Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ვენერა ქურქში
ვენერა ქურქში
ვენერა ქურქში
Ebook302 pages1 hour

ვენერა ქურქში

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ამ რომანის თემები და პერსონაჟები ზახერ-მაზოხის პირადი ცხოვრებიდანაა აღებული. ქალის დომინირებისა და სადომაზოხიზმის იდეები, ისევე, როგორც ვანდა ფონ დუნაევას პერსონაჟი, რაც შოკისმომგვრელი იყო იმდროინდელი საზოგადოებისთვის, ნაწარმოების პოპულარობის საფუძვლად იქცა. რომანი 1870 წელს გამოქვეყნდა. ქართულად პირველად ქვეყნდება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJul 4, 2017
ვენერა ქურქში

Related to ვენერა ქურქში

Related ebooks

Reviews for ვენერა ქურქში

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ვენერა ქურქში - ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    ვენერა ქურქში

    საავტორო უფლება

    iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი - ვენერა ქურქში.

    ვენერა ქურქში

    მაგრამ ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამხო ისინი დედაკაცის ხელით. (ივდ. 16:5)

    ფრიად მომხიბვლელი სტუმარი მყავდა.

    „რენესანსის" სტილში შესრულებული დიდი ბუხრის წინ, ზუსტად ჩემ პირდაპირ, ვენერა დაბრძანებულიყო. მაგრამ ეს არ იყო სანახევროდ მაღალი საზოგადოების რომელიმე ქალბატონი, რომელიც ამ სახელით მტრულ სქესთან ომს აწარმოებდა - მსგავსად რომელიმე მადმუაზელ კლეოპატრასი - არამედ ნამდვილი, ჭეშმარიტი ქალღმერთი სიყვარულისა.

    სავარძელში იჯდა, მის წინ კი ბუხარში ცეცხლის ალი კრთოდა, რომლის წითელი ანარეკლი მის ფერმკრთალ სახესა და მიბნედილ თვალებს ანათებდა, დროდადრო კი ფეხებსაც, როდესაც ის მათ ცეცხლისკენ გაიწვდიდა, რათა გაეთბო.

    მისი თავი შეუდარებელი სილამაზით გაგაოცებდათ, მიუხედავად ქვისებრ მკვდარი თვალებისა. მაგრამ მე მხოლოდ მის თავს ვხედავდი. დიად ქალღმერთს მთელი მისი მარმარილოსებრი სხეული ფართო ქურქში გაეხვია და კატასავით მოკუნტული, მთლად კანკალებდა.

    ჩვენ ვსაუბრობდით...

    - რაღა დაგიმალოთ და არ მესმის, - შევძახე მე. - სიცივემ ჩაიარა. უკვე ორი კვირაა, შესანიშნავი გაზაფხული დგას. თქვენ ალბათ ნერვებს უჩივით...

    -  დავალებული გახლავართ მაგ გაზაფხულისთვის! - მიპასუხა მან თავისი ქვისებრი ხმით, რასაც ღვთიური დაცემინება დააყოლა, ორჯერაც კი, ერთიმეორის მიყოლებით. - ეს უკვე გაუსაძლისი ხდება და მე მესმის...

    - რა, ძვირფასო?

    - მზად ვარ დაუჯერებელი ვირწმუნო, შეუცნობელი გავიგო. ჩემთვის უეცრად სრულიად გასაგები ხდება გერმანული ქალური პატიოსნებაც და გერმანული ფილოსოფიაც, და აღარც ის მიკვირს, რომ დაშორებული წარმოდგენაც არ გაქვთ სიყვარულის შესახებ...

    - ნება მიბოძეთ, ქალბატონო!.. - წამოვიძახე მე გაცხარებით. - მე თქვენთვის არანაირი საბაბი არ მომიცია...

    - არა, თქვენ სხვა ხართ! - ღვთიურად დააცემინა მესამედ და შეუდარებელი გრაციით გაზიდა მხრები. - სანაცვლოდ მე თქვენს მიმართ მუდამ კეთილგანწყობილი ვიყავი და დროდადრო გნახულობთ კიდეც, თუმცა ქურქების დიდი რაოდენობის წყალობით ყოველ ჯერზე ვცივდები. გახსოვთ ჩვენი პირველი შეხვედრა?

    - რასაკვირველია! ამას როგორ დავივიწყებდი! - ვუპასუხე მე. - თქვენ მაშინ დიდებული წაბლისფერი კულულები გქონდათ, თაფლისფერი თვალები და ღია ვარდისფერი ტუჩები, მაგრამ მე იმავ წამს გიცანით სახის ოვალისა და ამ მარმარილოსებრი სიფერმკრთალის მიხედვით... თქვენ მაშინ ხავერდის იასამნისფერ ზედატანს ატარებდით ბეწვის ქობით.

    - დიახ, თქვენ ჭკუას გირევდათ ეს ჩაცმულობა... როგორ გესმით ყველაფერი!

    - თქვენ მასწავლეთ სიყვარულის გაგება. თქვენმა მხიარულმა ღვთისმსახურებამ ორიათასი წელი დამავიწყა...

    - და როგორ უმაგალითოდ ერთგული ვიყავი თქვენი!

    - რაც შეეხება ერთგულებას...

    - უმადურო!..

    - აზრადაც არ მქონია საყვედურის თქმა. თქვენ ღვთიური ქალბატონი ბრძანდებით და, როგორც ყველა ქალი, სიყვარულში სასტიკი ხართ.

    - თქვენ სისასტიკეს უწოდებთ იმას, - ცოცხლად წარმოთქვა სიყვარულის ქალღერთმა. - რაც გრძნობიერების, მხიარული სიყვარულის, ქალის ბუნების არსს შეადგენს: დანებდეს, როდესაც უყვარს, და უყვარდეს ყველაფერი, რაც მოსწონს.

    - ნუთუ შესაძლებელია უფრო დიდი სისასტიკე, ვიდრე შეყვარებულის ღალატია?

    - ო, ჩვენ ერთგულები მანამ ვართ, სანამ გვიყვარს! - წამოიძახა მან. - მაგრამ თქვენ ქალისგან მოითხოვთ, რომ ის მაშინაც იყოს ერთგული, როდესაც არ უყვარს; დანებდეს, როდესაც ეს მას სიამოვნებას არ ანიჭებს, - ვინ უფროა სასტიკია, ქალი თუ მამაკაცი? თქვენ, ჩრდილოელებს, საერთოდაც სიყვარული ფრიად სერიოზულად და სასტიკად გესმით. თქვენ რაღაც ვალდებულებების შესახებ საუბრობთ, როდესაც საუბარი შესაძლოა მხოლოდ სიამოვნების შესახებ იყოს.

    - დიახ, ქალბატონო... ამიტომაცაა ჩვენი გრძნობები ესოდენ ამაღლებული და ღირსეული, და ამიტომ გვაქვს ხანგრძლივი კავშირები...

    - და ასევე მუდამ ეს საგანგაშო, გაუმაძღარი და ხარბი სწრაფვა წარმართული სიშიშვლისკენ, - ჩაურთო მან. - მაგრამ ის სიყვარული, რომელიც უზენაეს სიხარულს, ხორცშესხმულ ღვთიურ მხიარულებას წარმოადგენს, - ეს სათქვენო არ არის, თქვენ, გონიერების შვილებს, ეს არ გამოგადგებათ. თქვენთვის ეს უბედურებაა. როდესაც გსურთ, რომ ბუნებრივები იყოთ, თქვენ უხამსობაში ცვივით. ბუნება თქვენ მტრულად განწყობილად გეჩვენებათ, ხოლო ჩვენგან, ელინთა მხიარული ღმერთებისგან, თქვენ ბოროტი დემონები შექმენით, მე კი სულაც ეშაკად მაქციეთ. თქვენ ძალგიძთ მხოლოდ მდევნოთ, დამატყვევოთ და დამწყევლოთ - ან, ბაკქური სიშლეგის აღტყინებაში საკუთარი თავი მოიტანოთ მსხვერპლად ჩემს საკურთხეველზე... ხოლო როდესაც ერთ-ერთ თქვენგანს ჰყოფნის გამბედაობა, ჩემს ალისფერ ტუჩებს დააცხრეს, - ის მყისიერად რომში გარბის ფეხშველი გამოსასყიდად და ძონძებში მდგარი ელის, რომ გამხმარმა ტოტმა მწვანე ყლორტი გამოიღოს, - როდესაც ჩემს ფეხქვეშ ცოცხალი ვარდები, იები და მწვანე მურტი იზრდება, მაგრამ თქვენ არ შეგწევთ ძალა მათი სურნელით დატკბეთ. მაშ, დარჩით თქვენი ჩრდილოული ნისლის ღრუბელში, ქრისტიანული გუნდრუკის კვამლში, - ჩვენ კი, წარმართები, ნანგრევებისა და გაყინული ლავის  ქვეშ დაგვტოვეთ, ნუ ამოგვთხრით. თქვენთვის არ აგებულა პომპეი, ჩვენი ვილები, კოშკები, აბანოები და ტაძრები, - თქვენთვის არა! თქვენ ღმერთები არ გჭირდებათ! ჩვენ ვიღუპებით თქვენს გაყინულ სამყაროში!

    მარმარილოს მზეთუნახავს წამოახველა და კიდევ უფრო მჭიდროდ გაეხვა სიასამურის ქურქში, რომელიც მხრებზე ჰქონდა მოგდებული.

    - მადლიერი ვარ ამ კლასიკური გაკვეთილისთვის, - ვუპასუხე მე. - მაგრამ იმას ხომ არ უარყოფთ, რომ ბუნებით ქალი და მამაკაცი - თქვენს მხიარულ, მზით გასხივოსნებულ სამყაროში, ისევე, როგორც ჩვენს ნისლოვანში - მტრები არიან; რომ სიყვარული მხოლოდ მცირე ხნით აერთიანებს მათ ერთ არსებად, რომელიც ერთი აზრით, ერთი განცდით, ერთი ნებით ცხოვრობს, რათა შემდეგ კიდევ უფრო მეტად დააშოროს ერთმანეთს. და - ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით - ის, ვინც შემდეგ ვერ შეძლებს სხვის დამორჩილებას, ის ძალიან მალე იგრძნობს სხვის ფეხს საკუთარ ზურგზე...

    - ჩვეულებრივ, ეს ქალის ფეხია მამაკაცის ზურგზე... - წამოიძახა ქალბატონმა ვენერამ ქედმაღლურად და დამცინავად. - ეს კი თქვენ უნდა იცოდეთ ჩემზე უკეთ.

    - რასაკვირველია, სწორედ ამიტომ არ ვიკვებები ილუზიებით.

    - მაშასადამე, ახლა თქვენ ჩემი მონა ხართ, ილუზიების გარეშე... მე კი თქვენ ყოველგვარი სიბრალულის გარეშე გაგთელავთ...

    - ქალბატონო!

    - ნუთუ აქამდე ვერ გამიცანით? დიახ, მე სასტიკი ვარ - თუკი ეს სიტყვა თქვენ ასეთ სიამოვნებას განიჭებთ. და ნუთუ ჩემი სისასტიკით მართალი არ ვარ? მამაკაცი ხარბად ილტვის ფლობისკენ, ქალი - ამ სწრაფვის საგანია; ეს მისი ერთადერთი, მაგრამ გადამწყვეტი უპირატესობაა. ბუნებამ მიუგდო მამაკაცი მას მთელი მისი ვნებით, ხოლო ის ქალი, რომელიც ვერ შეძლებს აქციოს იგი მორჩილად, მონად, მეტიც, თავის სათამაშოდ - შემდეგ კი სიცილით უღალატოს მას, - ასეთი ქალი უბრალოდ სულელია.

    - თქვენი პრინციპები, ღრმად პატივცემულო... - წამოვიწყე აღშფოთებით.

    - ...ათასწლოვან გამოცდილებას ეფუძნება, - დამცინავად შემაწყვეტინა ღვთიურმა და თეთრი თითებით ქურქის მუქ ბეწვს გაეთამაშა. - რაც უფრო ერთგულია ქალი, მით უფრო სწრაფად ფხიზლდება მამაკაცი და მბრძანებლად იქცევა. და პირიქით, რაც უფრო მეტად სასტიკი და მოღალატეა იგი, რაც უფრო უხეშად ექცევა, რაც უფრო დაუფიქრებლად თამაშობს მისით, რაც უფრო მეტად ულმობელია მის მიმართ, მით მეტი ვნება აღეძვრება მამაკაცს, მით მეტად უყვარს და აღმერთებს მას იგი. ასე იყო ყველა დროში, საუკუნიდან საუკუნემდე - ელენესა და დალილადან ეკატერინე II და ლოლა მონტესამდე.

    - ვერ შეგეწინააღმდეგებით, - ვთქვი მე. - მამაკაცისთვის არაფერია უფრო მომხიბვლელი, ვიდრე მშვენიერი, ვნებიანი და სასტიკი ქალის სახეა - დესპოტისა, რომელიც მხიარულად, ქედმაღლურად და უანგაროდ იცვლის ფავორიტებს პირველივე კაპრიზისას...

    - თანაც, თუ ქურქშია გახვეული! - წამოიძახა ქალღმერთმა.

    - ეს როგორ მოგივიდათ თავში?

    - ჩემთვის ცნობილია თქვენი მიდრეკილება.

    - იცით, - ვუპასუხე მე. - რაც ერთმანეთი არ გვინახავს, დიდ კეკლუცად ქცეულხართ...

    - ნება მიბოძეთ გკითხოთ, რას გულისხმობთ?

    - იმას, რომ დედამიწაზე არაფერია და არც შეიძლება იყოს რაიმე უფრო მომაჯადოვებელი თქვენი თეთრი სხეულისთვის, ვიდრე ეს მუქი ქურქია, და რომ ის...

    ქალღმერთმა გაიცინა.

    - თქვენ ოცნებებში ხართ! - ჩაილაპარაკა მან. - გამოფხიზლდით! - და თავისი მარმარილოსებრი ხელით შემეხო. - გაიღვიძეთ! - მისი მკერდიდან მომავალი ხმა მჭექარედ გაისმა.

    დიდი ძალისხმევით გავახილე თვალები.

    მე ხელი დავინახე, რომელიც მანჯღრევდა, მაგრამ უეცრად აღმოჩნდა, რომ ეს ხელი მუქი, თითქოს ბრინჯაოსგან ჩამოსხმული იყო, ხმა კი - ხრინწიანი, ნასვამი კაცის ხმა, რომელიც ჩემ მედროგეს ეკუთვნოდა, ჩემს წინ რომ აღმართულიყო მთელი თავისი სიმაღლით.

    - ადექით, ადექით, სირცხვილია!

    - რა ხდება? რა არის სამარცხვინო?

    - სირცხვილია ჩაცმულმა დაიძინო, თანაც წიგნით ხელში! - მან ნამწვი მოაშორა ჩაღვენთილ სანთელს და წიგნს დასწვდა, რომელიც ხელიდან გამივარდა. - თანაც (მან ყდას დახედა) ჰეგელის თხზულებისა... კარგა ხანია, ბატონი სევერინი გველოდება ჩაიზე.

    - უცნაური სიზმარია, - ჩაილაპარაკა სევერინმა, როდესაც თხრობა დავასრულე. ხელებით მუხლებს დაეყრდნო, სახე თხელ ხელებში ჩარგო, რომლებზეც ნაზი ძარღვები მოჩანდა და ღრმად ჩაფიქრდა.

    ვიცოდი, რომ კარგა ხანს იჯდებოდა ასე, გაუნძრევლად, თითქმის სუნთქვის გარეშე; ასეც მოხდა. მისი ასეთი ქცევა სრულებით არ მანცვიფრებდა - ჩვენ უკვე თითქმის სამი წელია მშვენიერი მეგობრული ურთირთობა გვქონდა, ასე რომ, მის ახირებებთან შეგუება უკვე მომესწრო.

    ვერ უარყოფდით, უცნაური ადამიანი იყო, მაგრამ არც ისეთი სახიფათო ჭკუიდან შემცდარი, როგორც ეს არა მხოლოდ მის უახლოეს მეზობლებს მიაჩნდათ, არამედ მთელს კოლომეას. მაგრამ მე ის არა მხოლოდ მაინტერესებდა, - სწორედ ამიტომ მიმზერდა ზოგიერთი, როგორც ჭკუიდან გადასულს, - არამედ დიდ სიმპათიასაც აღძრავდა. მისი მდგომარეობისა და ასაკის ადამიანისთვის, - ის გალიციელი თავადი და მემამულე იყო, ოცდაათზე ოდნავ მეტისა, - საოცრად საღად მოაზროვნე ადამიანი იყო, უკიდურესად სერიოზული, შესაძლოა პედანტობამდე მისულიც კი. საკუთარი ცხოვრების საფუძვლად სანახევროდ ფილოსოფიური და სანახევროდ პრაქტიკული სისტემა დაედო, რომელსაც ზუსტად და გამოზომილად ახორციელებდა და არა მხოლოდ მის შესაბამისად ცხოვრობდა, არამედ ასევე თერმომეტრის, ბარომეტრის, აერომეტრისა და ჰიგრომეტრის მიხედვით. მაგრამ ამასთან დროდადრო ის ფრიად უცნაური შეტევების ობიექტი ხდებოდა, რომელთა დროს მისი შემყურე იფიქრებდით, თავით კედელს გაიტანსო და მორიდებას ეცდებოდით, რომ გზად არ გადაგყროდათ. სანამ ის ამდენ ხანს მდუმარედ იჯდა, გარშემო მრავალგვარი ხმები ისმოდა: შეშა ტკაცუნობდა ბუხარში, თუხთუხებდა დიდი ჩაიდანი, ჭრაჭუნობდა ძველი, ბაბუისდროინდელი სავარძელი, რომელშიც მე ვირწეოდი და სიგარას ვქაჩავდი, ჭრიჭინა ჭრიჭინებდა ძველი სახლის კედლებში, - მე კი თვალებით უმიზნოდ ვათვალიერებდი უცნაურ, ორიგინალურ ავეჯეულობას, ცხოველთა ჩონჩხებს, ფრინველთა ფიტულებს, გლობუსებსა და თაბაშირის ფიგურებს, რომლებითაც მისი ოთახი იყო გადავსებული. უეცრად და შემთხვევით თვალი ერთ სურათზე შეჩერდა. ის მე ადრეც შემიმჩნევია, მაგრამ ახლა რატომღაც თვალს ვერ ვწყვეტდი: იმდენად აუხსნელი შთაბეჭდილება მოახდინა მან ამ წუთს ჩემზე, ბუხრის წითელი ალით შუქმოფენილმა. მასზე არაჩვეულებრივი ქალი იყო გამოსახული, მზისებრ ნათელი ღიმილით ნაზ სახეზე, ფაფუკი თმით, რომლებიც ანტიკურ ნაწნავად იყო შეკრული, და თეთრი პუდრის თხელი ფენით მასზე; მარცხენა ხელს ეყრდნობოდა და დივანზე იჯდა შიშველი, ქურქში გახვეული, მარჯვენა ხელით შოლტს ათამაშებდა, შიშველი ფეხი კი მის წინ მონასავით, ძაღლივით გაშოტილ კაცს ეყრდნობოდა თამამად. ეს მამაკაცი, სახის მკვეთრი, მაგრამ სწორი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1