Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ქრისტიანობის აგონია
ქრისტიანობის აგონია
ქრისტიანობის აგონია
Ebook263 pages2 hours

ქრისტიანობის აგონია

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

დიდი ესპანელის ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულება 1924 წელს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნისას დაიწერა. გარდა საკუთრივ ქრისტიანობის გააზრებისა, როგორც შინაგანი ბრძოლის, პატრიოტი მწერალი ესპანეთის თანადროულ პრობლემებსაც ეხმიანება, კერძოდ კი პრიმო დე რივერას დიქტატურას, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო თავად.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 30, 2019
ქრისტიანობის აგონია

Related to ქრისტიანობის აგონია

Related ebooks

Reviews for ქრისტიანობის აგონია

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ქრისტიანობის აგონია - მიგელ დე უნამუნო

    მიგელ დე უნამუნო - ქრისტიანობის აგონია

    Miguel de Unamuno - La Agonia del Cristianismo

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის თამარ ქავთარაძეს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    შესავალი

    I. აგონია

    II. რა არის ქრისტიანობა?

    III. სიტყვა და ასო

    IV. აბიშაგ შუნამელი

    V. რწმენის გამბედაობა

    VI. ეგრეთ წოდებული სოციალური ქრისტიანობა

    VII. აბსოლუტური ინდივიდუალიზმი

    VIII. პასკალის რწმენა

    IX. მამა ჰიაცინტი

    დასკვნა

    განმარტებები

    ვკვდები, იმიტომ რომ არ ვკვდები

    (წმინდა ტერესა დე ხესუს)

    შესავალი

    ქრისტიანობა იმგვარი უნივერსალურად სულიერი ღირებულებაა, რომელიც თავისი ფესვებით ადამიანის ინდივიდუალობის სიღრმეებში მიდის. იეზუიტები ამბობენ, რომ ქრისტიანობაში საუბარია ჩვენი ინდივიდუალური, პირადი ხსნის სარგებლის შესახებ. და თუმცა იეზუიტებს ეს შეხედულება პრინციპის რანგში აქვთ ატანილი, აქ ჩვენ ის მხოლოდ წინასწარი თეზისის სახით უნდა მივიღოთ.

    ვინაიდან საუბარი ერთობ ინდივიდუალურის შესახებაა, შესაბამისად კი უნივერსალურის, შევეცდები შემოვხაზო იმ ერთობ პირადი და კერძო ხიასიათის სიტუაცია, რომელშიც იმის წერას შევუდექი, რაც შენს სამსჯავროზე გამომაქვს, ჩემო მკითხველო.

    ჩემი საბრალო ესპანური სამშობლოს სამხედრო დიქტატურამ[1] კუნძულ ფუენტევენტურაზე განმდევნა, სადაც საშუალება მომეცა ჩემი რელიგიური, და მეტიც, მისტიური გამოცდილება გამეღრმავებინა. იქიდან დახსნილ ვიქენი ფრანგული აფროსანით, რომელმაც საფრანგეთის სანაპიროს მიმაყენა, და მე ახლა აქ, პარიზში დავბინავდი, ჩემს ეულ სენაკში, რომელიც ტრიუმფალური თაღიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს, სადაც იქნა ეს ყოველივე დაწერილი. აქ, პარიზში, ისტორიით, სოციალური და სამოქალაქო ცხოვრებით  გადაჯერებულ პარიზში, თითქმის შეუძლებელია რაიმე სახის თავშესაფრის პოვნა, სადაც ისტორიას დაემალებოდი, ამიტომ მისი განცდა გიწევს. აქ, პარიზში, ვერც სალამანკის მთიან ქედებს დავინახავ, რომლებიც თითქმის მთელი წელი თოვლითაა დაფარული, ჩემი სულის ფესვებს რომ კვებავენ; ვერც პალენსიის უკიდეგანო და უდაბურ ველებს, სადაც ჩემი უფროსი ვაჟის კერა დავტოვე და სადაც ჩემი სული სიმშვიდეს პოულობდა; ვერც ზღვას, რომლის წყლებიდან ყოველდღე იბადება მზე ფუენტევენტურაზე. აქ სენა მოედინება და არა ჩემი მშობლიური ბილბაოს ნერვიონი, რომელშიც ზღვის გულისცემის მოხელთება შეიძლება მისი მიქცევებითა და მოქცევებით. აქ, ამ სენაკში, პარიზში სულს კითხვა მითბობდა. მე ალალბედზე ვკითხულობდი იმას, რაც ხელთ ჩამივარდებოდა. ამ ალალბედობაში კი თავისუფლებას აქვა ფესვი გადგმული.

    აი, ასეთ რელიგიურ და, გავბედავ ვთქვა, ქრისტიანულ ინდივიდუალურ სიტუაციაში ბატონმა პ.ლ. კუშუმ მთხოვა დამეწერა ბროშურა მის მიერ გამოსაცემი ქრისტიანული სერიისთვის. მანვე მიკარნახა სათაური: „ქრისტიანობის აგონია, რადგან უკვე იცნობდა ჩემს წიგნს „ცხოვრების ტრაგიკული განცდის შესახებ.

    როდესაც ბ-ნმა კუშუმ ამ თხოვნით მომმართა, მე შარლ მორას[2] Enqueste sur la monarchie[3]-ს ვკითხულობდი - ო, რაოდენ დაშორებულს სახარებისგან! - რომელიც მკითხველს იმ კონსერვებით უმასპინძლდება, აწ გარდაცვლილი გრაფ ჟოზეფ დე მესტრის[4] გაფუჭებული ხორცით რომაა დამზადებული.

    ამ აბსოლუტურად არაქრისტიანულ წიგნში შევხვდი ამონარიდს 1903 წლის L’Action Française[5]-დან, რომელშიც ნათქვამი იყო: „ჭეშმარიტი პატრიოტისთვის სამშობლო ყველაფერზე მეტია, ამიტომაც ის ყველა პოლიტიკურ საკითხს წამოაყენებს, განიხილავს და წყვეტს ეროვნული ინტერესის შესაბამისად. ამის წაკითხვისას გამახსენდა: „ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური, და მყისვე ვიფიქრე, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის - თუკი ჭეშმარიტი ქრისტიანი საერთოდ შესაძლებელია სამოქალაქო ცხოვრების სფეროში - ნებისმიერი საკითხი, იქნება ის პოლიტიკური თუ სხვა, უნდა წამოჭრილ, განხილულ და გადაწყევტილ იქნას მარადი ხსნის ინტერესით, მარადიულობის თვალსაზრისით. მაგრამ, თუ სამშობლო იღუპება? ქრისტიანის სამშობლო არ არის ამქვეყნიური. ქრისტიანმა სამშობლო  ჭეშმარიტებისთვის უნდა გაიღოს მსხვერპლად.

    ჭეშმარიტება! „...ამ საკითხზე უკვე აღარავინ ცდება, და კაცთა მოდგმა, კითხულობს რა ბრძენის თვალებში, ნართაულის გარეშე ეკითხება, რა უნდა ვქნათ, თუ ჭეშმარიტება თავის სიღრმისეულ საფუძველში მწუხარეა", - წერდა ე. რენანი[6].

    კვირას, 30 ნოემბერს ამ ბედნიერი - ან უბედური - 1924 წლისა ღვთისმსახურებას ვესწრებოდი წმინდა სტეფანეს სახელობის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელიც აქვე, ჟორჟ ბიზეს ქუჩაზე მდებარეობს. იქ, იესოს დიდ ხატზე, რომელიც ტიმპანს ავსებდა, ბერძნულად ეწერა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე." ამ წარწერის წაკითხვის შემდეგ მე კვლავ განმარტოებულ კუნძულზე წარმოვიდგინე თავი, და მყისვე ვიფიქრე, უფრო სწორად კი წარმომესახა: მართალია თუ არა, რომ გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება ერთი და იგივეა; როგორაა საქმე, თუ ჭეშმარიტება გვკლავს, სიცოცხლე კი გვატყუებს? სწორედ ამან მიმიყვანა აზრამდე ქრისტიანობის აგონიის შესახებ საკუთარ თავსა და თითოეულ ჩვენგანში. საერთოდაც, ნუთუ შესაძლებელია ქრისტიანობა თითოეული ჩვენგანის გარეშე?

    სწორედ აქ არის დაფარული ტრაგედიის ფესვი. ჭეშმარიტება ხომ რაღაც კოლექტიურია, სოციალური, სამოქალაქო: ჭეშმარიტია ის, რაშიც ყველა ვეთანხმებით ერთმანეთს და რისი მეშვეობით გვესმის ერთმანეთის. ქრისტიანობა კი ინდივიდუალურია, რაც სხვისთვის გადაცემას არ ექვემდებარება. სწორედ ამიტომ განიცდის ის აგონიას თითოეულ ჩვენგანში.

    „აგონია, αγωνια ნიშნავს ბრძოლას. აგონიას განიცდის ის, ვინც ბრძოლაში ცხოვრობს, ვინც თვით ცხოვრებას ებრძვის. და სიკვდილსაც. „ვკვდები, იმიტომ რომ არ ვკვდები, - ნათქვამია წმინდა ტერესა დე ხესუსის[7] ლოცვაში.

    ჩემი აგონიის, ქრისტიანობისთვის ჩემი ბრძოლის, ჩემში ქრისტიანობის აგონიის, ჩემი სულიერი ცხოვრების ყოველ წამს მისი სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ მსურს მოგითხრო, მკითხველო.

    აი, რას წერდა აბატი ლუაზონი, იულიუს თეოდორ ლუაზონი, თავის ძმასა და მღვდელს, ჰიაცინტს[8] 1871 წლის 24 ივნისს: „ისინიც კი, ვინც ჯერ კიდევ მხარს გიჭერს და წინასწარ ჩამოყალიბებული აზრის გარეშე ურთიერთობს შენთან, თვლიან, რომ ახლა, როდესაც ჩვენ მთელი ჩვენი ძალისხმევა საყოველთაო ინტერესებისათვის ზრუნვისკენ უნდა მივმართოთ, იმას, რის შესახებაც შენ წერ, არანაირი აზრი არ აქვს. ფრთხილად იყავი, რადგან შენი მტრების ტაქტიკა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საყოველთაო ინტერესთა სფეროში შეგიტყუონ და იქ მოგაყენონ სასიკვდილო დარტყმა."

    ამგვარად, რელიგიაში,  განსაკუთრებით კი ქრისტიანულ რელიგიაში, შეუძლებელია გლობალური, საყოველთაო, მარადიული, უნივერსალური რელიგიური ინტერესების შესახებ საუბარი, თუ მათ პირადულ, ვიტყოდი, ინდივიდუალურ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ. ყოველმა ქრისტიანმა თავისი ქრისტიანობის გამოსავლენად, თავისი აგონიის გამოსავლენად, ქრისტიანობისთვის ბრძოლის გამოსავლენად საკუთარი თავის შესახებ უნდა თქვას: „Esse christianus, მსგავსად იმისა, როგორც პილატემ თქვა: „აი, კაცი! მან თავისი ქრისტიანული სული უნდა გამოავლინოს, ქრისტიანის სული, სული, რომელიც მის ბრძოლაში იქმნებოდა, მისეული ქრისტიანობის აგონიაში. მისი ცხოვრების აზრი სულის მშენებლობაში მდგომარეობს. ეს სული თვით სულის უკვდავი ქმნილებაა. სიკვდილის შემდეგ ძვლები მიწაში რჩება, მაშინ როდესაც სული, ქმნილება, გადადის ისტორიაში, თუ, რასაკვირველია, ის მართლაც ცხოვრობდა, ანუ ებრძოდა სიცოცხლეს, რომელიც წარმავალია, სიცოცხლისთვის, რომელიც მარადიულია. მაგრამ, რა არის თვით სიცოცხლე? ან - თუ გვსურს ამ კითხვას მეტად ტრაგიკული აზრი შევძინოთ - რა არის ჭეშმარიტება? რადგან თუ ჭეშმარიტება განუსაზღვრელია, რადგან თვით არის ის, რაც ყველაფერს განსაზღვრავს, განმსაზღვრელი, ზუსტად ასევე განუსაზღვრელია ჭეშმარიტებაც.

    ერთმა ფრანგმა მატერიალისტმა, უკვე აღარ მახსოვს, ვინ, როგორღაც თქვა, რომ სიცოცხლე არის ერთობლიობა ფუნქციებისა, რომლებიც სიკვდილს ეწინაღმდეგებიან. ამგვარად მან სიცოცხლე აგონიურად განსაზღვრა, ან, თუ გნებავთ, პოლემიკურად. სიცოცხლე მისთვის ბრძოლა, აგონია იყო. ის მისთვის იყო ბრძოლა სიკვდილთან, ამით კი ჭეშმარიტებასთან - სიკვდილის ჭეშმარიტებასთან.

    ზოგჯერ საუბრობენ struggle for life, სიცოცხლისთვის ბრძოლის შესახებ; მაგრამ ეს ბრძოლა სიცოცხლისთვის სხვა არაფერია, თუ არა თვით სიცოცხლე, life, იმავდროულად კი თვით ბრძოლა, struggle.

    ღირს იმაზე დაფიქრება, რომ ბიბლიური თქმულების თანახმად სიკვდილმა სამყაროში შემოაბიჯა ჩვენს წინაპართა ცოდვასთან ერთად, რომლებმაც ისურვეს ღმერთს გათანაბრებოდნენ, მიეღწიათ კეთილისა და ბოროტის ცოდნისთვის, ცოდნისთვის, რომელიც უკვდავებას ანიჭებდა. და იმავე თქმულების თანახმად, პირველი სიკვდილი იძულებითი იყო, ეს იყო მკვლელობა. იგულისხმება აბელის მოკვდინება მისი ძმის, კაენის მიერ, ანუ ძმათაკვლა.

    საინტერესოა, ცხოველები როგორ კვდებიან - ლომები, ვეფხვები, ჯიქები, ჰიპოპოტამები და ა.შ. - ტყეებსა და ველებში, სადაც ბინადრობენ? სხვა ცხოველები კლავენ მათ თუ ბუნებრივი სიკვდილით კვდებიან, მიაგნებენ რა მყუდრო ადგილს, რათა იქ მოკვდნენ მარტოობაში, მსგავსად იმისა, როგორც დიადი წმინდანები კვდებოდნენ? უთუოდ ასე მოკვდა წმინდანთა შორის უდიადესი, წმინდანი, რომელიც არავისთვის იყო ცნობილი, თვით საკუთარი თავისთვისაც კი. წმინდანი, რომელიც ალბათ მხოლოდ იმისთვის დაიბადა, რომ მომკვდარიყო.

    სიცოცხლე ბრძოლაა, არსებათა გაერთიანება თანაცხოვრებისთვის ბრძოლაა და იქმნება ბრძოლაში. არასოდეს დავიღლები იმის გამეორებისგან, რომ არაფერი გვაკავშირებს სხვა ადამიანებთან ისე, როგორც აზრთა სხვადასხვაობა. და სხვა არაფერი, თუ არა შინაგანი უთანხმოება, ჩვენი სიღრმისეული უთანხმოება წარმოშობს თითოეული ჩვენგანის შინაგან ერთიანობას, ჩვენი საკუთარი ცხოვრების შინაგან ერთიანობას. ზავს საკუთარ თავთან თითოეული ჩვენგანი, დონ კიხოტის მსგავსად, იმაზე ადრე არ დებს, სანამ სიკვდილი არ მიაკითხავს სარეცელთან[9].

    ხოლო თუ ასეთია ფიზიკური ანუ მატერიალური ცხოვრება, მაშინ ფსიქიური ანუ სულიერი ცხოვრება, თავის მხრივ, არის ბრძოლა მარადიულ დავიწყებასთან. და ბრძოლა ისტორიასთან. რადგან ისტორიას, ანუ ღმერთის მიერ ადამიანთა განაზრებას მიწაზე, არ გააჩნია სასრული ადამიანური მიზანი, ისაა - გზა დავიწყებისკენ, გზა არაცნობიერებისკენ. ხოლო ადამიანის ყველა ძალისხმევა იქითაა მიმართული, რომ ისტორიას ადამიანური მიზანი მიანიჭოს, ანუ, როგორც ნიცშე იტყოდა, აბსურდის ეს დიადი სიზმართმხილველი, მიზანი არაადამიანური: სოციალური ქრისტიანობისა.

    I. აგონია

    ამგვარად, აგონია - ეს ბრძოლაა. ქრისტეც იმისთვის მოვიდა, რომ ჩვენთვის

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1