მიჯაჭვული პრომეთე
By ესქილე
5/5
()
About this ebook
Read more from ესქილე
აგამემნონი Rating: 5 out of 5 stars5/5ქოეფორები Rating: 5 out of 5 stars5/5შვიდნი თებეს წინააღმდეგ Rating: 5 out of 5 stars5/5სპარსელები Rating: 5 out of 5 stars5/5ევმენიდები Rating: 5 out of 5 stars5/5მავედრებელნი Rating: 5 out of 5 stars5/5
Related to მიჯაჭვული პრომეთე
Related ebooks
ტიმეოსი Rating: 5 out of 5 stars5/5ნადიმი Rating: 5 out of 5 stars5/5პირველი ალკიბიადე Rating: 5 out of 5 stars5/5ევთიფრონი Rating: 5 out of 5 stars5/5ტარტიუფი Rating: 5 out of 5 stars5/5პარმენიდე Rating: 5 out of 5 stars5/5ანტონიოსი და კლეოპატრა Rating: 5 out of 5 stars5/5ოქროს ვირი Rating: 5 out of 5 stars5/5როგორც გენებოთ Rating: 5 out of 5 stars5/5ლახესი Rating: 5 out of 5 stars5/5დაბრუნებული სამოთხე Rating: 5 out of 5 stars5/5ჰენრიკ იბსენი Rating: 5 out of 5 stars5/5დეკამერონი (ნაწილი 1) Rating: 5 out of 5 stars5/5რამოს ძმისწული Rating: 5 out of 5 stars5/5ელინური მითები (ნაწილი I) Rating: 5 out of 5 stars5/5უინძორელი მხიარული ქალები Rating: 5 out of 5 stars5/5სოკრატეს აპოლოგია Rating: 5 out of 5 stars5/5ზადიგი, ანუ ბედისწერა Rating: 5 out of 5 stars5/5სახელმწიფო Rating: 5 out of 5 stars5/5მეთორმეტე ღამე Rating: 5 out of 5 stars5/5იუდას სახარება Rating: 5 out of 5 stars5/5ოდისეა Rating: 5 out of 5 stars5/5კაენი Rating: 5 out of 5 stars5/5ფედონი Rating: 0 out of 5 stars0 ratingsახალგაზრდა ვერტერის ვნებანი Rating: 5 out of 5 stars5/5ჯალათი Rating: 5 out of 5 stars5/5გამოკვლევა ენის წარმოშობის შესახებ Rating: 5 out of 5 stars5/5ორფევსი ჯოჯოხეთში ეშვება Rating: 3 out of 5 stars3/5რიჩარდ მესამე Rating: 4 out of 5 stars4/5ენგადი Rating: 5 out of 5 stars5/5
Reviews for მიჯაჭვული პრომეთე
2 ratings0 reviews
Book preview
მიჯაჭვული პრომეთე - ესქილე
ესქილე - მიჯაჭვული პრომეთე
Αἰσχύλος - Προμηθεὺς Δεσμώτης
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ალექსანდრე ქუთათელს
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
მოქმედნი პირნი
ძალა და ძალადობა - აღმსრულებელნი ზევსის ნებისა, დემონები.
ჰეფესტო - ღმერთი ცეცხლისა, მჭედელი.
პრომეთე - ხალხის მოამაგე, ტიტანი.
ქორო ოკეანიდებისა - ოკეანეს ქალთა გუნდი.
ოკეანე - ტიტანი.
იო - არგოსელი მეფის, ინაქეს ქალი.
ჰერმესი - ზევსის მაცნე.
მოქმედება წარმოებს ზღვის პირას, მთაში. ჰეფესტოს, ძალას და ძალადობას შებოჭილი პრომეთე შემოჰყავთ.
პროლოგი
ჰა, მივაღწიეთ დედამიწის შორეულ საზღვარს,
სკვითთა ქვეყანას, უკაცრიელს და უდაბურსა.
ჰეფესტო, უნდა აღასრულო მამის ბრძანება:
მიდი, შეჰკარი არამზადა-ბოროტმოქმედი
დაუმსხვრეველი ბორკილების რკინის საბმელით
და თვალშეუდგამ, ამ ციცაბო კლდეს მიაჯაჭვე.
შენი მშვენება, წყარო ყოველ ოსტატობისა,
ცეცხლი გიზგიზა მოიპარა და მოკვდავთ უძღვნა.
მაგ ცოდვის გამო ღმერთებისგან დასასჯელია,
რათა ისწავლოს სიყვარული ზევსის ტახტისა
და სამუდამოდ დაივიწყოს კაცთმოყვარეობა.
ჰეფესტო
შენ ძალავ, და შენ ძალადობავ, ნება ზევსისა
ასრულებული გაქვთ სრულიად შეუფერხებლად,
მე ვით გავბედო, ნათესავი ეგ ჩემი ღმერთი,
გრიგალებისგან დაუფარავ კლდეზე დავაბა?
და მაინც უნდა უნებურად გავბედო, რადგან
მამის ბრძანების გარდავლენა საშიში არის.
(პრომეთეს)
მართლისმთქმელ დედის - ბრძენ თემიდეს ძეო უბრძნესო, -
შენთვის, ჩემთვისაც უნებურად და სავალალოდ,
აუხსნელ ხუნდით უკაცრიელ ამ კლდეს მიგჭედავ,
სად კაცის სახეს ვერ იხილავ, ვერვის მოუსმენ.
მზისგან დამწვარი ტანი შავად დაგეხრუკება.
შვებად მიიჩნევ, როს დაჰფარავს დღის ელვარებას
ის გრილი ღამე, მოციმციმე, ჭრელკაბიანი,
დილით კი ისევ მზე გააშრობს განთიადის ცვარს.
ასე მარადჟამს შეგაძრწუნებს ტანჯვა-წამება,
რადგანაც იგი შენი მხსნელი ჯერ არ შობილა.
აი, რა გერგო ჯილდოდ კაცთა სიყვარულისთვის!
გქონდა ღვთის რისხვა, თვითონვე ღმერთს შეჯავრებული,
ხოლო მოკვდავთ კი - ქომაგობდი განუზომელად.
ამიტომ დადექ აქ დარაჯად უდაბურ კლდეთა,
მუხლმოუდრეკლად და უძილოდ სვეტადქცეული.
ხშირი ჩივილით და ამაო გოდებით ხმას ჰყოფ!
მაგრამ რას გარგებს: