Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

რომეო და ჯულიეტა
რომეო და ჯულიეტა
რომეო და ჯულიეტა
Ebook230 pages2 hours

რომეო და ჯულიეტა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ვერონის ორი დაპირისპირებული ოჯახის ქალ-ვაჟი ფარულად იქროწინებს, თუმცა ისე მოხდება, რომ ვაჟს მკვლელობისთვის ქალაქიდან გააძევებენ. სავარაუდოდ რეალურ სიუჟეტზე დაფუძნებული დრამა ავტორის სიცოცხლეშივე უაღრესად პოპულარულ ნაწარმოებად იქცა და "ჰამლეტთან" ერთად დღემდე ყველაზე ხშირად იდგმება სცენაზე. შექმნილია 1595 წელს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 18, 2021
რომეო და ჯულიეტა

Read more from უილიამ შექსპირი

Related to რომეო და ჯულიეტა

Related ebooks

Reviews for რომეო და ჯულიეტა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    რომეო და ჯულიეტა - უილიამ შექსპირი

    უილიამ შექსპირი - რომეო და ჯულიეტა

    William Shakespeare – Romeo and Juliet

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ ჭელიძეს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედნი პირნი

    პროლოგი

    მოქმედება პირველი

    მოქმედება მეორე

    მოქმედება მესამე

    მოქმედება მეოთხე

    მოქმედება მეხუთე

    განმარტებები

    მოქმედი პირნი

    ესკალუსი - ვერონის პრინცი

    პარისი - ახალგაზრდა კეთილშობილი, პრინცის ნათესავი

    მონტეგი, კაპულეტი - ორი ერთმანეთის მოქიშპე ოჯახის თავი

    სხვა კაპულეტები

    რომეო - მონტეგის ვაჟი

    მერკუციო - პრინცის ნათესავი და რომეოს მეგობარი

    ბენვოლიო - მონტეგის ძმისწული და რომეოს მეგობარი

    ტიბალტი - ქ-ნ კაპულეტის ძმისწული

    ლორენცო, იოანე - ფრანცისკანელი ბერები

    ბალთაზარი - რომეოს მსახური

    სამსონი, გრეგორიო - კაპულეტის მსახურნი

    პიეტრო - ჯულიეტას გამდელის მსახური

    აბრამი - მონტეგის მსახური

    მეაფთიაქე

    სამი მემუსიკე

    ფარეში პარისისა

    ოფიცერი

    ქალბატონი მონტეგი - მონტეგის მეუღლე

    ქალბატონი კაპულეტი - კაპულეტის მეუღლე

    ჯულიეტა - კაპულეტის ქალიშვილი

    გამდელი ჯულიეტასი

    ვერონის მოქალაქენი, ორივე ოჯახის ნათესავები, დარაჯები, მსახურები, გუნდი და ნიღბოსნები

    მოქმედება სწარმოებს ვერონაში, ერთი სურათი მეხუთე მოქმედებისა - მანტუაში.

    პროლოგი

    შემოდის გუნდი

    გუნდი. აი ამბავი, თუ როგორი ბედი სწვევია

    ტურფა ვერონის ორ ძველ ოჯახს, ცნობილებს დიდად,

    მამათა შუღლი ახალ მტრობად გადუქცევიათ

    და წმინდა სისხლით შეუბღალავთ ხელები წმინდა.

    შავბედ ვარსკვლავზე, სავალალოდ ამ ორმა გვარმა

    ორი ნათელი სიყვარულის ვარსკვლავი შობა,

    შემდეგ საბრალო მიჯნურების ბედის ავდარმა,

    მათმა სიკვდილმა საბოლოოდ შესწყვიტა მტრობა.

    გულისმწყვლელია სევდიანი ამბავი მათი!

    თუ ვით ნახავენ ძველი მტრობის მოსასპობ წამალს,

    თუ ვით მოკვდება ორი ბავშვი ძველ მტრობისათვის, -

    ამ ორ საათში დაინახავთ ყველაფერ ამას.

    და თუ რაიმეს ვერ მიმხვდარხართ ჩვენს წინათქმაში,

    თვალი ადევნეთ მოქმედებას, მივხვდებით მაშინ.

    (გადის გუნდი)

    მოქმედება პირველი

    სურათი პირველი

    ვერონა. მოედანი.

    შემოდიან ხმლებითა და ფარებით შეიარაღებული სამსონი და გრეგორიო.

    სამსონი. გრეგორიო, იცი რას გეტყვი? ნახშირით არავის გავამურინოთ თავი.

    გრეგორიო. რაღა თქმა უნდა, თორემ მენახშირეებს დაგვიძახებენ.

    სამსონი. მე ის უნდა მეთქვა, როგორც კი ვინმე გვაწყენინებს, მაშინვე ხმალი ვიძროთ.

    გრეგორიო. დიახ, სანამ პირში სული გიდგას, მაგრამ გაფრთხილდი, გოგრა არავინ წაგაძროს.

    სამსონი. როგორც კი საჩხუბრად აღმძრავენ, მყის ვეკვეთები.

    გრეგორიო. მაგრამ ისე ჩქარა აროდეს აღიძრები, რომ ეკვეთო.

    სამსონი. მონტეგის ძაღლის დანახვაც კი საჩხუბრად აღმძრავს.

    გრეგორიო. აღძვრა - დაძვრაა. მამაცობა კი ის არის, ერთ ადგილას გაჩერდე. ასე რომ, თუ აღიძვრები, დაიძვრები და გაიქცევი.

    სამსონი. მათი ძაღლის დანახვაზე მართლაც გავჩერდები. მონტეგის მსახურებისა და მოახლეების წინაშე კედელს აღვმართავ.

    გრეგორიო. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ შენ ჯაბანი მონა ხარ: მხოლოდ სუსტები ეფარებიან კედელს.

    სამსონი. შენ მართალს ამბობ. ჰოდა მეც მონტეგის მსახურთ კედლიდან გადმოვყრი, ხოლო მოახლეებს კედელზე მივაჭეჭყ.

    გრეგორიო. მაგრამ ჩხუბი ჩვენს ბატონებს აქვთ, ჩვენ კი მათი მსახურები ვართ მხოლოდ.

    სამსონი. ეგ სულერთია. მე უნდა ვაჩვენო მაგათ, რა მტარვალიცა ვარ. კაცებთან რომ ჩხუბი მომივა, გოგოებსაც არ შევიბრალებ: სულ თავებს წავაცლი.

    გრეგორიო. როგორ, გოგოებს წააცლი თავებს?

    სამსონი. მაშა. ან ქალწულობის კოკორს ავაცლი. როგორც გინდა, ისე გაიგე.

    გრეგორიო. მაგას ის გაიგებს, ვინც გამოცდის.

    სამსონი. ისინი გაიგებენ, ვიდრე მაგრად ვარ. ეს კი ყველამ იცის, რა ნაჭერი ხორცისაცა ვარ.

    გრეგორიო. კარგია, თევზი არა ხარ, თორემ სულ წყალწაღებული იქნებოდი. აჰა, მონტეგის ორი მსახურიც. ხმალი იშიშვლე!

    (შემოდიან აბრამი და ბალთაზარი)

    სამსონი. ჩემი ხმალი უკვე მზადაა, ჩხუბი დაიწყე, მე შენს ზურგში ვარ.

    გრეგორიო. როგორ, ზურგს შემაქცევ და გაიქცევი?

    სამსონი. ჩემსას ნუ შიშობ.

    გრეგორიო. აჰ, არა, მე შენი შიში მაქვს.

    სამსონი. ისე მოვიქცეთ, რომ კანონი ჩვენს მხარეზე იყოს: ვეცადოთ იმათ დაგვიწყონ ჩხუბი.

    გრეგორიო. როცა ჩავუვლით, მე შევუბღვერ, მათ კი როგორც სურთ, ისე მიიღონ.

    სამსონი. არა, როგორც გაბედავენ. მე ცერზე ვიკბენ მათ დასანახად და თუ აიტანენ, სირცხვილიც მაგათ.

    აბრამი. ეგ ჩვენს დასანახად იკბინეთ ცერზე, ბატონო?

    სამსონი. მე ჩემს ცერზე ვიკბინე, ბატონო.

    აბრამი. ჩვენს დასანახად იკბინეთ ცერზე, ბატონო?

    სამსონი. (ჩუმად გრეგორიოს) კანონი ჩვენს მხარეზე იქნება, თუ ჰოს ვიტყვი?

    გრეგორიო. (ჩუმადვე) არა.

    სამსონი. არა, თქვენს დასანახად არ მიკბენია, მაგრამ მე ჩემს ცერზე ვიკბინე, ბატონო.

    გრეგორიო. იქნებ ჩხუბი გსურთ, ბატონო?

    აბრამი. ჩხუბი? არა, ბატონო.

    სამსონი. იქნება გსურდეთ? ჩვენ მზად გახლავართ. იცოდეთ, ჩვენ ისეთივე კარგი ბატონის მსახურები ვართ, როგორც თქვენ.

    აბრამი. მაგრამ არა უკეთესის.

    სამსონი. აგრე იყოს, ბატონო.

    გრეგორიო. (ჩუმად სამსონს) სთქვი, უკეთესის! აგერ ჩვენი ბატონის მოკეთეც მოდის.

    სამსონი. დიახაც უკეთესის!

    აბრამი. მიჰქარავ!

    სამსონი. მაშ გამოდი, თუ ვაჟკაცი ხარ! ჰე, გრეგორიო, გაიხსენე შენი მაგარი დარტყმა.

    (ჩხუბს დაიწყებენ. შემოდის ბენვოლიო)

    ბენვოლიო. აბა, გაშველდით! ჰე, ბრიყვებო ხმლები ჩააგეთ! (ხმლებს გააგდებინებს) თქვენ არც კი გესმით, რას სჩადიხართ.

    (შემოდის ტიბალტი)

    ტიბალტი. როგორ, ხმლით იბრძვი ამ სულმდაბალ მსახურთა შორის? თვალი უსწორე, ბენვოლიო, აღსასრულს შენსას.

    ბენვოლიო. მე გაზავებას ვცდილობ მხოლოდ. ხმალი ჩააგე, ან მაგ მახვილით მომეხმარე, რომ გავაშველო.

    ტიბალტი. როგორ, ჩხუბობ და მაინც ყბედობ გაშველებისთვის?

    მე მძულს ეგ სიტყვა, ისევე მძულს, ვით ჯოჯოხეთი,

    როგორც მონტეგთა მთელი გვარი და ვით შენ მძულხარ.

    თავი დაიცავ, ქალაჩუნავ!

    (ჩხუბს დაიწყებენ. შემოდის რამდენიმე კაცი ორივე გვარიდან. ისინიც ჩხუბში ჩაერევიან, შემდეგ შემორბის სამი თუ ოთხი მოქალაქე კეტებით)

    მოქალაქენი. აბა, კეტები... ნაჯახები... შუბები აქეთ!

    დასცხეთ კაპულეტს! დაანარცხეთ! მონტეგებს დასცხეთ!

    (შემოდიან მოხუცი კაპულეტი მანტიით და ქ-ნი კაპულეტი)

    კაპულეტი. რა ხმაურია? ჩემი გრძელი ხმალი მომეცით!

    ქ-ნი კაპულეტი. ხმალი კი არა, ყავარჯენი. ხმალი რად გინდა?

    კაპულეტი. მომეცით-მეთქი ჩემი ხმალი. მოხუცი მონტეგ

    მოდის აქეთკენ და ხმლის ქნევით მე მემუქრება.

    (შემოდიან მოხუცი მონტეგი და ქ-ნი მონტეგი)

    მონტეგი. ო, არამზადა კაპულეტო. ნუ, ნუ მაკავებ.

    ხელი გამიშვი!

    ქ-ნი მონტეგი. შენ მტრისაკენ ბიჯსაც არ წარდგამ

    (შემოდის პრინცი ესკალუსი ამალით)

    პრინცი ესკალუსი. შფოთის ამტეხნო მოქიშპენო, მშვიდობის მტერნო,

    მეზობლის სისხლით შემბღალველნო საკუთარ ხმლისა!

    არ ესმით ნეტა?! ჰეი, ჰეი, ხალხნო! მხეცებო!

    ვინცა დამღუპველ მტრობისა ცეცხლს აქრობთ თქვენივე

    სხეულებიდან მომჩქეფარე წითელ შადრევნით.

    წამების შიშით გემუქრებით, ეს იარაღი,

    სისხლიან ხელით რომ გიპყრიათ, შორს გადასტყორცნოთ

    და მოუსმინოთ განრისხებულ პრინცის განაჩენს.

    უკვე მესამედ ჩხუბმა, მონტეგ და კაპულეტო,

    თქვენი უაზრო მონაჩმახით გაღვივებულმა,

    ჩვენი ქუჩების მყუდროება არივ-დარია.

    ვერონის მცხოვრებთ ღირსეული სამკაულები

    შეაცვლევინა ჟანგმოდებულ ძველი შუბებით,

    რომ შემმუსვრელი თქვენი მტრობა მით შეემუსრათ.

    აწ თუ როდესმე გაგიბედავთ ქუჩაში ჩხუბი,

    სიცოცხლის ფასად დაგიჯდებათ კვლავ დამშვიდება.

    ახლა ყველანი, ვინც აქა ხართ, დაიშალენით.

    თან გამომყვები შენ, კაპულეტ, შენ კი, მონტეგო,

    გამოცხადდები სამსჯავროში დღეს შუადღისას

    და იქ მოისმენ ჩვენს განაჩენს. კიდევ გიცხადებთ,

    დაიშალენით, თორემ ყველას სიკვდილით დაგსჯით!

    (გადის ყველა, გარდა მონტეგისა, ქ-ნი მონტეგისა და ბენვოლიოსი)

    მონტეგი. ნეტა ვიცოდე, ძველი დავა ვინ განაახლა?

    მითხარ, ძმისწულო, შენც აქ იყავ, როცა ეს

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1