ვენეციელი ვაჭარი
4/5
()
About this ebook
Read more from უილიამ შექსპირი
ჭირვეულის მორჯულება Rating: 5 out of 5 stars5/5ზაფხულის ღამის სიზმარი Rating: 5 out of 5 stars5/5მეთორმეტე ღამე Rating: 5 out of 5 stars5/5რიჩარდ მესამე Rating: 4 out of 5 stars4/5იულიუს კეისარი Rating: 5 out of 5 stars5/5აურზაური არაფრის გამო Rating: 5 out of 5 stars5/5საწყაული საწყაულისა წილ Rating: 5 out of 5 stars5/5მეფე ლირი Rating: 5 out of 5 stars5/5რომეო და ჯულიეტა Rating: 5 out of 5 stars5/5როგორც გენებოთ Rating: 5 out of 5 stars5/5ანტონიოსი და კლეოპატრა Rating: 5 out of 5 stars5/5ქარიშხალი Rating: 0 out of 5 stars0 ratingsმაკბეტი Rating: 5 out of 5 stars5/5ორი ვერონელი აზნაური Rating: 3 out of 5 stars3/5კორიოლანოსი Rating: 5 out of 5 stars5/5ამაო გარჯა სიყვარულისა Rating: 5 out of 5 stars5/5ჰენრი მეოთხე Rating: 5 out of 5 stars5/5ოტელო Rating: 5 out of 5 stars5/5უინძორელი მხიარული ქალები Rating: 5 out of 5 stars5/5
Related to ვენეციელი ვაჭარი
Related ebooks
უთავო მხედარი Rating: 5 out of 5 stars5/5დონ კიხოტი (წიგნი 1) Rating: 5 out of 5 stars5/5რომეო და ჯულიეტა Rating: 5 out of 5 stars5/5ენდჰაუზის საიდუმლოება Rating: 3 out of 5 stars3/5გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი III) Rating: 5 out of 5 stars5/5სამი მუშკეტერი (ნაწილი პირველი) Rating: 5 out of 5 stars5/5აურზაური არაფრის გამო Rating: 5 out of 5 stars5/5მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში Rating: 5 out of 5 stars5/5გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი II) Rating: 5 out of 5 stars5/5თეთრი ღამეები Rating: 5 out of 5 stars5/5ხალხის მტერი Rating: 4 out of 5 stars4/5გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი I) Rating: 5 out of 5 stars5/5გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი V) Rating: 5 out of 5 stars5/5კავკასიური ცარცის წრე Rating: 3 out of 5 stars3/5გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი VI) Rating: 5 out of 5 stars5/5ფანტასტიური ღამე Rating: 5 out of 5 stars5/5ოქროს ვირი Rating: 5 out of 5 stars5/5კრეიცერის სონატა Rating: 5 out of 5 stars5/5აღდგომა Rating: 5 out of 5 stars5/5მადამ ბოვარი Rating: 5 out of 5 stars5/5ანტონიოსი და კლეოპატრა Rating: 5 out of 5 stars5/5ძმები კარამაზოვები (წიგნი II) Rating: 5 out of 5 stars5/5ჯეინ ეარი Rating: 5 out of 5 stars5/5მინის სამხეცე Rating: 4 out of 5 stars4/5მოჩვენებანი Rating: 4 out of 5 stars4/5კაენი Rating: 5 out of 5 stars5/5მკვდარი სახლის ჩანაწერები Rating: 5 out of 5 stars5/5ორი ვერონელი აზნაური Rating: 3 out of 5 stars3/5მოთამაშე Rating: 5 out of 5 stars5/5მობი დიკი (ტომი I) Rating: 3 out of 5 stars3/5
Reviews for ვენეციელი ვაჭარი
4 ratings0 reviews
Book preview
ვენეციელი ვაჭარი - უილიამ შექსპირი
უილიამ შექსპირი - ვენეციელი ვაჭარი
William Shakespeare - The Merchant of Venice
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ ჭელიძეს.
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
მოქმედნი პირნი
მოქმედება პირველი
მოქმედება მეორე
მოქმედება მესამე
მოქმედება მეოთხე
მოქმედება მეხუთე
მოქმედნი პირნი
ვენეციის ჰერცოგი
მოროკოს პრინცი, არაგონის პრინცი - პორციას მთხოვნელნი
ანტონიო - ვენეციელი ვაჭარი
ბასანიო - მისი მეგობარი
სალარინო, სოლანიო, გრაციანო - ანტონიოსა და ბასანიოს მეგობრები
ლორენცო - ჯესიკას მოტრფიალე
შაილოკი - მდიდარი ებრაელი
ტუგალი - ებრაელი, შაილოკის მეგობარი.
ლანჩელოტ გობო - მასხარა, შაილოკის მსახური
მოხუცი გობო - ლანჩელოტოს მამა
ლეონარდო - ბასანიოს მსახური
ბალთაზარი, სტეფანო - პორციას მსახურნი
პორცია - მდიდარი ოჯახის მემკვიდრე
ნერისა - მისი მოახლე
ჯესიკა - შაილოკის ასული
ვენეციის დიდებულნი, მსაჯულნი, მეციხოვნე, მსახურნი და მხლებელნი
მოქმედება სწარმოებს ვენეციასა და ბელმონტში.
მოქმედება პირველი
სურათი I
ქუჩა ვენეციაში.
შემოდიან ანტონიო, სალარინო და სოლანიო.
ანტონიო
მართალი გითხრათ, მეც არ ვიცი, რამ დამაღონა;
ეს გვაწუხებსო, მეუბნებით, მეც ეს მაწუხებს,
მაგრამ სად შევხვდი, სად ვიპოვე, სად შემეყარა,
როგორ მომაწვა, რისგანა მჭირს წუხილი ესე,
ჯერაც არ ვიცი და ასეთმა უაზრო სევდამ
ისე შემცვალა, ლამის ჩემი თავიც ვერ ვიცნო.
სალარინო
ზღვებს დასტრიალებს ახლა თქვენი მშფოთვარე ფიქრი, -
იქ, სადაც თქვენი ხომალდები, აფრაგაშლილნი,
მსგავსად ღირსეულ დიდებულთა, ზღვათა მფლობელთა,
გადმოჰყურებენ მედიდურად ჯუჯა გემებსა,
რომლებიც მდაბლად თავს უხრიან, სალამს უძღვნიან,
როს ფრთებგაშლილნი იმათ გვერდზე ჩაიქროლებენ.
სოლანიო
მეც რომ თქვენსავით გამებედა, ჩემი ქონება
ასე სათუოდ გამეწირა, მაშინ, მერწმუნეთ,
მთელის ფიქრებით ვიქნებოდი მეც მათთან ერთად.
მაშინ მალი-მალ დავიწყებდი ბალანის გლეჯას,
რომ მივმხვდარიყავ საიდან ჰქრის, საით უბერავს.
მიწყივ რუკაში ვიქნებოდი ჩაშტერებული,
რომ მომენახა ზღვის გზები და ნავსადგურები
და ყველაფერი, რაიც ჩემის ქონებისათვის
შიშს აღმიძრავდა, რა თქმა უნდა, დამაღონებდა.
სალარინო
მე ჩემის სუნთქვის ცივი ქარი, კერძს რომ მიცივებს,
ციებ-ცხელებას შთამბერავდა იმაზე ფიქრით,
თუ რაოდენი ვნება ძალუძს ქარიშხალს ზღვაზე.
ქვიშის საათსაც მაშინ ისე ვერ შევხედავდი,
რომ არ მეფიქროს მე რიფებსა და მეჩეჩებზე.
წარმოვიდგენდი ჩემს მდიდარ გემს ქვიშაში ჩაფლულს,
მდაბლად თავდახრილს - თითქოს საფლავს კოცნისო თვისას.
ვით შევხედავდი წმინდა ტაძარს, ქვებისგან ნაგებს,
რომ საშიშარი კლდეები არ წარმომედგინოს,
რომელთაც ჩემი კოხტა გემი შეეხეთქება,
სანელებელი სანუკვარი ზღვაში ჩაცვივა
და მშფოთვარ ტალღებს აბრეშუმი შემოსავს ჩემი.
მთელი ქონება, ერთი სიტყვით, ასე უეცრად
არად იქცევა. ნუთუ ძალმიძს ასე ვიფიქრო,
ხოლო ის ფიქრი სულაც აღარ გავივლო გულში,
რომ ასეთგვარი შემთხვევა მე დამაღონებდა.
ნუღარას მეტყვით, კარგად ვიცი, რომ ანტონიო
თვის სავაჭროზე ფიქრით არის დაღონებული.
ანტონიო
არა, მერწმუნეთ, ბედსა ვმადლობ, ჩემი ქონება
არ მიმინდვია ერთადერთი ხომალდისათვის,
არც ქვეყნის ერთი კუთხისათვის, მთელი სიმდიდრეც
მხოლოდ წლევანდელ შემოსავალს არ ემყარება.
ამგვარად, ხედავთ, მე მათ გამო არ ვარ მოწყენით.
სალარინო
მაშ ვინმე გიყვართ.
ანტონიო
ფუი, ფუი, არ გამაგონოთ!
სალარინო
როგორ, არც გიყვართ? მაშინ მოდი ასე ვიფიქროთ,
დაღვრემილი ხართ იმიტომ, რომ არ გიხარიათ.
მაშ თქვენთვის ისიც ადვილია: იცინ-იხტუნოთ,
თქვათ: „მიხარია, რადგან არ ვარ დაღვრემილიო";
ვფიცავ ორთავა იანუსსა, რომ ეს ბუნება
უცნაურ ხალხს ჰქმნის. ერთნი მუდამ თვალებს აჭყეტენ,
ვით თუთიყუშნი, ხარხარებენ მესტვირის ხმაზე.
სხვებს დაძმარული სახე აქვთ და ღიმილის ნიშნად
კბილებს ოდნავაც არ აჩენენ, თუნდა ნესტორმაც
დაიფიცოს, რომ სასაცილო ხუმრობა იყო.
სოლანიო
ჰა, ბასანიო მოდის აქეთ, თქვენი მოკეთე,
თან ლორენცო და გრაციანო. ახლა მშვიდობით,
უკეთეს ხალხთან გტოვებთ თქვენა.
სალარინო
მე დავრჩებოდი,
შევეცდებოდი თქვენს გართობას, რომ ამ მეგობრებს,
ღირსებით ჩემზე აღმატებულთ, არ შევეცვალე.
ანტონიო
ჩემთვის თქვენც დიდად ღირსეული და ძვირფასი ხართ!
მე ასე ვფიქრობ, საქმეზე თუ მიგეჩქარებათ
და ახლა, მარჯვე დრო რომ ნახეთ, უკვე მშორდებით.
(შემოდიან ბასანიო, ლორენცო და გრაციანო)
სალარინო
მშვიდობის დილას მოგახსენებთ.
ბასანიო
აჰ, ბატონებო,
ერთად როდისღა ვილაღობოთ, როდისღა-მეთქი?
თქვენ მეტისმეტად უცხო გახდით, გშვენით ეს განა?
სალარინო
როცა მოიცლით, ჩვენც მზადა ვართ თქვენს სამსახურად.
(გადიან სალარინო და სოლანიო)
ლორენცო
ჩემო ბატონო, რაკი ნახეთ თქვენ ანტონიო,
მარტო დაგტოვებთ, მაგრამ გთხოვთ, ნუ დაგავიწყდებათ,
სადილობის ჟამს ჩვენ ერთმანეთს სად უნდა შევხვდეთ.
ბასანიო
უთუოდ მოვალ.
გრაციანო
ანტონიო, ასე მგონია
უქეიფოდ ხართ. ამქვეყნიურ სიკეთისათვის
მეტად ბევრს წუხართ. წუთისოფელს ის კარგავს სწორედ,
ვინც მეტისმეტად ბევრსა ზრუნავს ამ სიკეთისთვის.
მე დამერწმუნეთ, გამოცვლილი ხართ გასაოცრად.
ანტონიო
მე წუთისოფელს იმადა ვთვლი, რაც არის თვითონ:
სცენად, რომელზეც საკუთარი როლი აქვს ყველას.
მე ნაღვლიანი როლი მერგო.
გრაციანო
მაშ მასხარას როლს
მე ვითამაშებ. დე, სიცილმა, მხიარულებამ
დამინაოჭოს სახის კანი. ის მირჩევნია,
რომ გავიხურო ღვიძლი ღვინით, ვიდრე მწუხარე
და ნაღვლიანი ამოოხვრით გაცივდეს გული.
თუ კაცს ძარღვებში სისხლი უდუღს, რად უნდა იჯდეს.
ალაბასტრისგან გამოკვეთილ წინაპარივით?
იძინოს მაშინ, როცა ღვიძავს, მეტის ანჩხლობით
უნდა ჩაექცეს ნაღველი და დაჩაჩანაკდეს.
აი რას გეტყვი, ანტონიო, - მე შენ მიყვარხარ
და იცოდე, რომ სიყვარული მალაპარაკებს, -
არის ერთგვარი ხალხი ქვეყნად, რომელთა სახეს
ბრკე მოსდებია, დამყაყებულ ჭაობის მსგავსად.
ისინი მუდამ დაჟინებულს დუმილს არჩევენ,
რათა ქვეყანა ისეთ აზრში გახვიონ, თითქოს
სიბრძნით, სიდინჯით და ღრმა ჭკუით შემკულნი იყვნენ.
თითქოს ამბობენ: „მე ბატონი ორაკული ვარ,
ბაგეს რომ გავხსნი, დაე ძაღლიც ნუ დაიყეფებს".
ო, ჩემო კარგო ანტონიო, ბევრსა ვცნობ ისეთს,
რომელიც მხოლოდ მიტომ არის ბრძნად მიჩნეული,
რადგან მუდამ სდუმს, და ოდესმე თუ კი სთქვა რამე,
მე ღრმადა მჯერა, გამოუჭედს ყურებს სუყველას,
და მსმენელებიც შეარქმევენ მაშინვე რეგვენს.
სხვა დროს უფრო მეტს გიამბობ შენ ამის შესახებ,
ახლა კი თავი დაანებე სევდის ანკესით
ლიფსიტა თევზის -