Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ზაფხულის ღამის სიზმარი
ზაფხულის ღამის სიზმარი
ზაფხულის ღამის სიზმარი
Ebook138 pages55 minutes

ზაფხულის ღამის სიზმარი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"ზაფხულის ღამის სიზმარი" შექსპირის კომედიაა, რომელიც 1590 და 1596 წლებს შორის დაიწერა. იგი აღწერს ათენის მთავარ თეზეუსისა და იპოლიტას ქორწინებასთან დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებშიც ფერიების მიერ მანიპულირებადი ოთხი ახალგაზრდა ათენელი და ექვსი მოყვარული მსახიობია გახლართული. წარმოადგენს შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პიესას.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 12, 2021
ზაფხულის ღამის სიზმარი

Read more from უილიამ შექსპირი

Related to ზაფხულის ღამის სიზმარი

Related ebooks

Reviews for ზაფხულის ღამის სიზმარი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ზაფხულის ღამის სიზმარი - უილიამ შექსპირი

    უილიამ შექსპირი - ზაფხულის ღამის სიზმარი

    William Shakespeare - A Midsummer Night's Dream

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ ჭელიძეს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედნი პირნი

    მოქმედება პირველი

    მოქმედება მეორე

    მოქმედება მესამე

    მოქმედება მეოთხე

    მოქმედება მეხუთე

    მოქმედნი პირნი

    თეზეუსი - ათენის მთავარი

    ეგეუსი - ჰერმიას მამა

    ლიზანდრი, დემეტრიუსი - ჰერმიას მოტრფიალენი

    ფილოსტრატი - თეზეუსის დღესასწაულის გამგებელი

    კომშა - დურგალი

    კოხტაპრუწა - ხურო

    ფსკერა - ფეიქარი

    სტვირა - მესაბერვლე

    დრუნჩა - თოქმაჩი

    კნაჭა - თერძი

    იპოლიტა - ამორძალების დედოფალი, თეზეუსის საცოლე

    ჰერმია - ეგეუსის ქალი, ლიზანდრის შეყვარებული

    ელენი - დემეტრეს მოტრფიალე

    ობერონი - ფერიების მეფე

    ტიტანია - ფერიების დედოფალი

    პაკი - ანუ საყვარელი ბიჭი რობინი

    მდოგვის მარცვალი

    ფარვანა

    აბლაბუდა

    მუხუდო

    ფერიები, თეზეუსისა და იპოლიტას ამალა

    მოქმედება წარმოებს ათენსა და ათენის განაპირა ტყეში.

    მოქმედება პირველი

    სურათი პირველი. შემოდიან თეზეუსი, იპოლიტა ფილოსტრატი და მხლებლები

    თეზეუსი - ქორწილი, აგერ, კარს მოგვადგა, ჩემო ლამაზო,

    კიდევ ოთხი დღე და დაგვხედავს ახალი მთვარე...

    მაგრამ ეს ძველი რა ზოზინით ილევა, ხედავ!

    წინ ეღობება ჩემს გულისთქმას გაბოროტებით.

    იპოლიტა – ოთხი დღე რაა - ღამეები შთანთქავენ ხელად,

    და ოთხი ღამეც გაილევა სიზმრებში სწრაფად,

    მერე კი მთვარე, მორკალული ვერცხლის მშვილდივით,

    ციდან ღიმილით გადმოხედავს ჩვენს ქორწინებას.

    თეზეუსი - წადი, ფილოსტრატ, ათენელი ყმაწვილკაცობა,

    გამოაფხიზლე, მოალხინე, გაახალისე,

    დაღვრემილობა ქელეხისთვის შემოინახონ -

    ეს ყვიციანი ვაჟბატონი მაყრად არ ვარგა.

    (ფილოსტრატი გადის)

    მე შენ ხომ ხმალით მოგიპოვე; გული გატკინე

    და შენი ტრფობა, იპოლიტა, იმით მოვიგე,

    მაგრამ ქორწილი სულ სხვა ჰანგზე უნდა ავაწყო

    დიდი მოლხენით, ზარზეიმით, მხიარულებით.

    (შემოდიან ეგეუსი, ჰერმია, ლიზანდრი და დემეტრიუსი)

    ეგეუსი - ბედნიერება ნუ მოგშლოდეს, დიდო მთავარო.

    თეზეუსი - გმადლობ, კეთილო ეგეუსო. ახალს რას გვეტყვი?

    ეგეუსი - ლამის სულ თავგზა ამიბნიოს ჩემმა ჰერმიამ,

    აგერ, ამ ჩემმა ქალიშვილმა, და საჩივლელად

    გეახელ სწორედ. დემეტრიუს, აქ მოდი, შვილო.

    ამ კაცს აღვუთქვი მაგის თავი, ბატონო ჩემო,

    შენც მოდი, ლიზანდრ. ამ კაცმა კი, ჩემო მეუფევ,

    რაღაც ჯადოთი მომინუსხა მე ქალიშვილი,

    ჰო, შენ, შენ, ლიზანდრ! შენ არ იყავ - ლექსებს უწერდი,

    ხან შენ უძღვნიდი საჩუქრებს და ხან ეგ გიძღვნიდა;

    მთვარიან ღამეს დადგებოდი მაგის სარკმელთან,

    ხმას დაიტკბობდი და ლაქუცით უმღერდი ხოლმე,

    თითქოს გიყვარდა. საჩუქრებით მოხიბლე ბავშვი,

    სამაჯურიო, ბეჭდებიო, თაიგულები,

    ათასნაირი ხარახურა, უმაქნისობა,

    რაც ახალგაზრდებს აბრუებს და თავგზას უკარგავს.

    ასე მზაკვრობით დაატყვევე მაგისი გული,

    შვილის ერთგული მორჩილება, გაიძვერულად,

    ტლანქ და უხიაგ ჯიუტობად შეაცვლევინე. –

    ჩემო მოწყალე მეუფეო, თუ შენს წინაშეც

    დემეტრიუსის ცოლობაზე უარი ბრძანა,

    მაშინ ათენის ძველ კანონებს გამოვიყენებ -

    შვილი ჩემია, ჩემს ნებაზე უნდა იაროს,

    ან უნდა გაჰყვეს ამ ყმაწვილკაცს ან უნდა მოკვდეს,

    ჩვენი ქალაქის კანონებიც ამას გულისხმობს.

    თეზეუსი - აბა, ჰერმია, შენ რას იტყვი, ტურფა გოგონი?

    კარგად დაფიქრდი; მამა ღმერთად უნდა დასახო,

    მან გაგაჩინა ასე კარგი, ასე ლამაზი,

    შენ მისთვის სანთლის თოჯინა ხარ, მან გამოგძერწა

    და მის ხელთაა შენი ბედი - უნდა დაგტოვებს,

    უნდა - დაგშლის და გაქცევს ისევ არარაობად.

    დემეტრიუსი ღირსეული ყმაწვილი არის.

    ჰერმია - ლიზანდრიც კია ღირსეული.

    თეზეუსი - დიახაც არის,

    მაგრამ მამაშენს რომ არ მოსწონს! სხვა რაღა გზა გაქვს,

    უნდა დასახო უფრო ღირსად მეორე ისევ.

    ჰერმია - ეჰ, ნეტა მამაც ჩემი თვალით ხედავდეს ყველას.

    თეზეუსი - მაგას ისა სჯობს, შენ ხედავდე მამის თვალებით.

    ჰერმია - გთხოვ მომიტევო, მოწყალეო უფალო ჩემო,

    თვითონ არ ვიცი, ასე როგორ გავკადნიერდი,

    სად დამეკარგა მოკრძალება, რომ შენს წინაშე

    ასე თამამად ვესარჩლები გულისთქმას ჩემსას.

    მაგრამ ამას გთხოვ, მოწყალეო, გამაგებინო,

    ყველაზე ცუდი რა მომელის ჩვენი კანონით,

    თუ დემეტრიუსს ცოლობაზე უარი ვუთხარ.

    თეზეუსი - ან უნდა მოკვდე ან არა და მთელს სიცოცხლეში

    შენ მამაკაცის სახსენებელს არ გაეკარო.

    მეტი რა გითხრა, დაეკითხე გულისთქმას შენსას,

    შენს სისხლს მიხედე, შენს გაფურჩქვნილ ყმაწვილქალობას,

    ასწონ-დაწონე ყველაფერი, ტურფა ჰერმია,

    მამის არჩევანს თუ უარყოფ, არ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1