Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ჩემი 29 ასლი
ჩემი 29 ასლი
ჩემი 29 ასლი
Ebook183 pages1 hour

ჩემი 29 ასლი

Rating: 1 out of 5 stars

1/5

()

Read preview

About this ebook

ავტობიოგრაფიული წიგნი იმაზე, თუ როგორ ქმნიან ასლებს შენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, იმაზე, რომ თუ როგორ იბრძვი მათი ნაკუწებად ქცევისთვის და კიდევ იმაზე, რომ მათი რიცხვი ჩემთვის 29 არის.

Languageქართული ენა
PublisherMarie Eliadze
Release dateOct 7, 2019
ISBN9781393403944
ჩემი 29 ასლი

Related to ჩემი 29 ასლი

Related ebooks

Related categories

Reviews for ჩემი 29 ასლი

Rating: 1 out of 5 stars
1/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ჩემი 29 ასლი - მარი ელიაძე

    წინასიტყვაობა

    ᲛᲔ ᲐᲠᲐᲡᲝᲓᲔᲡ ᲒᲐᲛᲝᲕᲘᲠᲩᲔᲝᲓᲘ დიდი გამბედაობით, როცა საქმე რაიმე პირადს ეხებოდა. ან მის გადატანას ფურცელზე. და დიდხანს ვფიქრობდი წიგნის წერისას პირველი პირი გამომეყენებინა, თუ მესამე. ბოლოს მაინც „მე" ავირჩიე. რეალური თუ წარმოსახვითი. შეიძლება ითქვას, გავბედე.

    მარი ელიაძე, 2015 წლის ნოემბერი

    1.

    - ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, - გამამხნევა ციციმ, როცა ხმაში ბზარი შემატყო. ასე ვამხნევებდით ერთმანეთს დროგამოშვებით, წლების მანძილზე. იმ დღესაც ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რაზეც საუბრობენ ხოლმე ადამიანები ერთნაირი პროფესიული ისტორიით. ციცი კონფლიქტოლოგია, მეც ამ სფეროში ვმოღვაწეობ, თუმცა სხვადასხვანაირად გვესმის კონფლიქტის არსი. ბევრი ვეცადე ქვეყანაში მიმდინარე თუ განვლილ მოვლენებზე კონცენტრირება, მაგრამ თავში მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებდა - „ბრძოლა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის." რამდენიმე თვის წინ ასე ბანალურად ჩამოყალიბდა ჩემი ცხოვრების შეფასებისას ერთი ქალი, შეუიარაღებელი თვალით. და ამ ფრაზას არაფერი ჰქონდა საერთო იმ დღეს კონფლიქტოლოგიასთან. არც პოლიტიკასთან. ალბათ.

    ეს ციციმაც შეატყო. თავისი კრიზისები გაიხსენა. არსით ჩემნაირი. მითხრა ყუთი გააკეთე და სანამ დაიძინებ, იმ ყუთში ჩააგდე ფურცელზე დაწერილი ნებისმიერი სიტყვა, რაც გონებაში გაგიელვებსო.

    - რაღაც პერიოდის შემდეგ ყუთი გახსენი, გადაავლე თვალი ყოველ სიტყვას და რაოდენობრივად რაც მეტი იქნება, ის გაწუხებს ყველაზე მეტად. ეს პრობლემის იდენტიფიცირებაში გეხმარება, როგორც წესი. და ყოველთვის ამართლებს. ჩემთვისაც გაამართლა მაშინ, როცა ცუდად ვგრძნობდი თავს.

    - საქმე იმაშია, რომ ვიცი ჩემი პრობლემა რაც არის. მაგრამ მასშტაბურია თავისი შინაარსით. რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოში დავბრუნდი, დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ მივხვდი - მე ვერ შევცვლიდი მოცემულობას. ამიტომ მიდგომა შევცვალე. ყველაფერს ვაკეთებდი, რეალობისთვის თვალი რომ არ გამესწორებინა. და თუ ვერ შევეგუებოდი, გავქცეოდი მაინც. ამ მიზნით გავაკეთე ბლოგი, გამოვიგონე ფსევდონიმი. მერე იყო ახალგაზრდულ ღონისძიებები. ხალისი დამიბრუნდა თითქოს. ახლა არ ვიცი... ხომ არ დაგამძიმე, ისე?

    - No, dear. ეგ იმის ბრალია, რომ პრობლემის სათავეს არ ჩაღრმავებიხარ. ამიტომაც გირჩიე ის ყუთი. შეიძლება გაიქცე. მეც გავრბოდი. ბევრს ვერთობოდი მეგობრებთან, არაფერი მემჩნეოდა გარეგნულად. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა იყო ტკივილი. სანამ არ მივედი რაღაც გადაწყვეტილებამდე.

    - მესმის. ჩემს შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ალბათ ის იქნება, კიდევ ერთხელ გადავიკარგო უცხო ქვეყანაში, ამჯერად კარიერული მიზნებისთვის. უბრალოდ არ მინდა გულის სიღრმეში. არც მაშინ მინდოდა, ინგლისის გზაზე. იმ დროს, დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან სტიპენდიაზე უარის თქმა და ასე წავედი. ბუნებრივია არ ვნანობ. მაგრამ ფაქტია - მე აქაურობაზე ვარ დამოკიდებული - ადამიანებზე, გარემოზე თუ ქვეყანაზე. იცი... რაღაც დოზით, შევხარი მათ, ვინც თავის სახლს არქმევს ყველა იმ გეოგრაფიულ წერტილს, სადაც ბინას დაიდებს. ხანგრძლივი დროით საზღვრებს გარეთ ყოფნას სიხარული არ მოაქვს. როგორ აგიხსნა... სხვა სიკეთე აქვს ამ გადაკარგვას - პროფესიული წინსვლა, ახალი შესაძლებლობები. მაგრამ ადრე თუ გვიან უნდა დავბრუნდე. და დღეები ვითვალო ამ დაბრუნებამდე.

    ციცის თავისი ბავშვობა ამერიკაში აქვს გატარებული, მშობლებთან ერთად. დიდი ტოლერანტობით გამოირჩევა. და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ღია იყო ცვლილებისათვის, ჩემი თავშეკავება არასოდეს ყოფილა უჩვეულო. ციცის დამოკიდებულება პრობლემისადმი ყოველთვის მაძლევდა საფუძველს დარწმუნებული ვყოფილიყავი მის პროფესიულ თავდადებაში. ემპათიის ხარისხი თუ არ გაქვს განვითარებული, რა კონფლიქტი უნდა მოაგვარო საერთოდ?

    რაღაც წამით ორივე ჩავფიქრდით. მერე ციცის განათებული სახე შევნიშნე, შორი მზერით. მიყვარს ეს მზერა. როგორც წესი იმაზე მიანიშნებს, რომ კაფეში ერთი ბიჭი შემოვიდა. მოგვიახლოვდა და ციცის თავზე აკოცა. ჩემი დაწყვილებული მეგობრებიდან ყველას რაღაც აქვს სახასიათო. ციცის და რატის ზედმეტი ფორმალობისგან თავისუფლება გამოარჩევდათ. სანამ შეუღლდებოდნენ ათას წვრილმანზე მოსდიოდათ კამათი. მერე ესეც მობეზრდათ. ყველას ხომ რაღაც ბეზრდება ადრე თუ გვიან. მთავარი ისაა, რომ წლების განმავლობაში ერთმანეთი არ ბეზრდებოდათ.

    −  რაღაც საზიზღარი წელია ეს 2015, - საბოლოოდ ასტროლოგიას გადავაბრალე.

    −  კარგი რა, მარი. რომელი წელია კარგი საერთოდ? - მისთვის დამახასიათებელი სიზანტით მიპასუხა რატიმ.

    როცა ახალი წელი მოდიოდა, მე და ციცი გასულ წელს ვაჯამებდით, იმ იმედით, რომ მომავალი უკეთესი იქნებოდა. რატისთვის სულერთი იყო ეს საახალწლო ცერემონიები, თავისი სამზადისით. დაბადების დღეების მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდა. არ ვიცი ჩემი დაკვირვებაა, თუ დამთხვევა, მაგრამ მამაკაცები ჩვენთან შედარებით იოლად იღებენ მოცემულობას. შეიძლება გაბრაზდნენ, თავისი ემოციური გამოვლინებებით, მაგრამ ჩვენზე ადრე სწორედ ესენი ეგუებიან იმას, რაც არის. და იმასაც, რაც არ არის. ვიცი გამონაკლისები ყოველთვის არსებობენ. და იარსებებენ. მაგრამ ეს გამონაკლისები იშვიათად აჩვენებენ მგრძნობიარე ბუნებას, ან რეალობასთან შეურიგებლობას. ხშირად გამჩენია სურვილი მეც ასეთი ვყოფილიყავი. მაგრამ მაინც ის ვრჩებოდი, რაც ადრე - ოპტიმისტი ან პესიმისტი (სხვადასხვა ეტაპზე) და რაც მთავარია, შეურიგებელი. პირველ რიგში საკუთარ თავთან.

    ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘᲓᲐᲜ ᲠᲣᲡᲗᲐᲕᲐᲛᲓᲔ მინიმუმ 45 წუთის სავალია მიკროავტობუსით, თუ საცობმა არ შეგაფერხა. ამ დროის განმავლობაში ერთად ვართ მე, ჩემი ფიქრები და ყურსასმენები. არ განვიცდი შეფერხებებს. ფიქრები მეძალებიან. მუსიკაც. და ეს სიტყვებიც: „შენ ცხოვრობ. მე კი ვეღარ ვძლებ."

    რამდენიმე დღეში ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება ფილარმონიაში, ახლა რომ „თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი" დაარქვეს. ეს სიმღერა ყველაზე მეტად მიყვარს მის შემოქმედებაში. ან იმ მომენტში ჩავთვალე ასე. კონცერტზე არ მივდივარ. ასე გადაწყვიტეთ მე და ნიამ - ჩემმა ყველაზე ახლო მეგობარმა, რომელთანაც ბევრი რამ მაკავშირებს. მათ შორის მუსიკის სიყვარული.

    - ნეტა მოეწონებოდა თავისი კონცერტი ფილარმონიაში? - იკითხა Facebook-ზე.

    ჰო, მეც ეს კითხვა მაწუხებდა ნიასავით. კაცი, რომელსაც ეზიზღებოდა ყველაფერი, მას-კულტურასთან შემხებლობაში, როგორ მიიღებდა აზვირთებული ხალხის ნაკადს „მუზის" ქანდაკებასთან ახლოს. საბოლოოდ, არც მე და არც ნიას გამოგვიტანია განაჩენი კარგი იქნებოდა თუ ცუდი, დარწმუნებულები იმაში, რომ არც ერთი ამ ცნებათაგანი იყო სიტუაციის შესაბამისი.

    ამ ქვეყანაში რთულია რაიმე მოვლენას ერთგვაროვანი შეფასება მისცე. ისინი, ვინც რაღაც სახით სამშობლოზე ზრუნავს ,„ურა-პატრიოტებად წარმოჩინდებიან. ისინი, ვინც აკრიტიკებენ, სულ უფრო ხშირად იყენებენ ტერმინ „გრუზინულს ყველა იმ ნეშომპალის მიმართ, რომელიც საზოგადოებაშია ფეხმოკიდებული. მე და ჩემი თანატოლები, რომლებსაც არც ერთი ტერმინი მოგვწონს, მაინც ფსევდო-ინტელექტუალების როლში აღმოვჩნდებით ხოლმე, ძალიანაც რომ მოგვინდეს ახლის შექმნა. ამიტომაც იყო ნიჰილიზმი ასე ცხადი ყველგან და ყველა ახალგაზრდაში, ვისაც ვიცნობდი. მათ შორის ჩემშიც.

    2.

    ყოველი ჩემი მოგზაურობა რუსთავით მთავრდებოდა. და მეორე დღეს ისევ რუსთავით იწყებოდა. მოზარდობის პერიოდში მძულდა ეს ქალაქი - ნაცრისფერი ქალაქი - როგორც ნია იტყოდა. ორივე აქ გავიზარდეთ, მაგრამ ერთმანეთი თბილისში გავიცანით, ბროსეს ქუჩაზე. იქ იყო სასწავლებელი, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებს ვსწავლობდით.

    წლების შემდეგ მშობლიურ ქალაქსაც შევეჩვიე. პატარა, მყუდრო და უპრეტენზიო. ნაკლები ხალხით. შესაბამისად ნაკლები ზიზღნარევი მზერით ქუჩაში. იმიტომ არა, რომ მაინცდამაინც თბილისში არიან ზიზღმორეულები თავმოყრილი. დღეს ყველა ასეა საქართველოში. რუსთავს უბრალოდ ჭარბი მოსახლეობა არ ყავს. იმ ქუჩაზეც, სადაც ვცხოვრობ, ძირითადად სიმშვიდეა. და არავინ მაყოლებს ამ მზერას მძევლად.

    სამსახურში მივდიოდი ერთ ასეთ ტრადიციულ დღეს. ასევე ტრადიციულად მაღალ ქუსლებზე, თეთრი პალტოთი. ვიდექი და მიკროავტობუსს ველოდებოდი. ვიცი ძალიან სულელურია ამაზე ფიქრი, მაგრამ გავიფიქრე, სხვა თუ არაფერი, მიკროავტობუსი მაინც არ მალოდინებს-თქო. ასე იყო სულ. რაღაცას ველოდი. და ვერ ვიტანდი ამ გრძნობას. სანამ გაჩერდებოდა, გზა დამითმო ტრანსპორტში ასასვლელად მამაკაცმა. რადგან ფემინისტური განცდებისგან თავისუფალი ვარ, მივესალმები ხოლმე ასეთ ჟესტებს. რაღაც გამეხუმრა კიდეც, მეც გავიღიმე ნახევრად ძალდატანებით, ნახევრად ბუნებრივად. ყველაფერი სანახევრო დამჩემდა ბოლო წლების განმავლობაში.

    საათ-ნახევრით ადრე:

    ვიჯექი ასე საწოლზე, თავზე პირსახოც-შემოხვეული. მიმძიმდა გარეთ გასვლა. და ყველაფერი რაც რუტინასთან იყო დაკავშირებული. საერთოდ, ხშირად მესიზმრება უსიამოვნო სიზმრები. ფობიის გამოვლინება - თაგვები ჩემს სახეზე დაცოცავენ. სასიკვდილო ეშაფოტი - გილიოტინაზე

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1