Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი III)
გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი III)
გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი III)
Ebook613 pages11 hours

გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი III)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ისტორიული რომანი, რომელიც დიუმას საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება, მოგვითხრობს ედმონდ დანტესის, ახალგაზრდა და პატიოსანი მეზღვაურის ამბავს, რომლის ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდება, როდესაც ნაპოლეონის მმართველობის უკანასკნელ წლებში მას ცრუ ბრალდებას წაუყენებენ და სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. წლების შემდეგ დანტესი გაქცევას ახერხებს და ახლა უკვე შეუძლია შურისძიების გეგმის განხორციელება, რომელიც საგულდაგულოდ აქვს მოფიქრებული.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 7, 2021
გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი III)

Read more from ალექსანდრე დიუმა

Related to გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი III)

Related ebooks

Reviews for გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი III)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი III) - ალექსანდრე დიუმა

    ალექსანდრე დიუმა - გრაფი მონტე-კრისტო (III)

    Alexandre Dumas - Le Comte de Monte Cristo (III)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის თამარ საჯაიას

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ნაწილი მესამე

    თავი I. სტუმრები

    თავი II. საუზმე

    თავი III. წარდგენა

    თავი IV. ბატონი ბერტუჩო

    თავი V. სახლი ოტეილში

    თავი VI. ვენდეტა

    თავი VII. სისხლის წვიმა

    თავი VIII. განუსაზღვრელი კრედიტი

    თავი IX. აბრაში ცხენები

    თავი X. ფილოსოფია

    თავი XI. ჰაიდე

    თავი XII. მორელების ოჯახი

    თავი XIII. პირამე და თისბე

    თავი XIV. ტოქსიკოლოგია

    თავი XV. რობერტი-სატანა

    თავი XVI. თამაში ბირჟაზე

    თავი XVII. მაიორი კავალკანტი

    თავი XVIII. ანდრეა კავალკანტი

    თავი XIX. იონჯით დათესილი ბოსტანი

    განმარტებები

    ნაწილი მესამე

    თავი I. სტუმრები

    ელდერის ქუჩის იმ სახლში, სადაც ალბერ დე მორსერმა ჯერ კიდევ რომში ყოფნის დროს გრაფ მონტე-კრისტოს პაემანი დაუნიშნა, ოცდაერთ მაისს დილიდანვე სამზადისი იყო, რათა ყმაწვილი კაცის მიერ მოწვეულ სტუმარს ღირსეულად დახვედროდნენ.

    ალბერ დე მორსერი ცხოვრობდა ცალკე ფლიგელში, რომელიც გადიოდა დიდი ეზოს კუთხეში, სამზარეულო-საკუჭნაო-საჯინიბოს პირდაპირ. ფლიგელის ორი ფანჯარა გადაჰყურებდა ქუჩას, სამი - ეზოს, ხოლო ორი დანარჩენი კი - ბაღს.

    ეზოსა და ბაღს შუა აღმართული იყო გრაფ და გრაფინია დე მორსერების ნათელი და ფართო საცხოვრებელი - ნაპოლეონის დროინდელი არქიტექტურის ცუდი გემოვნებით აშენებული შენობა.

    მთელ მამულს, ქუჩის გასწვრივ, გაყოლებული ჰქონდა ქვის კედელი, ალაგ-ალაგ ყვავილის ლარნაკებით შემკული და შუაზე გაჭრილი, ოქროთი მოვარაყებული შუბებიანი კარით, რომელიც სადარბაზო შესასვლელი იყო. მეკარის ბინის გვერდით მდებარე პატარა კარი განკუთვნილი იყო მოსამსახურეებისა და ქვეითად შემსვლელ-გამომსვლელი ბატონებისათვის.

    ალბერის საცხოვრებელი ფლიგელი ისე იყო შერჩეული, რომ იგრძნობოდა ნაზი წინდახედულობა დედისა, რომელსაც არ უნდოდა შვილს დაშორებოდა და ამავე დროს კარგად ესმოდა, რომ ყმაწვილ კაცს ამ ასაკში სრული თავისუფლება ესაჭიროებოდა. მეორე მხრივ ჩანდა გონიერი ეგოიზმი მდიდარი მშობლების უსაქმური და თავისუფალი ცხოვრების მოყვარული ყმაწვილი კაცისა, რომელსაც ამ ცხოვრებას ისე უვარაყებენ, როგორც ჩიტს გალიას.

    ქუჩისპირა ფანჯრებიდან ალბერს შეეძლო დაკვირვება ეწარმოებინა გარე სამყაროზე; ყმაწვილი კაცებისათვის ხომ აუცილებელია, რომ მათ ჰორიზონტზე ყოველთვის ციალებდნენ ლამაზი ქალები, თუნდაც ეს ჰორიზონტი ქუჩა იყოს. ხოლო თუ დაკვირვების საგანი უფრო მეტ შესწავლას მოითხოვდა, ალბერს შეეძლო გასულიყო იმ პატარა ჭიშკრით, რომელიც შეესაბამებოდა მეკარის ბინის გვერდით მოთავსებულ პატარა კარს და რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

    ეს პატარა ჭიშკარი ისე შეუმჩნეველი იყო, იფიქრებდით, ალბათ, შენობის აგების დღიდანვე საბოლოოდ მიუვიწყებიათო. მაგრამ მზრუნველობით გაზეთილი კლიტე და კოჭაკები იმაზე მეტყველებდნენ, რომ მას ხშირად საიდუმლოდ              იყენებდნენ. ეს მალული ჭიშკარი, მეტოქეობას უწევდა ორ დანარჩენ გამოსასვლელს და დასცინოდა მეკარეს, რომლის სიფხიზლეს და უფლებამოსილებას შეუმჩნეველი რჩებოდა, რომ იგი უნაზესი ხმის გაგონებაზე ან სათუთი თითების წინასწარ შეთანხმებულ კაკუნზე იღებოდა, როგორც „ათას ერთი ღამის" მღვიმის ცნობილი კარი, როგორც ალი-ბაბას ჯადოქრული სეზამი.

    ეს კარი გადიოდა ვრცელ და მყუდრო დერეფანში, რომელიც მოსაცდელი ოთახის მაგივრობას სწევდა. ამ დერეფნის მარჯვნივ მოთავსებული იყო ალბერის სასადილო ოთახი ეზოში გამავალი ფანჯრებით, ხოლო მარცხნივ პატარა სასტუმრო ბაღში გამავალი ფანჯრებით. ფანჯრების წინ მარაოსავით გაშლილი ბუჩქები და მცოცავი მცენარეები ამ ორი ოთახის შინაგან ცხოვრებას უხილავს ხდიდნენ მოურიდებელი თვალისაგან, რადგან ეს ოთახები პირველ სართულზე იყო მოთავსებული და შიგ კაცი მხოლოდ ქუჩიდან და ბაღიდან თუ შეიხედავდა.

    მეორე სართულზეც ზუსტად ასეთივე ორი ოთახი იყო და დამატებით კიდევ ერთი, დერეფნის ასწვრივ. აქ მოთავსებული იყო სასტუმრო, საწოლი და ბუდუარი.

    ქვედა სართულის სასტუმრო ოთახი, ალჟირის სავარძლის ფორმისა, თამბაქოს მწეველთათვის იყო განკუთვნილი.

    მეორე სართულის ბუდუარი საწოლ ოთახში გადიოდა და უჩინარი კარით პირდაპირ კიბეს უერთდებოდა. ერთი სიტყვით, როგორც ხედავთ, სიფრთხილისათვის ყოველგვარი ზომები იყო მიღებული.

    მთელი მესამე სართული ეჭირა ფართო ატელიეს - ეს იყო მხატვრის თუ დენდის საკერპე, სადაც ერთმანეთზე ზედიზედ ზვინივით იყო მიყრილი ალბერის ჟინის დასაოკებელი სხვადასხვანაირი საგნები: სანადირო ბუკი, კონტრაბასები, ფლეიტები, მთელი ორკესტრი, რადგან ერთ დროს ალბერი თუ მუსიკისადმი დიდ მიდრეკილებას არ იჩენდა, სურვილი მაინც ჰქონდა შეესწავლა იგი. აქ იყო მოლბერტები, პალიტრები, პასტელის საღებავები, რადგან მუსიკის მოყვარულმა ძალიან მალე თავი მხატვრად წარმოიდგინა. ბოლოს აქ იყო ბლაგვი დანები, კრივის ხელთათმანები, ესპადრონები              და ყოველგვარი სახის ჯოხები. ამ ეპოქის მაღალი საზოგადოების ახალგაზრდობის ტრადიციების მიხედვით, ალბერი უფრო მეტი ახირებით, ვიდრე მუსიკასა და მხატვრობას, ეწაფებოდა სამ ხელოვნებას, რომელიც ამთავრებს თანამედროვე ლომის აღზრდას. ეს სამი ხელოვნება გახლავთ: ფარიკაობა, კრივი და ჯოხებით ჩხუბი. ალბერი ამ სტუდიაში ყოველგვარი ფიზიკური ვარჯიშობისათვის რიგრიგობით ღებულობდა გრიზეს, კუკსას და შარლ ლე-ბუშეს.

    ამ ოთახის დანარჩენ მოწყობილობას შეადგენდა ფრანცისკ პირველის დროინდელი კარადა, სავსე ჩინური ფაიფურით, იაპონური ლარნაკებით, ლუკა დელა რობაიას ქაშანურებით და ბერნარ დე პალისის თეფშებით; ანტიკური სავარძლები, რომელზედაც შეიძლება ოდესღაც ისხდნენ ჰენრიხ IV ან სიული, ლუდოვიკო XIII ან რიშელიე, რადგან მათ შორის ორ სავარძელზე ღერბი იყო ამოჩუქურთმებული ლაჟვარდოვანი მინდორზე ციალი რომ გაჰქონდა სამეფო გვირგვინით დამშვენებულ საფრანგეთის სამ შროშანს, - ყოველივე ეს, უეჭველია ლუვრის სასახლიდან ან, ყოველ შემთხვევაში, სამეფოს ციხე-დარბაზიდან იყო მოტანილი.

    ამ მუქი ფერის, უზადო გემოვნების სავარძლებზე უწესრიგოდ ეყარა თვალისმომჭრელი ფერის მდიდრული ქსოვილები, ირანის მზით შეფერადებულები, ან კალკუტის თუ ჩანდერნაგორის ქალების თითებქვეშ აყვავილებული. რისთვის იდო აქ ეს ქსოვილები, ამას ვერავინ იტყოდა. ისინი თვალს ატკბობდნენ და ელოდნენ დანიშნულებას, რომელიც უცნობი იყო თვით მათი მფლობელისათვის. მანამდე კი თავიანთი ოქროსფერი და აბრეშუმოვანი სხივებით ოთახს ანათებდნენ.

    ყველაზე თვალსაჩინო ადგილას იდგა როლერისა და ბლანშის ნამუშევარი - წითელი ხის როიალი; ის თავისი ზომით ჩვენი „პაწაწინა" სასტუმრო ოთახების შესაფერისი იყო, მაგრამ ისე ჟღერდა, თითქოს მთელი ორკესტრი უკრავსო. ბეთჰოვენის, ვებერის, მოცარტის, ჰაიდნის, გრეტრის და პორპორის შედევრულ ნაწარმოებების შესრულების დროს კი უფრო მეტი მგრძნობიარობა ემატებოდა.

    ყველაფერი: კედლები, კარები, ჭერი შემკული იყო ხმლებით, ხანჯლებით, დანებით, ჯოხებით, ნაჯახებით, - მთელი საჭურველი მოოქრული, მოვერცხლილი და მოზარნაშებული; მინერალების ქვები, ჰერბარიუმები, ჩიტების ფიტულები უმოძრაოდ გაშეშებული ფრთებით და ერთხელ და სამუდამოდ გაღებული ნისკარტით.

    რა თქმა უნდა, ეს ალბერის საყვარელი ოთახი იყო.

    მაგრამ, ამის მიუხედავად, პაემანის დღეს დილის ტანსაცმელში გამოწყობილი ალბერი ქვედა სართულის პატარა ოთახში მოკალათებულიყო. ფართო, რბილი სავარძლის წინ მდგომ მაგიდაზე, ჰოლანდიურ ქაშანურ ქილებში ელაგა სხვადასხვა ხარისხის საუკეთესო თამბაქო: პეტერბურგის ყვითლით დაწყებული, სინაის შავი თუთუნით გათავებული. აქ იყო მერილენდიც, პორტო-რიკოც და ლატაკიც. მათ გვერდით სურნელოვან ყუთებში სიგრძისა და ხარისხის მიხედვით ჩაწყობილი იყო პუროსები, რეგალია, ჰავანა და მანილა. ღია კარადაში მოჩანდა გერმანული ჩიბუხების კოლექცია, მარჯნით დამშვენებული ქარვის მუნდშტუკიანი ჩიბუხის ტარები, ოქროგადაკრული ყალიონები გველივით დახვეული ტარასკონის განიერი ყელით, რომელნიც ელოდნენ მწეველთა ჟინს ან მოწონებას. ალბერი თვითონ იძლეოდა განკარგულებებს ამ სიმეტრიული უწესრიგობის მოსაგვარებლად, რომელსაც თანამედროვე სტუმრები კარგი საუზმის და ერთი ჭიქა ყავის შემდეგ ჭერისაკენ უცნაური სპირალებით ამავალ ბოლში სიამოვნებით შეჰყურებდნენ.

    ათს თხუთმეტი წუთი აკლდა, როდესაც ოთახში კამერდინერი შემოვიდა; თუ მხედველობაში არ მივიღებთ თხუთმეტი წლის ჯონ გრუმს, რომელიც მხოლოდ ინგლისურ ენაზე ლაპარაკობდა, ეს კამერდინერი მორსერის ერთადერთი მსახური იყო. თავისთავად იგულისხმება, რომ ჩვეულებრივ დღეებში მის განკარგულებაში იყო მშობლების მზარეული, ხოლო საზეიმო დღეებში მამის ლაქიაც.

    კამერდინერმა ჟერმენმა, რომელიც თავისი ახალგაზრდა ბატონის სრული ნდობით სარგებლობდა, მაგიდაზე გაზეთების დასტა დააწყო და ალბერს წერილების გროვა გადასცა.

    ალბერმა ამ წერილებს უგულისყუროდ შეხედა, ამოარჩია მოხდენილი ხელით დაწერილი ორი სურნელოვანი კონვერტი, გახსნა ისინი და მთელი ყურადღებით წაიკითხა.

    - როგორ მიიღეთ ეს წერილები? - ჰკითხა მან.

    - ერთი ფოსტით, ხოლო მეორე ქალბატონ დანგლარის კამერდინერმა მოიტანა.

    - გადაეცით ქალბატონ დანგლარს, რომ თანახმა ვარ ლოჟაში ვეწვიო... მოიცათ... შემდეგ გაუარეთ როზას; გადაეცით, რომ ავასრულებ მის თხოვნას და ოპერიდან მასთან შევივლი ვახშმად. თქვენ მას წაუღებთ კიპრის, ხერესის და მალაგის ექვს ბოთლ საუკეთესო ღვინოს და ერთ კასრ ოსტენდეს ხამანწკს. ხამანწკები ბორელს გამოართვით და არ დაგავიწყდეთ უთხრათ, რომ ჩემთვის გინდათ.

    - საუზმე როდის მოგართვათ?- ახლა რომელი საათია?

    - ათს აკლია თხუთმეტი წუთი.

    - ზუსტად თერთმეტის ნახევარზე. დებრეს შეიძლება სამინისტროში ეჩქარებოდეს... ესეც არ იყოს (ალბერმა უბის წიგნაკში ჩაიხედა), მე სწორედ ასე დავუნიშნე გრაფს: ოცდაერთ მაისს თერთმეტის ნახევარზე, და მიუხედავად იმისა, რომ მისი დაპირება დიდად არ მჯერა, ზუსტი მინდა ვიყო. ჰო, მართლა, გრაფინია ხომ არ ამდგარა?

    - თუ ბატონ ვიკონტს ნებავს, წავალ, გავიგებ.

    - კარგი... სთხოვეთ მას ლიქიორებით სავსე ყუთი, ჩემი ნაკლულია. უთხარით, რომ მასთან ვიქნები სამ საათზე და ნებართვაც სთხოვეთ, სტუმარი წარვუდგინო.

    კამერდინერი გავიდა. ალბერი დივანში გადაწვა, გადაშალა გაზეთები, გადახედა თეატრების რეპერტუარს და რაკი ნახა, რომ ოპერა იდგმებოდა და არა ბალეტი, სახე მოეღუშა. განცხადებებში გულმოდგინედ მოძებნა კბილებისათვის ახალი საშუალება, რომელზედაც მას ელაპარაკნენ. შემდეგ კი ერთიმეორის მიყოლებით გადაისროლა პარიზის სამივე, ყველაზე გავრცელებული გაზეთი და ნელი მთქნარებით ჩაიბურტყუნა:

    - გაზეთები დღითი დღე უფრო მოსაწყენი ხდება.

    ამ დროს კარის წინ გაჩერდა მსუბუქი ეტლი. ერთი წუთის შემდეგ ოთახში კამერდინერი შემოვიდა და ბატონ ლუსიენ დებრეს მოსვლა მოახსენა.

    ოთახში შემოვიდა მაღალი, ქერა, ფერმკრთალი ყმაწვილი კაცი. ნაცრისფერი თვალები, წვრილი, მოკუმული ტუჩები ჰქონდა და ისე იყურებოდა, როგორც თავის თავში დაჯერებულმა ადამიანმა იცის. მას ეცვა ოქროსღილებიანი ლურჯი ფრაკი, რომელსაც თეთრი ჰალსტუხი ამშვენებდა. წმინდა აბრეშუმის ზონარზე დაკიდებული ჰქონდა კუს ტყავის მონოკლი, რომელსაც წარბისა და სიგმატური კუნთის წყალობით დროდადრო მარჯვენა თვალზე ათავსებდა. ამ კაცს ნახევრად ოფიციალური იერი ჰქონდა. იგი არც იღიმებოდა და არც ხმას იღებდა.

    - გამარჯობა, ლუსიენ. - უთხრა ალბერმა. - ჩემო ძვირფასო, მაშინებს თქვენი ასეთი მეტისმეტი სიზუსტე: ყველაზე გვიან მოგელოდით, თქვენ ათს რომ თხუთმეტი წუთი აკლია, მაშინ გამოცხადდით, საუზმე კი თერთმეტის ნახევრისთვისაა დანიშნული. ეს უცნაური ამბავია. შემთხვევით თქვენი სამინისტრო კაბინეტი ხომ არ დაეცა.

    - არა, ძვირფასო, - უპასუხა ყმაწვილმა კაცმა და დივანში ჩაჯდა, - დამშვიდებული ბრძანდებოდეთ. ჩვენ ყოველთვის ვქანაობთ და არასოდეს არ ვეცემით; მე უკვე იმ აზრს დავადექი, რომ შეუცვლელები ვართ, თუ არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ნახევარკუნძულის საქმეები საბოლოოდ ამტკიცებს ჩვენს მდგომარეობას.

    - ჰო, მართლა, თქვენ ხომ ესპანეთიდან აძევებთ დონ კარლოსს.

    - არა, ძვირფასო, ნუ ურევთ. ჩვენ მას საფრანგეთის საზღვრების მეორე მხარეს ვაგზავნით და ბურჟში მეფურ მასპინძლობას ვპირდებით.

    - ბურჟში?

    - ეშმაკმა დალახვროს, მას სამდურავი არაფერი აქვს. ბურჟი - კარლოს მეშვიდეს დედაქალაქია. როგორ! ეს თქვენ არ იცოდით? გუშინდელს აქეთ მთელმა პარიზმა იცის, ხოლო გუშინწინ ეს ამბავი ბირჟაშიც ცოდნიათ, რადგან ბატონმა დანგლარმა (მე ვერ გამიგია, როგორ იგებს ის კაცი ახალ ამბებს მაშინვე, როგორც ჩვენ) ფასების აწევაზე ითამაშა და მილიონი მოიგო.

    - თქვენ კი, როგორც ჩანს, ახალი ბაფთა შეგიძენიათ. თქვენს აბზინდზე ცისფერი ზოლია, რომელიც წინათ არ გქონიათ.

    - დიახ, მე გამომიგზავნეს კარლოს მესამის ვარსკვლავი, - თქვა დებრემ დაუდევრად.

    - თავს ისე ნუ მაჩვენებთ, თითქოს გულგრილად შეხვდით მაგ ამბებს, გამოტყდით, რომ გსიამოვნებთ მისი მიღება.

    - კაცმა რომ თქვას, მართალი ხართ, დიახ, მსიამოვნებს, როგორც ტუალეტის დამატება. ვარსკვლავი მეტისმეტად უხდება ღილებზე შეკრულ ფრაკს, ეს ძალიან მომხიბვლელია.

    - და ემსგავსები პრინც უელსელს ან ჰერცოგ რეიხშტადელს, - უთხრა ღიმილით მორსერმა.

    - აი, რატომ მოვედი ასე დილაადრიანად, ჩემო ძვირფასო.

    - ესე იგი იმიტომ, რომ კარლოს მესამის ვარსკვლავი მიიღეთ და გინდოდათ ჩემთვის გეცნობებინათ ეს სასიამოვნო ამბავი?

    - არა, ამიტომ არა. წუხელ მთელი ღამე წერილების დაგზავნაში გავატარე: ოცდახუთი დიპლომატიური დეპეშა შევადგინე. სახლში გათენებისას დავბრუნდი, მინდოდა დამეძინა, მაგრამ თავი ამტკივდა; ამიტომ გადავწყვიტე ერთი საათი ცხენით მესეირნა. ბულონის ტყეში მომწყინდა და შიმშილი ვიგრძენი. ეს ორი მტრული გრძნობა, რომლებიც ერთად იშვიათად არიან, ამ დილით ჩემს წინააღმდეგ ამხედრდა და შექმნა რაღაც კარლისტ-რესპუბლიკელთა კავშირის მსგავსი; მაშინ გამახსენდა, რომ ამ დილით თქვენთან ვქეიფობდით და აი, მეც აქ ვარ; მშია, დამანაყრეთ, მოწყენილი ვარ, გამართეთ.

    - ეგ ჩემი მოვალეობაა, როგორც მასპინძლისა, - უთხრა ალბერმა და კამერდინერს დაურეკა. ამასობაში კი ლუსიენი თავისი ფირუზებით მოჭედილი ოქროს ბუნიკიანი ჯოხით ჰაერში ისროდა გადაშლილ გაზეთებს. - ჟერმონ, მოგვიტანეთ ერთი ბოთლი ღვინო და ბისკვიტი. მანამდე კი, ჩემო ძვირფასო ლუსიენ, აი სიგარები, რასაკვირველია, კონტრაბანდისტული. გირჩევთ გასინჯოთ და თხოვოთ თქვენს მინისტრს, რომ კაკლის ხეების ფოთლების ნაცვლად, კეთილი მოქალაქეები მისი წყალობით რომ სწევენ, ჩვენც ასეთი სიგარები              მოგვყიდოს.

    - ეშმაკმა დალახვროს, არც მთლად ასეა საქმე. როგორც კი თქვენ ამ სიგარებს მთავრობიდან მიიღებთ, მაშინვე საზიზღრად მოგეჩვენებათ. ესეც არ იყოს, ეს ეხება არა საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ ფინანსთა სამინისტროს. მიმართეთ ბატონ იუმანს, არაპირდაპირი გადასახადების დეპარტამენტში, დერეფანი ა 26.

    - სიმართლე უნდა ითქვას, მანცვიფრებთ თქვენი საქმეში ჩახედულობით. მაგრამ რაღას უცდით, აიღეთ სიგარა! - უთხრა ალბერმა.

    ლუსიენმა მოვარაყებულ შანდალში ჩადგმულ ვარდისფერ სანთელზე მანილს მოუკიდა და სავარძელში გადაწვა.

    - ჩემო ძვირფასო ვიკონტ, - უთხრა მან ალბერს, - ვერ გრძნობთ რაოდენ ბედნიერი ხართ, რომ არაფერი გაქვთ გასაკეთებელი.

    - თქვენ რაღას გააკეთებდით, ჩემო ძვირფასო სამეფოს დამაწყნარებელო, არაფერი რომ არ გქონდეთ გასაკეთებელი? - უპასუხა ალბერმა ოდნავი ირონიით.

    - როგორ! თქვენ ხართ მინისტრის პირადი მდივანი, ერთდროულად გარეული დიდი ევროპის პოლიტიკის ყოველგვარ გაიძვერობაში და პარიზის უწვრილმანეს ინტრიგებში, თქვენ იცავთ მეფეებს, და რაც უფრო სასიამოვნოა, დედოფლებსაც, აფუძნებთ პარტიებს, ხელმძღვანელობთ არჩევნებს, კალმისა და ტელეგრაფის საშუალებით თქვენს კაბინეტში აღწევთ უფრო მეტს, ვიდრე ნაპოლეონი ბრძოლის ველზე აღწევდა თავისი ხმლითა და გამარჯვებებით. ხელფასს გარდა წლიურ შემოსავალში გაქვთ ოცდახუთი ათასი ლივრი, გყავთ ცხენი, რომელშიც შატო-რენემ ოთხასი ლუიდორი შემოგთავაზათ და მაინც არ დაუთმეთ. თქვენ გემსახურებათ თერძი, რომელიც არც ერთ შარვალს არ გიფუჭებთ, თქვენს განკარგულებაშია ოპერა, ჟოკეი-კლუბი და თეატრი ვარიეტე. და ყოველივე ამაში, ნუთუ გასართობი ვერაფერი ნახეთ? კარგი, რახან ასეა, მაშ მე გაგართობთ.

    - ეგ როგორ?

    - ახალი ნაცნობობით.

    - მამაკაცია თუ ქალი?

    - მამაკაცი.

    - მე მამაკაცებს ისედაც ბევრს ვიცნობ.

    - მაგრამ ისეთს, რომელზედაც გელაპარაკებით, არ იცნობთ.

    - საიდანაა? ქვეყნის დასალიერიდან?

    - შესაძლებელია, უფრო შორიდან.

    - ეშმაკმა დალახვროს! იმედი მაქვს, რომ მას არ მოაქვს თქვენი საუზმე.

    - არა, დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, საუზმე აქ დედაჩემის სამზარეულოში მზადდება. მაშ, თქვენ ძალიან გშიებიათ?

    - დიახ, უნდა გამოგიტყდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმა დამამცირებელია, გუშინ ბატონ ვილფორთან ვისადილე, თქვენც შეგინიშნავთ ალბათ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რომ სასამართლოს მსახურებს ძალიან ცუდი საჭმელები აქვთ. კაცი იფიქრებს, სინდისის ქენჯნა აწუხებთო.

    - ეშმაკმა დალახვროს, აგინეთ სხვისი სადილები; ერთი ეს მითხარით, თქვენს მინისტრებს როგორი საჭმელები აქვთ?

    - ყოველ შემთხვევაში, ჩვენ წესიერ ხალხს არ ვვპატიჟებთ ხოლმე. და მერწმუნეთ, ზოგჯერ იძულებული რომ არ ვხდებოდეთ მაგიდაზე მოვიწვიოთ კეთილმოაზროვნე და ჩვენი ხმის მომცემი პლებეები, მაშინ ერთი უბედურება იქნებოდა ჩვენი შინ სადილობა.

    - რაკი ასეა, ჩემო კარგო, დალიე კიდევ ერთი ჭიქა ხერესის ღვინო და ბისკვიტი დააყოლე.

    - სიამოვნებით, თქვენი ესპანური ღვინო მშვენიერია; როგორც ხედავთ, ჩვენ სავსებით მართალნი ვიყავით, როცა ამ ქვეყანას ვაწყნარებდით.

    - კარგი, მაგრამ დონ კარლოსი?

    - დონ კარლოსი ბორდოს ღვინოს დალევს, ხოლო ათი წლის შემდეგ მის ვაჟიშვილს პატარა დედოფალზე დავწერთ ჯვარს.

    - სამაგიეროდ თქვენ მიიღებთ ოქროს ვერძს, თუ ისევ სამინისტროში დარჩით.

    - როგორც ვხედავ, ალბერ, თქვენ გინდათ ამ დილით ფუჭი ლაპარაკით გამაძღოთ.

    - რას იზამთ, დაგეთანხმებით, ეს ყველაზე მეტად ართობს კუჭს, მაგრამ მოიცათ, ბოშანის ხმა მესმის. თქვენ მასთან იკამათეთ და დამშვიდდებით.

    - რაზე უნდა ვიკამათო?

    - იმაზე, რასაც გაზეთებში სწერენ.

    - მერე და მე ხომ გაზეთებს არ ვკითხულობ! - ზიზღით წარმოთქვა ლუსიენმა.

    - მაშ, კამათისათვის უფრო მეტი საფუძველი გაქვთ.

    - ბატონი ბოშანი! - მოახსენა კამერდინერმა.

    - მობრძანდით, მობრძანდით, ბასრო კალამო! - თქვა ალბერმა, წამოდგა და ყმაწვილ კაცს მიეგება. - აგერ, დებრეც, რომელიც ვერ გიტანთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს სტატიებს არ კითხულობს. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს.

    - ის სავსებით მართალია, - უპასუხა ბოშანმა, - მეც ასევე ვარ განწყობილი მის მიმართ. ვაკრიტიკებ ისე, რომ არც კი ვიცი მისი საქმიანობა. გამარჯობათ, კომანდორო.

    - აა, თქვენ ეს უკვე იცით? - უპასუხა ღიმილით მინისტრის პირადმა მდივანმა და ჟურნალისტს ხელი ჩამოართვა.

    - ღმერთო ჩემო, აბა რა!

    - მერე რას ლაპარაკობენ ამაზე საზოგადოებაში?

    - რომელ საზოგადოებაში? ქრისტეს დაბადებიდან 1838 წლამდე ბევრი ჩამოითვლება.

    - კრიტიკოს-პოლიტიკოსების საზოგადოებაში, სადაც თქვენ ერთ-ერთი ლომთაგანი ხართ.

    - ამბობენ, ეს სავსებით სამართლიანიაო, და რომ თქვენ საკმაოდ თესავთ წითელს, რათა ცოტაოდენი ლურჯი ამოვიდეს.

    - ჰო, ჰო, ცუდად არ არის ნათქვამი, - უთხრა ლუსიენმა, - რატომ ჩვენს მხარეზე არა ხარ, ძვირფასო ბოშან? თქვენი ჭკუის პატრონი სამ-ოთხ წელიწადში კარიერას გაიკეთებდით.

    - იმისათვის, რომ თქვენ რჩევას დავუჯერო, მხოლოდ ერთ რამეს ვუცდი, სამინისტროს, რომელიც შეძლებდა ექვს თვეს გაეძლო. ახლა ერთი სიტყვა, ძვირფასო ალბერ, მით უმეტეს, რომ საწყალ ლუსიენსაც უნდა მივცე სულის მოთქმის საშუალება. ჩვენ ვსაუზმობთ თუ ვსადილობთ? უნდა გითხრათ, რომ პალატაში მეჩქარება. მაშ, როგორც ხედავთ, ჩვენს ხელობაში მარტო ია-ვარდები არ არის.

    - ვისაუზმებთ, მხოლოდ ორ პიროვნებას ველოდებით და როგორც კი მოვლენ, მაშინვე მაგიდას შემოვუსხდებით.

    - ვინ არიან ისინი? - ჰკითხა ბოშანმა.

    - ერთი არისტოკრატია, მეორე დიპლომატი. - უპასუხა ალბერმა.

    - მაშ, არისტოკრატს ორი საათი უნდა დავუცადოთ, დიპლომატს კიდევ უფრო მეტი. არა, წავალ და პალატაში ვისაუზმებ, თქვენ კი ტკბილეულზე მოგისწრებთ. შემინახეთ მარწყვი, ყავა და სიგარები.

    - თავი გაანებე ასეთ ლაპარაკს, ბოშან, თუნდა არისტოკრატი მონტომრენსი იყოს, თუნდა დიპლომატი მეტერნიხი, ჩვენ, სულ ერთია, მაგიდას თერთმეტის ნახევარზე შემოვუსხდებით. მანამდე კი დებრეს მაგალითს მიბაძეთ. გასინჯეთ ჩემი ხერესის ღვინო და ბისკვიტი დააყოლეთ.

    - კარგი, ვრჩები, ამ დილით ჩემთვის აუცილებელია გართობა.

    - დებრეც სწორედ თქვენსავით არის განწყობილი. მე კი მგონია, როცა მინისტრი მოწყენილია, ოპოზიცია მხიარულ გუნებაზე უნდა იყოს.

    - დიახ, მაგრამ თქვენ არ იცით რა მემუქრება. დღეს დილით დეპუტატთა პალატაში ბატონ დანგლარის სიტყვა უნდა მოვისმინო, ხოლო საღამოს მის ცოლთან - საფრანგეთის პერის ტრაგედია. ეშმაკსაც წაუღია ეს კონსტიტუციური წყობილება: თუკი არჩევის უფლება გვაქვს, მაშ როგორღა ავირჩიეთ დანგლარი.

    - მესმის, თქვენ გსურთ გამხიარულდეთ.

    - დანგლარის სიტყვაზე ცუდს ნურაფერს მეტყვით, - თქვა დებრემ, - ისიც ხომ თქვენ გაძლევთ ხმას, ესე იგი ოპოზიციაშია.

    - აი, უბედურებაც მაგაშია! მე ველოდები, როდის გაუშვებთ მას ლუქსემბურგის სასახლეში სალაყბოდ, აი მაშინ კი ვიცინებ გულიანად.

    - ჩემო ძვირფასო, - მიუბრუნდა ალბერი ბოშანს, - როგორ ეტყობა, რომ ესპანეთში საქმეები მოუწესრიგებელია, დღეს თქვენ ძალიან იკბინებით. გაიხსენეთ, რას ლაპარაკობენ პარიზის საზოგადოებაში ჩემს ქორწინებაზე მადმუაზელ ეჟენი დანგლართან. სინდისის ქვეშ რომ ითქვას, ხომ არ შემიძლია უფლება მოგცეთ ცუდი თქვათ ისეთი ადამიანის მჭევრმეტყველებაზე, რომელიც ერთ დღეს მეტყვის: „ბატონო ვიკონტო, თქვენ იცით, რომ ჩემს ქალიშვილს ორ მილიონს ვაძლევ მზითევში".

    - ეგ ქორწინება არასოდეს მოხდება. მეფემ იგი ბარონი გახადა, შეუძლია პერამდე აიყვანოს, მაგრამ მისგან არისტოკრატს ვერასოდეს გამოიყვანს. გრაფ დე მორსერი კი მეტად დიდი არისტოკრატია, რომ რაღაც საწყალი ორი მილიონის გულისათვის მეზალიანსზე[1] დათანხმდეს. ვიკონტ დე მორსერს შეუძლია ითხოვოს მხოლოდ მარკიზა.

    - ორი მილიონი! ყოველ შემთხვევაში, ეს კარგი საქმეა. - თქვა მორსერმა.

    - ეს არის რომელიმე ბულვარის თეატრის ან ბოტანიკური ბაღისა და რაპეს შორის არსებული სარკინიგზო ხაზის სააქციო კაპიტალი.

    - ყურს ნუ უგდებთ, მორსერ, ილაპარაკოს, - უთხრა ზანტად დებრემ. - იქორწინეთ. თქვენ ხომ ფულით სავსე ტომარას თხოულობთ? ასეა ხომ? მაშ განა თქვენთვის სულ ერთი არ არის მასზე ერთი ღერბით ნაკლები იქნება თუ ერთი ნულით მეტი. თქვენს ღერბზე შვიდი მერლეტი გაქვთ, სამს მეუღლეს მისცემთ და ოთხი კიდევ დაგრჩებათ. ეს ერთით მაინც მეტია, ვიდრე ჰერცოგ გიზის ღერბი, ის კი კინაღამ საფრანგეთის მეფე გახდა, ხოლო მისი ბიძაშვილი გერმანიის იმპერატორი იყო.

    - კაცმა რომ თქვას, ლუსიენ, მგონი მართალი ხართ. - უთხრა გულისყურგაბნეულმა ალბერმა.

    - რასაკვირველია! ესეც არ იყოს, ყველა მილიონერი დიდგვაროვანია, როგორც ბუში.

    - ჩუმად! ასე ნუ ლაპარაკობთ, - უთხრა მას სიცილით ბოშანმა. - თორემ აგერ შატო-რენოს ხომ ხედავთ, იგი თავისი წინაპრის რენე დე მონტობანის ხმლით განგგმირავთ, რათა ამ პარადოქსული მანიიდან განგკურნოთ.

    - ამით ის დასცემს თავის ღირსებას, - უპასუხა ლუსიენმა, - რადგან მე ძალიან დაბალი წარმოშობისა ვარ.

    - ოჰო! - შეჰყვირა ბოშანმა, - აი სამინისტრომ ბერანჟეს მოტივებზე დაიწყო სიმღერა, - ღმერთო ჩემო, სადამდე მივდივართ!

    - ბატონი დე შატო-რენო! ბატონი მაქსიმილიან მორელი! - მოახსენა კამერდინერმა.

    - მაშ ყველანი შევიკრიბეთ! - წამოიძახა ბოშანმა, - და საუზმეც შეგვიძლია დავიწყოთ. ალბერ, თუ არ ვცდები, თქვენ მხოლოდ ორ პიროვნებას ელოდით.

    - მორელი! - ჩაიჩურჩულა გაკვირვებულმა ალბერმა, - მორელი! ვინ არის ეს მორელი?

    მაგრამ წინადადება არც კი ჰქონდა დამთავრებული, რომ მას მკლავი დაუჭირა შატო-რენომ, ოცდაათი წლის ლამაზმა ყმაწვილმა კაცმა, თავიდან ფეხებამდე არისტოკრატმა ანუ გიშის გარეგნობის და მარტემარის ჭკუის მქონემ.

    - ნება მიბოძეთ, ჩემო ძვირფასო, - უთხრა მან ალბერს, - წარმოგიდგინოთ სპაჰის[2] კაპიტანი მაქსიმილიან მორელი, ჩემი მეგობარი და მხსნელი. ერთი სიტყვით, ასეთ კაცს რეკომენდაცია არ სჭირდება, მიესალმე ჩემს გმირს, ვიკონტ.

    შატო-რენო განზე გადგა და ადგილი დაუთმო მაღალსა და წარმოსადეგ, ფართოშუბლიან გამგმირავთვალებიან და შავულვაშებიან ყმაწვილ კაცს. ეს ყმაწვილი კაცი ჩვენს მკითხველებს მარსელში ისეთ დრამატულ ვითარებაში ჰყავთ ნანახი, რომ არ შეიძლება დავიწყებული ჰყავდეთ. მას გულმკერდს უმშვენებდა ტანზე კოხტად მორგებული ნახევრად ფრანგული და ნახევრად აღმოსავლური მდიდრული მუნდირი, რომელზედაც ამოქარგული იყო საპატიო ლეგიონის ჯვარი. ახალგაზრდა ოფიცერი მოხდენილი თავაზიანობით დაიხარა. მას კოხტა მიხვრა-მოხვრა ჰქონდა, რადგან წარმოსადეგი იყო.

    - ბატონო ჩემო, - უთხრა მას ალბერმა გულთბილი თავაზიანობით, - ბარონმა შატო-რენომ წინასწარ იცოდა, რომ მასიამოვნებდა თქვენი გაცნობით. თქვენ მისი მეგობარი ყოფილხართ, მაშ ჩვენი მეგობარიც გახდებით.

    - ძალიან კარგი, - გამოეპასუხა შატო-რენო, - ინატრეთ, ჩემო ძვირფასო ვიკონტ, გასაჭირში მან თქვენთვისაც იგივე გააკეთოს, რაც ჩემთვის ჩაიდინა.

    - კი მაგრამ, რა გააკეთა ასეთი? - ჰკითხა ალბერმა.

    - ღმერთო ჩემო, ეს სალაპარაკოდაც არ ღირს. - თქვა მორელმა.

    - როგორ! სალაპარაკოდაც არ ღირს? - წამოიძახა შატო-რენომ, - განა სიცოცხლე იმად

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1