Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მინის სამხეცე
მინის სამხეცე
მინის სამხეცე
Ebook165 pages2 hours

მინის სამხეცე

Rating: 4 out of 5 stars

4/5

()

Read preview

About this ebook

ესაა ტენესი უილიამსის პირველი დიდი წარმატება და ყველაზე პოპულარული პიესა ამერიკულ საზოგადოებრივ თეატრებში. იგი 1930-იან წლებში იწყება უინგფილდების ბინის უკანა მხარეს. ტომი მოგვითხრობს ამბავს. მთავარი მოქმედი პირები: ამანდა, ლორა და ჯიმი. მოქმედება თითქოს მეხსიერებაში ხდება. თქვენ წარსულში ბრუნდებით და იგებთ ფაქტებს წარსულის შესახებ პიესის მიმდინარეობასთან ერთად.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateMar 8, 2019
მინის სამხეცე

Related to მინის სამხეცე

Related ebooks

Reviews for მინის სამხეცე

Rating: 4 out of 5 stars
4/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მინის სამხეცე - ტენესი უილიამსი

    ტენესი უილიამსი - მინის სამხეცე

    Tennessee Williams - The Glass Menagerie

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ ჭელიძეს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედი პირნი

    სურათი პირველი

    სურათი მეორე

    სურათი მესამე

    სურათი მეოთხე

    სურათი მეხუთე

    სურათი მეექვსე

    სურათი მეშვიდე

    განმარტებები

    არავის, წვიმასაც კი არ აქვს ასეთი წვრილი ხელები.

    ე. ე. კამინგს

    მოქმედი პირნი:

    ამანდა უინგფილდ - დედა

    ლაურა უინგფილდ - ქალიშვილი

    ტომ უინგფილდ - ვაჟი

    ჯიმ ო'კონორი - სტუმარი

    მოქმედების ადგილი - ქუჩა სანტ-ლუისში

    ნაწილი I - სამზადისი სტუმრის მისაღებად

    ნაწილი II - სტუმარი მოდის

    მოქმედების დრო - ახლა და წარსულში

    სურათი პირველი

    უინგფილდების ბინა უზარმაზარი სახლის უკანა მხარეს, ეზოსკენ არის მოთავსებული. თვითონ ეს სახლი მრავალუჯრედიან სკასა ჰგავს და დამახასიათებელია დიდი, მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისათვის. ასეთ რაიონებში ღარიბი, საშუალო კლასის ხალხი ცხოვრობს ხოლმე.

    ბინა გადაჰყურებს ქუჩას, შემოდიან ე. წ. სახანძრო (სათადარიგო) კიბიდან. თვით სახელწოდებაც კი ამ კიბისა უნებურად სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან ამ უშველებელ შენობებს მართლაც რომ გამუდმებით უკიდია ადამიანური განწირულების ნელი, ჩაუქრობელი ცეცხლი. ეს სახანძრო კიბე და პატარა მოედანი კიბის თავში დეკორაციის ნაწილს წარმოადგენს.

    პიესა მოგონებას წარმოადგენს და ამდენად არარეალურია. მოგონებებს ხომ პოეტური თავისუფლება ახასიათებს; ზოგი დეტალი გამორჩება ხოლმე, სამაგიეროდ, სხვა დეტალებია გაზვიადებული, იმ ემოციური განწყობილებისდა მიხედვით, რასაც იმ წუთში აღძრავს მოგონება. მოგონება ხომ უმთავრესად გულიდან გამოდის. ამიტომაც ინტერიერი პოეტურ ბურუსშია ხოლმე გახვეული.

    ფარდის ახდისას მაყურებლის თვალწინ აღიმართება ბნელი, პირქუში უკანა კედელი. აქ ცხოვრობენ უინგფილდები. შენობა რამპის პარალელურად არის განლაგებული და ორივე მხარეს პატარა ქუჩა აკრავს - ბნელი, ვიწრო ქუჩები. ქუჩები ღრმად მიდიან, შორს იკარგებიან; სიღრმეში მოჩანს ერთმანეთში გადახლართული თოკები (სარეცხის გასაფენად), სანაგვე ყუთები და ლარტყულებით საცოდავად გადახერგილი ასეთივე სახანძრო კიბეები. მოქმედი პირები სწორედ ამ ქუჩებიდან შემოდიან და გადიან. ტომის შესავალი მონოლოგის დასასრულს ბნელი, პირქუში კედელი, ტრანსპარანტის საშუალებით, თანდათანობით ქრება და უინგფილდების ბინის ინტერიერი ჩნდება პირველ სართულზე. მაყურებელი ხედავს საერთო ოთახს, რომელიც ამავე დროს ლაურას საწოლ ოთახსაც წარმოადგენს. სავარძელს გადახსნის ხოლმე და იმაზე იძინებს. სცენის სიღრმეში, შუაში - სასადილო ოთახი, რომელიც დიდი თაღით (ან მეორე პროსცენიუმით) არის გამოყოფილი; ფარდები - გამჭვირვალე, გამოხუნებული. ძველებურ ეტაჟერზე, საერთო ოთახში, ბლომად მინის სათამაშო მხეცებია დალაგებული. აქვე, კედელზე, თაღის მარცხნივ მამის დიდი სურათი ჰკიდია - მაყურებელს შესცქერის. სანდომიანი ახალგაზრდა კაცი ჩანს. პირველი მსოფლიო ომის ქვეითი პოლკის ჯარისკაცის ქუდი ხურავს. მომხიბლავად იღიმება, თითქოს ამბობს - სულ ასე გაღიმებული ვიქნებიო.

    პირველი სურათი სასადილო ოთახში მიმდინარეობს. მაყურებელი მას ხედავს და ისმენს შენობის გამჭვირვალე მეოთხე კედლისა და თაღიდან ჩამოშვებულ გაზის პორტიერებს იქიდან. სწორედ ამ პირველი სურათის დროს მეოთხე კედელი ნელ-ნელა ქრება. და მხოლოდ პიესის დასასრულს, ტომის ბოლო მონოლოგის დროს დაეშვება.

    მთხრობელი - პირობითად არის გათვალისწინებული პიესაში. ყოველგვარი თავისუფლება აქვს მინიჭებული, რასაც კი საჭიროდ მიიჩნევს.

    ტომი მარცხენა ქუჩიდან შემოდის, სავაჭრო გემის მეზღვაურის ფორმა აცვია. მძიმედ ამოივლის კიბეს, და ავანსცენაზე გამოვა. შეჩერდება, სიგარეტს მოუკიდებს. მიმართავს მაყურებელს.

    ტომი. დიახ, ნამდვილად. ჯიბე და სახელოები ფოკუსებით მაქვს გამოტენილი. მაგრამ ცირკის ჯამბაზი არ გეგონოთ - პირიქით. ცირკის ჯამბაზი სიმართლის სამოსელში გახვეულ ილუზიას გვთავაზობს. მე კი ჭეშმარიტება უნდა გადმოგიშალოთ, ილუზიის საამურ საბურველში გახვეული. დავიწყოთ იმითი, რომ დროს უკან გადავწევ. ოცდაათიან წლებში უნდა გადაგიყვანოთ, იმ უცნაურ ხანაში, როცა ამერიკის უზარმაზარი საშუალო კლასი უსინათლოთა სკოლაში მიაბარეს. მართლა თვალებმა უღალატეს, თუ თვითონ დაჰკარგეს საკუთარი თვალების რწმენა, ამას ვერ გეტყვით. ეს კია, რომ თითს გაფაციცებით აყოლებდნენ ბრმების დაჩვრეტილ ანბანს, რაც ეკონომიკის დაქვეითების გრაფიკს გამოხატავდა. ესპანეთში რევოლუციამ იფეთქა, ჩვენში მხოლოდღა ღრიალი და არევ-დარევა! ესპანეთში გერნიკა გიზგიზებდა. ჩვენში მუშათა მღელვარება, ზოგჯერ გამძაფრებულიც, ისეთ ქალაქებშიაც კი, როგორიცაა ჩიკაგო, კლივლენდი, სანტ-ლუისი... პიესის ფონიც ეს გახლავთ. (მუსიკა).

    ეს პიესა მოგონებებს წარმოადგენს და ამდენად თხელი ბურუსი აკრავს, სენტიმენტალურია, სიმართლეს არა ჰგავს. მოგონებებში თითქოს ყველაფერს მუსიკა გასდევს. ამიტომაც გესმით კულისებიდან ვიოლინოს ხმა. მე მთხრობელი ვარ პიესაში... და მოქმედი პირიც. მოქმედი პირები არიან აგრეთვე დედაჩემი ამანდა, ჩემი და ლაურა და ერთი სტუმარი, რომელიც ბოლო სურათებში გამოჩნდება. ეს ყველაზე უფრო რეალისტური ხასიათია მთელ პიესაში, რადგან რეალური სამყაროდან მოდის, ჩვენ კი რაღაცნაირად დაშორებული ვართ რეალურ სამყაროს. პოეტებისა არ იყოს, მეც სიმბოლოებზე ვარ დახარბებული და ამიტომ ეს ხასიათიც სიმბოლური გამომივიდა, ისეთი რაღაცის სიმბოლო, რასაც მთელი ჩვენი დღე და მოსწრება გულგადალეული ველოდებით, რისთვისაც ვსულდგმულობთ, მაგრამ რასაც ვერასოდეს ვერ ვეღირსებით. მეხუთე პერსონაჟი სულაც არ გამოჩნდება სცენაზე - იგი ბუხრის ზემოდან დაგვცქერის, ეგერ, იმ უშველებელი სურათიდან. მამაჩემი გახლავთ, დიდი ხნის წინათ წავიდა შინიდან. ტელეფონისტი იყო და დიდი სივრცეები უყვარდა. ერთ მშვენიერ დღეს მიატოვა სატელეფონო კომპანია და ქალაქიდან გაიქცა... უკანასკნელად მაზატლანიდან მივიღეთ მისი ბარათი, მექსიკის ერთ-ერთი ნავსადგურიდან. და სულ ორი სიტყვა: ,,გამარჯობა... მშვიდობით". მისამართი არ ეწერა. დანარჩენს, იმედი მაქვს პიესიდან გაიგებთ...

    (პორტიერს მიღმა ამანდას ხმა. ეკრანზე წარწერა „Ou sont les neiges[1]"... ტომი პორტიერს გადასწევს და სცენის სიღრმეში შევა.

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1