Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დამპატიჟე
დამპატიჟე
დამპატიჟე
Ebook50 pages18 minutes

დამპატიჟე

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

მიხეილ ჯავახიშვილი ამ მცირე ზომის მოთხრობითაც კენწლავს საბჭოთა ხელისუფლებას, თუმცა მხოლოდ სოციალური შემადგენელი არ არის მნიშვნელოვანი, საინტერესოა ადამიანთა დამოკიდებულებაც ამ მოვლენისადმი.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJun 10, 2020
დამპატიჟე

Read more from მიხეილ ჯავახიშვილი

Related to დამპატიჟე

Related ebooks

Reviews for დამპატიჟე

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დამპატიჟე - მიხეილ ჯავახიშვილი

    მიხეილ ჯავახიშვილი - დამპატიჟე

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    დედა შვილს ჰაერში აბურთავებს, თვითონაც ხტუნავს და შეჰხარის:

    - ითამაშე, ტიტიკო! იხტუნავე, ბიჭიკო!

    მამა დაირას აბრახუნებს, ორივეს შესცინის, სტოკავს და იძახის:

    - ითამაშეთ, ჭირი მე! გაიხარეთ, ჭირი მე!

    და მისი ცოლ-შვილიც ჰხარობს: ბიჭიკო ტიტველ ფეხებს პაწია მუთაქებისავით აქანავებს და მაღლიდან ხითხითებს, ცოლი კი ისევ უვლის და იმ ფეხებს უკარნახებს:

    - მარცხენა, გენაცვალე! მარჯვენა, გენაცვალე!

    - ათამაშე, ტიტიკო! ახტუნავე, ბიჭიკო! დიპლიპიტო-დაპტიპიტო! დაპტიპიტო-დიპლიპიტო!!

    ბებერი ძაღლი ბუზღუნებს, ბოჩოლა გაოცებით შესცქერის. ბალღის დიდედა ორად მოხრილა და გოდრებში ბადრიჯანს აწყობს, პაპა თევდორე კი სადღაც ქვეით გააფთრებით სთოხნის და მეხუთეჯერ იძახის:

    - კაცო, ოქროპირ, მიშველე ცოტა, თორემ წავიდა მოსავალი.

    თუნდა წავიდეს, თუნდ მოვიდეს. რა მოსავალი, რის გასავალი! ოქროპირი ოქროპირობს:

    - ითამაშეთ, ჭირი მე! იხტუნავეთ, ჭირი მე!

    და უჭირო ზედსიძე, მისი „გენაცვალე" ცოლი და ბუთხუზა შვილიც კიდევ დიდხანს ხტუნაობენ, კისკისებენ და შეჰხარიან ყველასა და ყოველივეს: დათენთილ მზეს, მომავალ ურმებს, უცნობ მავალებს, ნაცნობ მეზობლებს, ბუზღუნა თოლიას, გაოცებულ ბოჩოლას, ერთმანეთს, თავიანთ თავსა და მადლიან ცხოვრებას, რომელიც მუქთი ნობათივით მიდის და მოდის - მხოლოდ მათთვის, მარტო მათთვის - უდარდელად, მაძღრად, ხელგაშლილად, გაუთავებელ ქორწილივით, სადაც ყველაფერი მოაქვთ და არაფერს თხოულობენ გარდა ჭამა-სმისა, ცეკვისა,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1