Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ორფევსი ჯოჯოხეთში ეშვება
ორფევსი ჯოჯოხეთში ეშვება
ორფევსი ჯოჯოხეთში ეშვება
Ebook204 pages1 hour

ორფევსი ჯოჯოხეთში ეშვება

Rating: 3 out of 5 stars

3/5

()

Read preview

About this ebook

"ორფევსი ჯოჯოხეთში ეშვება" - ესაა მოწოდება სულიერი და შემოქმედებითი თავისუფლებისკენ, ისევე, როგორც შეუწყნარებლობისა და რასიზმის პორტრეტი. როდესაც მოხეტიალე ველ ქსევერი ქალაქში გამოჩნდება თავისი გიტარითა და გველის ტყავის ქურთუკით, ის სიძულვილისა და მიზიდულობის სასხლეტად იქცევა სამი მიტოვებული სულის: მაღაზიის მეპატრონე ლეიდი ტორენსის, "გარყვნილი" კეროლ კეტრირისა და რელიგიური ნათელმჭვრეტის ვი ტელბოტისთვის.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateMar 17, 2019
ორფევსი ჯოჯოხეთში ეშვება

Related to ორფევსი ჯოჯოხეთში ეშვება

Related ebooks

Reviews for ორფევსი ჯოჯოხეთში ეშვება

Rating: 3 out of 5 stars
3/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ორფევსი ჯოჯოხეთში ეშვება - ტენესი უილიამსი

    ტენესი უილიამსი - ორფევსი ჯოჯოხეთში ეშვება

    Tennessee Williams - Orpheus Descending

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ ჭელიძეს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედი პირნი

    პირველი მოქმედება

    მეორე მოქმედება

    მესამე მოქმედება

    მოქმედი პირნი

    დოლი ჰემა

    ბიულა ბინინგსი

    ქონდარა ბინინგსი

    გოშია ჰემა

    კეროლ კატრირი

    ევა ტემპლი

    დაიკო ტემპლი

    ძია პლეზენტი

    ველ ქსევერი

    ვი ტოლბეტი

    ლეიდი ტორენსი

    ჯეიბ ტორენსი

    შერიფ ტოლბეტი

    მისტერ დუბინსკი

    დედაკაცი

    დევიდ კატრირი

    მომვლელი ქალი

    პორტერი

    პირველი მამაკაცი

    მეორე მამაკაცი

    პირველი მოქმედება

    პროლოგი

    პიესაში მოთხრობილი ამბები ხდება სამხრეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ზამთრის მიწურულსა და გაზაფხულის დამდეგს, წვიმიან სეზონში.

    დეკორაცია პირობითად არის გადაწყვეტილი და წარმოადგენს პატარა სამრეწველო მაღაზიას, რომელიც კაფე-საკონდიტროს ესაზღვრება. მაღალი ჭერი, კედლები, ეტყობა, სინესტესა და აბლაბუდებს ჩაუმუქებიათ. სიღრმეში - დიდი, დამტვერილი ფანჯარა; ფანჯრის მიღმა მოჩანს გულისგამაწვრილებელი სიცარიელე, რომელიც თანდათანობით იძირება საღამოს ბინდ-ბუნდში. ფანჯრის იქით ზოგჯერ სულაც არაფერი ჩანს, გარდა ხშირი წვიმის ვერცხლისფრად ჩამოგრძელებული წვეთებისა. ფანჯრის მინაზე მოოქროვილი წარწერა ძველმოდურად: ტორენსის უნივერსალური მაღაზია. სავაჭრო საქონელიცა და მაღაზიის მოწყობილობაც ძუნწად და პირობითად არის წარმოდგენილი: აყუდებული დიდრონი რულონები ქსოვილისა, წვრილ თეთრ სვეტთან - თერძის მანეკენის შავი ტორსი, ჭერიდან ჩამოშვებულია უმოქმედო ვენტილატორი, რომელზედაც ბუზების საჭერი ქაღალდები ჩამოუკონწიალებიათ.

    მოჩანს საფეხურები, რომლებიც ჯერ კიბის პატარა მოედანთან მიდის, მერე კი ზემოთ უჩინარდება. ამ მოედანზე მომწვანო-მოყავისფრო კასრით უბადრუკი ხელოვნური პალმა დგას.

    კაფე-საკონდიტრო, რომელიც ნაწილობრივ ჩანს ფართო, თაღოვანი კარის მიღმა, თითქოს პოეტურ ნისლში ჩაძირულა, როგორც პიესის რაღაც შინაგანი განზომილება.

    მეორე, გაცილებით უფრო პატარა ნაწილი სცენისა ნიშში მოწყობილი პაწაწინა საწოლი ოთახია, რომელსაც კარის მაგივრად ფარდა აქვს ჩამოფარებული. ფარდა სიძველისაგან გამოხუნებულია, მაგრამ ზედ მაინც გაირჩევა აღმოსავლური ნახატი - ოქროს ხე, რომელსაც წითელი ნაყოფი ასხია და ტოტებზე ფანტასტიკური ჩიტები სხედან.

    ფარდის ახდისას ორი შუახნის. მაგრამ ახალგაზრდული შესახედაობის ქალი - დოლი და ბიულა - სავახშმო სუფრას შლის: კაფე-საკონდიტროდან ორი კოხტა მაგიდა გამოუტანიათ, ფეხები ლამაზად დაგრეხილი შავი რკინისა აქვთ ამ მაგიდებს, ზემოთა ბრტყელი ფიცარი კი - მოვარდისფრო-მონაცრისფრო მარმარილოსი. ქალები ადგილობრივი წვრილი პლანტატორების ცოლები არიან; ფუფუნებით, მაგრამ უგემოვნოდ აცვიათ.

    შორიდან მატარებლის საყვირის ხმა მოდის, რომელსაც სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა მანძილიდან ძაღლები ყეფით გამოეხმაურებიან. ქალები მაშინვე თავს მიანებებენ სუფრას და კივილით მივარდებიან თაღოვან კართან.

    დოლი. ქონდარა!

    ბიულა. გოშია!

    დოლი. ჩქარი მოვიდა.

    ბიულა. სადგურში წადით, მატარებელს დახვდით!

    (შემოაბოტებენ ქმრები - მძიმე, ღაჟღაჟა მამაკაცები, ტანსაცმელი ან ძალიან შემოჭერილი აქვთ ან - მოფართხუნებული, ფეხსაცმელები ტალახით მოთხვრიათ).

    ქონდარა. ასი მონეტა მაინც ჩავაყლაპე ამ ცალხელა ბანდიტს - და ხუთის მეტი ვერ ამოვანთხევინე.

    გოშია. ეტყობა, კუჭი ვერ ინელებს.

    ქონდარა. ჯეიბს უნდა მოველაპარაკოთ - მიხედოს ამ სათამაშო ავტომატებს.

    (გადიან. ისმის აძრული მანქანების ხმა).

    დოლი. სხვა სადარდებელი აღარაფერი აქვს ჯეიბ ტორენსს, სულ ეს სათამაშო ავტომატები ელანდება, კაფეში რომ უდგას!

    ბიულა. მართალს ამბობ. ექიმი ჯონი ვნახე ამასწინათ. გოშიას საქმეზე ვიყავი; ისევ აღმოაჩნდა გოშიას შაქარი შარდში... რომ მოვდიოდი, ჯეიბის ამბავიც ვკითხე - მემფისიდან რა ისმის, ჯეიბ ტორენსის ოპერაციამ როგორ ჩაიარა-მეთქი...

    დოლი. რაო, მერე, ბიულა?

    ბიულა. უარესს ვერცერთი ექიმი ვერაფერს იტყოდა.

    დოლი. მაინც რაო, ბიულა.

    ბიულა. თქმით არაფერი: კრინტიც არ დაუძრავს, სიტყვა არ დასცდენია! შემომხედა თავისი დიდი შავი თვალებით და ასე გადააქნია თავი!

    დოლი. (სევდიანი კმაყოფილებით) მე თუ მკითხავ, მაგ უხმო თავის კანტურით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ჯეიბ ტორენსს.

    ბიულა. მეც სწორედ ასე გამკრა თავში. მაშინვე მივხვდი, რომ გაკვეთეს და... (მაგიდიდან რაღაცას იღებს)

    დოლი. და ხელი არ უხლიათ, ისევ ამოკერეს!.. მეც ასე გავიგონე.

    ბიულა. ზეთისხილს კურკა ჰქონია, კი არ ვიცოდი.

    დოლი. შენ გეგონა რბილი გულით იყო დაჩურთული?!

    ბიულა. უ-ჰუ!.. ნეტა დები სად არიან - ტემპლები?

    დოლი. სად იქნებიან, როგორ გგონია?

    ბიულა. ზემოთ წრიალებენ, ალბათ! ნეტა ერთი ლეიდი მოუსსწრებდეს მაგ ორ შინაბერას, კარგად დაგესლავს!.. აბა რის იტალიელია!

    დოლი. ჰა-ჰა-ჰა!.. მართალს ამბობ, გენაცვალე (ქუჩაში მიმავალ ავტომანქანას გახედავს) ისე, მეც გაკვირვებული დავრჩი, ზემოთ რომ ვიყავი.

    ბიულა. იყავი ზემოთ?

    დოლი. ჰო... აკი შენც ბრძანდებოდი, დაგინახე, ბიულა!

    ბიულა. არც მითქვამს, არ ვყოფილვარ-მეთქი, ცნობისმოყვარეობა ადამიანური თვისებაა.

    დოლი. ცალ-ცალკე საწოლი ოთახი ორივეს!.. თანაც ერთად კი არაა - ერთი დერეფნის თავშია, მეორე - ბოლოში... სულ ჩაბნელებული და ჩაბინძურებული... იცი, რა მომაგონა? ჩვენი საოლქო ციხე! ღმერთს გეფიცები, არც კი გინდა დაიჯერო, რომ შიგ თეთრკანიანი ხალხი ცხოვრობს... მართალი თუ გინდა...

    ბიულა. (ღვარძლიანად) სულაც არ გამკვირვებია. ეს ქალი ნაყიდი ჰყავს ჯეიბ ტორენსს.

    დოლი. ნაყიდი?

    ბიულა. ჰო, ნაყიდი. თვრამეტი წლის გოგო იყო, ჯეიბმა რომ იყიდა. და ძალიან იაფადაც იყიდა, რადგან სწორედ იმ ხანებში მიატოვა ეს გოგო... (ერთბაშად მობრუნდება და ქუჩაში მიმავალ მანქანას გახედავს, მერე ისევ განაგრძობს) კატრირის ბიჭმა,.. ოჰ... მ-მ-მ რა ბიჭი იყო, კალმით ნახატი! ქვა რომ ქვას მიარტყა, ისე შეენარცხნენ ერთმანეთს და ცეცხლი დააკვესეს!.. ცეცხლი, ჰო, ცეცხლი!..

    დოლი. რაო?

    ბიულა. ცეცხლი! ჰა... (ასანთს გაჰკრავს და ერთ კანდელაბრს აანთებს. მოისმის მანდოლინის ჩუმი ხმა. მომდევნო დიალოგი აღიქმება, როგორც ექსპოზიცია, იგი მიმართულია უშუალოდ მაყურებლისადმი და ისე უნდა წარმოითქვას, რომ მაყურებელი აიძულოს, მთელი გულისყურით ისმინოს. დოლი სცენის სიღრმეში გადაინაცვლებს და უკვე რამდენიმე ფრაზის წარმოთქმის შემდეგ აშკარა ხდება, რომ ეს არ არის საუბარი ორ ადამიანს შორის) დიდი ხნის ამბავია, შენ და გოშია ჯერ კიდევ არ იყავით ჩამოსულები ამ ჩვენს ორ მდინარის საგრაფოში. მაგრამ გაგონილი გექნებათ. ლეიდის მამა იტალიელი მაწანწალა იყო და ევროპიდან რომ ჩამოვიდა, ერთი მანდოლინა და მაიმუნი ჩამოჰყვა, მწვანე ხავერდის პატარა კოსტუმში გამოწკეპილი მაიმუნი. ჰა, ჰა... დაწანწალებდა სამიკიტნოებში და ასე თითო ცენტობით ფულს აგროვებდა - ეს ჯერ ისევ მშრალი კანონის შემოღებამდე... იტალიელ მაწანწალას ეძახდა ყველა, მისი ნამდვილი სახელი კაციშვილმა არ იცოდა, იტალიელიო, ასე ეძახდნენ, ჰა, ჰა, ჰა...

    დოლი. (სცენის სიღრმიდან, ოდნავ გასაგონად) აჰა-ჰა-ჰა...

    (ბიულა სკამზე ჩამოჯდება და წინ გადაიხრება, თვალები მაყურებლისკენ აქვს მიმართული, მაყურებლის ყურადღებას იმორჩილებს, ხმაში ძალუმად იგრძნობა წარსული დღეების მოგონებათა სევდა; თუ დარბაზს მოუსვენრობა დაეტყო. წამოდგება და წინ გამოვა, - რამპასთან; ამ მონოლოგის

    პირობითობა მთელი სპექტაკლის გასაღებს წარმოადგენს).

    ბიულა. ო, ღმერთო ჩემო, ასეთი იყო ლეიდის მამა! მერე მშრალი კანონი შემოიღეს და იტალიელმა ხელადვე მაგარი სასმელების გაყიდვას მიჰყო ხელი - როგორც იხვი წყალში, ისე გრძნობდა თავს, თითქოს გაჩენის დღიდან მეტი არც არაფერი ეკეთებინოს. იყიდა სულ მუქთად მიწის ნაკვეთი მთვარის ტბის ჩრდილოეთით, მდინარის ძველი კალაპოტი ეკრა ნაკვეთს და ხალხს ეშინოდა, ისევ არ გამოვარდეს აქეთ მდინარეო, იმიტომაც იყიდა იაფად... (სკამს წინ გასწევს, პროსცენიუმისაკენ) გააშენა ბაღი, ტბის მთელი ჩრდილოეთი სანაპირო ვაზითა და ხეხილით

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1