Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

წიგნის კითხვა
წიგნის კითხვა
წიგნის კითხვა
Ebook124 pages40 minutes

წიგნის კითხვა

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

წინამდებარე კრებულში შესული სამი ესსეი, სხვა ავტორთა ნაწარმოებების ანალიზისა და საკუთარ დაკვირვებათა საფუძველზე, მარსელ პრუსტის მხატვრულ მეთოდს აყალიბებს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 17, 2022
წიგნის კითხვა

Related to წიგნის კითხვა

Related ebooks

Reviews for წიგნის კითხვა

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    წიგნის კითხვა - მარსელ პრუსტი

    სარჩევი

    წინასიტყვაობა წიგნისა „სენტ-ბიოვის წინააღმდეგ"

    წიგნის კითხვა

    პატრიოტიზმი და ქრისტიანული სული

    შენიშვნები 

    წინასიტყვაობა წიგნისა „სენტ-ბიოვის წინააღმდეგ"

    დღითიდღე სულ უფრო და უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ გონებას. დღითიდღე სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მხოლოდ გონების ჩაურევლად შეუძლია მწერალს, რამე მოიხელთოს ჩვენი შთაბეჭდილებებიდან, ე. ი. ჩასწვდეს რაღაც საკუთარს, ხელოვნების ერთადერთ საგანს. ის, რასაც გონება გვაწვდის წარსულის სახელით, მართლა წარსული როდია. სინამდვილეში ჩვენი ცხოვრების ყოველი წუთი - ისევე, როგორც მიცვალებულთა სულები ზოგიერთ ხალხურ ლეგენდაში - სიკვდილისთანავე სახიერდება და თავს აფარებს რომელიმე მატერიალურ საგანს; დატყვევებულია, სამუდამოდ დატყვევებული, სანამ ამ საგანს არ გადავეყრებით. მისი მეშვეობით განვლილ წუთს შევიცნობთ, ვუხმობთ და ვათავისუფლებთ. საგანი, რომელშიც ის იმალება - ანუ შეგრძნება, რადგან ყოველი საგანი ჩვენთან მიმართებით შეგრძნებაა, - შეიძლება არასოდეს შეგვხვდეს. და ამგვარად, ჩვენს ცხოვრებაში არის წუთები, რომელთაც გაცოცხლება არ უწერიათ, რადგან საგანი იმდენად მცირეა, ისეა ჩაკარგული სამყაროში, რომ საეჭვოა, სადმე წავაწყდეთ. ზაფხული ბევრჯერ გამიტარებია სოფელში, აგარაკზე. ხანდახან ვიხსენებდი ხოლმე იქაურობას, მაგრამ ეს სულ სხვა რამ იყო. შეიძლებოდა, ის დრო სამუდამოდ მომკვდარიყო ჩემთვის. იმ თვეების გაცოცხლებას, ისევე, როგორც ყოველგვარ განახლებას, სულ უბრალო შემთხვევას უნდა ვუმადლოდე. იმ დღეს თოვდა. გათოშილი დავბრუნდი შინ. ვერა და ვერ გავთბი. ის-ის იყო, ჩემს ოთახში ჭრაქის შუქზე შევუდექი კითხვას, რომ მოხუცი მზარეული შემოვიდა და ჩაი შემომთავაზა. არადა, ჩაის საერთოდ არ ვსვამ. შემთხვევამ ინება ისიც, რომ მზარეულმა ჩაისთან ერთად გახუხული პურიც შემომიტანა. პური ფინჯანში ჩავალბე; როდესაც პირში ჩავიდე, სასაზე ჩაის არომატით გაჯერებული სილბო დავიგემოვნე და ავღელდი - ნემსიწვერების, ფორთოხლის ხეების სურნელება ვიგრძენი და საოცარი სინათლე, ბედნიერება დამეუფლა; გავიტრუნე - ვშიშობდი, თუნდაც უმნიშვნელო მოძრაობით არ შემეჩერებინა ჩემში მიმდინარე პროცესი, რომლისაც არაფერი გამეგებოდა. ასე მივეწებე ამ დამბალი პურის ნაჭერს, თითქოს სასწაულებს რომ სჩადიოდა; უეცრად მეხსიერების მიჯნები მოირღვა, ჩემს გონებაში აგარაკზე გატარებული დღეები შემოიჭრა, რომლებზეც წეღან მოგახსენებდით, და თან მოიყოლა ზაფხულის მრავალი დილა, ბედნიერი წუთების უწყვეტი ნაკადი. მაშინ გამახსენდა, ყოველ დილით, ჩაცმისთანავე, როგორ ჩავდიოდი ახლად გამოღვიძებულ ბაბუასთან; იგი თავის ოთახში იჯდა და ჩაის მიირთმევდა. შიგ ორცხობილას ალბობდა და მეც მიმასპინძლდებოდა ხოლმე. მერე, როდესაც ზაფხულის ის თვეები მიილია, ჩაიში ჩამბალი ორცხობილას შეგრძნება ერთ-ერთ იმ თავშესაფრად იქცა, სადაც მკვდარი - გონებისათვის მკვდარი - წუთები მიიმალნენ. მათ ვეღარასოდეს შევხვდებოდი, ზამთრის იმ საღამოს მზარეულს თოვაში გათოშილისათვის ეს სასმელი რომ არ შემოეთავაზებინა; სასმელი, რომელმაც იდუმალი ჯადოსნობით აღმიდგინა გარდასული დრო. 

    მაგრამ როგორც კი ნამცხვარი გავსინჯე, ჩაის პატარა ფინჯანში მაშინვე იაპონური წყლის ყვავილებივით ჩაიხატა მთელი ბაღი - მანამდე ბუნდოვანი და ფერგადასული - მივიწყებული ხეივნებით, კორდებით, მთელი ყვავილნარით; ასევე მკვდარი იყო ჩემთვის ვენეციაში გატარებული დღეები, გონებამ რომ ვერა და ვერ აღიდგინა, სანამ შარშან, უეცრად არ შევჩერდი ერთ ეზოში, უსწორმასწორო და მოლიპულ ქვაფენილზე. ჩემს მეგობრებს შეეშინდათ, ფეხი ხომ არ დაუცდაო, მაგრამ ვანიშნე, გზა განაგრძეთ, მალე დაგეწევით-მეთქი; უფრო მნიშვნელოვანი რამ მიზიდავდა, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი, რა, მხოლოდ გულის სიღრმეში ვგრძნობდი წარსულის თრთოლვას, წარსულისა, რომელსაც ვერ ვცნობდი. როგორც კი ქვაფენილზე ფეხი შევდგი, მაშინვე ავფორიაქდი. ვგრძნობდი, როგორ მეუფლებოდა ბედნიერება და ვმდიდრდებოდი ამ წმინდა სუბსტანციით, რომელსაც წმინდად შენარჩუნებული წმინდა ცხოვრების გარდასული შთაბეჭდილება ჰქვია (და რომლის შეცნობა მხოლოდ გულდაგულ შენახვით შეიძლება - მეხსიერება განცდისას ვერ აცნობიერებს, რადგან იგი თავისივე შთანმთქმელი გრძნობების მორევში ტრიალებს). იგი მხოლოდ განთავისუფლებას ელოდა, პოეზიისა და ცხოვრების ჩემეულ საუნჯეთა გამდიდრებას ესწრაფვოდა. მაგრამ მე არ შემეძლო მისი განთავისუფლება. ეჰ! ხელახლა მივუბრუნდი იმ უსწორმასწორო და მოლიპულ ქვაფენილს და ფეხზე ისეთივე რამ ვიგრძენი, როგორიც წმინდა მარკოზის სამლოცველოს ოდნავ უსწორმასწორო და მოლიპულ ქვაფენილთან შეხებისას. ამ ნაცნობ გრძნობას მოჰყვა ჩრდილი, იმ დღეს არხზე რომ გაწოლილიყო, - იქ, სადაც გონდოლა მელოდებოდა, სრული ბედნიერება, გრძნობებით სავსე წუთები და თვით, ის დღეც გაცოცხლდა ჩემთვის.

    გონება არა მარტო უძლურია ამგვარი გაცოცხლებისას, არამედ უფრო მეტიც, წარსულის წუთები სწორედ იმ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1