Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

აურზაური არაფრის გამო
აურზაური არაფრის გამო
აურზაური არაფრის გამო
Ebook189 pages1 hour

აურზაური არაფრის გამო

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

საზოგადოდ მიჩენული შექსპირის ერთ-ერთ საუკეთესო კომედიად, "აურზაური არაფრის გამო" დაწერილი უნდა იყოს 1598 ან 1599 წელს. ტყუილებისა და გაცურებებათა სერიების გამოყენებით ავტორი ქმნის გარემოებათა კომიკურ ერთობლიობას, სანამ საბოლოოდ ჭეშმარიტება არ იქნება გარკვეული, რაც წყვილი ქორწინებით სრულდება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 13, 2021
აურზაური არაფრის გამო

Read more from უილიამ შექსპირი

Related to აურზაური არაფრის გამო

Related ebooks

Reviews for აურზაური არაფრის გამო

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    აურზაური არაფრის გამო - უილიამ შექსპირი

    უილიამ შექსპირი - აურზაური არაფრის გამო

    William Shakespeare - Much Ado About Nothing

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ ჭელიძეს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედნი პირნი

    მოქმედება პირველი

    მოქმედება მეორე

    მოქმედება მესამე

    მოქმედება მეოთხე

    მოქმედება მეხუთე

    განმარტებები

    მოქმედნი პირნი

    დონ პედრო - არაგონიის პრინცი

    დონ ხუანი - მისი უკანონო ძმა

    კლავდიო - ფლორენციელი ახალგაზრდა თავადი

    ბენედიქტი - პადუელი ახალგაზრდა თავადი.

    ლეონატო - მესინის მთავარმმართებელი

    ანტონიო - მისი ძმა

    ბალთაზარი - დონ პედროს მსახური

    ბორაჩიო, კონრადი - დონ ხუანის მხლებელნი

    შინდი -კონსტებლი

    გურზი - მამასახლისი

    ბერი ფრანცისკი

    მნათე

    ბიჭი

    ჰერო - ლეონატოს ასული

    ბეატრიჩე - ლეონატოს ძმისწული

    მარგარეტი, ურსულა - ჰეროს მხლებელი ქალები

    შიკრიკები, მცველები, მხლებლები და სხვა

    მოქმედების ადგილი - მესინა.

    მოქმედება პირველი

    სურათი I

    ლეონატოს სახლის წინ

    (შემოდიან ლეონატო, ჰერო, ბეატრიჩე, შიკრიკი და სხვები)

    ლეონატო - ეს წერილი მაცნობებს, რომ დონ პედრო არაგონიელი ამაღამ მესინას მოდის.

    შიკრიკი - ეს თითქმის ასეა, მე ის სამიოდე ეჯის სავალზე დავტოვე.

    ლეონატო - რამდენი აზნაური დაჰკარგეთ ამ ბრძოლაში?

    შიკრიკი - საერთოდ ძლიერ ცოტა; სახელოვანი კი - არც ერთი.

    ლეონატო - გამარჯვება ორკეცდება, როცა გამარჯვებული უდანაკლისოდ ბრუნდება შინ. აქ ნათქვამია, რომ დონ პედრომ დააჯილდოვა ფლორენციელი ჭაბუკი კლავდიო.

    შიკრიკი - დიდი დამსახურება მიუძღვის და დონ პედრომაც შესაფერისად დააფასა იგი. თავის წლოვანებასთან შედარებით მოლოდინს გადააჭარბა. გარეგნობით თითქოს კრავსა ჰგავს, მაგრამ ლომივით კი იბრძოდა. მან მართლაც იმდენად გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, რომ ჩემგან აღარც კი უნდა ელოდეთ მისი ამბის მოყოლას.

    ლეონატო - კლავდიოს ბიძა ჰყავს აქ, მესინაში. ეს ამბავი მას დიდად გაახარებს.

    შიკრიკი - ბიძამისს მე უკვე გადავეცი წერილები და მართლაც დიდად გახარებული სჩანს. ისე გაიხარა, რომ სიხარულის დასამდოვრებლად სიმწარეც კი აღიბეჭდა სახეზე.

    ლეონატო - ცრემლები ხომ არ წასკდა?

    შიკრიკი - და მერე როგორ.

    ლეონატო - კეთილი გრძნობების საამო მოზღვავება! არ არსებობს უფრო გულწრფელი სახე, ვიდრე ამგვარად განბანილი! რაოდენ უმჯობესია სიხარულისაგან ტიროდე, ვიდრე ტირილი გიხაროდეს.

    ბეატრიჩე - ნება მიბოძეთ გკითხოთ, სინიორ ბლაგვი დაშნა დაბრუნდა თუ არა ომიდან?

    შიკრიკი - ამგვარს არავის ვიცნობ, ქალბატონო, ასეთი კაცი ჩვენს ლაშქარში არა ყოფილა.

    ლეონატო - ვის კითხულობ, ჩემო ძმისწულო?

    ჰერო - ჩემი ბიძაშვილი სინიორ ბენედიქტ პადუელს გულისხმობს.

    შიკრიკი - ო! ის დაბრუნდა და ისევე მხიარულია, როგორც ყოველთვის.

    ბეატრიჩე - მან გამოაცხადა აქ, მესინაში რომ ის სროლაში ეჯიბრება კუპიდონს: ბიძაჩემის მასხარამ წაიკითხა გამოწვევა და კუპიდონის მაგიერ მოაწერა ხელი - ბლაგვი ისარი სროლაში გამოიწვია[1]. ერთი ეს მითხარით, რამდენი მოჰკლა და შესჭამა ბენედიქტმა ამ ლაშქრობაში? ესე იგი, რამდენი მოჰკლა? რადგან მე პირობა მივეცი მისი ყოველი ნანადირევი გიახლოთ.

    ლეონატო - ჩემო ძმისწულო, შენ მართლაც ძალიან გადაეკიდე სინიორ ბენედიქტს, მაგრამ ეჭვი არა მაქვს, ის შენ გაგისწორდება.

    შიკრიკი - ამ ომებში, ქალბატონო, მან დიდი სამსახური გაგვიწია.

    ბეატრიჩე - უთუოდ დაობებული სანოვაგე გექნებოდათ და ის მოგეშველებოდათ ჭამაში. მამაცი ჯამილოკიაა. შესანიშნავი მადა აქვს.

    შიკრიკი - არც მეომარია ურიგო, ქალბატონო.

    ბეატრიჩე - კარგი მეომარია ქალთან, მაგრამ ვაჟკაცთან როგორიღაა?

    შიკრიკი - ბატონთან - ბატონია, ვაჟკაცთან ვაჟკაცი, სავსე და სრული ყოველგვარი ღირსეული სათნოებით.

    ბეატრიჩე - ეგ მართალია: ის სავსე და სრული კაცია, მაგრამ რაც შეეხება ამ მეტისმეტ სისავსეს... თუმცა, ჩვენ ყველანი მოკვდავნი ვართ.

    ლეონატო - ცუდად არ გაიგოთ, ბატონო, ჩემი ძმისწულის ნათქვამი: მას სინიორ ბენედიქტთან რაღაც სალაღობო ომი აქვს. ეგენი ერთმანეთს ისე არ შეხვდებიან, სახუმარო პაექრობა არ გამართონ.

    ბეატრიჩე - მაგრამ ვაი, რომ ის ვერაფერს აღწევს. ჩვენი უკანასკნელი შეტაკების დროს მისი გონების ხუთ უნართაგან[2] ოთხი გაექცა და ახლა მთელი კაცი ერთი მათგანის ანაბარადაა. თუ კი მას ეს უნარი იმდენად მაინც შერჩენია, რომ როგორმე თავი გაიტანოს, დაე შერჩეს მისი ცხენისაგან განსასხვავებლად. რადგან ეს არის მთელი მისი ავლადიდება, რაც მას შერჩა იმისათვის, რომ გონიერ არსებად იცნონ. ვინ არის ახლა მისი ამხანაგი? ის ხომ ყოველთვიურად იცვლის ძმადნაფიცებს.

    შიკრიკი - ნუთუ ეგ შესაძლებელია?

    ბეატრიჩე - რატომაც არ არის შესაძლებელი? მას ერთგულება ისე სწამს, როგორც ქუდის ახალი მოდა. იგი ყოველ ახალ გოგრაზე სცვლის თავის რწმენას.

    შიკრიკი - როგორც ჩანს, ქალბატონო, თქვენ მას ცუდი თვალით უყურებთ.

    ბეატრიჩე - ასე რომ არ იყოს, ბრმა ვიქნებოდი. მაინც მითხარით, ვინ არის მისი ამხანაგი? ნუთუ ისეთი თავზე ხელაღებული ახალგაზრდა აღარ აღმოჩნდა, რომელთან ერთად ჯანდაბამდე იაროს?

    შიკრიკი - იგი უფრო კეთილშობილ კლავდიოს მეგობრობს.

    ბეატრიჩე - ოჰ, ღმერთო! სნებასავით შეეყრება კლავდიოს: შავი ჭირივით ეკიდება კაცს და ვისაც შეეყრება, მაშინვე ჭკუას აკარგვინებს. ღმერთო, დაიხსენ კეთილშობილი კლავდიო! თუ ბენედიქტი შეეყარა, ათასი გირვანქაც კი არ ეყოფა სამკურნალოდ.

    შიკრიკი - მიმიღეთ თქვენს მეგობრად, ქალბატონო.

    ბეატრიჩე - კეთილი, ვიყოთ მეგობრები.

    ლეონატო - შენ კი, ჩემო ძმისწულო, არასოდეს შეიშლები ჭკუიდან.

    ბეატრიჩე - იმ დრომდე, ვიდრე იანვარი არ დამაცხუნებს.

    შიკრიკი - დონ პედრო მობრძანდება!

    (შემოდიან დონ პედრო, დონ ხუანი, კლავდიო, ბენედიქტი, ბალთაზარი და სხვები)

    დონ პედრო - კეთილო სინიორ ლეონატო, თვითონვე ცდილობთ საზრუნავი გაიჩინოთ: ამ ქვეყნად ყველა გაურბის ხარჯებს, თქვენ კი, პირიქით, თვითონ დაეძებთ.

    ლეონატო - საზრუნავი არასოდეს შემოსულა ჩემს სახლში თქვენი ბრწყინვალების სახით. როცა საზრუნავი ჰქრება ხოლმე, მყუდროება დგება. მაგრამ როდესაც თქვენ მიბრძანდებით ჩემგან, ბედნიერება გვტოვებს და გარშემო სევდა ისადგურებს.

    დონ პედრო - თქვენ მეტად გულუხვი ბრძანდებით. ეს, ვგონებ, თქვენი ქალია.

    ლეონატო - დედამისს ბევრჯერ უთქვამს ეს ჩემთვის.

    ბენედიქტი - ეჭვი ხომ არ გეპარებოდათ, ამას რომ ეკითხებოდით?

    ლეონატო - არა, სინიორ ბენედიქტ, თქვენ იმ დროს ბალღი იყავით.

    დონ პედრო - ესეც თქვენ, ბენედიქტ, ახლა გასაგებია, რა კაციც დამდგარხარ. ქალი პირწავარდნილი მამაა. იყავით ბედნიერი, ქალბატონო! თქვენ ასე ჰგავხართ პატივცემულ მამათქვენს.

    ბენედიქტი - თუმცა ლეონატო მამამისია, მაინც ეს ქალი მთელი მესინის გულისთვისაც კი არ დათანხმდება, რომ მამამისის თავი ედგას მხრებზე, თუმცა ძალიანაც ჩამოჰგავს მამას.

    ბეატრიჩე - მიკვირს, ამდენს ლაყბობთ, სინიორ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1