Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ფილოსოფიის სიღატაკე
ფილოსოფიის სიღატაკე
ფილოსოფიის სიღატაკე
Ebook386 pages2 hours

ფილოსოფიის სიღატაკე

Rating: 3 out of 5 stars

3/5

()

Read preview

About this ebook

"ფილოსოფიის სიღატაკე" მთავარი წყაროა კარლ მარქსის კომუნიზმის თეორიის გასაგებად. წიგნი 1847 წელს გამოქვეყნდა პარიზსა და ბრიუსელში. იგი დაიწერა, როგორც პასუხი ფრანგი ანარქისტის, პიერ-ჟოზეფ პრუდონის ეკონომიკურ და ფილოსოფიურ არგუმენტებზე, რომლებიც მან 1846 წელს გამოცემულ წიგნში, "ეკონომიკური წინააღმდეგობათა სისტემა", ჩამოაყალიბა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateSep 3, 2019
ფილოსოფიის სიღატაკე

Read more from კარლ მარქსი

Related to ფილოსოფიის სიღატაკე

Related ebooks

Reviews for ფილოსოფიის სიღატაკე

Rating: 3 out of 5 stars
3/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ფილოსოფიის სიღატაკე - კარლ მარქსი

    კარლ მარქსი - ფილოსოფიის სიღატაკე

    Karl Marx - Misère de la philosophie

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ფილიპე გოგიჩაიშვილს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წინასიტყვაობა

    თავი პირველი. მეცნიერული აღმოჩენა!

    I. სახმარი ღირებულებისა და საცვლელი ღირებულების წინააღმდეგობა

    II. ჩამოყალიბებული ანუ სინთეთიური ღირებულება

    III. ღირებულების პროპორციულობის კანონის გამოყენება

    თავი მეორე. პოლიტიკური ეკონომიის მეტაფიზიკა

    I. მეთოდი

    II. შრომის დანაწილება და მანქანები

    III. კონკურენცია და მონოპოლია

    IV. საკუთრება ანუ რენტა

    V. მუშათა გაფიცვები და კოალიციები

    შენიშვნები

    წინასიტყვაობა

    პრუდონის საუბედუროდ, ევროპაში უცნაურად ყალბი აზრი აქვთ მის შესახებ. საფრანგეთში მას აქვს უფლება იყოს ცუდი ეკონომისტი, რადგანაც იქ იგი კარგ გერმანელ ფილოსოფოსად ითვლება; გერმანიაში, პირიქით, მას აქვს უფლება იყოს ცუდი ფილოსოფოსი, რადგანაც მას იქ საფრანგეთის ძლიერ ეკონომისტად სთვლიან. ჩვენ, როგორც გერმანელს და ეკონომისტს ერთსა და იმავე დროს, გვინდა პროტესტი განვაცხადოთ ამ ორმაგი შეცდომის წინააღმდეგ.

    მკითხველი მიხვდება, რომ ამ უმადურ შრომაში ჩვენ ხშირად დაგვჭირდა ბ-ნი პრუდონის კრიტიკის მიტოვება, რათა გაგვეწია გერმანული ფილოსოფიის კრიტიკა და იმავე დროს გვეწარმოებია კრიტიკული შენიშვნები პოლიტიკური ეკონომიის შესახებ.

    კარლ მარქსი, ბრიუსელი, 1847 წ. ივნისის 15.

    ბ-ნი პრუდონის ნაწარმოები არაა უბრალო ტრაქტატი პოლიტიკური ეკონომიისა, არაა ჩვეულებრივი წიგნი, - იგი მთელი ბიბლიაა; იქაა - „საიდუმლოებანი, „ღვთის წიაღიდან ამოგლეჯილი იდუმალებანი, „გამოცხადებანი, - ყველაფერი უკლებლივ. მაგრამ რადგან ამ ჩვენს დროში წინასწარმეტყველებს უფრო სასტიკ კრიტიკას უწევენ, ვიდრე ჩვეულებრივ ავტორებს, ამიტომ მკითხველი უნდა აღიჭურვოს მოთმინებით და ჩვენთან ერთად განვლოს მშრალი და ბუნდოვანი ერუდიცია წიგნისა „დაბადებისა, რათა შემდგომ ბ-ნ პრუდონთან ერთად აღვიდეს სუპრა-სოციალიზმის ეთეროვანსა და ნაყოფიერს სფეროსა შინა (იხ. პრუდონის „Philosophie de la Misere", Prologue, p. III ligne. 20).

    თავი პირველი. მეცნიერული აღმოჩენა!

    I. სახმარი ღირებულებისა და საცვლელი ღირებულების წინააღმდეგობა

    „ყველა პროდუქტის - ბუნების მიერაა იგი შექმნილი თუ მრეწველობის მიერ - იმ თვისებას, რომ იგი ადამიანის არსებობის შენარჩუნებას ემსახურება, აქვს განსაკუთრებული სახელწოდება: სახმარი ღირებულება; პროდუქტთა იმ თვისებას კი, რომლის მეოხებით ისინი ერთიმეორეზე გაიცვლებიან, საცვლელი ღირებულება ეწოდება... რაგვარად იქცევა სახმარი ღირებულება საცვლელ ღირებულებად? (საცვლელი) ღირებულების იდეის წარმოშობა საკმაო გულდასმით არ აღუნიშნავთ ეკონომისტებს, ამიტომ საჭიროა ჩვენ მასზე შევჩერდეთ. რადგან ბევრი იმ საგანთაგან, რომელთაც მე ვსაჭიროებ, შეზღუდული რაოდენობით მოიპოება ბუნებაში ანდა სრულიად არ მოიპოვება, - მე იძულებული ვარ ხელი შევუწყო იმის წარმოებას, რაც მაკლია, და ვინაიდან მე არ შემიძლია ხელი მოვკიდო ასე მრავალ საგანთა წარმოებას, მე წინადადებას მივცემ სხვა ადამიანებს, ჩემს თანამშრომლებს სხვადასხვა საქმიანობის დარგებში, ერთი ნაწილი თავიანთი პროდუქტებისა დამითმონ ჩემს პროდუქტში გაცვლის გზით" (პრუდონი, ტ. I, თავი II).

    ბ-ნი პრუდონი მიზნად ისახავს, პირველ ყოვლისა, გაგვიმარტოს ღირებულების ორმაგი ბუნება, „სხვაობა ღირებულებაში", ის მოძრაობა, რომელიც სახმარ ღირებულებას საცვლელ ღირებულებად აქცევს, ბ-ნ პრუდონთან ერთად ჩვენც უნდა შევჩერდეთ ამ გარდაქმნის აქტზე. აი, როგორ ხდება, ჩვენი ავტორის აზრით ეს აქტი.

    ფრიად დიდი რაოდენობა ნაწარმოებთა არ მოიპოვება ბუნებაში, არამედ იწარმოება მრეწველობის გზით. როდესაც მოთხოვნილება ბუნების მიერ წარმოებულ საგანთა რაოდენობას გადააჭარბებს, ადამიანი იძულებული ხდება სამრეწველო წარმოებას მიმართოს. რა არის ეს მრეწველობა, ბ-ნი პრუდონის აზრით? როგორია მისი წარმოშობა? მარტო ერთ ადამიანს, რომელსაც ბევრი საგანი ესაჭიროება, „არ შეუძლია ხელი მოჰკიდოს ასე მრავალ საგანთა წარმოებას". დასაკმაყოფილებელ მოთხოვნილებათა ესოდენი სიმრავლე გულისხმობს ესოდენ მრავალ საგანთა წარმოებას, - უწარმოებლად პროდუქტი ვერ მოიპოება. მაგრამ საწარმოებელ საგანთა სიმრავლისას აღარ იგულისხმება მათ მწარმოებლად მარტო ერთი ადამიანის ხელი. ხოლო როდესაც თქვენ იგულისხმებთ ერთზე მეტ ხელს წარმოების განსახორციელებლად, ამით თქვენ უკვე გულისხმობთ მთელს, შრომის დანაწილებაზე დამყარებულ, წარმოებას. ამგვარად, მოთხოვნილება, რომელსაც ბ-ნი პრუდონი გულისხმობს, თვით გულისხმობს მთელ შრომის დანაწილებას. როდესაც ვიგულისხმებთ შრომის დანაწილებას, ამით ჩვენ ხელთ გვეძლევა გაცვლა-გამოცვლა და, მაშასადამე, საცვლელი ღირებულებაც. ასევე წარმატებით შეგვეძლო იმთავითვე გვეგულისხმნა საცვლელი ღირებულების არსებობა.

    მაგრამ ბ-ნი პრუდონი მოხვეულ გზას რჩეობს. მივყვეთ მას ამ მიხვევ-მოხვეულობაში, რომელიც ყოველთვის კვლავ მის გამოსავალ წერტილთან დაგვაბრუნებს.

    რათა გამოვიდე იმ მდგომარეობიდან, როდესაც თითოეული განმარტებულად აწარმოებს, და მივაღწიო გაცვლა-გამოცვლას, „მე მივმართავ, - ამბობს ბ-ნი პოუდონი, - „ჩემს თანამშრომლებს სხვადასხვა საქმიანობის დარგებში, მაშასადამე, მე მყოლია სხვადასხვა საქმიანობის მაწარმოებელი თანამშრომლები მაშინაც, როდესაც მე და ყველა ისინი, იმავე ბ-ნი პრუდონის ნაგულისხმევის თანახმად, ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ რობინზონის განმარტებული და ნაკლებად სოციალური მდგომარეობიდან. თანამმრომლები და სხვადასხვა საქმიანობა, შრომის დანაწილება და გაცვლა-გამოცვლა, რომელსაც ეს უკანასკნელი გულისხმობს, ყველაფერი ეს ზეციდან ჩამოვარდნილა.

    დავასკვნათ: მე მაქვს მოთხოვნილებანი, რომელნიც დაფუძნებული არიან შრომის დანაწილებასა და გაცვლა-გამოცვლაზე. როდესაც ბ-ნი პრუდონი გულისხმობს ამ მოთხოვნილებებს, ამით იგი უკვე გულისხმობს გაცვლა-გამოცვლასა და საცვლელ ღირებულებას, რომლის „წარმოშობა სწორედ მას უნდა „აღნიშნოს მეტის გულდასმით, ვიდრე ეს მოუხდენიათ სხვა ეკონომისტებს.

    ბ-ნ პრუდონს ასევე კარგად შეეძლო გადაეყირავებია მოვლენათა წყობა დასკვნების სისწორის შეურყვნელად. საცვლელი ღირებულების ასახსნელად საჭიროა გაცვლა-გამოცვლა. გაცვლა-გამოცვლის ასახსნელად საჭიროა შრომის დანაწილება. შრომის დანაწილების ასახსნელად საჭიროა მოთხოვნილებები, რომელნიც საჭიროდ ხდიან შრომის დანაწილებას. ამ მოთხოვნილებათა ასახსნელად ჩვენ უნდა „ვიგულისხმოთ თვით ეს მოთნოვნილებანი, რაც არ ნიშნავს მათს უარყოფას, წინააღმდეგ ბ-ნი პრუდონის პროლოგის პირველი აქსიომისა; „ღმერთის გულისხმობა ნიშნავს მის უარყოფასო (Prologue. გვ. 1).

    ახლა ვიკითხოთ: როგორ ხსნის ბ-ნი პრუდონი, რომელიც შრომის დანაწილებას ცნობილად გულისხმობს, როგორ ხსნის საცვლელ ღირებულებას, რომელიც, მუდამ უცნობი რჩება მისთვის?

    „ადამიანი წინადადებას აძლევს სხვა ადამიანებს, თავის თანამშრომლებს სხვადასხვა საქმიანობის დარგებში დაამყარონ გაცვლა-გამოცვლა დე გარჩევა სახმარ ღირებულებასა და საცვლელ ღირებულებას შორის. თანხმდებიან რა ამ წინადადებას, რომ დაამყარონ ეს გარჩევა, თანამშრომლები ბ-ნ პრუდონს „საზრუნავს არას უტოვებენ გარდა იმისა, რომ მან მოიხსენიოს, „აღნიშნოს თავის პოლიტიკური ეკონომიის ტრაქტატში „ღირებულების წარმოშობის იდეა. მაგრამ ჩვენ მან უნდა აგვიხსნას ამ წინადადების „წარმოშობა, უნდა გვითხრას, ბოლოსდაბოლოს, თუ როგორ მოხდა, რომ ამ განმარტოებულ ადამიანს, ამ რობინზონს, უცებ აზრად მოუვიდა ცნობილი სახის წინადადება მიეცა „თავისი თანამშრომლებისათვის და როგორ მოხდა, რომ ამ თანამშრომლებმა სრულიად უპროტესტოდ მიიღეს ეს წინადადება.

    ბ-ნი პრუდონი ამ გენეალოგიურ დეტალებს არ ეხება. იგი უბრალოდ ისტორიულ ბეჭედს ასვამს გაცვლა-გამოცვლის ფაქტს, წარმოგვიდგენს რა მას წინადადების სახით, რომელიც გაუკეთებია მესამე პირს გაცვლა-გამოცვლის დასამყარებლად.

    აი, ეს არის „ისტორიული და აღწერილობითი მეთოდის ნიმუში ბ-ნი პრუდონისა, რომელსაც თვითონ დიადი ზიზღი აქვს ადამ სმიტთა და რიკარდოთა „ისტორიული და აღწერილობითი მეთოდისათვის.

    გაცვლა-გამოცვლას თავისი განსაკუთრებული ისტორია აქვს. მას განვითარების სხვადასხვა ფაზები აქვს გავლილი.

    იყო დრო, როგორც, მაგალითად, საშუალო საუკუნეები, როდესაც სცვლიდენ მხოლოდ იმას, რაც ზედმეტი, გარდამეტი იყო წარმოებისა მოხმარებაზე.

    იყო კიდევ დრო, როდესაც არა მარტო ზედმეტი, არამედ ყველა პროდუქტი, მრეწველობის მთელი არსებობა გადავიდა ვაჭრობის ფარგალში, როდესაც მთელი წარმოება სავსებით გაცვლა-გამოცვლაზე დამოკიდებული იყო. როგორ უნდა აიხსნას გაცვლა-გამოცვლის ეს მეორე ფასი - საცვლელი ღირებულება მის მეორე ხარისხში აყვანილი?

    ბ-ნ პრუდონს მზად აქვს ხელად პასუხი: იგულისხმეთ, რომ ადამიანმა „წინადადება მისცა სხვა ადამიანებს, თავის თანამშრომლებს სხვადასხვა საქმიანობის დარგებში" აეყვანათ საცვლელი ღირებულება მის მეორე ხარისხშიო.

    დაბოლოს დადგა დრო, როდესაც ყველაფერი, რაც ადამიანთ შეუძლებლად მიაჩნდათ გასხვისებული ყოფილიყო, გაცვლა-გამოცვლის, ვაჭრობის საგნად გადაიქცა და შესაძლებელი გახდა გასხვისებულიყო. ეს ის დროა, როდესაც ისეთი ნივთებიც კი, რომლებსაც მანამდე ადამიანები ერთმანეთს აცნობებდენ კი, მაგრამ არასოდეს არ სცვლიდენ, გასცემდენ კი, მაგრამ არასოდეს არ ჰყიდდენ, მოიპოებდენ კი, მაგრამ არასოდეს არ ყიდულობდენ: სათნოება, სიყვარული, რწმენა, ცოდნა, სინდისი და სხვ. - ერთის სიტყვით, ყველაფერი ვაჭრობის საგანი შეიქნა.

    ეს არის დრო საერთო გათახსირების, საყოველთაო გასასყიდობისა, ანუ, თუ პოლიტიკური ეკონომიის ენით ვიტყვით, დრო, როდესაც ყოველი ნივთი, ზნეობრივია იგი თუ ფიზიკური, ბაზარზე გაიტანება როგორც სავაჭრო ღირებულება, რათა იქ შეფასებული იქნეს მისი ჭეშმარიტი ღირებულების მიხედვით.

    როგორ უნდა აიხსნას გაცვლა-გამოცვლის ეს ახალი და უკანასკნელი ფაზა, - საცვლელი ღირებულება, აყვანილი მის მესამე ხარისხში?

    ბ-ნ პრუდონს აქაც მზად აქვს პასუხი: იგულისხმეთ, რომ ერთმა პიროვნებამ „წინადადება მისცა სხვა პიროვნებათ, თავის თანამშრომელთ სხვადასხვა საქმიანობის დარგებში", სავაჭრო ღირებულებად აქციონ სათნოება, სიყვარული და სხვ. მის მესამე და უკანასკნელ ხარისხში აიყვანონ საცვლელ ღირებულებათ!

    მკითხველი ხედავს, რომ ბ-ნი პრუდონის „ისტორიული და აღწერილობითი მეთოდი ყველაფრისთვის გამოსადეგია, ყველაფერზე პასუხს იძლევა, ყველაფრის ამხსნელია. როდესაც საკითხი შეეხება განსაკუთრებით „ეკონომიური იდეის წარმოშობის ისტორიულად ახსნას, იგი გულისხმობს ადამიანს, რომელიც წინადადებას აძლევს სხვა ადამიანებს, თავის თანამშრომლებს სხვადასხვა საქმიანობის დარგებში, შეასრულონ წარმოშობის ეს აქტი, და საკითხი სავსებით ამოწურულია.

    ამიერიდან ჩვენ ვღებულობთ საცვლელი ღირებულების „წარმოშობას" შესრულებულ აქტად; ჩვენ მარტოოდენ გვრჩება ახლა გასარკვევად საცვლელი ღირებულების დამოკიდებულება სახმარ ღირებულებასთან. მოვუსმინოთ ბ-ნ პრუდონს.

    „ეკონომისტებმა ძალიან კარგად გამოააშკარავეს ღირებულების ორმაგი ხასიათი; მაგრამ მათ ასეთივე სიცხადით არ გამოუმჟღავნებიათ მისი წინააღმდეგობიანი ბუნება, და ჩვენი კრიტიკაც აქ იწყება... არ კმარა აღნიშვნა ამ საკვირველი კონტრასტისა სახმარ ღირებულებასა და საცვლელ ღირებულებას შორის, რომელშიაც ეკონომისტები ჩვეულებრივ სრულიად მარტივ რამეს ხედავენ: საჭიროა იმის დანახვება, რომ ეს ვითომდა სიმარტივე მალავს თავისში ღრმა საიდუმლოებას, რომელიც ჩვენ მოვალე ვართ გამოვააშკარავოთ... ტექნიკური ენით თუ ვიტყვით, სახმარი ღირებულება და საცვლელი ღირებულება შებრუნებით შეეფარდება ერთი მეორეს".

    თუ ჩვენ ბ-ნი პრუდონის აზრი სწორად გავიგეთ, მას სურს შემდეგი ოთხი პუნქტი დაამყაროს:

    1. სახმარი ღირებულება და საცვლელი ღირებულება წარმოადგენს ერთი მეორის „საკვირველ კონტრასტს", წინააღმდეგობას.

    2. სახმარი ღირებულება და საცვლელი ღირებულება შებრუნებულ შეფარდებაშია, წინააღმდეგობაშია ერთი მეორისადმი.

    3. ეკონომისტებმა ვერ შეამჩნიეს და ვერც შეიგნეს როგორც ეს კონტრასტი, ისე ეს წინააღმდეგობაც.

    4. ბ-ნი პრუდონის კრიტიკა იწყება ბოლოდან.

    ჩვენც ბოლოდან დავიწყებთ და, რათა ეკონომისტებს ბ-ნი პრუდონის ბრალდება მოვაცილოთ, ორს საკმაოდ ცნობილ ეკონომისტს ვალაპარაკებთ.

    სისმონდი (Sismondi): „ვაჭრობამ ყველაფერი დაიყვანა წინააღმდეგობამდე სახმარ ღირებულებასა და საცვლელ ღირებულებას შორის და სხვ. („Etudes, ტ. II, გვ. 162, ბრიუსელში გამოცემ.).

    ლოდერდალი (Lauderdale): „საზოგადოდ ეროვნული სიმდიდრე (სახმარი ღირებულება) კლებულობს პროპორციულად იმისა, როგორც ინდივიდუალური ქონებანი იზრდებიან საცვლელი ღირებულების გადიდებით; და რაზომითაც ეს ქონებანი მცირდებიან ამ ღირებულების შემცირებით, იმ ზომითვე პირველი მატულობს საზოგადოდ" („Recherches sur la nature et l'origine de la richesse publique, traduit par Largentie de Lavaise. Paris 1808[1]).

    წინააღმდეგობაზე სახმარ ღირებულებასა და საცვლელ ღირებულებას შორის სისმონდიმ ააგო თავისი მთავარი მოძღვრება, რომლის თანახმად შემოსავლის შემცირება პროპორციულია წარმოების ზრდისა.

    ლოდერდალმა თავისი სისტემა დაამყარა ორივეგვარი ღირებულების შებრუნებულ შეფარდებაზე, და მისი მოძღვრება იმდენად პოპულარული იყო რიკარდოს დროს, რომ ამ უკანასკნელს შეეძლო მასზე ლაპარაკი როგორც საყოველთაოდ ცნობილ საგანზე. „იმის გამო, რომ საცვლელი ღირებულების იდეას და სიმდიდრის (სახმარი ღირებულების) იდეას ერთი მეორეში ურევდენ, ზოგიერთები ფიქრობდენ, რომ არსებობისათვის აუცილებელ, სასარგებლო თუ სასიამოვნო საგანთა რაოდენობის შემცირების გზით შესაძლებელია სიმდიდრის გადიდება" (Ricardo, Principes d'économie politique, traduit par Constancio, annotés par. B. Say, Paris 1835, ტ. II, თავი ღირებულებისა და სიმდიდრის შესახებ).

    ჩვენ ეს არის ვნახეთ, რომ ეკონომისტებს ბ-ნ პრუდონამდე „აღუნიშნავთ" კონტრასტისა და წინააღმდეგობის ღრმა საიდუმლოება. ახლა ვნახოთ, თუ როგორ ხსნის, თავის მხრივ, ბ-ნი პრუდონი ამ საიდუმლოებას ეკონომისტებს შემდეგ.

    მოთხოვნის უცვლელობისას, პროდუქტის საცვლელი ღირებულება კლებულობს იმ ზომით, რა ზომითაც იზრდება მიწოდება; სხვა სიტყვებით: რაც უფრო უხვად არის პროდუქტი მოთხოვნასთან შედარებით, მით უფრო დაბალია მისი საცვლელი ღირებულება ანუ ფასი. და პირიქით, რაც უფრო სუსტია მიწოდება მოთხოვნასთან შედარებით, მით უფრო მაღლა იწევს მიწოდებული პროდუქტის საცვლელი ღირებულება ანუ ფასი; სხვა სიტყვებით: რაც უფრო დიდია მიწოდებული პროდუქტის იშვიათობა მოთხოვნასთან შედარებით, მით უფრო დიდია სიძვირე. პროდუქტის საცვლელი ღირებულება დამოკიდებულია მის სიუხვესა თუ იშვიათობაზე, მაგრამ - ყოველთვის მოთხოვნასთან შედარებით. წარმოიდგინეთ იშვიათზე იშვიათი პროდუქტი, ვთქვათ, თავის კვალობაზე ერთადერთი: ეს ერთადერთი პროდუქტი უხვზე უხვი იქნება, ზედმეტი იქნება, თუ იგი არ მოითხოვება. სამაგიეროდ, წარმოიდგინეთ პროდუქტი, მილიონობით გამრავლებული, - იგი მუდამ იშვიათი იქნება, თუ მოთხოვნას არ ჰყოფნის, ე. ი. თუ მეტად არის მოთხოვნილი.

    ყველა ეს თითქმის ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ჩვენ დაგვჭირდა მისი განმეორება ბ-ნი პრუდონის საიდუმლოებათა გასაგებინებლად.

    „ასე რომ, თუ პრინციპს მის უკანასკნელ დასკვნებამდე გავყვებით, ჩვენ იმ სრულიად ლოგიკურ დასკვნას მივაღწევთ, რომ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1