კრიჟანგი
By მოლიერი
5/5
()
About this ebook
Read more from მოლიერი
მკურნალი სიყვარული Rating: 5 out of 5 stars5/5ტარტიუფი Rating: 5 out of 5 stars5/5იძულებითი ქორწინება Rating: 5 out of 5 stars5/5ჩინებული სასიძონი Rating: 5 out of 5 stars5/5შეყვარებული მხატვარი Rating: 0 out of 5 stars0 ratings
Related to კრიჟანგი
Related ebooks
საწყაული საწყაულისა წილ Rating: 5 out of 5 stars5/5იშვიათია Grace შენახული მიზნით Rating: 3 out of 5 stars3/5წიგნის კითხვა Rating: 0 out of 5 stars0 ratingsყმაწვილი (ნაწილი III) Rating: 5 out of 5 stars5/5ევმენიდები Rating: 5 out of 5 stars5/5საგანთა ბუნებისათვის Rating: 5 out of 5 stars5/5ხვალის მიცვალებული Rating: 5 out of 5 stars5/5მაქსიმები Rating: 5 out of 5 stars5/5ფედონი Rating: 0 out of 5 stars0 ratingsGrey Notebook (რუხი რვეული) Rating: 0 out of 5 stars0 ratingsუინძორელი მხიარული ქალები Rating: 5 out of 5 stars5/5მაჰმადი და მისი მოღვაწეობა Rating: 5 out of 5 stars5/5სპარტაკი (ნაწილი II) Rating: 5 out of 5 stars5/5მსჯელობა მეთოდის შესახებ Rating: 5 out of 5 stars5/5იდიოტი (წიგნი II) Rating: 5 out of 5 stars5/5ბუზები Rating: 0 out of 5 stars0 ratingsდეკამერონი (ნაწილი 2) Rating: 3 out of 5 stars3/5სპარსელები Rating: 5 out of 5 stars5/5ყმაწვილი (ნაწილი II) Rating: 5 out of 5 stars5/5იზა Rating: 5 out of 5 stars5/5ბომარშე Rating: 5 out of 5 stars5/5იულიუს კეისარი Rating: 5 out of 5 stars5/5სიდი Rating: 5 out of 5 stars5/5ანტონიოსი და კლეოპატრა Rating: 5 out of 5 stars5/5ჯენი გერჰარდტი Rating: 5 out of 5 stars5/5ლახესი Rating: 5 out of 5 stars5/5ეპოპეია Rating: 5 out of 5 stars5/5თეატრი Rating: 5 out of 5 stars5/5ტიმეოსი Rating: 5 out of 5 stars5/5ორფევსი ჯოჯოხეთში ეშვება Rating: 3 out of 5 stars3/5
Reviews for კრიჟანგი
1 rating0 reviews
Book preview
კრიჟანგი - მოლიერი
მოლიერი - კრიჟანგი
Moliere – L’Avare
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
მომქმედნი პირნი
პირველი მოქმედება
მეორე მოქმედება
მესამე მოქმედება
მეოთხე მოქმედება
მეხუთე მოქმედება
მომქმედნი პირნი:
ჰარპაგონი, კლეანტისა და ელიზას მამა და მარიანას არშიყი.
კლეანტი, ჰარპაგონის შვილი და მარიანას საყვარელი.
ელიზა, ჰარპაგონის ქალი და ვალერის საყვარელი.
ვალერი, ანსელმის შვილი და ელიზას საყვარელი.
მარიანა, კლეანტის საყვარელი და ჰარპაგონის შეყვარებული.
ანსელმი, ვალერისა და მარიანას მამა.
ფროსინა, მაჭანკალი.
სვიმონ, შუამავალი.
ჟაკი, ჰარპაგონის მზარეული და კუჩერი.
ლაფლეში, კლეანტის მსახური.
კლოდია, ჰარპაგონის მოახლე.
ბრინდაკუანი და ლამერლიში, ჰარპაგონის მსახურები.
პოლიციის მოხელე.
იმის მწერალი.
პირველი მოქმედება
გამოსვლა პირველი. ვალერი და ელიზა.
ვალერი. რათ გადაგკვრია ღრუბელი მაგ მშვენიერს სახეზედ, საყვარელო ელიზა? ნუ თუ ნანობ, რომ ჩემმა მხურვალე სიყვარულმა შენ ეგ ფიცი გაგაბედვინა?
ელიზა. არა, ვალერი, მე მაგას რა ვნანობ და არც თავის დღეში შევინანებ, რომ ჩემი სიტყვებით მე შენ გასიამოვნო რამე. თუ კი შენ ჩემის გულისათვის თავი დაანებე შენს ოჯახს და აქ, ამ უცხო ქვეყანაში ჩემთან ყოფნისთვის არა სთაკილობ მამაჩემს მოსამსახურეთ დასდგომოდი და ყოველი იმისი უცნაური სურვილი აგესრულებინა, ნუ თუ მე მაგიერი არ უნდა გადაგიხადო. მაგრამ მე დარწმუნებული არა ვარ, რომ სხვებმაც ჩემს თვალით შემოგხედონ.
ვალერი. ეგ სულ მეტია, რაც ეხლა ჩამოსთვალე; მხოლოდ ჩემი სიყვარულია შენის ყურადღების ღირსი. თუ ხალხის ყაყანის გეშინიან, თითონ მამაშენივე კისრულობს ქვეყნის თვალში გაგამართლოს. იმის სიკრიჟანგე, იმის ჟანგიანი ქცევა თავის შვილებთან უფრო გასაკვირველ საქმეს გააბედვინებს კაცსა.
ელიზა. ეგ ყველა კარგი, ვალერი, მაგრამ რატომ არ ეცდები ჩემი ძმა მიიმხრო? იმის შეწევნა საჭირო იქნება ჩვენთვის.
ვალერი. ორივეს გაძღოლა ძნელია. მამისა და შვილის ხასიათი ისე შორიშორს არის ერთმანეთთან, რომ მათი ერთად მოთავსება შეუძლებელია. მაგრამ შენ კი შენის მხრით ეცადე შენს ძმასთან და თქვენ ისეთი სიყვარული გაქვთ ერთმანეთისა, რომ არა მგონია, რომ არ დაიყოლიო და ჩვენი მხარე არ დააჭერინო. აგერ, ისიც მოდის. მე წავალ. ეხლა ლაპარაკისთვის დრო გაქვს, მაგრამ იმის მეტს კი ნურას გაუმხელ, რასაც საჭიროდ დაინახავ.
ელიზა. არ ვიცი შევიძლებ ამ ამბის გამხელას თუ არა.
გამოსვლა მეორე. კლეანტი და ელიზა.
კლეანტი. რა მოხარული ვარ, რომ აქ მარტოს გხედავ დაო. გაცხარებული დაგეძებ სალაპარაკოდ და მინდა ერთი საიდუმლოება გაგიმხილო.
ელიზა. მე მზათა ვარ ყური დაგიგდო.
კლეანტი. ჩემი საიდუმლოება ერთს სიტყვაშია მოქცეული: მე მიყვარს.
ელიზა. შენ გიყვარს?
კლეანტი. სწორეთ, მე მიყვარს ერთი ქმნილება. მე ვიცი მამა მყავს და როგორც შვილი უნდა დავემორჩილო. მე ვიცი, რომ მშობელთ დაუკითხავად არავის სიყვარული არ უნდა გამოვუცხადო. მე ვიცი, რომ ზეცამ ისინი დანიშნა ჩვენის სურვილის ბატონათ და იმათ უნებურად არც ერთს ჩვენს გულის-წადილს არ უნდა მივდიოთ. იმათ სიყმაწვილის ცეცხლი არ უღვივის გულში და ჩვენზედ უფრო ძვირად შესცდებიან, ჩვენს შესაფერს ჩვენზედ უკეთ ხედავენ, ჩვენ უფრო იმათ გამოცდილებას უნდა დავუჯეროთ, ვიდრე ჩვენს ვნებათაღელვას; ხშირად ყმაწვილური გატაცება ბნელ უფსკრულში ჩაგვყრის ხოლმე. მე ეს ყველა ვიცი და ამიტომ ჩამოგითვალე ყველაფერი ესე დაწვრილებით, რომ შენ თავი აღარ შეიწუხო ამის გამეორებაზედ, ეგ ტყუილი შრომა იქნება. ჩემი სიყვარული ბრმაა და გთხოვ ყველა საყვედურს თავი დაანებო.
ელიზა. ჯერ შენი საყვარლისთვის სიტყვა ხომ არ მიგიცია?
კლეანტი. ჯერ არა, მაგრამ მე ეგ გადაწყვეტილი მაქვს და განმეორებით გთხოვ, ნუ მოინდომებ ამ გადაწყვეტილებაზე უარი მათქმევინო.
ელიზა. განა ეგრე მიცნობ?
კლეანტი. არა დაო, მაგრამ შენ ჯერ არავინ გიყვარს; შენ არ იცნობ იმ ტკბილს ძალას, რომლითაც სიყვარული ჩვენს გულზედა მეფობს. მე მეშინია შენის განკითხვისა.
ელიზა. დავეხსნათ, ძმაო, განკითხვაზედ ლაპარაკს; ვინ არის იმისთანა, რომელიც ერთხელაც არის თავის გრძნობას არ გაეტაცოს? მე რომ ჩემი გული გადმოგიშალო, იქნება მე შენზედ უფრო გატაცებული გეჩვენო.
კლეანტი. ღმეთმა ჰქნას, რომ შენც მაგ ცეცხლს...
ელიზა. ჯერ შენი საქმე გავათაოთ. აბა მითხარ, ვინ არის შენი საყვარელი?
კლეანტი. ეგ არის ერთი ყმაწვილი ქალი, რომელიც დიდი ხანი არ