Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ცხოვრების მეცნიერება
ცხოვრების მეცნიერება
ცხოვრების მეცნიერება
Ebook383 pages4 hours

ცხოვრების მეცნიერება

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"ცხოვრების მეცნიერება" იკვლევს ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერებას და მის სხვადასხვა ასპექტებს განიხილავს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მოვლენებთან მიმართებით, როგორიცაა სიყვარული, ქორწინება, სექსი, ბავშვთა აღზრდა და სხვა, ამ ყველაფერს კი არასრულყოფილებისა და უპირატესობის კომპლექსების ჭრილში აკეთებს. "ცხოვრების მეცნიერება" - ესაა ფუძემდებლური ტექსტი ფსიქოანალიზის ისტორიაში.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 17, 2020
ცხოვრების მეცნიერება

Read more from ალფრედ ადლერი

Related to ცხოვრების მეცნიერება

Related ebooks

Reviews for ცხოვრების მეცნიერება

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ცხოვრების მეცნიერება - ალფრედ ადლერი

    ალფრედ ადლერი - ცხოვრების მეცნიერება

    Alfred Adler - Lebenskenntnis

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს.

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    1.  ინდივიდუალური ფსიქოლოგიის პრინციპები

    2. შეზღუდვების გადალახვა

    3. არასრულფასოვნების კომპლექსი და უპირატესობის კომპლექსი

    4. ცხოვრებისეული სტილი

    5. ადრეული მოგონებები

    6. სხეულმოძრაობები და ფსიქიური მიდგომა

    7. სიზმრები და მათი განმარტება

    8. აღზრდა და პრობლემური ბავშვები

    9. მცდარი ცხოვრებისული სტილი: ავადმყოფობის ისტორია

    10. დანაშაული და სოციალური ინტერესის არარსებობა

    11. სიყვარული და ქორწინება

    12. სექსუალობა და სექსუალური პრობლემები

    13. დასკვნა

    1.  ინდივიდუალური ფსიქოლოგიის პრინციპები

    დიდმა ფილოსოფოსმა უილიამ ჯეიმსმა ერთხელ თქვა: „მხოლოდ ის მეცნიერება, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ცხოვრებასთან, არის ჭეშმარიტი მეცნიერება". სხვაგვარად ამ აზრის გამოთქმა ასე შეიძლება: მეცნიერებაში, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ცხოვრებას, თეორია და პრაქტიკა თითქმის გაუმიჯნავია. ცხოვრების შესახებ მეცნიერება სწორედ იმიტომ იქცევა ცხოვრების მეცნიერებად, რომ ქმნის საკუთარ თავს უშუალოდ ცხოვრების მოძრაობაში. ყველა ეს მოსაზრება განსაკუთრებით სამართლიანია ინდივიდუალური ფსიქოლოგიისთვის.

    ინდივიდუალური ფსიქოლოგია ადამიანის ცხოვრებას განიხილავს, როგორც მთლიანობას, აქვს რა დამოკიდებულება ყოველ ერთეულ რეაქციასთან, ყოველ მოქმედებასა და იმპულსთან, როგორც ინდივიდუალური ცხოვრებისეული მიდგომის გამოვლენილ ნაწილთან. ჩვენი მეცნიერება გამოწვეულ იქნა პრაქტიკული აუცილებლობის მიერ, რადგან განსაზღვრული ცოდნის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანთა მიდგომების კორექტირება და შეცვლა. ამგვარად, ინდივიდუალური ფსიქოლოგია ორმაგად წინასწარმეტყველურია: ის არა მარტო წინასწარმეტყველებს იმას, თუ რა მოხდება, მაგრამ იოანე წინასწარმეტყველის მსგავსად, წინასწარმეტყველებს, რა მოხდება, რათა ეს არ მოხდეს.

    მიზნისკენ სწრაფვა

    ინდივიდუალური ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, განვითარდა ცხოვრების იდუმალი შემოქმედებითი ძალის წვდომის დაჟინებული სწრაფვიდან, ძალისა, რომელიც ხორცს ისხამს განვითარების, ბრძოლის, მიღწევის, უპირატესობის სურვილში, და მეტიც, სურვილში ერთ სფეროში წარუმატებლობის კომპნესირებისა სხვა სფეროში. ეს ძალა ტელეოლოგიურია: ის მიზნისკენ სწრაფვაში ვლინდება, რომელშიც ყველა სულიერი და ხორციელი მოძრაობა ურთიერთქმედებაში ხდება. ამგვარად, აბსურდულია სხეულებრივი მოძრაობებისა და მენტალური მდგომარეობების შესწავლა აბსტრაქტულად, ინდივიდის, როგორც მთლიანისაგან დამოუკიდებლად. მაგალითად, აბსურდულია ის ფაქტი, რომ სასამართლო ფსიქოლოგიაში მეტი ყურადღება დანაშაულს ეთმობა, ვიდრე დამნაშავეს, როდესაც მნიშვნელოვანი სწორედ ეს უკანასკნელია, და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენ ხანს ვაკვირდებით დანაშაულებრივ ქმედებებს: შეუძლებელია მათი დანაშაულებრივი ხასიათის გაგება მანამ, სანამ ისინი ჩვენს წინაშე კონკრეტული პიროვნების ცხოვრებისეული ეპიზოდის სახით არ წარმოდგება. გარეგნულად ერთნაირი მოქმედებები შესაძლოა დანაშაულებრივი იყოს ერთ შემთხვევაში და არ წარმოადგენდნენ დანაშაულს - სხვაში. უკიდურესად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური კონტექსტის გაგება - ადამიანის ცხოვრების მიზნისა, რომელიც ყველა მისი საქციელისა და განზრახვის მიმართულებას განსაზღვრავს. ცხოვრების მიზნის გაგება ჩვენთვის შესაძლებლად აქცევს ფარული აზრის გაგებას, რომელიც განსხვავებულ დაშორიშორებულ ქმედებათა საფუძვლად დევს, ვინაიდან ჩვენ მათ ვხედავთ ერთი მთლიანობის ნაწილებად. და პირიქით, ჩვენ უკეთ ვაღწევთ მთლიანის აზრში, როდესაც ნაწილებს ვიკვლევთ, იმ პირობით, რასაკვირველია, რომ ჩვენ მათ ამ მთლიანის ნაწილების სახით ვხედავთ.

    ფსიქოლოგიისადმი ჩვენი ინტერესი სამედიცინო პრაქტიკიდან განვითარდა, რომელმაც ტელეოლოგიური (მიზანზე ორიენტირებული) მიდგომა უზრუნველყო, რაც ფსიქოლოგიური ფაქტების გაგებისთვისაა აუცილებელი. სამედიცინო თვალსაზრისით ყველა ორგანო სასრული მიზნის მიმართულებით ვითარდება: სიმწიფის პერიოდისთვის ყოველ მათგანს განსაზღვრული ფორმა გააჩნია. უფრო მეტიც, ჩვენ ბუნების დამატებით ძალისხმევას ვხვდებით, მიმართულს არასრულყოფილების გადალახვის ან მისი კომპენსირებისკენ სხვა ორგანოს განვითარების გზით ორგანული დეფექტის შემთხვევაში. ცხოვრება ყოველთვის განგრძობისკენ ისწრაფვის, ხოლო ცხოვრების ძალა უკანასკნელ წუთამდე არ ნებდება უბრძოლველად.

    სულის განვითარება ორგანული ცხოვრების განვითარების ანალოგიურია. ყოველ ადამიანს გააჩნია მიზნის კონცეფცია ან იდეალი, რომელიც იმისთვისაა აუცილებელი, რომ იმაზე მეტს მიაღწიოს, რაც მისთვის აქტუალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაშია შესაძლებელი, გადალახოს აწმყოს ნაკლოვანებები და სირთულეები მომავლის კონკრეტული მიზნის პოსტულირების წყალობით. გააჩნია რა ასეთი კონკრეტული მიზანი ან განზრახვა, ადამიანი გრძნობს უნარს ნებისმიერი პრობლემის გადალახვისა, რადგან მასში მისი მომავალი წარმატება ცოცხლობს. მიზნის შეგრძნების გარეშე ინდივიდის მოღვაწეობას არანაირი აზრი არ ექნებოდა.

    სრულიად ცხადია, რომ ასეთი მიზნის ფიქსაცია - მისთვის კონკრეტული ფორმის მინიჭება - უნდა ხორციელდებოდეს ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, ბავშვობის პერიოდის ფორმირების დროს. მომავალი ზრდასრული პიროვნების პროტოტიპის ან მოდელის ხასიათის ჩამოყალიბება სწორედ ამ დროს ხდება. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. სანამ სუსტია, ბავშვი გრძნობს თავის არასრულყოფილებას და იმყოფება სიტუაციაში, რომლის გადატანა რთულად შეუძლია. თუმცა, მასში ჩადებულია სწრაფვა, განვითარდეს მიმართულებით, რომელიც მის მიერ საკუთარი თავისთვის არჩეული მიზნის მიერაა განსაზღვრული. ამ ეტაპზე მასალა, რომელიც განვითარებას ემსახურება, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თვით მიზანი, რომელიც ცხოვრების მიმართულებას განსაზღვრავს. რთულია იმის თქმა, თუ როგორ ხდება ამ მიზნის ფიქსირება, თუმცა ცხადია, რომ ის არსებობს და ზემოქმედებას ახდენს ბავშვის ყოველ სულიერ მოძრაობაზე. სინამდვილეში ჩვენ მცირედი ვიცით ადრეულ პერიოდში მამოძრავებელი ძალების, იმპულსების, მიზეზების, უნარებისა და მათი არარსებობის შესახებ. ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია გასაღები მათი გაგებისთვის, რადგან ცხოვრების მიმართულება განისაზღვრება მხოლოდ ცხოვრების მიზნის ფიქსირების შემდეგ. ხოლო როდესაც ვხედავთ მიმართულებას, რომლისკენაც იხრება ადამიანი, უკვე შეგვიძლია მივხვდეთ, რა ნაბიჯების გადადგმა მოხდება მომავალში.

    მართალია ისიც, რომ სიტყვის „მიზანი გამოყენება მკითხველში, სავარაუდოდ, ერთობ ბუნდოვან წარმოდგენებს იწვევს: რის შესახებაა საუბარი? იდეა კონკრეტიზებას საჭიროებს, რადგან საბოლოოდ „გქონდეს მიზანი - ნიშნავს სწრაფვას, იყო ღმერთის დარი. მაგრამ ღმერთის დარობა, რასაკვირველია, ზღვრული მიზანია, ან, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მიზანთა მიზანი. აღმზრდელებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ საკუთარ მცდელობებში, აღზარდონ საკუთარი თავი და ბავშვები ღმერთის დარად. ფაქტიურად ჩვენ დავადგინეთ, რომ ბავშვი თავის განვითარებაში ანაცვლებს ამ მიზანს მეტად კონკრეტულითა და უშუალოთი. ის ყველაზე ძლიერ პიროვნებას ეძებს გარემოცვაში და მას საკუთარ ნიმუშად აქცევს, ხოლო მის მიბაძვას - მიზნად. ეს შესაძლოა იყოს დედა ან მამა, რადგან ჩვენ დავადგინეთ, რომ ბიჭიც კი შეიძლება დედის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს, თუკი ის მისთვის ყველაზე ძლიერი პიროვნებაა. შემდგომში ბიჭს შესაძლოა მედროგეობა მოუნდეს, რადგან რაღაც მიზეზით სწამს, რომ სწორედ მედროგეა ყველაზე ძლიერი ადამიანი. როდესაც ბავშვი ამ მიზანს წარმოიდგენს, ის იქცევა, შეიგრძნობს და იმოსება მედროგის მსგავსად, ის იძენს თვისებებს, რომლებიც ამ მიზანს უკავშირდება. მაგრამ საკმარისია პოლიციელმა თითი შეარხიოს და მედროგე არარად იქცევა... მოგვიანებით იდეალად შესაძლოა ექიმი ან მასწავლებელი იქცეს, მასწავლებელი ხომ სჯის მოწაფეებს, შესაბამისად კი მის მიმართ იქმნება დამოკიდებულება, როგორც ძლიერი პიროვნებისადმი.

    მიზნის არჩევისას ბავშვი კონკრეტულ სიმბოლოთა არჩევის წინაშე აღმოჩნდება, და ცხადი ხდება, რომ მიზანი, რომელსაც ის ირჩევს, წარმოადგენს მისი სოციალური ინტერესის ჭეშმარიტ მაჩვენებელს. ერთმა ბიჭუნამ, რომელსაც ჰკითხეს, თუ ვინ სურდა, რომ მომავალში გამოსულიყო, უპასუხა: „მინდა, რომ ჯალათი ვიყო". მისი პასუხი სოციალური ინტერესის უკმარობაზე მიუთითებს, ბავშვს სურს, რომ იყოს სიკვდილისა და სიცოცხლის გამგებელი, - ესაა როლი, რომელიც ღმერთს ეკუთვნის. მას სურს, რომ საზოგადოებაზე ძლიერი იყოს, და მას ასევე ცხოვრების უსარგებლობის იდეა ამოძრავებს. ექიმად გახდომა - ესეც ისეთი მიზანია, რომელიც ღმერთის მაგვარობის იდეის გარშემოა აგებული სიკვდილ-სიცოცხლის გამგებლობის სურვილთან მიმართებით, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მიზნის რეალიზება ხდება საზოგადოებისთვის სამსახურის გაწევის გზით.

    აპერცეფციის სქემა

    როდესაც პროტოტიპის ჩამოყალიბება ხდება - პიროვნების ადრეული ვარიანტისა, რომელიც მიზანს განასახიერებს, - ყალიბდება ინდივიდის ცხოვრების მიმართულება და ორიენტირებულობა. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვიწინასწარმეტყველოთ, რა მოხდება მის მომავალ ცხოვრებაში.

    ბავშვი განსხვავებულ სიტუაციებს ისე კი არ აღიქვამს, როგორც ისინი სინამდვილეში არსებობენ, არამედ აპერცეფციის პირადი სქემის შესაბამისად - სხვა სიტყვებით, ის სიტუაციებს აღიქვამს თავის პირად ინტერესთა წინასწარ ჩამოყალიბებული პრიზმის გამჭოლ.

    ამასთან მიმართებით აღმოჩენილ იქნა ერთობ საინტერესო ფაქტი, რომ ორგანული დეფექტების მქონე ბავშვები მთელ თავის გამოცდილებას დაზიანებული ორგანოს ფუნქციონირებას უკავშირებდნენ. მაგალითად, ბავშვი კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევით მომეტებულ ინტერესს იჩენდა საკვების მიმართ, როდესაც მეორე, მხედველობის დეფექტის მქონე, მეტად იყო დაკავებული საგნებით, რომლებსაც უნდა უმზირო. ასეთი მომეტებული ყურადღება აპერცეფციის პირად სქემას უკავშირდება, რომელიც, როგორც უკვე ითქვა, პიროვნებას მთლიანობაში ახასიათებს. ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულმა შესაძლოა მიგვიყვანოს მოსაზრებასთან, რომ ბავშვის ინტერესთა სფეროს მისაგნებად უბრალოდ უნდა დავრწმუნდეთ, თუ რომელი ორგანოა დაზიანებული. მაგრამ ყველაფერი ესოდენ იოლად არ არის. ბავშვის მიერ ორგანოს არასრულფასოვნების ფაქტის განცდა განსხვავდება ამ ფაქტის აღქმისგან გარეშე დამკვირვებლის მიერ, რადგან ბავშვი ამ ფაქტს განიცდის აპერცეფციის საკუთარი სქემის მიერ მოდიფიცირებულს. ამგვარად, არასრულფასოვნებაზე გარეშე დაკვირვებას გარდუვალად არ მივყავართ აპერცეფციის სქემის სიღრმისეულ გაგებამდე, თუმცა ორგანოს არასრულფასოვნების ფაქტი მართლაც წარმოადგენს სქემის ელემენტს.

    ბავშვი რეალობაშია ჩაძირული, სადაც ის სხვა დანარჩენთა თანასწორია: არც ერთი ჩვენგანი არ ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. ჩვენი მეცნიერებაც კი არ ფლობს მას. ის ეფუძნება საღ აზრს, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი ცვალებადია და უფრო მცირე შეცდომებს აქვთ ადგილი იქ, სადაც უფრო დიდი შეცდომების დაშვება ხდებოდა. ყველა ჩვენგანი უშვებს შეცდომებს, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ მათი გამოსწორება შეგვიძლია. შეცდომათა გამოსწორება უფრო იოლად და უმტკივნეულოდ პროტოტიპის ფორმირების დროს ხდება. თუმცა ჩვენ ეს მოგვიანებითაც შეგვიძლია გავაკეთოთ, გადავხედავთ რა ადრეული პერიოდის მთელ სიტუაციას. ასე რომ, თუ ჩვენს მიზანს პაციენტის მკურნალობა წარმოადგენს, რომელიც ნევროზითაა დაავადებული, აუცილებელია არა ჩვეული შეცდომების პოვნა, რომლებიც მან უკანასკნელ დროს დაუშვა, არამედ ფუნდამენტურისა, რომლებიც ადრეულ ეტაპზეა დაშვებული პროტოტიპის ფორმირების პერიოდში. თუ ჩვენ შევძლებთ ამ შეცდომების აღმოჩენას, შესაძლებელი შეიქნება მათი გამოსწორება შესაბამისი თერაპიის გზით.

    შესაბამისად, ინდივიდუალური ფსიქოლოგიის შუქში მცირდება მემკვიდრეობითობის პრობლემის მნიშვნელობა, რადგან მნიშვნელოვანია არა ის, რასაც ადამიანი მემკვიდრეობით იღებს, არამედ ის, თუ როგორ ეპყრობა ის თავის მემკვიდრეობითობას ადრეულ წლებში, - სხვა სიტყვებით, მნიშვნელოვანია პროტოტიპი, რომლის ჩამოყალიბება ბავშვის მიერ ხდება მის გარემოცვაში. რასაკვირველია, მემკვიდრეობითობა პასუხისმგებელია თანდაყოლილი ორგანული დეფექტებისთვის, მაგრამ ჩვენი ამოცანა მოცემულ შემთხვევაში იმაში მდგომარეობს, რომ შევამსუბუქოთ ცალკეული სირთულეები და ბავშვი მეტად კეთილსასურველ გარემოში ვამყოფოთ. არსებითად საქმის ასეთი ვითარება ჩვენთვის მეტად მოსახერხებელიც კია, რადგან კონკრეტული დეფექტის აღმოჩენისას ჩვენ ვიცით, რომ შესაბამისი სტრატეგიის გამოყენება შეგვიძლია. ხშირად თანდაყოლილი დეფექტების არმქონე ბავშვს უფრო რთულად გადააქვს კვების ნაკლებობა ან სხვა მსგავსი გამოცდა, რომელთანაც ზრდის პროცესში უწევს შეხვედრა.

    ახლა კი განვიხილოთ პროგრამა, რომელსაც ინდივიდუალური ფსიქოლოგია სთავაზობს ნევროტულ პიროვნებათა - ნევროტული ბავშვების, კრიმინალების, ალკოჰოლიკების - აღზრდისა და სწავლებისთვის, ადამიანებისა, რომლებიც ასეთი გზით ცდილობენ ცხოვრების სინამდვილისგან გაქცევას.

    თავდაპირველად, იმისათვის, რომ სწრაფად და სირთულის გარეშე გავერკვეთ იმაში, თუ რა აწუხებს პაციენტს, ჩვენ ვკითხულობთ, როდის დაიწყო პრობლემები. ჩვეულებრივ, მიზეზს ახალ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ჭვრეტენ. სინამდვილეში ახალი სიტუაცია არაფერ შუაშია, რადგან ჯერ კიდევ მანამ, სანამ მისი ჩამოყალიბება მოხდებოდა, სანამ ის შეიკვრებოდა, ჩვენი პაციენტი - ამას ჩვენ გამოკვლევის პროცესში ვადგენთ - არ იყო მისთვის მზად. სანამ ის კეთილსასურველ ვითარებაში იმყოფებოდა, მისი პროტოტიპის შეცდომები არ ვლინდებოდა: ყოველ ახალ სიტუაციაში, რეაგირებს რა აპერცეფციის თავისი სქემის შესაბამისად, რომელიც მისი პროტოტიპის მიერაა შექმნილი, ის იძულებულია ექსპერიმენტებს მიმართოს. მისი პასუხები გარე სამყაროსათვის უკვე აღარ წარმოადგენენ მხოლოდ რეაქციებს. მათში შემოქმედების ელემენტები ვლინდება, მაგრამ ამასთანავე ისინი ისევე მიისწრაფვიან მიზნისკენ, რომელიც მისი მთელი ცხოვრების განმავლობაში დომინირებს. უკვე ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ადრეულ გამოკვლევებში მივხვდით, რომ არ შეიძლება მემკვიდრეობითობის გაგება, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ფაქტორისა, მთლიანისგან იზოლირებულად. ცხადია, რომ პროტოტიპი პასუხობს ცხოვრებისეულ სიტუაციებს აპერცეფციის თავისი სქემის შესაბამისად. ამიტომ თერაპიის სასურველი მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ ფსიქოლოგმა სწორედ მასთან იმუშავოს.

    არასრულფასოვნების განცდა და  ერთობის განცდა

    ფსიქოლოგიური კონტექსტი უკიდურეს მნიშვნელობას იმ ბავშვების შემთხვევაში იძენს, რომლებიც დაზიანებული ორგანოებით იბადებიან. ვინაიდან ეს ბავშვები უფრო რთულ მდგომარეობაში არიან, ვიდრე სხვები, მათში ცხადად ვლინდება არასრუფლასოვნების გადამეტებული განცდა. უკვე პროტოტიპის ფორმირების პროცესში არიან ისინი მეტად დაინტერესებულნი საკუთარი თავით, ვიდრე გარშემომყოფებით, ეს ტენდენცია კი მათში შესაძლოა მთელი მომდევნო ცხოვრების განმავლობაში იქნას შენარჩუნებული. ორგანული არასრულფასოვნება - შეცდომათა ერთადერი მიზეზი არ არის პროტოტიპის არჩევისას, არსებობს კიდევ რიგი სიტუაციებისა, რომლებიც შესაძლოა მათ მიზეზად იქცეს. მაგალითად, განებივრებული და მიტოვებული ბავშვების სიტუაცია. შემდგომში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ისინი უფრო დეტალურად აღვწეროთ და

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1