Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მსჯელობა მეთოდის შესახებ
მსჯელობა მეთოდის შესახებ
მსჯელობა მეთოდის შესახებ
Ebook160 pages52 minutes

მსჯელობა მეთოდის შესახებ

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

დეკარტეს "მსჯელობა" გარდამტეხი წერტილია ევროპულ აზროვნებაში; მასში ავტორი მოკლედ გადმოსცემს თავის რადიკალურად ახალ ფილოსოფიას, რომელიც თვითობის არსებობის მტკიცებით იწყება (ცნობილი "cogito ergo sum"). შემდეგ ავტორი აკეთებს დასკვნას ღმერთის არსებობისა და ბუნების შესახებ, ბოლოს კი ფიზიკურ სამყაროზე, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროზე სრულიად ახალ თვალსაზრისს გვთავაზობს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 3, 2021
მსჯელობა მეთოდის შესახებ

Read more from რენე დეკარტი

Related to მსჯელობა მეთოდის შესახებ

Related ebooks

Reviews for მსჯელობა მეთოდის შესახებ

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მსჯელობა მეთოდის შესახებ - რენე დეკარტი

    სარჩევი

    პირველი ნაწილი

    მეორე ნაწილი

    მესამე ნაწილი

    მეოთხე ნაწილი

    მეხუთე ნაწილი

    მეექვსე ნაწილი

    შენიშვნები

    გონების კარგად წარსამართად და მეცნიერებებში ჭეშმარიტების საძიებლად[1]

    მოცემული მსჯელობა, ერთბაშად წასაკითხად თუ ძალზე ვრცელი გეჩვენოთ, შეგიძლიათ, ექვს ნაწილად დაყოთ: პირველ ნაწილში აღმოჩნდება სხვადასხვა მოსაზრება მეცნიერებათა შესახებ: მეორეში - ავტორის მიერ მიკვლეული მეთოდის ძირითადი წესები; მესამეში - ზნეობის ზოგიერთი წესი, რომელიც ამავე მეთოდის საფუძველზეა შე მუშავებული; მეოთხეში - მოსაზრებები, რომელთა მეშვეობითაც იგი ამტკიცებს ღმერთისა და ადამიანის სულის არსებობას და წარმოადგენს მისივე მეტაფიზიკის საფუძველს; მეხუთეში - მის მიერ გამოკვლეული ფიზიკის საკითხთა რიგი; კერძოდ, იგი იკვლევს გულის მუშაობას და მედიცინის ზოგიერთ სხვა სირთულეს, ასევე, ადამიანისა და ცხოველის სულს შორის არსებულ სხვაობას; ბოლო ნაწილში საუბარია იმის თაობაზე, თუ რა მიაჩნია მას საჭიროდ, ბუნების კვლევისას უწინდელზე მეტი წარმატების მისაღწევად და ასევე, რა მოსაზრებებით დაიწერა ეს თხზულება.

    პირველი ნაწილი

    საღი გონება (le bon sens) ერთობ კარგად განაწილებული რამ გახლავთ ამქვეყნად: ყოველ ადამიანს თავი ამ სიკეთით იმდენად უხვად ჰგონია დაჯილდოებული, რომ იმათაც კი - ნებისმიერი სხვა რამ ძალზე ძნელად რომ აღავსებს მათი სურვილების საწყაულს, ჩვეულებრივ, აკმაყოფილებთ ის გონება, რაც აბადიათ. უსაფუძვლოა იმაზე ფიქრი, რომ ამ შემთხვევაში ყველა ცდებოდეს; ეს უფრო იმაზე მეტყველებს, რომ მართებული განსჯისა და მცდარისაგან ჭეშმარიტის გარჩევის უნარი - სწორედ ის, რასაც საღ აზრს ანუ გონებას (la raison) უწოდებენ, ბუნებით ყველა ადამიანს მომადლებული აქვს თანაბრად; ასე რომ, ჩვენ თვალსაზრისთა (les opinions) სხვაობის მიზეზი გახლავთ არა ის, რომ ერთნი სხვებზე მეტად გონიერები არიან, არამედ მხოლოდ ის, რომ აზრებს სხვადასხვა მიმართულებით წარვმართავთ და ერთი და იმავე საგნებს არ განვიხილავთ. არ კმარა გქონდეს კარგი გონება, მთავარია იგი კარგად გამოიყენო. ყველაზე დიად სულებში ჩაბუდებულია როგორც უდიდესი მანკიერების, ისე უდიდესი სიქველის შესაძლებლობა; და ის, ვინც ძალზე ნელა მიდის, თუ მუდამ სწორ გზას მიყვება, შესაძლოა, უფრო მეტად დაწინაურდეს, ვიდრე ის, ვინც გარბის და ამ გზას შორდება.

    პირადად მე, არასდროს მგონებია, რომ ჩემი გონება სრულყოფილებით რაიმეთი აჭარბებდა ჩვეულებრივ გონებას; ხშირად სურვილიც კი მიჩნდებოდა მქონოდა ისეთივე სხარტი აზროვნება, ანდა ისეთივე ნათელი და მკაფიო წარმოსახვა, ანდა ისეთივე უსაზღვრო და ჩინებული მეხსიერება, როგორც ზოგიერთებსა აქვთ; ამ თვისებათა გარდა, სხვა არაფერი მეგულება ისეთი, გონების სრულყოფილებას რომ ადასტურებდეს. რაც შეეხება გონებას ანუ აზრს - ერთადერთს, რაც ჩვენ ადამიანებად გვხდის და ცხოველებისაგან განგვასხვავებს, - ჩემი აზრით, მას ყოველი ადამიანი სრულად ფლობს. ამ შემთხვევაში ვიზიარებ ფილოსოფოსთაგან ზოგადად მიღებულ შეხედულებას: მეტნაკლებობა შეიძლება ახასიათებდეს მხოლოდ აქციდენციებს[2], და არამც და არამც ერთი და იმავე გვარის ინდივიდუმთა ფორმებსა თუ ბუნებას.

    არც იმის თქმას დავერიდები, რომ სიჭაბუკეშივე დიდად გამიმართლა და გადავაწყდი რამდენიმე გზას, რომლებმაც იმგვარ მოსაზრებებამდე და მაქსიმებამდე მიმიყვანეს, რომ მათ საფუძველზე შემუშავებული მეთოდით, ვფიქრობ, შემიძლია ჩემი ცოდნა თანდათან გავაფართოო და ნელი-ნელ ავამაღლო იმ ბოლო საფეხურამდე, რისი მიღწევის შესაძლებლობასაც ჩემი საშუალო გონება და ხანმოკლე სიცოცხლე მომცემენ. ამ მეთოდის წყალობით გარკვეულ შედეგებს უკვე მივაღწიე; მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე მსჯელობისას ყოველთვის ვცდილობ თავდაჯერებულობაზე მეტად უნდობლობისაკენ გადავიხარო; როდესაც ფილოსოფოსის თვალით ვუმზერ ადამიანთა სხვადასხვა ქმედებასა და წამოწყებას, თითქმის ყოველი მათგანი ფუჭი და უსარგებლო მეჩვენება. ამიტომ უდიდეს კმაყოფილებას მგვრის ის წარმატება, რომელსაც, ჩემი აზრით, უკვე მივაღწიე ჭეშმარიტების ძიებისას და სამომავლოდაც ის მაიმედებს, რომ თუ ჭეშმარიტად ადამიანურ საქმიანობებს შორის არის რაიმე მართლაც ღირებული და მნიშვნელოვანი, მაშინ, გავბედავ და ვიფიქრებ: ეს სწორედ ის საქმიანობა გახლავთ, მე რომ ავირჩიე.

    თუმცა, შეიძლება ვცდები კიდეც და სპილენძი და შუშა ოქრო და ალმასი მგონია. ვიცი, რაოდენ ხშირად ვცდებით ხოლმე, როდესაც საქმე თავად ჩვენ გვეხება, ისიც ვიცი, როგორი ეჭვით უნდა მოვეკიდოთ მეგობრების მიერ ჩვენ სასარგებლოდ გამოთქმულ აზრებს; მაგრამ ამ მსჯელობაში სიამოვნებით გავაშუქებ გზებს, რომელთაც მივუყვებოდი და საკუთარ ცხოვრებას სურათივით წარმოგიჩენთ, რათა მასზე მსჯელობა შეეძლოს ყველას, ხოლო მის შესახებ დარხეული ხმებიდან შემეძინა სწავლების ახალი წესი, რომელიც შეემატებოდა იმათ, რომლითაც, ჩვეულებრივ, ვხელმძღვანელობ ხოლმე.

    ამით სრულიადაც არ მსურს ამ თხზულებით ვინმეს ვასწავლო ის მეთოდი, რომელსაც საკუთარი გონების კარგად წარსამართად უნდა მიჰყვეს; უბრალოდ, მწადია ვაჩვენო ის, თუ როგორ ვეცადე ჩემი გონების წარმართვას. სხვათა დამოძღვრის მოსურნე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თავად დასამოძღვრავზე უფრო გაწაფულია; მისი მცირედი შეცდომაც კი კილვას იმსახურებს. მე კი ამ თხზულებას მკითხველს ვთავაზობ მხოლოდ ამბად, ანდა, თუ გნებავთ, გამონაგონად, სადაც ზოგიერთ ყურადსაღებ მაგალითთან ერთად, შესაძლოა, ისეთ რამესაც გადააწყდეთ, რომელთა მიყოლა არც არის მართებული; და მაინც, ვიმედოვნებ, რომ ზოგისთვის იგი სასარგებლო იქნება, ვნებით - არავის ავნებს, ხოლო გულწრფელობისათვის, მჯერა, ყველანი მადლობელნი დარჩებიან.

    ბავშვობიდანვე დავეწაფე მეცნიერებებს, რაკი მარწმუნებდნენ, რომ მათი მეშვეობით შეიძლებოდა ყოველივეს მყარი და საიმედო, ცხოვრებისათვის სასარგებლო ცოდნის შეძენა. დიდი მოწადინებით ვსწავლობდი, მაგრამ როგორც კი აღვისრულე საწადელი, რაც, ჩვეულებრივ, სწავლულთა რიგებში მიღებით მთავრდება, აზრი სავსებით შემეცვალა. ეჭვი მღრღნიდა და მრავალი შეცდომა მოსვენებას არ მაძლევდა; განათლებით მიღებულ ერთადერთ სარგებლად მეჩვენებოდა ის, რომ სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი საკუთარ უვიცობაში. არადა ვსწავლობდი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სკოლაში[3] და მწამდა - თუ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1