Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია
ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია
ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია
Ebook112 pages35 minutes

ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

"ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია" პირველად გამოიცა საფრანგეთში 1946 წელს და მას შემდეგ რამდენიმე გამოცემა გაიარა. იგი მკითხველს პოპულარული ფორმით აცნობს ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი თვით სარტრის მსოფლმხედველობას, რომლის მთავარი პოსტულატი შეგვიძლია მისივე სიტყვებით ასე ჩამოვაყალიბოთ: "მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარი თავისა და ყველასთვის და ვქმნი ადამიანის განსაზღვრულ ხატს, რომელსაც ვირჩევ, ვირჩევ რა საკუთარ თავს, მე ვირჩევ ადამიანს ზოგადად".
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateOct 10, 2019
ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია

Read more from ჟან პოლ სარტრი

Related to ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია

Related ebooks

Reviews for ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია - ჟან-პოლ სარტრი

    ჟან-პოლ სარტრი - ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია

    Jean-Paul Sartre - L’existentialisme est un humanisme

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ქართველს.

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    მსურს ეგზისტენციალზმის დასაცავად გამოვიდე რიგი ბრალდებებისგან, რომლებიც ამ მოძღვრების მისამართით გაისმის.

    უპირველეს ყოვლისა, ეგზისტენციალიზმს იმაში სდებენ ბრალს, თითქოს ის სასოწარკვეთილების კვიეტიზმში ჩაფლობისკენ მოწოდება იყოს: თუ არანაირი პრობლემა არ ექვემდებარება გადაწყვეტას, მაშინ არც სამყაროში მოქმედების შესაძლებლობა არსებობს; საბოლოოდ ეს გონებაჭვრეტითი ფილოსოფიაა, ხოლო ვინაიდან ჭვრეტა - ფუფუნებაა, ჩვენ კვლავ ბურჟუაზიულ ფილოსოფიასთან მივდივართ. ასეთია ბრალდებები ძირითადად კომუნისტთა მხრიდან.

    მეორეს მხრივ, იმაში გვდებენ ბრალს, რომ ხაზს ვუსვამთ ადამიანთა სიმდაბლეს, ყველგან ურიგოს, ბნელსა და ბინძურს ვაჩვენებთ, უგულვებელვყოფთ რა მშვენიერსა და სასიამოვნოს, ზურგს ვაქცევთ ადამიანის ბუნების ნათელ მხარეს. ასე მაგალითად, კრიტიკოსი, რომელიც კათოლიციზმის პოზიციაზე დგას, - ქ-ნი მერსიე, - ბრალს გვდებდა იმაში, რომ ჩვენ ბავშვის ღიმილი დაგვავიწყდა. ერთნიც და მეორენიც იმას გვსაყვედურობენ, რომ ჩვენ დავივიწყეთ ადამიანთა სოლიდარობა და ადამიანს ვუმზერთ, როგორც იზოლირებულ არსებას; ეს კი, როგორც კომუნისტები ამბობენ, იმის შედეგია, რომ ჩვენ წმინდა სუბიექტურობიდან, კარტეზიანული „ვაზროვნებ"-იდან გამოვდივართ, ანუ ისევ და ისევ იმ მომენტიდან, რომ ადამიანი საკუთარი თავის წვდომას მარტოობაში ახდენს, ეს კი თითქოს გზას გვიჭრის ადამიანებთან სოლიდარობისკენ, რომლებიც გარეშე იმყოფებიან და რომელთა წვდომას cogito-ს საშუალებით ვერ მოვახერხებთ.

    თავის მხრივ, ქრისტიანები იმაში გვადანაშაულებენ, რომ ჩვენ ადამიანთა ქმედებების რეალობასა და მნიშვნელობას უარვყოფთ, ვინაიდან, ვანადგურებთ რა ღვთის მცნებებსა და მარადიულ ღირებულებებს, არაფერს ვტოვებთ, გარდა თვითნებობისა: ნებისმიერისთვის დაშვებულია ისე მოქცევა, როგორც მოისურვებს, და არავის ძალუძს სხვათა შეხედულებებისა და ქმედებების შეფასება.

    შევეცდები აქ ვუპასუხო ყველა ბრალდებას, სწორედ ამიტომ ვუწოდე ამ მცირე ნაშრომს „ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია". ალბათ მრავალს გაუკვირდება, რომ აქ საუბარი ჰუმანიზმის შესახებაა. მოდით გავერკვეთ, რა აზრს ვდებთ ჩვენ მასში. ნებისმიერ შემთხვევაში იმთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგზისტენციალიზმის ქვეშ ჩვენ ისეთი მოძღვრება გვესმის, რომელიც შესაძლებლად აქცევს ადამიანის ცხოვრებას, და რომელიც, გარდა ამისა, ასაბუთებს, რომ ყოველი ჭეშმარიტება და ყოველი ქმედება გულისხმობს ერთგვარ გარემოსა და ადამიანურ სუბიექტურობას.

    ჩვენდამი წაყენებული ძირითადი ბრალდება, როგორც ცნობილია, იმაში მდგომარეობს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანის ურიგო მხარეს ვაქცევთ. მცირე ხნის წინ ერთი ქალბატონის შესახებ მითხრეს, რომელსაც წამოცდენია რა უხეში გამოთქმა, მობოდიშების სახით უთქვამს: „მგონი ეგზისტენციალისტი ვხდები. შესაბამისად, ეგზისტენციალიმზს უხამსობას უთანასწორებენ, ხოლო ეგზისტენციალისტებს „ნატურალისტებად მოიხსენიებენ. მაგრამ, თუკი ჩვენ მართლაც ნატურალისტები ვართ, უკიდურეს გაკვირვებას იწვევს ის, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მეტად ძალიგვიძს დაფრთხობა და შოკის მოგვრა, ვიდრე ნატურალიზმს საკუთარი აზრით. ადამიანი, რომელიც შემწყნარებლურადაა განწყობილი ზოლას[1] ისეთი რომანისადმი, როგორიცაა „მიწა, სიძულვილს განიცდის ეგზისტენციალისტური რომანის კითხვისას; ადამიანი, იშველიებს რა ხალხურ სიბრძნეს, რომელიც ერთობ პესიმისტურია, ჩვენ დასრულებულ პესიმისტებად მიგვიჩნევს. იმავდროულად კი ფხიზლად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ „ჯერ  თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო ან „ობოლსა ჰკითხეს - რომ გაიზრდები რას იზამო? - ვინც გამზარდა დედას ვუტირებო. არის სხვა მრავალი საერთო ადგილი, რომელიც იმავეს გვეუბნება: არსებულ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ ღირს, ძალის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობ, თავზემოთ ვერ გადახტები, ტრადიციით გაუმყარებელი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1