Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ხვალის მიცვალებული
ხვალის მიცვალებული
ხვალის მიცვალებული
Ebook126 pages42 minutes

ხვალის მიცვალებული

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

1919 წელს შექმნილი პიესა პირველი მსოფლიო ომის ფონზე ერთ ფრანგულ ოჯახში განვითარებულ მოვლენებს მოგვითხრობს ომში წასული ოფიცრის შეყვარებული ცოლის მიერ ქმრის მოსალოდნელი დაღუპვით (ზოგადად, სიკვდილით) გამოწვეული განცდების ჭრილში. ითვლება მარსელის ერთ-ერთ საუკეთესო პიესად.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 30, 2021
ხვალის მიცვალებული

Read more from გაბრიელ მარსელი

Related to ხვალის მიცვალებული

Related ebooks

Reviews for ხვალის მიცვალებული

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ხვალის მიცვალებული - გაბრიელ მარსელი

    გაბრიელ მარსელი - ხვალის მიცვალებული

    Gabriel Marcel - Le mort de demain

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ქართველს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედი პიერები

    პირველი მოქმედება

    მეორე მოქმედება

    მესამე მოქმედება

    პიესა სამ მოქმედებად

    მოქმედი პირები:

    ნოელ ფრამონ

    ანტუან, ნოელის ძმა

    მონიკა, ნოელის და

    ქ-ნი ფრამონ, მათი დედა

    ჟანა, ნოელის ცოლი

    როზინა დე მიურსე

    ანდრე, პიერი - ნოელის ვაჟები

    მოახლე

    პირველი მოქმედება

    1916 წლის შემოდგომა. პროვინციული ქალაქი. ქ-ნ ფრამონის სახლი. დღის ოთხი საათია. ლამფა უკვე აანთეს. ჟანა კუთხეში ზის, ბუხართან და წერილებს კითხულობს.

    მონიკა. (შემოდის) მარტო ხართ?

    ჟანა. დიახ, ბავშვები ბიძას გაჰყვნენ სასეირნოდ.

    მონიკა. აღმერთებენ ანტუანს.

    ჟანა. ეს გასაგებიცაა. თქვენი ძმა უაღრესად კეთილად ეპყრობა მათ.

    მონიკა. ანტუანს ყოველთვის უყვარდა ბავშვები. მახსოვს, ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე... ტერეზას რომ შვილი მაინც დაეტოვებინა...

    ჟანა. ჰო, სრულებით მარტო დარჩენა... ოცდაცხრამეტი წლის ასაკში. ვერაფერზე შეატყობთ, რომ ძალზედ უჭირს.

    მონიკა. დიახ, ასეა. მეტისმეტად ბევრს იღებს საკუთარ თავზე.

    ჟანა. თან ამას ისე მარტივად აკეთებს...

    მონიკა. ისე კი, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაზე საზარელი რამ გარკვეული გაგებით უფრო ადრე მოხდა.

    ჟანა. ტერეზას სიკვდილამდე?

    მონიკა. დიახ... რა თქმა უნდა: როდესაც გაიგო, რომ ის განწირული იყო.

    ჟანა. თქვენ ფიქრობთ, მას არანაირი იმედი აღარ ჰქონდა?

    მონიკა. არანაირი.

    ჟანა. და... ტერეზა?

    მონიკა. ეჰ! საბრალო, კეთილი არსება... ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა იმედს. და აი... როდესაც შეიტყო რომ ეს - დასასრული იყო, სასოწარკვეთილების ისეთმა ტალღამ დარია ხელი, რომ ახლაც, ოთხი წლის შემდეგაც მიჭირს ამის გახსენება.

    ჟანა. გამოდის, სრულებით არ ყოფილა მზად ამისათვის?

    მონიკა. იცით რა, ჟანა, ჩემი მული არ გამოირჩეოდა ღვთისნიერებით... ვგონებ, მორმწუნეც არ უნდა ყოფილიყო. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომ ვუძალიანდებოდით მე და დედა მათ ქორწინებას. თითქოს წინათგრძნობა გვქონდა...

    ჟანა. მე ამას არ ვგულისხმობდი.

    მონიკა. მაშინ თქვენი ვერ გამიგია.

    ჟანა. ეს ხომ საშინელებაა, როდესაც ბედისწერის დარტყმა მოულოდნელად გეწვევა. პირადად ჩემთვის ასეთი აზრი გაუსაძლისია.

    მონიკა. და მაინც, ცხადია, სჯობდა, რომ ტერეზას გარკვეული ილუზიები ჰქონოდა შენარჩუნებული. წინააღდმდეგ შემთხვევაში, წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა მისთვის უკანასკნელი წელი.

    ჟანა. მე თითქმის არ ვიცნობდი თქვენს მულს, მაგრამ ზუსტად ვიცი: ის აზრი, რომ მის ადგილას ესოდენ მოტყუებული ვიქნებოდი საკუთარ თავთან მიმართებით, ჩემთვის უკიდურესად დამამცირებელია. თანაც... მაგრამ, ვიმეორებ, მე არ ვიცნობდი თქვენს მულს, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავით ვმსჯელობ...

    მონიკა. თქვენ სიტყვა შუაზე გაწყვიტეთ.

    ჟანა. ...მასზე და მის ქმარზე ვფიქრობ, ამ საზარელ მიჩუმათებაზე მათ შორის: ქმარი, რომელმაც იცოდა, და ცოლი - რომელიც არაფერს ეჭვობდა.

    მონიკა. მან იცოდა, რომ ავად იყო.

    ჟანა. მაგრამ არ იცოდა, რომ განწირული იყო... მისი მდგომარეობის ასეთი ორაზროვნება მე დამამცირებლად მიმაჩნია. საბოლოოდ, ანტუანი მას ისე მოექცა, როგორც პატარა ბავშვს.

    (დუმილი)

    მონიკა. თქვენ ნოელის... წერილებს კითხულობდით?

    ჟანა. დიახ. წარსულის წერილებს.

    მონიკა. წვავდით მათ?

    ჟანა. ზოგიერთს.

    მონიკა. (აღელვებული) რატომ?

    ჟანა. მათთან დაბრუნების ცთუნებამ რომ არ მძლიოს.

    მონიკა. მე გამბედაობა არ მეყოფოდა საამისოდ.

    ჟანა. მე მათ ვწვავ, რადგან ვიცი, რომ არ მაქვს გამბედაობა: აბა რატომ უნდა გამეკეთებინა? (დუმილის შემდეგ) მონიკა, ნოელი ხშირად გწერდათ?

    მონიკა. თქვენს ქორწინებამდე თითქმის განუშორებლები ვიყავით. შემდეგ კი... თქვენ ალბათ არ გაგაკვირვებთ, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის და დედასთვის ნოელი საშუალო თანრიგის კორესპონდენტი იყო. მისი წერილები ფრონტიდან...

    ჟანა. ნუ გამოიყენებთ ამ საზარელ გამოთქმას: „წერილები ფრონტიდან". ძალაუნებურად პუბლიკაციებს წარმოიდგენ.

    მონიკა. რატომ მკითხეთ, ხშირად გვწერდა თუ არა ჩემი ძმა?

    ჟანა. მე ყველაფერი მაინტერესებს, რაც მას უკავშირდება. მე იმ წერილების ნახვას ვისურვებდი, რომლებსაც მეგობრებს უგზავნიდა, და მათ გადაწერას.

    მონიკა. მიუხედავად ამისა, თქვენ უყოყმანოდ წვავთ ზოგიერთ მათგანს, რომლებიც თქვენთვის იყო განკუთვნილი... ალბათ, ნაკლებმნიშვნელოვანი უწყებებია?

    ჟანა. თქვენ ფიქრობთ, იმიტომ ვანადგურებ, რომ ისინი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1