Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

კაენი
კაენი
კაენი
Ebook192 pages1 hour

კაენი

Rating: 4.5 out of 5 stars

4.5/5

()

Read preview

About this ebook

"კაენი" არის ლორდ ბაირონის პოეტური თხზულება, რომელიც კაენისა და აბელის ისტორიის დრამატიზებულ ვერსიას წარმოადგენს, დანახულს კაენის თვალით. გამოქვეყნებულია 1821 წელს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 4, 2021
კაენი

Related to კაენი

Related ebooks

Related categories

Reviews for კაენი

Rating: 4.5 out of 5 stars
4.5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    კაენი - ლორდი ბაირონი

    ბაირონი - კაენი

    Lord Byron - Cain

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის კონსტანტინე ჭიჭინაძეს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მომქმედი პირნი

    პირველი მოქმედება

    მეორე მოქმედება

    მესამე მოქმედება

    მომქმედი პირნი:

    ადამი

    კაენი 

    აბელი

    სულები

    ანგელოზი

    ლიუციფერი

    ქალები

    ევა

    ადა

    ზილლა

    პირველი მოქმედება

    სცენა პირველი

    მოქმედება სწარმოებს მიწაზე ედემის ახლო, დრო - მზის ამოსვლა

    ადამი, ევა, კაენი, ადა და ზილლა. ყველა ლოცვას ასრულებს კაენის გარდა. 

    ადამი

    დაუსაბამო! ყოვლად ბრძენო! დიადო ღმერთო!

    ვინაც სინათლით გააშუქე უფსკრულის თავზე

    გადაფენილი შავი ღამე - ო, იეღოვა!

    უკუმოქცეულ მზესთან ერთად დიდება შენდა! 

    ევა

    ო, იეღოვა! ვინც ღაღად ჰყავ სახელი დღისა.

    ვინაც ზვირთს ზვირთი განაშორე, ღამისგან დილა

    განაცალკევე და საკუთარ ქმნილების ნაწილს

    შემდეგ ხმელეთი, ვინც უწოდე - დიდება შენდა! 

    აბელი

    ო, იეღოვა! სტიქიონებს ვინაც უბრძანე, რომ

    ყოფილიყვნენ წყალი, ცეცხლი, ჰაერი, მიწა,

    დღე და ღამესთან, შიგ გახვეულ ქვეყნებთან ერთად,

    ვინც სულდგმულები გააჩინე, რომლებსაც ძალუძთ

    მათი და შენი სიყვარული - დიდება შენდა! 

    ადა

    ო, იეღოვა! მამაო და უფალო არსთა,

    ვინაც ჩაუდგი ამ ლმობიერ ცხოველებს სული

    ყველაზე უფრო მშვენიერებს და, შენს გარეშე,

    ყველაზე უფრო საყვარელებს, ნება მომეცი.

    ზილლა

    ღმერთო, რომელიც ყოველივეს აკურთხებ მაღლით!

    შენ, ყველაფერის მოყვარულმა, დართევი ნება,

    რომ თვით გველიც კი დაცოცავდეს მიწაზე, ხოლო

    მამა ჩემი კი სამუდამოდ მოწყვიტე ედემს,

    სხვა ბოროტება აგვაშორე - დიდება შენდა!

    ადამი

    შენ რისთვის სდუმხარ, შვილო ჩემო პირველო, კაენ? 

    კაენი

    მე რა უნდა ვსთქვა? 

    ადამი

    შენც ილოცე.

    კაენი 

    თქვენ ხომ ილოცეთ? 

    ადამი

    ჰო, ჩვენ ვილოცეთ გულმხურვალედ.

    კაენი 

    და მაღალის ხმით - მე გავიგონე.

    ადამი

    მაქვს იმედი, აგრეთვე ღმერთმაც. 

    აბელი

    ამინ.

    ადამი

    მაგრამ შენ, შვილო ჩემო პირველო, სდუმხარ. 

    კაენი

    მე კიდეც ასე უნდა ვსდუმდე. 

    ადამი

    მითხარი რისთვის? 

    კაენი

    მე როდი ვიცი სათხოვარი რა უნდა მქონდეს. 

    ადამი

    და ან მადლობა რისთვის უნდა შესწირო? 

    კაენი 

    დიახ. 

    ადამი

    მაგრამ შენ სცოცხლობ. 

    კაენი 

    მე მოვკვდები. 

    ევა

    აჰა - ვაიმე!

    უკვე დამწიფდა აკრძალული ნაყოფი ხისა

    და ძირს ვარდება. 

    ადამი

    და ჩვენ უნდა ვიგემოთ იგი

    განმეორებით, ო, უფალო, რისთვის დარგევი

    შენ ხე ცოდნისა! 

    კაენი 

    ხე ცხოვრების იქვე ჰყვაოდა

    და რად არ უნდა გეჭამათ თქვენ ნაყოფი მისი?

    მაშინ ხომ პირქვე ღვთის წინაშე არ ემხობოდით. 

    ადამი

    ნუ სცოდავ უფალს, შვილო ჩემო! ეს სიტყვებია

    გველის, რომელმაც ჩვენ გვაცდუნა. 

    კაენი 

    თქვენ გამცნოთ გველმა

    ჭეშმარიტება; იგი იყო ხე ცხოვრებისა.

    ეს ცოდნის ხეა; ცხოვრება ხომ არის სიკეთე,

    ცოდნაც უთუოდ სიკეთეა; ნუ თუ ორივე

    არიან ერთად ბოროტება. 

    ევა 

    შენ ლაპარაკობ

    სულ იმნაირად, შვილო ჩემო, ვით დაცემის ჟამს

    მე - მაშინ, როცა შენი თავი არ მყავდა კიდევ

    ნუ დამანახოს ჩემი ცოდვა განახლებული

    მე შენში ღმერთმა. დავიტირე ცრემლებით იგი

    და ნუ თუ ვნახავ აქ, ედემის ზღუდეთა გარეთ,

    მე ჩემს პირმშო შვილს გამოხვეულს იმავე ქსელში,

    რომელმაც მისი უბედური მშობლები ედემს

    ჩამოაშორა? შეურიგდი იმას, რაც არის. 

    ო, რომ გვეკმაროს ჩვენ მხოლოდ ის, რაც არსებობდა,

    შენც გექნებოდა, შვილო ჩემო, მშვიდობა სულის! 

    ადამი

    ლოცვა გათავდა, და ეხლა კი მივხედოთ ყველამ -

    თავის საკუთარ სამუშაოს; ჩვენი საშრომი

    არის მსუბუქი და საჭირო აუცილებლად:

    მიწა ნორჩია მეტისმეტად და სიყვარულით

    გვაწვდის ნაყოფებს. 

    ევა 

    ჩემო კაენ, შეხედე მამას -

    გული მისი მაგარია და მხიარული. 

    შენაც ისეთი უნდა იყო. 

    (ადამი და ევა გადიან)

    ზილლა

    ან თუ არა გსურს? 

    აბელი

    რა საჭიროა ასე მძიმედ წარბების შეკვრა?

    ეს შენ სიკეთეს არ მოგიტანს, არამედ იგი

    მაღალი ღმერთის განრისხებას დაგატეხს თავზე. 

    ადა

    ძვირფასო კაენ, ჩემზე მაინც რამ გაგაჯავრა? 

    კაენი

    ო, არა, ადა! სჯობს მცირე ხნით დამტოვოთ მარტო.

    მე ვწუხვარ, აბელ, მაგრამ სევდა გაივლის ალბად:

    წადი ეხლავე და მეც, ძმაო, არ დავაყოვნებ.

    თქვენც გაეშურეთ, ჩემო დებო: მე მეშინია

    თქვენი სინაზე საკადრისად ვერ დავაფასო,

    და მეც სულ მალე იქ გავჩნდები.

    ადა

    თუ არ მოხველი,

    მე ისევ უკან დავბრუნდები შენს წასაყვანად.

    (აბელი, ზილლა და ადა მიდიან)

    კაენი (მარტო)

    რა სიცოცხლეა ეს სიცოცხლე? იშრომე! მაგრამ

    შრომა სასჯელად რისთვის მერგო? ნუ თუ იმიტომ,

    ჩემმა მშობელმა სამოთხე რომ ვერ შეირჩინა?

    ნუ თუ მე ვარ აქ დამნაშავე? - არ გავჩენილვარ

    ჩემი სურვილით; დაბადება არ მიძებნია:

    მე როდი მიყვარს ამნაირი მდგომარეობა,

    რომელსაც ეხლა დაბადების შემდეგ განვიცდი.

    რისთვის დაუთმო მან ქალსა და გველის ცდუნებას? 

    და, თუ დაუთმო, რა არის აქ წამების ღირსი?

    სად არის მასში ბოროტება? ის ხეხილი ხომ

    დარგული იყო და იგი მას რად აუკრძალეს?

    ხოლო თუ იყო აკრძალული, შუა ედემში

    ყველაზე

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1