ჯალათი
5/5
()
About this ebook
Related to ჯალათი
Related ebooks
ყმაწვილი (ნაწილი I) Rating: 5 out of 5 stars5/5კრეიცერის სონატა Rating: 5 out of 5 stars5/5მეუფება წყვდიადისა Rating: 5 out of 5 stars5/5ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები Rating: 5 out of 5 stars5/5მაჰმადი და მისი მოღვაწეობა Rating: 5 out of 5 stars5/5სიკვდილი ვენეციაში Rating: 3 out of 5 stars3/5როგორც გენებოთ Rating: 5 out of 5 stars5/5ძმები კარამაზოვები (წიგნი II) Rating: 5 out of 5 stars5/5ერთობლივი ბოდვა Rating: 5 out of 5 stars5/5სიდი Rating: 5 out of 5 stars5/5დამპატიჟე Rating: 5 out of 5 stars5/5დონ კიხოტი (წიგნი 1) Rating: 5 out of 5 stars5/5ანტონიოსი და კლეოპატრა Rating: 5 out of 5 stars5/5რამოს ძმისწული Rating: 5 out of 5 stars5/5იძულებითი ქორწინება Rating: 5 out of 5 stars5/5ფილოსოფიური მოთხრობები Rating: 5 out of 5 stars5/5იულიუს კეისარი Rating: 5 out of 5 stars5/5საწყაული საწყაულისა წილ Rating: 5 out of 5 stars5/5გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი IV) Rating: 5 out of 5 stars5/5სამი ქალი Rating: 5 out of 5 stars5/5უინძორელი მხიარული ქალები Rating: 5 out of 5 stars5/5გობსეკი და სხვა მოთხრობები Rating: 5 out of 5 stars5/5იდიოტი (წიგნი II) Rating: 5 out of 5 stars5/5აღდგომა Rating: 5 out of 5 stars5/5იდიოტი (წიგნი I) Rating: 5 out of 5 stars5/5მარსის ქრონიკა Rating: 5 out of 5 stars5/5ახალი ხედვა Rating: 5 out of 5 stars5/5დაბრუნებული სამოთხე Rating: 5 out of 5 stars5/5დეკამერონი (ნაწილი 2) Rating: 3 out of 5 stars3/5მეთორმეტე ღამე Rating: 5 out of 5 stars5/5
Reviews for ჯალათი
1 rating0 reviews
Book preview
ჯალათი - პერ ლაგერკვისტი
პერ ლაგერკვისტი - ჯალათი
Pär Lagerkvist - Bödeln
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი უჩანეიშვილს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
ჯალათი სანახევროდ ჩაბნელებულ დუქანში იჯდა. ქონის ერთადერთი სანთლის მხრჩოლავ ნათებაში, რომელიც პატრონს დაედგა, მსრისხანედ დაჰყუდებოდა მაგიდას მისი მძლავრი სხეული სისხლისფერ სამოსში, ხელი შუბლზე მიედო, რომელზეც ჯალათის დაღი იყო ამოშანთული. რამდენიმე ხელოსანი და უბნიდან მოსული სანახევროდ მთვრალი ქარგალი მაგიდის მეორე ბოლოს ხმაურობდა სასმელით ხელში. მის მხარეს არავინ იჯდა. ქვის იატაკზე უხმოდ დასრიალებდა მოახლე, ხელი უკანკალებდა, როდესაც მის კათხას ავსებდა. შეგირდი ბიჭუნა, რომელსაც სიბნელით ესარგებლა და დუქანში შეპარულიყო, გაყურსული აკვირდებოდა მას ანთებული თვალებით.
- კარგი ლუდია, არა, ჯალათო? - წამოიყვირა ერთმა ქარგალმა. - გესმის, ქალბატონი მეპატრონე სახრჩობელაზე გაქცეულა, ქურდის თითი მოუპარავს შენთვის და კასრში ჩაუკიდია ძაფით. ის კი მოიწადინებს, რომ საუკეთესო ლუდი ჰქონდეს, ყველაფერს გააკეთებს, რომ სტუმრებს აამოს. ჰოდა, გესმის, ლუდს ისე არაფერი აძლევს გემოს, როგორც ჩამოხრჩობილის თითი!
- მართლაც გასაოცარია, - ჩაილპარაკა მოხუცმა მეწაღემ, და ჩაფიქრებით მოიწმინდა ლუდი ფერდაკარგული წვერიდან. - რომ ასეთ საქმეებშია გარეული - ყველაფერში საკვირველი ძალაა დაფარული.
- ჰო, თანაც როგორი! მახსოვს, ჩვენს მხარეში ერთი გლეხი ჩამოახრჩეს უნებართვო ნადირობისთვის, თუმცა გაჰყვიროდა, უდანაშაულო ვარო. როგორც კი ჯალათმა საბჯენი გამოაცალა და ყულფი შეიკრა მის გარშემო, ისეთი ქარები გამოუშვა, რომ მთელი გარემო აამყრალა, ყვავილები დაჭკნა, მდელო კი, სახრჩობელას აღმოსავლეთით რომ არის, გეგონებოდათ მთლიანად გადაიწვაო, ქარი კი დასავლეთიდან უბერავდა, ეს არ მითქვამს, ჰოდა ჩვენს მხარეში იმ ზაფხულს მოსავალი არ იყო.
ყველა ხარხარებდა, მაგიდებზე გადმომხობილი.
- მამაჩემი მიყვებოდა: როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ერთი დაბაღი ცოლისდასთან მრუშობდა, ზუსტად ასეთი რამ დაემართა, როცა მისი საათი დადგა, - არცაა გასაკვირი, თუ სისწრაფეში მიწიერი გარსის გადაგდება გიწევს. ხალხი იმწამსვე უკან დაიძრა სიმყრალისგან, ცაში კი ღრუბელი ადის, შავი, საზარელი სანახავი, უკან ეშმაკი ზის და საჩხრეკს იქნევს, მიჰყავს ცოდვილის სული და კმაყოფილებისგან ხარხარებს, რომ ასეთი სიმყრალე დგას.
- ყვება რა სისულელეს, - კვლავ ჩაერთო მოხუცი და ალმაცერად გადახედა ჯალათს. - ეს ხუმრობა საქმე არ არის, გეუბნებით მე თქვენ, აქ ძალაა განსაკუთრებული. აი, თუნდაც კრისტენი ვთქვათ, ანას ბალღი, ქაფმოდებული რომ ეცემოდა ხოლმე მიწაზე, ეშმაკით იყო შეპყრობილი და იმიტომ! მე თვითონ რამდეჯერ მიცდია ხელში აყვანა და პირის გაღება - ოჰ, როგორ კანკალებდა, მსგავსი არაფერი მინახავს. მაგრამ დედამისმა რომ წაიყვანა, როცა მჭედელი ერკერი მიიცვალა, და სისხლი დაალევინა, ვითომც არაფერიაო. იმის მერე ერთხელაც არ დავარდნილა.
- ჰოო...
- მე ხომ მაგათი მეზობელი ვარ, თუმცა რა, თქვენც ხომ კარგად იცით.
- არც არავინ გეკამათება.
- როგორ არ უნდა იცოდე, როცა ყველამ იცის.
- ოღონდ, მკვლელის სისხლი უნდა იყოს, თანაც თბილი, თორემ არ იმოქმედებს.
- ჰო, რა თქმა უნდა.
- ჰო. გასაკვირია, რაც არ უნდა თქვა...
- ბავშვებიც, გამხდრები და დაჩუტულები, უეცრად ხდებიან ჯანმრთელები, თუ სისხლს მისცემთ ჯალათის ნაჯახიდან, ეგ ბაშვობიდან მახსოვს, - განაგრძობდა მოხუცი. - ჩვენთან ეს ყველამ იცის, ბებიაქალი დაათრევდა მაგ სისხლს ჯალათის სახლიდან. თუ, რამეს ისე არ ვამბობ, ჯალათო?
ჯალათმა გახედა. არ განძრეულა. მძიმე, იდუმალებით მოცულ სახეს ხელი უფარავდა და ოდნავ თუ მოჩანდა მოციალე შუქში.
- ჰო. ბოროტებას მკურნალი ძალა აქვს, ამას წყალი არ გაუვა. - დაასკვნა მოხუცმა.
- იმიტომაცაა ალბათ, გამუაძღრები რომ არიან ადამიანები იმით, რაც მაგას შეეხება. შინ რომ ბრუნდები საღამოთი და სახრჩობელას