ მოიხმო სამნიტი მამილიუსი‚ რაზმის უფროსი და დაუბარა‚ დალოდებოდა მის დაბრუნებას ოცდაოთხი საათი. თუ მეორე ღამე არ მოვიდოდა‚ მაშინ აღარ ეცადა და დაბრუნებულიყო აკვინუმის ბანაკში თავისი მხედრებით‚ იმავე გზით და იმავე წესით. შეახტა ცხენს და მარტო გაექანა პრეტორის გზაზე. ამ ძველი ქალაქის გარშემო, მშვენიერი გორაკების ფერდობზე გაფანტული იყო რომის პატრიცების მრავალი სასახლე‚ რომელთაც უყვარდათ ზაფხულის თვეების იქ გატარება და ხანდახან შემოდგომის დამლევამდეც რჩებოდნენ.

    სპარტაკი ორ მილზე იყო ქალაქიდან‚ როცა ირიჟრაჟა. ჰკითხა გზაში შეხვედრილ გლეხკაცს‚ სად იყო სულას ქვრივის‚ ვალერია მესალას სასახლე. როცა მიიღო საჭირო ცნობა‚ შემოჰკრა დეზი თავის შავ ცხენს და მიიჭრა სასახლის რკინის მესერთან. სახეზე ჩაჩქანი ჩამოეფარებინა. გადმოხტა ცხენიდან და ჩამოჰკრა პატარა ზარს. ჯერ ადრე იყო და მეკარე დიდხანს არ უღებდა კარს. როდესაც გამოჩნდა პატარა ჭიშკართან‚ დიდ უარზე დადგა, მოეხსენებინა ქალბატონისთვის‚ თუმცა სპარტაკი არწმუნებდა‚ რომ ათისთავი იყო მარკუს ვალერიუს მესალას კოჰორტიდან‚ ძალიან საჭირო საქმის შესახებ გამოეგზავნათ და დაუყოვნებლივ უნდა ენახა ვალერია. დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ შეუშვა სპარტაკი ჭიშკარში და წავიდა სახლთუხუცესისთვის მოსახსენებლად. მაგრამ აქ უფრო გაძნელდა საქმე‚ მოხუცი სახლთუხუცესი მეკარეზე უფრო ჯიუტი გამოდგა და გადაჭრით გამოუცხადა უარი ასე ადრე ქალბატონის გაღვიძებაზე.

    - მაშ, ეს მაინც მითხარი‚ - უთხრა სპარტაკმა ეშმაკობით‚ - ბერძნული კითხვა ხომ იცი?

    - არ ვიცი‚ ჩემო ძმაო‚ იმიტომ‚ რომ ლათინურადაც ცუდად ვკითხულობ.

    - დავიჯერო‚ მთელ სახლში ისეთი ადამიანი არ მოიძებნება‚ რომ ტრიბუნ მესალას ბარათი წაიკითხოს ვალერიასთვის მიწერილი?

    სახლთუხუცესისგან პასუხის მოლოდინში‚ სპარტაკმა დაიწყო უბის ჩხრეკა‚ ვითომდა ეტრატს ეძებდა‚ რომ თუ სასახლეში მართლა აღმოჩნდებოდა ბერძნულის წამკითხავი‚ ეთქვა‚ წერილი დამკარგვიაო.

    როგორც სპარტაკი მოელოდა‚ სასახლეში არც ერთი მონა არ აღმოჩნდა‚ რომელსაც შეეძლებოდა ბერძნულის წაკითხვა. მოხუცებულმა სახლთუხუცესმა თავი გაიქნია და უთხრა:

    - მონები გაიქცნენ ამ სახლიდან გლადიატორთა ბანაკში. ყველანი‚ ბერძნებიც‚ სხვებიც...

    შემდეგ უფრო ხმადაბლა‚ გულმოსულმა წაიჩურჩულა.

    - იუპიტერის ელვას ფერფლადაც უქცევია ის წყეული გლადიატორი!

    სპარტაკმა დაიცხრო მღელვარება. თუმცა მის წინაშე მოხუცი იდგა‚ მაგრამ სიამოვნებას მოჰგვრიდა მისი მიბეგვა. ბოლოს‚ როგორც იყო‚ თავი შეიკავა და სახლთუხუცესს ჰკითხა:

    - ეგრე მშვიდად როგორ ლაპარაკობ‚ როდესაც გლადიატორს ლანძღავ?

    - იმიტომ... იმიტომ... - ბურტყუნებდა შემკრთალი სახლთუხუცესი‚ - იმიტომ‚ რომ სპარტაკი ვალერიასა და მისი მეუღლის‚ სულა ბედნიერის შინაყმა იყო. იგი იყო მათი გლადიატორების მასწავლებელი. ვალერია კი ჩემი უკეთილშობილესი ქალბატონი‚ ღმერთები იყვნენ მისი მფარველნი‚ იმ სპარტაკს დიდ ადამიანად თვლის და გვიკრძალავს მასზე ცუდის თქმას.

    - აი‚ ბოროტი ქალი! - თითქოსდა დაცინვით დაიძახა სპარტაკმა.

    - აბა‚ ჯარისკაცო! - გააწყვეტინა სახლთუხუცესმა‚ უკან დაიხია და აწონ-დაწონა გლადიატორი თავით ფეხამდე‚ - რა კადნიერად ლაპარაკობ ჩემს მოწყალე ქალბატონზე!

    - არა, მე ცუდს არაფერს ვამბობ‚ მაგრამ თუ კეთილშობილი რომაელი მანდილოსანი თანაუგრძნობს გლადიატორს...

    - ხომ გითხარი‚ ამაში უძლურია-მეთქი...

    - გავიგე! თუ შენ‚ მონას‚ ძალა არ შეგწევს გაკიცხო ეს უძლურება‚ მე‚ გათავისუფლებულს‚ შემიძლია ვკიცხავდე.

    - ყველაფერში სპარტაკს მიუძღვის ბრალი!

    - მართალს ამბობ‚ ვფიცავ პლუტონის სკიპტრას‚ ყველაფერში დამნაშავე სპარტაკია... ვფიცავ ჰერკულესს. მარტო ისა თქვი‚ როგორ გაბედა თანაგრძნობა ჩაენერგა მოწყალე ქალბატონის გულში.

    - ჩაუნერგა კიდეც საზიზღარმა გლადიატორმა.

    - მართლაც რომ საზიზღარმა.

    აქ გააწვეტინა სიტყვა თრაკიელმა და ჰკითხა შეცვლილი ხმით:

    - განა რა დაგიშავა სპარტაკმა‚ რომ ეგრე გეჯავრება?

    - რა დამიშავა? რა დამიშავა?

    - იმიტომ გკითხავ‚ რომ როგორც მე გამიგონია‚ ის მონებს ათავისუფლებს და რადგან შენც მონა ხარ‚ ამიტომ მე მგონი‚ უფრო უნდა თანაუგრძნობზე იმ უკეთურს.

    შემდეგ პასუხის მიცემა აღარ დააცადა სახლთუხუცესს და დაუმატა:

    - მაგრამ იქნება განგებ ამბობ?

    - განგებ ვამბობ? მე ვამბობ განგებ? მინოსმა მოგიტევოს ეგ ჩემი შეურაცხყოფა სასჯელის დღეს! რათ უნდა ვამბობდე განგებ? თავისი უგუნური საქმით იმ გლადიატორმა მე ყველაზე უბედური გამხადა. უიმისოდ ჩემს კეთილ ქალბატონთან სრული ბედნიერი ვიყავი ჩემი ორი შვილით... ოჰ‚ რა მშვენიერი ახალგაზრდები იყვნენ! ნეტავ გენახა! ტყუპად დამებადნენ და ისე ჰგავდნენ ერთმანეთს‚ როგორც კასტორი და პოლუქსი[2].

    - მერე რა მოუვიდათ?

    - გლადიატორის ბანაკში წავიდნენ და აგერა სამი თვეც არ არის‚ არაფერი ვიცი. ვინ იცის‚ ცოცხლები არიან‚ თუ დაიხოცნენ... ოჰ‚ დიდებულო სატურნო‚ მფარველო სამნიუმისა‚ შენ დაიფარე ჩემი ძვირფასი შვილები!

    მოხუცი აქვითინდა. სპარტაკს შეებრალა და ერთი წამის სიჩუმის შემდეგ უთხრა:

    - მაშ შენ გგონონია‚ რომ სპარტაკი ცუდად მოიქცა იმ ომის დაწყებით და შენი ვაჟები არ უნდა მიმხრობოდნენ? 

    - დიახ‚ ვფიქრობ და სულ მუდამ ამ აზრის ვიქნები. ცუდი გააკეთეს‚ რომ რომის წინააღმდეგ აღდგნენ. რა თავისუფლებას გაიძახის ის გიჟი გლადიატორი? მე დავიბადე თავისუფალ მეცხვარედ სამნიუმის მთებში. დაიწყო სამოქალაქო ომი. ჩვენმა წინამძღოლებმა დაიწყეს ყვირილი: ჩვენც გვინდა მოვიპოვოთ უფლება რომის მოქალაქეობისა‚ როგორც ძველმა რომაელებმაო. და ჩვენც ავჯანყდით‚ ვიომეთ‚ სიცოცხლე გავწირეთ... მერე რა გამოვიდა? ის‚ რომ მე‚ სამნიუმის თავისუფალი მთიელი‚ გავხდი მესალას ოჯახის მონა. კიდევ ჩემი ბედი‚ რომ ასეთ კარგ ბატონებში ჩავვარდი... თავისუფალი სამნიტის ცოლიც მონა გახდა და ჩვენი შვილებიც მონებად დაიბადნენ... - აქ მოხუცი შეჩერდა ერთ წამს და რამდენიმე ხნის სიჩუმის შემდეგ დაუმატა: - ოცნებაა‚ ბოდვაა... ქვეყანა ყოველთვის იყოფოდა და გაიყოფა ბატონებად და მონებად‚ მდიდრებად და ღარიბებად‚ პატრიცებად და პლებეებად. ასე იყო და ასეც იქნება... ბოდვაა... რის გამო იღვრება ჩვენი შვილების ძვირფასი სისხლი‚ რისთვის? მერე მე რა‚ თუნდ რომ გათავისუფლდნენ მონები‚ რაც სრულებით შეუძლებელია‚ და ჩემი შვილები კი დაიხოცონ! მერე რაში მოვიხმარო ჩემი თავისუფლება? ვიტირო‚ რამდენიც მინდა? თუნდა ჩემი შვილებიც გადარჩენ‚ ყველაფერი ისე მოხდეს‚ რომ უკეთესი არ იქნება‚ და ხვალ მეც და ჩემი შვილებიც თავისუფალი გავხდეთ‚ მერე რა? რა შეგვემატება თავისუფლებით‚ თუკი სულით ხორცამდე არა გვაბადია რა? ახლა ჩვენი ქალბატონისგან გვაქვს ყველაფერი საჭირო და თუმცა მონები ვართ‚ მაგრამ კმაყოფილები ვემსახურებით; ხანდახან მეტიც გვაქვს. ჩვენი გათავისუფლების მეორე დღეს კი რაც საჭიროა‚ იმასაც ვერ ვიქონიებთ... დიდი ბედნიერება არ არის შიმშილით სიკვდილი თავისუფლებაში!

    მოხუცი გაჩუმდა. მისი სიტყვა‚ ჯერ ნაწყვეტ-ნაწყვეტი და უთავბოლო‚ თანდათან ლაპარაკში გახდა ცხადი‚ დალაგებული და მჭევრმეტყველური. მისმა სიტყვამ ღრმა შთაბეჭდილება იქონია სპარტაკზე‚ რომელიც არასდროს უყურებდა საქმეს ამ მხარით. მძიმე ფიქრებში გართული‚ თავჩაღუნული‚ ერთ წამს უძრავად იდგა. ბოლოს შეკრთა და ჰკითხა:

    - მაშ არავინ გყავთ‚ რომ ბერძნული წაიკითხოს?

    - არავინ.

    - მაშ მომიტანე ძვლის ფიცარი და ჩხირი.

    როდესაც ერთიც და მეორეც მოუტანეს‚ სპარტაკმა დაწერა ბერძნულად ორი სტრიქონი ლექსი ჰომიროსიდან: „შორით მოვსულვარ მოგზაური‚ ბედით დევნილი‚ რათა ვემთხვიო‚ დედოფალო‚ მუხლებსა შენსა". მერე მიაწოდა ფიცარი სახლთუხუცესს და უთხრა:

    - წაუღე ამ წამს გოგოს და უთხარი‚ ახლავე გააღვიძოს თავისი ქალბატონი‚ თორემ ორივეს ცუდი საქმე დაგემართებათ.

    მოხუცი წავიდა უცნობი ასოების ყურადღებით სინჯვით. სპარტაკმა კი დაიწყო სიარული სასახლის ეზოში. მოხუცი მონის სიტყვები ღრმად გაუჯდა გულში. „მართალს ამბობს‚ - იმეორებდა გლადიატორი‚ მძიმედ დაფიქრებული‚ - რად უნდა თავისუფლება‚ თუკი შვილებს დაუხოცავენ? რად უნდა გამარჯვება‚ თუკი თავისუფლება‚ რომელსაც ეგ იყიდის ისეთი ძვირფასი სისხლით‚ თან შიმშილს მოუტანს? დიახ., ის მართალია! მაშ თუ ასეა‚ რიღასთვის ვიკლავთ თავს‚ რისთვის ვადენთ სისხლის მდინარეებს?"

    სპარტაკი უეცრად შეჩერდა‚ შეშინებული‚ ფიქრებისაგან თავდამძიმებული. ერთი წამის შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო სიარული. „მართლაც‚ რისთვისაც ვიბრძვი‚ ეს მხოლოდ ოცნებაა‚ სიმართლის მომხიბლავ საბურველში გახვეული‚ და ამ მოჩვენებას მივდევ‚ რომელსაც ვერასოდეს მივაღწევ! რომც დავეწიო‚ ბურუსივით გაიფანტება‚ მე კი მომეჩვენება‚ რომ ხელში მიჭირავს. რა არის ეს? მხოლოდ სიზმარი‚ ოცნება‚ ფუჭი ფანტაზია? და ამ მოჩვენებისთვისა ვღვრი ადამიანთა სისხლის ნაკადულებს? ამ ფიქრებით თავდამძიმებული შეჩერდა‚ მერე რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან‚ თითქოს უხილავი სასტიკი მტერი - სასოწარკვეთილება დასდევნებიაო. მაგრამ მაშინვე მოიკრიბა გონება. „ვფიცავ ყოვლად ძლიერი ოლიმპის იუპიტერის ელვას‚ - ჩურჩულებდა იგი‚ - სადა წერია‚ რომ თავისუფლება ხელჩაკიდებული დასდევს შიმშილს? ადამიანის ღირსება რად უნდა იყოს შემოსილი სიღარიბის ძონძებში? ვინ დაადგინა ეს? რომელ ღვთის კანონში წერია?

    სპარტაკი შეჩერდა‚ ამოიოხრა და განაგრძო: „ჰო‚ რა თქვა იმ მოხუცმა? უძლურმა‚ სულმდაბალმა‚ მონობაში განებივრებულმა? იმას ავიწყდება‚ რომ ადამიანია‚ გონიერი არსება და საქონელივით შეუგნებლად ატარებს მძიმე ტვირთს". ამ წამს სახლთუხუცესი დაბრუნდა და უთხრა სპარტაკს‚ რომ ვალერია მაშინვე ადგა ლოგინიდან და მოელის თავის კონკლავში. აღელვებული სპარტაკი მოხუცს გაჰყვა.

    ერთი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1