Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის
სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის
სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის
Ebook101 pages45 minutes

სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

„სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის“ გახლავთ პირველი ნაწილი ფროიდის ყველა დროის ბესთსელერისა „სამი ესსეი სექსუალურობის თეორიის შესახებ“ (1905), რომელშიც იგი სხვადასხვა სახის სექსუალურ გადახრებსა და სექსუალურ ლტოლვას აანალიზებს და სადაც იგი ამ გადახრების ფორმირებაში ხაზგასმით ანიჭებს მნიშვნელოვან როლს ბავშვობისდროინდელ შთაბეჭდილებებს. მკითხველი მრავალ საინტერესო მაგალითსა და იდეას გაეცნობა. ამასთან, წიგნი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ ფსიქოლოგიაში ღრმად განსწავლულობას არც კი მოითხოვს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 8, 2022
სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის

Read more from ზიგმუნდ ფროიდი

Related to სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის

Related ebooks

Reviews for სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის - ზიგმუნდ ფროიდი

    სარჩევი

    შესავალი

    გადახრა სექსუალურ ობიექტთან მიმართებით

    გადახრა სექსუალურ მიზანთან მიმართებით

    ზოგადად პერვერსიების შესახებ

    ნევროტულთა სექსუალური ლტოლვა

    შენიშვნები

    ზიგმუნდ ფროიდი - სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის

    ქვეყნდება შპს აიბუქს-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. ibooks.ge

    Siegmund Freud - Zur Theorie der Sexuellen Anziehung

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს.

    iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    შესავალი

    სექსუალური მოთხოვნილების ფაქტს ადამიანსა და ცხოველში ბიოლოგია იმით გამოხატავს, რომ მათში „სქესობრივ ლტოლვას გულისხმობს. ამასთან, დაშვებულია ანალოგია საკვების მიღებასა ან შიმშილთან. ხალხურ ენაში შიმშილის შესაბამისი ცნება არ არსებობს. მეცნიერება იყენებს ტერმინს „ლიბიდო.

    საყოველთაოდ მიღებული შეხედულება ყოვლად განსაზღვრულ წარმოდგენას გვიქმნის სქესობრივი ლტოლვის ბუნებისა და თვისებების შესახებ. ბავშვობაში იგი თითქოს არ არსებობს, თავს იჩენს დაახლოებით მომწიფების პროცესში, დავაჟკაცების პერიოდში, ხოლო გამოიხატება გადაულახავი მიმზიდველობით, რომლითაც ერთი სქესი მოქმედებს მეორეზე, მისი მიზანი კი შეერთება, შერყწმა ან, სულ ცოტა, ისეთი ქმედებებია, რომლებიც შეერთებისკენ მიემართება.

    მაგრამ ჩვენ საკმარისი საფუძველი გვაქვს ამ მონაცემებში სინამდვილის დამახინჯებული ასახვა დავინახოთ: თუკი უფრო ახლოდან დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მათში მრავალი შეცდომა, უზუსტობა და ზედაპირული მსჯელობის კვალია.

    ორი ცნება შემოვიღოთ: პიროვნებას, რომელიც სქესობრივ ლტოლვას აძღრავს, სექსუალური ობიექტი ვუწოდოთ, ხოლო მოქმედებას, რომლისკენაც უბიძგებს ლტოლვა - სექსუალური მიზანი. ასეთ შემთხვევაში ზუსტი მეცნიერული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ორივესთან, როგორც სექსუალურ ობიექტთან, ისე მიზანთან მიმართებით, ადგილი აქვს მრავალრიცხოვან გადახრას, სექსუალური ნორმისადმი მათი დამოკიდებულება კი დეტალურ კვლევას საჭიროებს.

    1. გადახრა სექსუალურ ობიექტთან მიმართებით

    სქესობრივი ლტოლვის საყოველთაოდ მიღებული თეორია უმეტესწილად პოეტურ ზღაპარს ჰგავს ადამიანის დანაწილების შესახებ ქალად და მამაკაცად, რომლებიც ცდილობენ კვლავ გაერთიანდნენ სიყვარულში, რის გამოც დიდ მოულოდნელობას ვხვდებით, როდესაც ვიგებთ, რომ არსებობენ მამაკაცები, რომელთა სექსუალურ ობიექტს არა ქალი, არამედ მამაკაცი წარმოადგენს, და ასევე გვხვდებიან ქალები, რომელთა სექსუალური ობიექტი არა მამაკაცი, არამედ ქალია. ასეთ ადამიანთა სექსუალობას გადაგვარებულს უწოდებენ ან, უმჯობესია ვთქვათ, ინვერტირებულს, ხოლო თავად ფაქტს - ინვერსიას. ასეთ ადამიანთა რაოდენობა მნიშვნელოვანია, თუმცა ზუსტი რიცხვის განსაზღვრა სირთულეებთან გახლავთ დაკავშირებული.

    ა. ინვერსია

    ინვერტირებულთა საქციელი

    ეს ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვაგვარად იქცევიან.

    ა) ისინი აბსოლუტურად ინვერტირებულნი არიან ანუ მათი სქესობრივი ობიექტი მხოლოდ და მხოლოდ მათივე სქესის მატარებელი უნდა იყოს, როდესაც საპირისპირო სქესი არამც თუ არ აღძრავს მათში სქესობრივ ლტოლვას, არამედ გულცივებს ტოვებს და დროდადრო სქესობრივ სიძულვილსაც კი იწვევს. სიძულვილის წყალობით ასეთ მამაკაცებს არ ძალუძთ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1