Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

კაპიტალისტური წარმოების წინამორბედი ფორმები
კაპიტალისტური წარმოების წინამორბედი ფორმები
კაპიტალისტური წარმოების წინამორბედი ფორმები
Ebook151 pages48 minutes

კაპიტალისტური წარმოების წინამორბედი ფორმები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

„კაპიტალისტური წარმოების წინამორბედი ფორმები“ პირველად გამოქვეყნდა 1939 წელს სათაურით „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკის მონახაზები“ (მოსკოვი 1939).
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 29, 2022
კაპიტალისტური წარმოების წინამორბედი ფორმები

Read more from კარლ მარქსი

Related to კაპიტალისტური წარმოების წინამორბედი ფორმები

Reviews for კაპიტალისტური წარმოების წინამორბედი ფორმები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    კაპიტალისტური წარმოების წინამორბედი ფორმები - კარლ მარქსი

    კარლ მარქსი - კაპიტალისტური წარმოების წინამორბედი ფორმები

    Karl Marx - Formen, die der kapitalistischen Produktion vorhergehen

    (იმ პროცესის შესახებ, რომელიც წინ უსწრებს კაპიტალისტური ურთიერთობის შექმნას ან

    თავდაპირველ დაგროვებას)

    თუ დაქირავებული შრომის წანამძღვარი და კაპიტალის ერთ-ერთი ისტორიული პირობა თავისუფალი შრომა და ამ თავისუფალი შრომის ფულზე გაცვლაა (რათა ფულის კვლავწარმოება მოხდეს და მისი ღირებულება გაიზარდოს, რათა ეს თავისუფალი შრომა ფულის მიერ გამოყენებულ იქნეს არა როგორც სახმარი ღირებულება პირადი მოხმარებისათვის, არამედ როგორც სახმარი ღირებულება ფულისათვის), მაშინ თავისუფალი შრომის გათიშვა მისი განხორციელების ობიექტური პირობებისაგან – შრომის საშუალებებისა და შრომის მასალისაგან – მეორე წანამძღვარია. მაშასადამე, უწინარეს ყოვლისა – მუშის მოწყვეტა მიწისაგან როგორც მისი ბუნებრივი ლაბორატორიისაგან და ამის გამო დაშლა წვრილი თავისუფალი მიწათსაკუთრებისა და აგრეთვე აღმოსავლურ თემზე (auf der Orientalischen Kommune) დამყარებული კოლექტიური მიწათსაკუთრებისა. ორივე ფორმაში მუშა თავისი შრომის ობიექტურ პირობებთან ისეთსავე დამოკიდებულებაშია, როგორც თავის საკუთრებასთან; ეს არის შრომის ბუნებრივი ერთიანობა მის ნივთიერ წანამძღვრებთან. ამიტომ შრომისაგან დამოუკიდებლად მუშას გააჩნია საგნობრივი არსებობა. ინდივიდუუმი თვითონ ეპყრობა თავის თავს ისე როგორც მესაკუთრე, როგორც თავისი სინამდვილის პირობების ბატონ-პატრონი. ასევე ეპყრობა იგი სხვებსაც – და იმისდა მიხედვით ეს წანამძღვარი მთლიანად თემიდან წარმოდგება თუ ცალკეული ოჯახებიდან, რომლებიც თემს ქმნიან – ინდივიდუუმი სხვებს ისე ეპყრობა როგორც თანამესაკუთრეებს, როგორც საერთო საკუთრების განმსახიერებელთ, ანდა როგორც დამოუკიდებელ მესაკუთრეებს თავის თავთან ერთად, როგორც დამოუკიდებელ კერძო მესაკუთრეებს, რომელთა გვერდით უწინ ყოვლისმშთანთქმელი და ყოვლისმომცველი საერთო საკუთრება განსაკუთრებული ager publicus-ის სახით თვით იკავებს ადგილს მრავალი კერძო მიწის მესაკუთრის გვერდით.

    ორივე ფორმის დროს ინდივიდები ისე კი არ იქცევიან როგორც მუშები, არამედ როგორც მესაკუთრენი და კოლექტივის (Gemeinwesen) წევრები, რომლებიც ამავე დროს შრომობენ. ამ შრომის მიზანია არა ღირებულების შექმნა – თუმცა მათ შეუძლიათ ზედმეტი შრომაც გასწიონ იმისათვის, რომ თავისთვის უცხო {შრომაც}, ე. ი. ზედმეტი პროდუქტები გაცვალონ – არამედ მისი მიზანია ცალკეული მესაკუთრისა და მისი ოჯახის, ასევე მთელი თემის, არსებობის უზრუნველყოფა. ინდივიდუუმის გადაქცევა მუშად ამ გაშიშვლებული სახით თვითონ ისტორიული განვითარების პროდუქტია.

    ამ მიწის საკუთრების პირველი ფორმის პირველ წანამძღვარს წარმოადგენს უწინარეს ყოვლისა ბუნებრივად ჩამოყალიბებული კოლექტივი (Gemeinwesen): ოჯახი და ტომად გაფართოებული ოჯახი ან ურთიერთშორის ქორწინებით დაკავშირებული ოჯახები, ან ტომთა კომბინაცია. რადგან ჩვენ შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ მწყემსობა, საერთოდ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა, არსებობის ისეთი წესის პირველი ფორმაა, რომლის დროსაც ტომი ერთ გარკვეულ ადგილზე კი არ მკვიდრდება, არამედ ადგილიდან ადგილზე გადადის და საძოვრებად იყენებს იმას, რაც მას შეხვდება – ადამიანები ბუნებით როდი არიან მკვიდრი მობინადრენი (მხოლოდ განსაკუთრებით ნაყოფიერ ბუნებრივ გარემოში თუ შეიძლება, რომ ადამიანები, როგორც მაიმუნები, ერთ რომელიმე ხეზე ისხდნენ, ჩვეულებრივ კი ისინი გარეული მხეცებივით დაძრწიან) – ამიტომ ტომობრივი ერთობა, ბუნებრივი კოლექტიურობა ჩნდება არა როგორც შედეგი, არამედ როგორც წანამძღვარი მიწის კოლექტიური (დროებითი) მითვისებისა და გამოყენებისა. რაკიღა ადამიანები, ბოლოს, მკკიდრი მობინადრენი გახდნენ, მაშინ სხვადასხვა გარეგან, კლიმატურ, გეოგრაფიულ, ფიზიკურ და ა. შ. პირობებზე და აგრეთვე მათს ბუნებრივ თვისებებზე, მათს ტომობრივ ხასიათზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად მოხდება ამ თავდაპირველი ერთობის (Gemeinschaft) მოდიფიკაცია. ბუნებრივად ჩამოყალიბებული ტომობრივი ერთობა, ან თუ გნებავთ, ჯოგური ცხოვრება პირველი წანამძღვარია (სისხლით, ენით, ზნე-ჩვეულებებით და ა. შ. ნათესაობა) ადამიანების მიერ მათი ცხოვრების ობიექტური პირობების მითვისებისა, აგრეთვე იმ საქმიანობის მითვისებისა, რომლითაც ხდება ამ ცხოვრების კვლავწარმოება და გასაგნობრივება (საქმიანობა მწყემსებისა, მონადირეებისა, მიწათმოქმედთა და ა. შ.). დედამიწა არის უდიდესი ლაბორატორია, არსენალი, რომელიც იძლევა როგორც შრომის საშუალებას, ისე შრომის მასალას, საცხოვრებელ ადგილს, კოლექტივის (Gemeinwesen) ბაზისს. ადამიანები მიწას გულუბრყვილოდ ეპყრობიან, როგორც კოლექტივის საკუთრებას, კოლექტივისა, რომელიც ცოცხალი შრომით თავისი თავის მწარმოებელი და კვლავმწარმოებელია. ყოველი ცალკეული ადამიანი მოქმედებს როგორც მხოლოდ რგოლი {კოლექტივისა}, როგორც წევრი ამ კოლექტივისა, როგორც მესაკუთრე ან მფლობელი. ნამდვილი მითვისება შრომის პროცესის საშუალებით ისეთი წანამძღვრების დროს ხდება, რომლებიც თვითონ შრომის პროდუქტები კი არ არიან, არამედ გვევლინებიან როგორც მისი ბუნებრივი ან ღვთაებრივი წანამძღვრები. ეს ფორმა, რომელსაც საფუძვლად იგივე ძირითადი ურთიერთობა უდევს {ე. ი. მიწის კოლექტიური საკუთრება}, თვითონ შეიძლება ძალიან სხვადასხვანაირად განხორციელდეს. მაგალითად, მას სრულიად არ ეწინააღმდეგება ის, რომ, როგორც უმრავლეს ძირითად აზიურ ფორმებში, შემაკავშირებელი ერთიანობა, რომელიც ყველა ამ წვრილ კოლექტივზე მაღლა დგას, გვევლინება როგორც უმაღლესი მესაკუთრე ან როგორც ერთადერთი მესაკუთრე, რის გამო ნამდვილი თემები წარმოგვიდგებიან მხოლოდ როგორც მე მკვიდრეობითი მფლობელნი. რადეს ერთიანობა კოლექტიური საკუთრების ნამდვილი მესაკუთრე და ნამდვილი წანამძღვარია, ამიტომ თვით იგი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს როგორც განსაკუთრებული რამ, რომელიც მაღლა დგას ამ მრავალ ნამდვილ ცალკეულ კოლექტივზე, სადაც ყოველი ცალკეული ადამიანი ფაქტიურად მოკლებულია საკუთრებას, ანდა საკუთრება (ე. ი. ცალკეული ადამიანის დამოკიდებულება შრომისა და კვლავწარმოების ბუნებრივი პირობებისადმი, როგორც მისი კუთვნილისადმი, როგორც ობიექტური პირობებისადმი), როგორც მის მიერ არაორგანული ბუნების სახით ნახული სხეული მისი სუბიექტურობისა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1