Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

თეთრი ღამეები
თეთრი ღამეები
თეთრი ღამეები
Ebook135 pages1 hour

თეთრი ღამეები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

„თეთრი ღამეები“ - ესაა ერთი გაუბედავი და მარტოხელა ახალგაზრდა კაცის ამბავი, რომელსაც ფრიად უცნაური გზით ეწვევა სიყვარული, თანაგრძნობასაც გამოიწვევს და, როდესაც თითქოს ყველაფერი გვარდება, ამ დროს ყველაფერი ინგრევა, თუმცა ის მაინც არ არის უბედური, რადგან „ნეტარების მთელი წუთი! განა ეს ცოტაა თუნდაც მთელი ადამიანური ცხოვრების მანძილზე?..“
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 8, 2022
თეთრი ღამეები

Read more from ფიოდორ დოსტოევსკი

Related to თეთრი ღამეები

Related ebooks

Reviews for თეთრი ღამეები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    თეთრი ღამეები - ფიოდორ დოსტოევსკი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    თეთრი ღამეები

    შენიშვნები

    სხვა წიგნები

    საავტორო უფლება

    iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    ფიოდორ დოსტოევსკი - თეთრი ღამეები.

    თეთრი ღამეები

    სენტიმენტალური რომანი

    (მეოცნების მოგონებიდან)

    „...ქვეყანას იგი რად მოევლინა? - ნუთუ იმისათვის, რომ ერთი წამით შენს გულთან

    ახლოს დაედო ბინა?...[1]"

    ივ. ტურგენევი

    პირველი ღამე

    გახლდათ საუცხოო ღამე. ასეთ ღამეს მხოლოდ სიჭაბუკეში თუ შეიძლება შევესწროთ, ძვირფასო მკითხველო! ცა ისე მოჭედილიყო ვარსკვლავებით, ისეთი ნათელი ეფინა, მისი მხილველი ძალაუნებურად იკითხავდით: ნუთუ შესაძლოა ამგვარი ცის ქვეშ ათასნაირი მწერალი და ჭირვეული ადამიანი ცხოვრობდეს? ესეც ახალი საკითხია, ძვირფასო მკითხველო, ფრიად ახალი, და ღმერთმა თქვენი გუნება-ხასიათის მიხედვით გადაგაწყვეტინოთ!... ჭირვეულ და სხვადასხვა მწყრალ ბატონებზე საუბრისას არ შემეძლო ჩემი დღევანდელი კეთილსინდისიერი საქციელიც არ გამეხსენებინა. დილიდანვე საკვირველი კაეშანი მოსვენებას არ მაძლევდა. უეცრად მომეჩვენა, თითქოს მე, მარტოსულ კაცს, ყველა მტოვებს და მშორდება. რა თქმა უნდა, სრული უფლება გაქვთ იკითხოთ კიდეც: ვინაა ეს ყველა? ვინაიდან რვა წელია უკვე პეტერბურგში ვცხოვრობ და ნაცნობობა თითქმის ვერავისთან გავაბი. თუმცა ნაცნობობა რად მჭირდება? მთელ პეტერბურგს უამისოდაც ვიცნობ; ჰოდა, სწორედ ამიტომ მეგონა ყველა მტოვებს-მეთქი, როცა პეტერბურგი აიყარა და უეცრად აგარაკს მიაშურა. მე მარტო დარჩენამ შემაშინა და სრული სამი დღე ყურებჩამოყრილი დავბორიალებდი ქალაქში, ვერაფრით ვერ ამეხსნა რა მემართებოდა. გავალ ნევის პროსპექტზე, შევივლი ბაღში, დავუყვები სანაპიროს - ვერავის ვხედავ, რომელთა შეხვედრასაც მთელი წლის მანძილზე ერთსა და იმავე ადგილას და ერთსა და იმავე დროს ასე მივეჩვიე. რასაკვირველია, ისინი არ მიცნობენ, მე კი ყველას ვიცნობ. კარგადაც ვიცნობ; თითქმის მათი გამომეტყველებაც შევისწავლე - გული ხარობს, როცა მხიარულად არიან და სევდა მეუფლება, როცა სახე მოეღრუბლებათ. ერთ მოხუცთან, რომელსაც ყოველი ცისმარე დღე გარკვეულ დროს ფონტანკაზე ვხვდები, თითქმის მეგობრობაც გავაბი. მას მედიდური, დაფიქრებული შესახედაობა აქვს. ნიადაგ დუდღუნებს და მარცხენა ხელს იქნევს, მარჯვენაში ოქროსბუნიკიანი, გრძელი, დაკორძილი ხელჯოხი უჭირავს. მე ამ მოხუცმაც კი შემამჩნია და გულითადი თანაგრძნობით მეპყრობა. თუ ვინიცობაა განსაზღვრულ დროს ფონტანკაზე იმავე ადგილას არ მივედი, დარწმუნებული ვარ, ინაღვლებს. აი, სწორედ ამ მიზეზის გამო ხანდახან ორივე თავს ძლივს ვიკავებთ, ერთმანეთს არ მივესალმოთ, განსაკუთრებით, როცა კარგ გუნებაზე ვართ. ამას წინათ (ჩვენ მთელი ორი დღე ერთმანეთი არ გვენახა და მესამე დღეს შევხვდით) ორივემ ის იყო ქუდზე ვიტაცეთ ხელი, მაგრამ დროზე გამოვერკვიეთ, ხელი დავუშვით და თანაგრძნობით ჩავუარეთ ერთიმეორეს. მე სახლებსაც ვიცნობ. როცა მივდივარ ყოველი მათგანი თითქოს წინ მისწრებს ქუჩაში, დაჟინებით შემომყურებს და ლამის ამბობს: „გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? მეც, მადლობა ღმერთს, კარგად ვარ, მაისში ერთ სართულს დამაშენებენ. ან: „როგორ ბრძანდებით? ხვალიდან ჩემს შეკეთებას დაიწყებენ. ან კიდევ: „კინაღამ დავიწვი და შემეშინდა, - და ასე შემდეგ. მათ შორის გამორჩეულნიც, ახლო მეგობრებიც მყავს; ერთმა მათგანმა ამ ზაფხულს არქიტექტორთან უნდა იაქიმოს. ყოველდღე საგანგებოდ მოვინახულებ, რომ უხეიროდ არ უმკურნალონ; ღმერთო დაიფარე!.. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ერთი კოპწია, ღია ვარდისფერი პატარა სახლის ამბავი. ეს ისეთი ცქრიალა ქვის სახლი იყო, ისე ალერსიანად მიცქეროდა, ისეთი სიამაყით უყურებდა თავის ულაზათო მეზობლებს, გული ხარობდა, როცა გვერდით ჩავუვლიდი. გასულ კვირას ქუჩაში მივდივარ და, თვალი შევავლე თუ არა, ჩივილი შემომესმა: „ყვითლად მღებავენ! ავაზაკები! ბარბაროსები! არაფერი დაინდეს: არც სვეტები, არც ლავგარდანები და იგი იადონივით გააყვითლეს. ამის გამო კინაღამ ნაღველა ჩამექცა და აქამდის გული არ მიწევდა მომენახულებინა ჩემი დასახიჩრებული, საბრალო მეგობარი, რომელიც ციური იმპერიის ფერზე შეთხიპნეს[2]!

    ამრიგად, მკითხველო, თქვენთვის გასაგებია, როგორ ვიცნობ მთელ პეტერბურგს.

    უკვე მოგახსენეთ, რომ სრული სამი დღე ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი, ვიდრე წუხილის მიზეზი არ გავიგე-მეთქი. თავს ქუჩაშიც ვერ ვგრძნობდი კარგად (ეს არ არის, ის არ არის, სად გაქრა ესა და ეს?) შინაც აფორიაქებული ვიყავი. ორი საღამო მოსვენება არ მქონია: რა მაკლია ამ ჩემს კუთხეში? რატომ არ მიდგება აქ გული? საგონებელში ჩავარდნილი ვათვალიერებდი მწვანე, ჩაშავებულ კედლებს, აბლაბუდით დაფარულ ჭერს (აბლაბუდის მომრავლებაში დიდი წვლილი შეჰქონდა მატრონას). ხელახლა ვჩხრეკდი მთელ ჩემს ავეჯს, გავსინჯე თვითეული სკამი, ვფიქრობდი აქ ხომ არ იმალება უბედურება-მეთქი? (იმიტომ რომ, თუ ერთი სკამიც კი ისე არ დგას, როგორც გუშინ იდგა, ეტყობა ჭკუაზე შევცდი) შევყურებდი ფანჯარას, მაგრამ ამაოდ. იოტის ოდენ შვებას ვერ ვგრძნობდი! აზრადაც კი მომივიდა მატრონასთვის დამეძახნა და ტკბილად ვუსაყვედურე აბლაბუდასა და საერთოდ უსუფთაობისათვის; მან კი გაოცებით შემომხედა, არაფერი მიპასუხა და წავიდა, ასე რომ აბლაბუდა აქამდე უდრტვინველად ჰკიდია თავის ადგილზე. საბოლოოდ, მხოლოდ დღეს დილით მივხვდი წუხილის მიზეზს. აჰ! ისინი ხომ აგარაკზე გამირბიან! მომიტევეთ ტრივიალური გამოთქმა, მაგრამ მე მაღალი სტილისთვის

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1