Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

აგამემნონი
აგამემნონი
აგამემნონი
Ebook113 pages1 hour

აგამემნონი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ტრილოგიის პირველი პიესა აღწერს მოვლენებს, რომლებიც ტროას ომიდან აგამემნონის დაბრუნებას მოჰყვება, კერძოდ კი მისი კონკუბინა კასანდრასა და ათავად მეფის მკვლელობას კლიტემნესტრას მიერ. პიესა აგამემნონის ვაჟის, ორესტეს დაბრუნების წინასწარმეტყველებით სრულდება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 16, 2021
აგამემნონი

Read more from ესქილე

Related to აგამემნონი

Related ebooks

Reviews for აგამემნონი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    აგამემნონი - ესქილე

    ესქილე - აგამემნონი

    Αἰσχύλος - Ἀγαμέμνων

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის გიგლა სარიშვილს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    აგამემნონი

    მოქმედი პირნი:

    გუშაგი

    არგოსელ მოხუცთა ქორო

    კლიტემნესტრა

    მაცნე

    აგამემნონი

    კასანდრა

    ეგისთოსი

    პროლოგი

    არგოსის სამეფო სასახლე. სასახლის სახურავზე წამოწოლილია გუშაგი.

    გუშაგი.

    ღმერთებსა ვვედრი, ტანჯვას ჩემსას დასდონ სამანი.

    უკვე გასრულდა წელიწადი, რაც დარაჯად ვარ

    ატრიდთა სახლის სახურავზე ძაღლური ყოფით.

    ვთვალე ვარსკვლავნი ღამისანი ზეაღსახედნი

    ზოგი რომ ზამთარს, ზოგიც ზაფხულს უგზავნის მოკვდავთ

    მარად ელვარე ეთერის ძალით,

    რაჟამსაც შთავლენ და უკუნვე აღმოხდებიან.

    ახლა მე ველი ჩირაღდნის ნიშანს,

    ალს მოლაპლაპეს, რაც გვაუწყებს ტროის დაცემის

    მღელვარე ამბავს, ასეთია რწმენა იმ ქალის,

    ვინც დიაცია, მაგრამ სულით მამრთაგანია.

    ცვარი ასველებს საწოლს ჩემსას, ზედ თვლემს სიზმრები,

    თუმც რა სიზმრები, შიშია იგი,

    ძილის ჟამს უხმოდ ჩემს თვალებში შემოპარული.

    ხან მინდა სტვენა წამოვიწყო, ხანაც სიმღერა,

    რომ ყრუ ზუზუნით მოვცელო ძილი.

    ბოლოს კი ვტირი, ვტირი სახლზე, სადაც არავინ

    აღარ მშთენია მოკეთე და ჭირისუფალი.

    ნეტავი მალე ღამეული შემეხსნას ტვირთი

    და კეთილ მაცნედ ამოფრინდეს ალი წყვდიადში.

    (შორეთში იფეთქებს ალი)

    დიდება შენდა, ღამის ნათელო, მაუწყებელო ორიონისა!

    შენით დაჭლიკავს არგოსს ფერხული, დიდება შენდა!

    ეჰე-ჰე-ჰეი!

    უნდა ვაცნობო ეს ამბავი დაუყოვნებლივ

    აგამემნონის ცოლს, წამოდგეს სარეცელიდან,

    ვაშას ძახილით მიეგებოს ღამეულ პატრუქს.

    უკვე დაეცა ილიონის ციხე-ქალაქი,

    როგორც გვაუწყა კოცონმა ბნელში.

    თავად პირველი დავუვლი ფერხულს.

    ხელმწიფის ბედზე გამართული კოჭის თამაში

    მე გავასრულე სამჯერ ექვსით - კეთილი რიცხვით.

    ხელბედნიერი ნეტავ ხელზე შემეხებოდეს

    ხელმწიფე იგი, სამშობლოში მობრუნებული.

    სხვა ამბებზე კი უნდა ვდუმდე. ვეება ხარი

    ტლანქი ჩლიქებით შემდგომია ენაზე მქისედ.

    სახლის კედლებიც იყვირებდა, ენა რომ მისცა.

    მე ამ ამბებზე ლაპარაკი შემეძლო მასთან

    ვინც უკვე უწყის ყოველივე, ვინც არა უწყის,

    ვერ გავანდობდი ამა საქმეთ ვერასდიდებით.

    (გუშაგი გადის. ორქესტრაზე გამოჩნდება მოხუც არგოსელთა ქორო)

    პაროდოსი - ქოროს უხუცესი.

    ათი წელია, რაც წყვილი მტრები პრიამორისა -

    მენელაოსი და ხელმწიფე

    აგამემნონი -

    ზევსის განგებით ორტახტოვან, ორსკიპტროსან

    ატრიდთა ჯუფი

    აქაველთა უშქარი ლაშქრით და ხომალდებით

    ჩვენი მიწიდან გარდაიხვეწა,

    ჩაება ომში.

    და ხმობდნენ არესს.

    ასე ძერები ხმობენ

    გულწყლულად ბარტყებს ბუდიდან ჩამოცვენილებს.

    ზერე დაჰფრენენ და გამწარებით

    ფრთათა ნიჩბებს ურტყამენ ჰაერს.

    დაფართხალებენ მწუხარებით

    საბუდარს აგრე.

    ვიდრე არ ისმენს მავედრებელთა

    ვალალებას მეუფე ზეცით -

    აპოლონი, პანი ან ზევსი

    და გარდმოავლენს

    ერინიებს შურისგებისთვის.

    აგრერიგად მიავლინა ატრევსის ძენი

    უფალმა ზევსმა ალექსანდრესთან,

    რომ იმ ქალისთვის, ვისაც ურიცხვი

    ჰყავდა მეტრფენი, დაწყებულიყო

    ფიცხელი ომი, დაულეველი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1