Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

აღსარება
აღსარება
აღსარება
Ebook185 pages2 hours

აღსარება

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

„აღსარება“ ლევ ტოლსტოის ავტობიოგრაფიული თხზულებაა, რომელიც 1880-იანი წლების დასაწყისში იქმნებოდა. მასში მოთხრობილია ავტორის რთულ სულიერ ძიებათა შესახებ, რომელმაც ნიჰილისტურ-ეგზისტენციალური მიდრეკილებებისა და თვითმკვლელობის სურვილის გადალახვა უბრალო ხალხის რწმენისკენ მოქცევით შეძლო, რითიც, ერთის მხრივ, აშკარად და ღიად დაუპირისპირდა მართლმადიდებლობას, მეორეს მხრივ კი სხვა, ნამდვილი ქრისტიანობის დამკვიდრება სცადა. პირველად გამოქვეყნდა ჟენევაში 1884 წელს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateSep 30, 2016
ISBNConfession
აღსარება

Read more from ლევ ტოლსტოი

Related to აღსარება

Related ebooks

Reviews for აღსარება

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    აღსარება - ლევ ტოლსტოი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    აღსარება

    საავტორო უფლება

    iBooks© 2016 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    ლევ ტოლსტოი - აღსარება.

    აღსარება

    (შესავალი გამოუქვეყნებელი ქმნილებისათვის)

    I

    მე მონათლული და აღზრდილი მართლმადიდებლური რწმენით ვარ. ამას მასწავლიდნენ ბავშვობიდან და შემდეგაც, მთელი ჩემი ყრმობისა და სიჭაბუკის ხანაში. მაგრამ როდესაც 18 წლის ასაკში უნივერსიტეტი მივატოვე, უკვე აღარაფრის მჯეროდა ნასწავლიდან.

    ზოგ მოგონებას თუ ვენდობი, სერიოზულად არც არასდროს მწამდა. მხოლოდ ნდობა გამაჩნდა იმის მიმართ, რასაც მასწავლიდნენ და რასაც უფროსები ქადაგებდნენ ჩემს წინაშე; თუმცა ეს ნდობა უკიდურესად მყიფე იყო.

    მახსოვს, თერთმეტი წლის ვიყავი, ახლა უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი ბიჭი, ვოლოდენკა მ., რომელიც გიმნაზიაში სწავლობდა, ჩვენთან მოვიდა კვირა დღეს და უკანასკნელ სიახლესავით გვამცნო სასწავლებელში გაკეთებული აღმოჩენა. აღმოჩენა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ღმერთი არ არის და ყველაფერი, რასაც გვასწავლიან, მხოლოდ და მხოლოდ გამონაგონია (ეს 1838 წელს მოხდა). მახსოვს, როგორ დაინტერესდნენ ამ სიახლით უფროსი ძმები და მეც მიმიწვიეს განსახილველად. ყველა გამოვცოცხლდით და ეს სიახლე უკიდურესად თავშესაქცევად და ფრიად შესაძლებლად ჩავთვალეთ.

    მახსოვს კიდევ, რომ როდესაც ჩემი უფროსი ძმა დიმიტრი, უნივერსიტეტში სწავლისას უეცრად მისთვის დამახასიათებელი გატაცებით მიენდო რწმენას და შეუდგა ყველა წირვაზე სიარულს, მარხვას, და სუფთა და ზნეობრივი ცხოვრების გზას დაადგა, ჩვენ, მათ შორის უფროსებიც, გამუდმებით მასხრად ვიგდებდით მას და რატომღაც ნოე შევარქვით. მახსოვს, მუსინ-პუშკინი, რომელიც იმხანად ყაზანის უნივერსიტეტის მეურვე გახლდათ, როდესაც საცეკვაოდ გვეპატიჟებოდა, დამცინავად არწმუნებდა უარზე მყოფ ძმას იმით, რომ დავითიც ცეკვავდა კიდობნის წინ. მე მაშინ თანავუგრძნობდი უფროსთა ასეთ ხუმრობებს და მათგან ისეთ დასკვნას ვაკეთებდი, რომ კატეხიზმოს სწავლა და ეკლესიაში სიარული აუცილებელია, მაგრამ ამ ყველაფრის ზედმეტად სერიოზულად მიღება არ ღირს. მახსოვს კიდევ, რომ ფრიად ახალგაზრდა გავეცანი ვოლტერს, რომლის ქილიკი არა მარტო არ მაღიზიანებდა, არამედ საკმაოდაც მამხიარულებდა.

    რწმენისგან ჩემი ჩამოშორება ისევე მოხდა, როგორც ეს დღესაც ხდება ჩვენი განათლების მქონე ადამიანებში. ეს, ჩემის აზრით, შემთხვევათა უმრავლესობაში ასე ხდება: ადამიანები ისე ცხოვრობენ, როგორც სხვები, ანუ იმ საწყისთა საფუძველზე, რომლებსაც არამც თუ საერთო არაფერი აქვთ აღმსარებლობასთან, არამედ ხშირად პირდაპირ უპირისპირდებიან მას. აღმსარებლობა არ იღებს მონაწილეობას ცხოვრებაში, ხოლო სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას ჩვენ არ გვიწევს მასთან შეხება, საკუთარ ცხოვრებაში კი - მასთან გამკლავება. აღმსარებლობის ქადაგება ხდება სადღაც, ცხოვრებისგან შორს და მისგან დამოუკიდებლად. თუ მასთან შეხება გიწევს, მხოლოდ როგორც გარეგნულ, ცხოვრებასთან კავშირში არმყოფ მოვლენასთან.

    ადამიანის ცხოვრებისა და საქმეების მიხედვით, ახლაც, როგორც მაშინ, შეუძლებელია იმის შეტყობა, მორწმუნეა ის თუ არა. თუკი მაინც არსებობს სხვაობა მართლმადიდებლობის აშკარა აღმსარებლებსა და მის მოწინააღმდეგეთა შორის, არა პირველთა სასარგებლოდ. ახლაც, ისევე, როგორც მაშინ, მართლმადიდებლობის აშკარა აღიარება და აღმსარებლობა უმეტესწილად გვხვდება ხეპრე, სასტიკ და უზნეო ადამიანებს შორის, რომლებიც საკუთარ თავს ფრიად მნიშვნელოვნად თვლიან. საპირისპიროდ ამისა, გონება, პატიოსნება, უშუალობა, გულითადობა და ზნეობა მეტად გვხვდება ადამიანებში, ვინც საკუთარ თავს ურწმუნოდ მიიჩნევს.

    სკოლებში ბავშვებს კატეხიზმოს ასწავლიან და ეკლესიებში გზავნიან. მოხელეთაგან ზიარებაზე დასწრების მტკიცებულებებს მოითხოვენ. მაგრამ ჩვენი წრის ადამიანი, რომელიც უკვე აღარ სწავლობს და არც სახელმწიფო სამსახურში იმყოფება, ახლაც, უწინ კი უფრო მეტად, ათეულ წლებს გაივლის ისე, რომ ერთხელაც არ გაახსენდება, რომ ქრისტიანებს შორის ცხოვრობს და თავადაც მართლმადიდებლობის აღმსარებლად მიიჩნევა.

    ამგვარად, ახლაც, ისევე, როგორც წარსულ დროს, აღმსარებლობა, მიღებული ნდობის საფუძველზე და შენარჩუნებული გარეშე წნეხის მეშვეობით, თანდათან ქრება ცოდნისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გავლენით, რომლებიც ამ აღმსარებლობის საწინააღმდეგოა, ადამიანი კი ხშირად დიდხანს ცხოვრობს და წარმოუდგენია, რომ მასში კვლავაც გაუტეხელია ის რწმენა, რომელსაც ბავშვობისას აზიარეს, თუმცა სინამდვილეში მისი კვალიც კი გამქრალია.

    ერთხელ ს., ჭკვიანი და პატიოსანი ადამიანი მიყვებოდა, თუ როგორ იქცა ის ურწმუნოდ. ოცდაექვსი წლის ასაკში, სანადიროდ ყოფნისას, დაძინების წინ, ბავშვობისას შეთვისებული ჩვევის თანახმად, სალოცავად დადგა. მასთან ერთად მყოფი უფროსი ძმა თივაზე იწვა და მას უმზერდა. როდესაც ს.-მ დაასრულა და დასაძინებლად გაემართა, ძმამ უთხრა: „შენ ისევ აკეთებ ამას?" ამის გარდა ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ. ს. ამის შემდეგ აღარც სალოცავად დგებოდა და აღარც ეკლესიაში დადიოდა. აგერ უკვე ოცდაათი წელია, რაც არ ლოცულობს, არ ეზიარება და არ დადის ეკლესიაში. არა იმიტომ, რომ მან საკუთარი ძმის შეხედულებები იცოდა და გაიზიარა, ან იმიტომ, რომ საკუთარ სულში გადაწყვიტა რაღაც, არამედ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ძმის მიერ ნათქვამი ეს სიტყვა ჰგავდა თითით ოდნავ მიწოლას კედელზე, რომელიც მზად იყო საკუთარი წონისგან დაცემულიყო. ეს სიტყვა იმის მინიშნება გახლდათ, რომ იქ, სადაც მას რწმენა ეგულებოდა, დიდი ხანია ცარიელი ადგილი ყოფილა, და რომ ამიტომ ის სიტყვები, რომლებსაც ის ამბობს, პირჯვრის გადაწერა და ქედის მოხრა არსობრივად უაზრო ქმედებებია. გააცნობიერა რა მათი აბსურდულობა, მან ვეღარ შეძლო იგივე გზით სიარული.

    ასე ემართებოდა და, მე ვფიქრობ, ასე ემართება ადამიანთა დიდ უმრავლესობას. მე ჩვენი წრის ადამიანების შესახებ ვსაუბრობ, ადამიანებისა, რომლებიც მართლები არიან საკუთარ თავთან, და არა მათ შესახებ, რომლებიც თავად საგანს რწმენისა დროებითი მიზნების მისაღწევ საშუალებად აქცევენ. (ეს ადამიანები ფესვგადგმული ურწმუნონი არიან, რადგან თუ რწმენა მათთვის მხოლოდ ცხოვრებისეული მიზნების მიღწევის შესაძლებლობაა, იგი უკვე აღარ წარმოადგენს რწმენას). ჩვენი წრის ადამიანები კი ისეთ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ ცოდნისა და სიცოცხლის ალმა უკვე დაადნო ხელოვნური შენობა, ხოლო მათ: ან უკვე შეამჩნიეს ეს და გაანთავისუფლეს ადგილი ან ჯერ არ შეუმჩნევიათ.

    ჩემთვის ბავშვობისას მოცემული აღმსარებლობა ისევე გაქრა ჩემში, როგორც სხვებში, იმ განსხვავებით მხოლოდ, რომ ვინაიდან მე ძალიან ადრე შევუდექი კითხვასა და აზროვნებას, აღმსარებლობისგან ეს განდგომა ასევე ადრე იქცა ცნობიერად. მე თექვსმეტი წლის ასაკში შეგნებულად ვთქვი უარი ლოცვის თქმაზე, ეკლესიაში სიარულსა და მარხვის შენახვაზე. მე აღარ მწამდა იმის, რასაც ბავშვობაში მაზიარეს, მაგრამ რაღაცის მწამდა. რისი მწამდა, ამას ვერას დიდებით ვერ ვიტყოდი. ღმერთისაც მწამდა ან, უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვი, რომ ღმერთი არ უარმიყვია, მაგრამ რომელი ღმერთი, ამას ვერ ვიტყოდი. არც ქრისტესა და  მის მოძღვრებაზე მითქვამს უარი, მაგრამ რაში მდგომარეობდა ეს მოძღვრება, ვერც ამას ვიტყოდი.

    ახლა, ვიხსენებ რა იმ დროს, ცხადად ვხედავ, რომ ჩემი რწმენა - ანუ ის, რაც ცხოველური ინსტინქტების გარდა განსაზღვრავდა ჩემს ცხოვრებას - ერთადერთი ჭეშმარიტი რწმენა, იყო რწმენა სრულყოფილებისა. მაგრამ რა იყო

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1