Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ებრაელთა საკითხი
ებრაელთა საკითხი
ებრაელთა საკითხი
Ebook103 pages1 hour

ებრაელთა საკითხი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"ებრაელთა საკითხი" არის კარლ მარქსის 1843 წლის ნაშრომი, რომელშიც ის ბრუნო ბაუერის მიერ პრუსიაში ებრაელთა ემანსიპაციის შესაძლებლობების კრიტიკის საფუძველზე ლიბერალურ უფლებათა საკუთარ ანალიზს გვთავაზობს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 25, 2020
ებრაელთა საკითხი

Read more from კარლ მარქსი

Related to ებრაელთა საკითხი

Related ebooks

Reviews for ებრაელთა საკითხი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ებრაელთა საკითხი - კარლ მარქსი

    კარლ მარქსი - ებრაელთა საკითხი

    Karl Marx - Zur Judenfrage

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის იოსებ კაკაბაძეს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    I. ბრუნო ბაუერი. „ებრაელთა საკითხი", ბრაუნშვაიგი, 1843

    II. თანამედროვე ებრაელების და ქრისტიანების საემანსიპაციო თვისება

    I. ბრუნო ბაუერი. „ებრაელთა საკითხი", ბრაუნშვაიგი, 1843

    გერმანიის ებრაელები ემანსიპაციისთვის იბრძვიან. რა სახის ემანსიპაციისთვის იბრძვიან ისინი? მოქალაქეობრივ-სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური ემანსიპაციისთვის.

    ბრუნო ბაუერი მათ პასუხობს: არავინაა გერმანიაში პოლიტიკურად ემანსიპირებული. ჩვენ თვითონ არ ვართ თავისუფლები. თქვენ როგორ უნდა გაგათავისუფლოთ? თქვენ, ებარელები - ეგოისტები ხართ, როდესაც საკუთარი თავისთვის, როგორც ებრაელებისთვის, განსაკუთრებულ ემანსიპაციას მოითხოვთ. როგორც გერმანელები, თქვენ უნდა მუშაობდეთ გერმანიის პოლიტიკური ემანსიპაციისთვის, ხოლო როგორც ადამიანები - კაცობრიობის ემანსიპაციისთვის, ხოლო თქვენი ჩაგვრისა და სირცხვილის განსაკუთრებული სახეობა თქვენს მიერ აღქმული უნდა იყოს, არა როგორც გამონაკლისი წესიდან, არამედ როგორც წესის დასტური.

    ან იქნებ ებრაელები ქრისტიან ქვეშევრდომებთან უფლებების გათანაბრებას მოითხოვენ? ასეთ შემთხვევაში ისინი ცნობენ ქრისტიანული სახელმწიფოს მართლზომიერებას, შესაბამისად კი საყოველთაო ჩაგვრის სისტემასაც. რატომ არ მოსწონთ მათ მათი განსაკუთრებული უღელი, თუ საზოგადო უღელს მისაღებად მიიჩნევენ? რატომ უნდა იყოს გერმანელი დაინტერესებული ებრაელის განთავისუფლებით, თუ ამ უკანასკნელს არ აინტერესებს გერმანელის განთავისუფლება?

    ქრისტიანული სახელმწიფო მხოლოდ პრივილეგიებს ცნობს. ებრაელი ამ სახელმწიფოში სარგებლობს ებრაელად ყოფნის პრივილეგიით. როგორც ებრაელს, მას აქვს უფლებები, რომლებიც არ გააჩნია ქრისტიანს. რა მიზეზით ცდილობს იმ უფლებების მოპოვებას, რომლებიც თვითონ არ გააჩნია, მაგრამ რომლებითაც ქრისტიანები სარგებლობენ?

    როდესაც ებრაელი ქრისტიანული სახელმწიფოსგან ემანსიპაციას ცდილობს, ამით ის მოითხოვს, რომ ქრისტიანულმა სახელმწიფომ უარი თქვას თავის ქრისტიანულ ცრურწმენაზე. მაგრამ ნუთუ თვითონ ის, ებრაელი, უარს ამბობს საკუთარ რელიგიურ ცრურწმენაზე? აქვს  თუ არა მას ასეთ შემთხვევაში უფლება, სხვებისგან მოითხოვოს, განუდგნენ თავის რელიგიას?

    ქრისტიანულ სახელმწიფოს, როგორც ასეთს, არ შეუძლია გაანთავისუფლოს ებრაელი. მასთან ერთად, ამბობს ბრუნო ბაუერი, ებრაელი ვერ განთავისუფლდება, როგორც ებრაელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენ ხანსაც იარსებებს ქრისტიანული სახელმწიფო, და რამდენ ხანსაც ებრაელი ებრაელად რჩება, მანამდე ორივე შეუძლებელი ხდება - მისცენ ერთიმეორეს თავისუფლება ან მიიღონ ერთიმეორისაგან.

    ქრისტიანულ სახელმწიფოს არ შეუძლია იმოქმედოს ებრაელთან, თუ არ ქრისტიანულად, მაშასადამე, პრივილეგიების გზით. სახელმწიფო ნებას რთავს ებრაელებს, განცალკევდნენ სხვა ქვეშევრდომებისგან. ამით უფრო აგრძნობინებს მათ სხვა კლასების მათზე გავლენის სიმძიმეს. რომ ებრაელები სარწმუნოების გზით ეწინააღმდეგებიან გაბატონებულ სარწმუნოებას, ეს იმდენად საგრძნობი ხდება, რომ ებარელი მართლაც სარწმუნოებრივ წინააღმედგობას უწევს გაბატონებულ სარწმუნოებას. თავის მხრით, ებრაელს არ შეუძლია სახელმწიფოზე იმოქმედოს სხვანაირად, თუ არა როგორც ებრაელს - ესე იგი, როგორც უცხოელს. აქ ის სხვის გაბატონებულ ეროვნებას თავს ახვევს თავის ქიმერულ ეროვნებას და თავის

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1