Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მავედრებელნი
მავედრებელნი
მავედრებელნი
Ebook87 pages23 minutes

მავედრებელნი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"მავედრებელნი", ტრილოგიის პირველი და ერთადერთი შემონახული ნაწილი, სრულებით არ შეეფერება იმ მოლოდინს, ბერძნული დრამის მიმართ რომ გაგვაჩნია. მასში არც გმირია, არც ვარდნა და არც ტრაგიკული დასასრული. ნაცვლად ამისა, პიესა ასახავს სექსუალობის, სიყვარულისა და ემოციური სიმწიფის გადაუწყვეტელ კონფლიქტებს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 19, 2020
მავედრებელნი

Read more from ესქილე

Related to მავედრებელნი

Related ebooks

Reviews for მავედრებელნი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მავედრებელნი - ესქილე

    ესქილე - მავედრებელნი

    Αἰσχύλος - Ἱκέτιδες

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის გიგლა სარიშვილს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედი პირნი

    პირველი ეპიზოდი

    მეორე ეპიზოდი

    მესამე ეპიზოდი

    ექსოდოსი

    შენიშვნები

    მოქმედი პირნი

    დანაოსის ქალიშვილები (ქორო)

    დანაოსი

    არგოსის მეფე

    მაცნე

    ჰე, ზევსო[1], ლტოლვილთ მეხანაგევ, ეგულმოწყალე

    კრებულსა ჩვენსა,

    ზღვით გამოღწეულს

    ქვიშოვანი

    ნილოსის მხრიდან. დაგვიგდია ღვთიური ვანი

    სირიის საზღვრად და გარევრბივართ.

    არ მოუსჯია ქალაქიდან ჩვენი მოკვეთა

    სისხლის სამსჯავროს,

    არამედ გვდევნის სისხლით ნათესავ

    ეგვიპტელ ვაჟთა და ჩვენთა შორის უპატიურ ქორწინებაზე

    ჩვენი უარი[2].

    მამამან ჩვენმან დანაოსმა, დარბაისელმა,

    მეწინამძღვრემ და წესთაგამრიგემ,

    ურჩეულესი გზა გვირჩია ჭირთაგან ხსნისა:

    ტალღებით რწეულ ზღვით გვეცურა დაუხანებლად,

    მოვკიდებოდით არგოსის მიწას,

    სადაც ოდესმე დასაბამი დაედო ჩვენს გვარს,

    მოდგმა ჩვენი წარმოსდგა, ოდეს

    ძროხას, კრაზანის შეურვებულსა

    შთაგონებით შეეხო ზევსი.

    კეთილ იმედის სხვა ნაპირი

    სადღა გვეძია

    ბაფთებით შეკრულ

    სავედრებელ რტოებით ხელში?

    ო, ქალაქო, ო, მიწაო, კამკამა წყლებო,

    თქვენ, ღვთაებანო ზესთაზესნო, თქვენ მოსაშიშნო,

    აჩრდილთა ვანის მეუფენო, - ქვედა სკნელისა,

    ბოლოს შენ, ზევსო, მაცხოვარო, ღვთისიერ კაცთა

    ფუძის მფარველო,

    შეიჭერქვეშე მავედრებელ ასულთა გუნდი

    და მიწა შენი გაუნაწილე გულმოწყალებით.

    ხოლო ურიცხვთა მამრთ რიცხოვნება -

    ნაშიერნი ეგვიპტოსისა,

    თუ ჩქარხოფიან ხომალდით კვალში ჩაგვიდგებიან,

    ვიდრე შლამიან ნაპირებზე ფეხს ჩამოდგამდნენ,

    მყის ზღვის უკუნვე უქციე პირი.

    დე, იქ დაატყდეთ ქარბორბალა, ელვა-ქუხილი,

    წვიმის ღვარცოფი ეკალ-ქარებით,

    ზღვამ აყალყულმა დასაღუპად დაუყოთ პირი,

    ვიდრე სარეცელს განიყოფენ ადათით დაცულს

    და ბიძაშვილ ქალთ

    უნამუსოდ გადაქელავენ.

    ქორო

    სტროფი პირველი

    აწ ვეაჯები

    ზევსის ხარ-ვაჟს, -

    ზღვისგაღმელ მფარველს, ძეს წინაპრეულს,

    რომელიც იშვა ყვავილთმძოველ ღვთიურ ძროხისგან

    ზევსის ხელდასხმით და შთაგონებით და ეს სახელიც -

    „ხელდასხმული" - დაებედა -

    სიტყვაგზიანად: დაიბადა მართლაც „ეპაფოს[3]".

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1