Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სკეპტიკოსის გასეირნება
სკეპტიკოსის გასეირნება
სკეპტიკოსის გასეირნება
Ebook484 pages9 hours

სკეპტიკოსის გასეირნება

Rating: 4 out of 5 stars

4/5

()

Read preview

About this ebook

ძიებაში მყოფი გმირი ნაწარმოებისა თავადპირველად რწმენისა და რელიგიის გზას შეუდგება, შემდეგ - ფილოსოფოსთა გზას, ხვავრიელს დებატებითა და იდეებით, საბოლოოდ კი მიწიერი საქმიანობისა და სიამის გზას. გზად მიმავალი ის თავს არიდებს ინკვიზიტორებს, მგზნებარე ფანატებს, შეშლილ ფილოსოფოსებსა და მოღალატე საყვარლებს. ფილოსოფიის ჭეშმარიტი კლასიკა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJul 12, 2019
სკეპტიკოსის გასეირნება

Read more from დენი დიდრო

Related to სკეპტიკოსის გასეირნება

Related ebooks

Reviews for სკეპტიკოსის გასეირნება

Rating: 4 out of 5 stars
4/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სკეპტიკოსის გასეირნება - დენი დიდრო

    დენი დიდრო - სკეპტიკოსის გასეირნება

    Denis Diderot - La Promenade du sceptique

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ს. მუსხელიშვილს და ი. დიომელს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წინასიტყვაობა

    ეკლნარის ხეივანი

    წაბლნარის ხეივანი

    ყვავილნარი

    წერილი ბრმებზე

    დამატება წინა წერილის

    საზოგადოება

    წერილი ვოლტერს

    განმარტებები

    წინასიტყვაობა

    ლიტერატურის ვითარსი მცოდნეები ამაოდ შეეცდებიან ჩემი სახის გამორკვევას. მე არავითარი ადგილი არ მიკავია ცნობილ მწერალთა შორის. შემთხვევით მოვკიდე მე კალამს ხელი; და მწერლის მდგომარეობაში იმდენი არამიმზიდველი რამ არის, რომ მომავალში ჩვეულებად არ გავიხდი წერას. აი ამ შემთხვევაში რა გარემოებამ ამაღებინა ხელში კალამი.

    წარმოშობით და საზოგადოებრივი მდგომარეობით წინასწარვე დანიშნულმა სამხედრო კარიერისათვის, მე ეს კარიერა ვარჩიე, მიუხედავად ჩემი თანდაყოლილი მიდრეკილებისა კაზმული სიტყვიერებისა და ფილოსოფიისადმი. მე მონაწილეობა მივიღე 1745 წლის ლაშქრობაში და ვამაყობ ამით; ფონტენუასთან მე საშიში ჭრილობა მივიღე, მაგრამ ომი ვნახე; ვნახე თუ როგორ იწვევდა ჩემი მეფე, ომში მონაწილეობის გამო, თავისი გენერლების აღტაცებას, თუ რარიგ გადასცემდა გენერალი ამ აღტაცებას ოფიცერს და როგორ ანმტკიცებდა ოფიცერი ჯარისკაცში მხნეობას, მე ვნახე ჰოლანდიელის შეტევის შეჩერება, ავსტრიელის უკანდახევა, ინგლისელის ლტოლვა და ჩემი ხალხის გამარჯვება.

    ფონტენუადან დაბრუნების შემდეგ დანარჩენი შემოდგომა მე გავატარე პროვინციაში, ერთ საკმაოდ განმარტოებულ სოფელში. მტკიცედ გადავწყვიტე არავინ მენახა, იმ რეჟიმის დასაცავად, რომელსაც ჩემი განკურნება საჭიროებდა; მაგრამ ჩემი მსგავსები ისეთი არ არიან, განმარტოებით რომ იცხოვრონ და შეუმჩნეველი დარჩნენ; ამაშია ჩვენი მდგომარეობის უკუღმართობა. როგორც გაიგეს, რომ მე C...ში ვარ, მნახველებმა იწყეს ჩემთან დენა ყოველი მხრიდან. ეს იყო ნამდვილი დევნა და მე არ შემეძლო არასოდეს მარტო დარჩენა.

    მხოლოდ თქვენ, ჩემო ძვირფასო კლეობულ, ჩემო დიდად პატივცემულო მეგობარო, ერთხელაც არ მეწვიეთ. მგონი მთელი ქვეყანა მეწვია, გარდა იმ ერთი ადამიანისა, რომელიც მე მჭირდებოდა. მე არ შემიძლია ამისათვის საყვედური გითხრათ: განა ბუნებრივი იქნებოდა უარი გეთქვათ თქვენი სანატრელი განმარტოების სიამოვნებაზე და მოწყენილობის სატანჯველი მიგეღოთ უსაქმურთა ბრბოში, რომელიც მე მდევნიდა?

    კლეობული იცნობს ხალხს და ხალხი ზიზღს იწვევს მასში; ის ადრევე მიიმალა თავის პატარა მამულში, რომელიც მას შერჩა საკმაოდ დიდი ქონების ნარჩენებიდან; ის იქ ცხოვრობს, როგორც ბრძენი და ბედნიერად გრძნობს თავს. „მალე მე ორმოცდაათი წელი შემისრულდება, - მითხრა მან ერთხელ; - ვნებათა მღელვარება ჩემში შეწყდა და მე მდიდარი ვარ, თუმცა ასჯერ ნაკლები მაქვს იმ შემოსავალზე, რომელიც არც კი მყოფნიდა ოცდახუთი წლის რომ ვიყავი".

    თუ ბედნიერმა შემთხვევამ ოდესმე მიგიყვანათ კლეობულის მყუდრო სავანეში, თქვენ იქ დაინანავთ სერიოზული, მაგრამ ლაზათიანი გარეგნობის კაცს; ის თქვენ არ შემოგხვდებათ ალერსიანი ფრაზებით, მაგრამ შეგიძლიათ ყოველთვის დარწმუნებული იყოთ მისი ნათქვამის გულწრფელობაში. მისი მუსაიფი გაცხოველებულია, მაგრამ არა ფუქსავატი; ის სიამოვნებით ლაპარაკობს სათნოებაზე; მაგრამ ლაპარაკის კილოზე თქვენ შეიტყობთ, რომ სათნოება მისთვის ცარიელი სიტყვა არაა. მისი ხასიათი სრულიად შეესაბამება ღვთაებრივობის ყველა ნიშანს: ის კეთილსაქმიანობს, ლაპარაკობს სიმართლეს, უყვარს კეთილისმქმნელნი და კმაყოფილია თავისივე თავის.

    მისი პატარა თავშესაფარისაკენ მიმავალი გზა შემოქობილია დაბერებული ხეებით, რომელნიც მებაღის მაკრატელსა და მზრუნველობას ჯერ არ იცნობენ. მისი სახლი კარგი გემოვნებითაა ნაგები; ოთახები შიგ არცთუ დიდია, მაგრამ საკმაო ზომისანი არიან, ავეჯი უბრალო, მაგრამ ფაქიზი. მას აქვს მცირეოდენი წიგნები. სოკრატეს, პლატონის, ატიკისა და ციცერონის ბიუსტებით მორთული წინაოთახიდან გამოდიხართ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც არ შეიძლება უწოდოთ არც ტყე, არც მინდორი, არც ბაღი; ის ნარევია ერთის, მეორისა და მესამისაც. ყოველთვის ახალ უწესრიგობას ის უპირატესობას აძლევს ყოველთვის ერთსა და იმავე მტკიცე სიმეტრიულობის მიმართ; მას სურდა ყოველ ნაბიჯზე თავის ბაღში ბუნება დაენახა; და მართლადაც, თუ იქ არაბუნებრივ რაიმეს შეხვდები, ეს უსათუოდ იმავე ბუნების შემთხვევითი კომბინაცია იქნება. ერთადერთი, რაც ამ ბაღში ადამიანის ხელით გაკეთებულად გვეჩვენება, ეს არც ძალიან დიდი და მეტისმეტი მშვენიერი ყვავილნარია, რომელთანაც თავს იყრის რამდენიმე ხეივანი.

    სწორედ იქ მრავალჯერ დავმტკბარვარ მე მომხიბლავი მუსაიფით კლეობულთან და რამდენიმე მეგობართან, რომლებიც მასთან იკრიბებიან; მას ჰყავს მეგობრები და არ ეშინია მათი დაკარგვის. აი, მისი საიდუმლოება მეგობრების შენარჩუნებაში; მას არასოდეს ძალდატანებით არ მოუხვევია მათთვის თავისი აზრები, არ შეუზღუდავს ისინი მათს გემოვნება-შეხედულებებში: სწორედ იქ მინახავს თუ როგორ ეხვეოდნენ ერთიმეორეს პირონისტი და სკეპტიკოსი, როგორ უხაროდა სკეპტიკოსს ათეისტის გამარჯვება, როგორ ეხმარებოდა ფულით ათეისტი დეისტს, როგორ სთავაზობდა თავის მომსახურეობას დეისტი სპინოზისტს; ერთი სიტყვით, მეგობრული გაერთიანება ყველა ფილოსოფიური სექტებისა. სწორედ იქ სუფევს თანხმობა, ჭეშმარიტების სიყვარული, ჭეშმარიტება, გულახდილობა და მშვიდობიანობა. და სწორედ აქ არასოდეს ფეხი არ შეუდგამს არც პედანტს, არც ცრუმორწმუნეს, არც ღვთისმოსავს, არც დოქტორს, არც მღვდელს, არც ბერს.

    აღტაცებული კლეობულის გულწრფელი სიტყვებით და იმ გარკვეული წესრიგით, რომელიც მე მათში შევამჩნიე, მე დავიწყე მისი შესწავლა და მალე დავრწმუნდი, რომ მის საუბართა თემები თითქმის ყოველთვის იმ საგნებს ენათესავებოდნენ, რომელნიც მის თვალწინ იშლებოდნენ.

    ერთგვარ ლაბირინთში, შექმნილში რცხილის ახალშენით, მაღალ და ხშირ ტოტიან ნაძვებით გადასერილში, ის ყოველთვის მესაუბრებოდა ადამიანის გონების მცდარობაზე, ჩვენი ცოდნის შეუმოწმებლობაზე, ფიზიკური თეორიების სიმჩატესა და მეტაფიზიკური მაღალი განსჭვრეტის ამაოებაზე.

    როდესაც პატარა მდინარის ნაპირზე მჯდარი შეამჩნევდა თუ როგორ მოსწყდა მახლობელი ხიდან ფოთოლი, რომელიც ნიავმა წყლის აუზისაკენ წაიღო და დაარღვია მისი ბროლისებური გამსჭვირვალობა, ის დამიწყებდა საუბარს ჩვენს გულმიდრეკილებათა ცვალებადობაზე, ჩვენი კეთილსაქმიანობის სისუსტეზე. ვნებათა ძლიერებაზე, სულის მღელვარებაზე, უწინაზრახვო თვითხილვადობასა და სწორი თვითშეგნების მნიშვნელობასა და სიძნელეზე.

    როდესაც ჩვენ ვიდექით გორაკის მწვერვალზე, რომელიც მთელს ახლომახლო სოფლებსა და მიდამოებზე მბრძანებლობდა, ის სიძულვილს მინერგავდა ყოველივე იმის მიმართ, რაც ადამიანს განადიდებს და კი არ ასრულქმნილებს; ის მითითებდა ჩემს ზევით მყოფ სივრცისაკენ, რომელიც ათასჯერ უფრო დიდია, ვიდრე ჩემს ქვემოთ მყოფი, და ჩემს სიამაყეს ამდაბლებდა ჩემს მიერ დაკავებული წერტის უმნიშვნელობით იმ განუზომელ სივრცესთან შედარებით, რომელიც ჩემს თვალწინ იშლებოდა.

    როდესაც ველზე დავეშვებოდით, ის მელაპარაკებოდა ადამიანის მდგომარეობასთან განუყოფელ უბედურებათა შესანებ, და მარწმუნებდა სულიერი წონასწორობა არ დამრღვეოდა მათ მოლოდინში და სისუსტე არ გამომეჩინა მათი განცდის დროს.

    გზაზე შეხვედრილი ყვავილი მოაგონებდა მას რაიმე მსუბუქ აზრს ან ფაქიზ გრძნობას. ბებერი მუხის ქვეშ ან გამოქვაბულის სიღრმეში ის მე მიზიარებდა თავის სერიოზულ და მტკიცე ნაფიქრ-ნააზრევს, მაღალ იდეებს, ღრმა შენიშვნებს.

    მე მივხვდი, რომ კლეობულმა შეჰქმნა თავისთვის ადგილ-გარემოს ერთგვარი ფილოსოფია; რომ მთელი გარემო განცოცხლებული მოსაუბრე იყო მისთვის, რომ ყოველი საგანი განსაკუთრებულ აზრებს იწვევდა მასში და რომ ბუნების ნაწარმოებნი მისთვის რაღაც ისეთ ალეგორიულ წიგნს წარმოადგენდნენ, რომლიდანაც ის ათასნაირ, სხვებისათვის მიუწვდომელ ჭეშმარიტებას ამოიკითხავს.

    რომ უფრო დავრწმუნებულიყავი ჩემს აღმოჩენაში, მე ერთხელ ის მოვიყვანე ზემოაღნიშნულ ადგილთან, რომელთანაც რამდენიმე ხეივანი ხვდებოდა ერთიმეორეს. მე გამახსენდა, რომ ამ ადგილზე ის როგორღაც შეეხო საკითხს იმ სხვადასხვა გზების შესახებ, რომლების საშუალებითაც ადამიანები უახლოვდებიან თავის უკანასკნელ მიზანს, და მე მინდოდა გამეგო, დაუბრუნდება თუ არა ის ამ ადგილზე იმავე თემას. როგორი კმაყოფილი დავრჩი ჩემი ცდით! რამდენი ახალი და დიდმნიშვნელოვანი ჭეშმარიტება მოვისმინე მე. ორ საათში, რომლის განმავლობაშიაც ჩვენ გავიარეთ ეკლის ხეივნიდან წაბლის ხეივანში, ამ უკანასკნელიდან კი ყვავილნარში, მან ამოწურა რელიგიათა ბოდვები ფილოსოფიურ სისტემათა შეუმოწმებლობაზე, და მაღალი საზოგადოების სიამოვნებათა ამაოებაზე: მე მას დავემშვიდობე, განცვიფრებული მისი ცნებათა სისწორით, მსჯელობის მკაფიობით, და ცოდნის განუზომლობით; და როგორც კი შინ დავბრუნდი, მაშინვე შევუდექი მისი სიტყვების ჩაწერას, რაც ჩემთვის ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ სიადვილეს წარმოადგენდა, რადგან კლეობულმა, რომ უფრო გასაგები გაეხადა მისი აზრი ჩემთვის, სიამოვნებით ისესხა შედარებები და გამოთქმები ჩემივე პროფესიიდან.

    მე სრულიად არ ვეჭვობ, რომ მისმა სიტყვებმა ჩემს კალამში გავლის დროს დაჰკარგეს მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ენერგიისა და სიცოცხლის, რომელიც მათ, მის ბაგეთაგან აღმოსვლის დროს ჰქონდათ; მაგრამ ამ სიტყვების ძირითადი შინაარსის დაცვა, ვფიქრობ, მე შევძელი. სწორედ ეს სიტყვებია, რომ ვაქვეყნებ მე დღეს სათაურით: სკეპტიკოსის გასეირნება ან საუბარი რელიგიაზე, ფილოსოფიაზე და ქვეყნიერებაზე.

    მე უკვე დავარიგე რამდენიმე ასლი ჩემი ხელნაწერისა; ისინი გამრავლებულ იქნენ და ზოგიერთ მათგანში მე ისეთი დამახინჯებები ვნახე, რომ კლეობულის უკმაყოფილების გამოწვევის შიშით - თუ ის ჩემს კადნიერებას გაიგებდა - მე წავედი მასთან, რომ მეცნობებია ამ შემთხვევის შესახებ, პატიება მეთხოვა და მისი აზრების გამოქვეყნების ნებართვაც მიმეღო. მე ვკრთოდი, ჩემი სტუმრობის მიზანს რომ ვუმჟღავნებდი მას; გამახსენდა წარწერა მის სახლის კარებზე მიკრულ შავ მარმარილოს დაფაზე: beatus qui moriens fetellit[1] და უკვე თითქმის დავკარგე ჩემი განზრახვის სისრულეში მოყვანის იმედი; მაგრამ მან დამაწყნარა, ხელი მომკიდა, გამიყვანა თავის წაბლებქვეშ და შემდეგი სიტყვით მომმართა:

    „მე სრულიადაც არ გსაყვედურობთ იმისათვის, რომ ხალხის გონების განათლებაზე მუშაობთ; ეს ყველაზე უფრო დიდმნიშვნელოვანი სამსახურია, რომლის გაწევაც კი მისთვის შეიძლებოდა, მაგრამ, რომელსაც მას არასოდეს გაუწევენ. ერთმა ჩვენმა მეგობარმა, რომელსაც მე ერთხელ ამავე ხეების ჩრდილში ვესაუბრებოდი, მოსწრებულად თქვა, რომ ჭეშმარიტების გადაცემა ზოგიერთისათვის, ეს იგივე იქნებოდა, რაც სინათლის შეშუქება ჭოტთა ბუდეში; ის მხოლოდ თვალებს მოსჭრის და აახმაურებს მათ. ხალხი რომ მარტო იმისთვის ყოფილიყო უმეცარი, რომ არაფერი არ უსწავლია, მათი განათლება, იქნებ, კიდევ შესაძლებელი ყოფილიყო. მაგრამ მათი სიბრმავე სისტემატურია, არისტ, თქვენ საქმე გაქვთ ისეთ ხალხთან, რომელმაც არამცთუ არაფერი იცის, არც სურს იცოდეს. უნებლიედ შემცდარი შეიძლება გონზე მოიყვანოთ; მაგრამ რომელი მხრიდან გინდათ შეუტიოთ იმ ადამიანს, რომელიც თავს იცავს საღი გონიერებისაგან? ნუ მოელით, რომ თქვენი შრომა სხვა ვინმეს სარგებლობას მოუტანს; გეშინოდეთ მხოლოდ იმის, რომ მან თქვენვე არ მოგაყენოთ დაუსრულებელი ზიანი. რელიგია და მთავრობა - წმინდა საგნებია და მათი შეხება აკრძალულია. იმათ, ვისაც ეკლესიისა და სახელმწიფოს საჭე უკავიათ, ძალიან გაუძნელდებოდათ დამაკმაყოფილებელი პასუხის მოცემა მასზე, თუ რატომ მოითხოვენ ისინი ჩვენგან ასე ღრმა მდუმარებას; მაგრამ კეთილგონიერება მოითხოვს, რომ დავმორჩილდეთ და ხმა გავკმინდოთ, თუ კი, რასაკვირველია, ისეთ მწვერვალზე არ ვიმყოფებით, რომელიც მათი ისრებისათვის მიუწვდომელი იქნებოდა და საიდანაც ჩვენ შეგვეძლებოდა მათთვის ჭეშმარიტება გვემცნო".

    - მესმის, ვუპასუხე მე, - მთელი სიბრძნე თქვენი დარიგების; მაგრამ მისი ასრულების დაუპირებლად, ნებას ვაძლევ ჩემს თავს, შეგეკითხოთ, თუ რატომ არის აკრძალული მთავრობისა და რელიგიის შესახებ წერა? თუ სამართლიანობა და ჭეშმარიტება მხოლოდ მოიგებდნენ ჩემი კვლევითი მუშაობისაგან, სასაცილო იქნებოდა ჩემთვის ასეთი მუშაობის აკრძალვა. ნუთუ რელიგიის შესახებ თავისუფალი მსჯელობა უფრო სახიფათო ლახვარი იქნებოდა მისთვის, ვიდრე მასზე ლაპარაკის სრული აღკრძალვა? რომ ცნობილ კოშენს[2], როდესაც მან სასამართლოს თავის საბუთები და მოსაზრებები გადასცა, დასასრულ მოეთხოვა მოწინააღმდეგე მხარეს აუკრძალეთ პასუხის გაცემაო, რარიგ უცნაური შთაბეჭდილება შეიქნებოდა მისი ალალმართლობის შესახებ? დაე, მაჰმადიანები ასულდგმულოს რელიგიური მოუთმენლობის ჟინმა; დაე, მათ დაიცვან ცეცხლითა და მახვილით თავისი რელიგია, ისინი ამით არ ღალატობენ ლოგიკურ თანმიმდევრობას; მაგრამ, როდესაც ადამიანები, რომლებიც თავის თავს იმის მიმდევრებად სთვლიან, ვინც ქვეყნად სიყვარულის, სათნოებისა და მშვიდობიანობის კანონი მოიტანა, შეიარაღებული ხელით იცავენ ამ კანონს, ეს სრულიად აუტანელია. მათ ალბათ დაივიწყეს თუ როგორი სიმკაცრით გაჰკიცხა ქრისტემ თავის გულფიცხი მოწაფეები, ზეციდან ცეცხლის მოვლინება რომ სთხოვეს მას იმ ქალაქების გადასაბუგავად, რომლების მოქცევაც მათ ვერ მოახერხეს? თუ დამოუკიდებელი გონების მსჯელობა საფუძველია, შეცდომა იქნებოდა მის წინააღმდეგ ბრძოლა; თუ კი ის უვარგისია - სასაცილოა შიში მის წინაშე.

    - თქვენს წინააღმდეგ იმის თქმა შეიძლება, - მიპასუხა კლეობულმა, - რომ არიან ისეთი ცრურწმენანი, რომლებიც ხალხს ესაჭიროებიან.

    - რომელნი? - გავაწყვეტინე მე. - თუ ადამიანი სცნობს ღვთის არსებობას, ზნეობრივი ავკარგის რეალობას, სულის უკვდავებას, ჯილდოს და სასჯელს იმ ქვეყნად, მაშინ რად სჭირდება მას ცრურწმენები? თუ დამატებით ამისა მას კიდევ აზიარებენ უღრმეს საიდუმლოებას გარდაქმნისას, მოქცევისას, სამებისას, ჰიპოსტაზური ერთარსებობისას, წინასწარ განსაზღვრულობისას, განხორციელებისას და სხვა, განა ის ამით უკეთესი მოქალაქე შეიქნება? ასჯერ უკეთესადაც რომ იცოდეს მან, ვიდრე სორბონისტმა[3] დახელოვნებულმა მოკამათემ, სამი სხვადასხვა სუბსტანციაა ღვთიური სამება თუ არა, ყოვლისშემძლეა ძე და სულიწმინდა, თუ ისინი მამაღმერთს არიან დაქვემდებარებულნი, სამების ერთარსებობა გამოიხატება ყველა მათ მიერ თითოეული მათგანის შინაგან აზრთა და სურვილთა ცოდნაში თუ არა; ანდა შესაძლოა ისიც იყოს, რომ ღმერთი სამპიროვანი არაა; ხომ არ არიან მამა, ძე და სულიწმინდა ღვთის სამი სხვადასხვა ატრიბუტები, მისი მადლიანობა, სიბრძნე და ყოვლისშემძლეობა; ღვთის ნებისყოფის სამ სხვადასხვა გამოვლინებას ხომ არ წარმოადგენენ ისინი; ხომ არ წარმოადგენენ ისინი ქმნილებას, ცოდვის გამოსყიდვას და პატიებას; ან მამაღმერთის ორ ქმედებას ან ორ ატრიბუტს: მის თვითშეგნებას, რომლიდანაც ძე იბადება, და მის სიყვარულს ძის მიმართ, რომლიდანაც სულიწმინდა გადმოდის; ანდა ერთიდაიმავე სუბსტანციის სამს ურთიერთდამოკიდებულებას ხომ არ წარმოადგენენ ეს სუბსტანციები, სახელდობრ, ხომ არაა ღმერთი ხელქმნილი, წარმოშობილი და შექმნილი; ან, მხოლოდ სამი უბრალო სახელწოდება ხომ არაა აქ? ყველაფერი ეს რომ მან გაიგოს გახდება ის ამით უფრო პატიოსანი ადამიანი? არა, ჩემო ძვირფასო კლეობულ, რომ შეიგნოს კიდეც ყოველივე საიდუმლოება სამ პიროვნების, თანაარსების, ერთარსებობის, ჰიპოსტაზის - ის ამასთან ერთად შეიძლება დარჩეს ჩვეულებრივ ქარაფშუტად. ქრისტემ სთქვა: გიყვარდეთ ღმერთი მთელი თქვენი სულით და გულით და თქვენი მოყვასი, ისე როგორც საკუთარი თავი; აი ნამდვილი ჭეშმარიტება. ის საკმაოდ გონიერი და სამართლიანი იყო იმისათვის, რომ ადამიანთა ხსნა და მადლი უაზრო და უშინაარსო სიტყვებთან არ დაეკავშირებინა. კლეობულ, უდიდეს ჭეშმარიტებებს არ შეეძლო სისხლით ავსება ქვეყნისა. ადამიანები ერთმანეთს ჟლეტდნენ მხოლოდ იმისათვის, რაც მათ არ გაეგებოდათ. გადაათვალიერეთ ეკლესიის ისტორია და ის დაგარწმუნებთ, რომ ქრისტიანულ რელიგიას პირველყოფილი სიმარტივე რომ შეენახა; მარტო ღვთისცნობა და მოყვასის სიყვარული რომ მოეთხოვათ ხალხისაგან; ქრისტიანობა რომ არ დაეტვირთათ უთვალავი ცრუმორწმუნეობებით, რომლებმაც შემდეგში ღმერთთან შეუფერებლად გახადეს იგი ყოველი გონიერი ადამიანის თვალში; ერთი სიტყვით, ხალხისათვის რომ მხოლოდ ერთი ღვთისმსახურება ექადაგებიათ, რომელსაც ყოველი ადამიანის სულში შეეძლო მოენახა თავის დასაყრდენი, ის არასოდეს არ უკუაგდებდა მას და არც შეებრძოლებოდა ერთიმეორეს იმის აღიარების შემდეგ. ანგარებამ შვა ხუცები, ხუცებმა - ცრუმორწმუნეები, ცრუმორწმუნეებმა - ომები და ომები იარსებებენ მანამ, სანამ იარსებებენ ცრუმორწმუნეობები, ცრუმორწმუნეები - სანამ ხუცები იქნებიან, და ხუცები კი იქნებიან მანამ, სანამ ხუცობა მათთვის ხელსაყრელი იქნება.

    - მე პირდაპირ მეჩვენება, - ჩამომართვა სიტყვა კლეობულმა, - რომ თითქო პავლე მოციქულის დროინდელ ეფესში ვარ და ჩემს გარშემო ხუცებს ისეთივე ღმუილი აუტეხიათ, როგორიც პავლე მოციქულს აუტეხეს. „თუ ეს კაცი მართალია, იყვირებენ წმინდა ნაშთებით მოვაჭრენი, მაშინ ჩვენს ვაჭრობას ბოლო ეღება, ჩვენ მხოლოდ ის-ღა გვრჩება, რომ მივკეტოთ დუქნები და შიმშილით გავწყდეთ". არისტ, დამიჯერეთ, თავიდან აიშორეთ ეს აფეთქებები გულისწყრომის, ჩაკეტეთ თქვენი ხელნაწერი და ჩვენი მეგობრების გარდა არავის აჩვენოთ იგი. თუ თქვენ დიდად აფასებთ მწერლის და მოაზროვნის სახელს, ისინი იძულებული იქნებიან მოგანიჭონ თქვენ ეს პატივი. მაგრამ, თუ უფრო ფართო სახელის მოხვეჭა გწყურიათ და არ გაკმაყოფილებთ გულახდილი ქება და პატივისცემა ფილოსოფოსთა მცირე საზოგადოებისა, მაშინ გამოეცით შრომა, რომელსაც თქვენ უშიშრად შესძლებთ ცნოთ საკუთრებად. მოჰკიდეთ ხელი რაიმე სხვა საკითხს, თქვენ მონახავთ ათას და მეტს თემას, რომლებიც მდიდარ მასალას მისცემენ თქვენს მსუბუქ კალამს.

    - რაც მე მეხება, კლეობულ, - ვუპასუხე მე, - რამდენიც არ ვუკვირდები ჩემს გარშემო მყოფ საგნებს, მათში მხოლოდ ორს, ჩემი ყურადღების ღირსს ვამჩნევ და ეს სწორედ ისინია, რომლებზედაც თქვენ მე ლაპარაკს მიკრძალავთ. თუ რელიგიაზე და ხელისუფლებაზე გამაჩუმებთ, მე სალაპარაკო არაფერი დამრჩება. მართლა და რა საინტერესოა ის, რომ ვინმე აკადემიკოსმა უმსგავსო რომანი დასწერა; რომ ვინმე ხუცმა ტაძარში აკადემიური სიტყვა წარმოსთქვა; რომ ამა თუ იმ აზნაურმა აგვავსო თავისი უბადრუკი ბროშურებით; რომ ჰერცოგის ცოლი თავისი პაჟების ყურადღებას მათხოვრობს? თუ ვინაა ჰერცოგის ვაჟის ნამდვილი მამა; ან D თვითონ სწერს თავის რომანებს, თუ სხვები უწერენ? ყოველივე ეს ფუჭი და უმნიშვნელოა. ამ სისულელეებს არ შეუძლიათ რაიმე გავლენა იქონიონ არც თქვენს და არც ჩემს კეთილდღეობაზე. შეუძლებელია, მაგრამ დავუშვათ, რომ ვინმესთან დაკავშირებული საზიზღარი ისტორია ოთხჯერ კიდევ უფრო საზიზღარი აღმოჩენილიყო - სახელმწიფოს მართვაგამგეობა ამით არ გახდებოდა უფრო კარგი ან უფრო ცუდი. ეჰ, ძვირფასო კლეობულ, მოგვინახეთ უფრო საინტერესო თემები, ან ნება გვიბოძეთ გულხელდა

    - არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს, - მიპასუხა კლეობულმა, - ისხედით გულხელდაკრეფილნი, რამდენიც გსურდეთ. ხოლო ნურასოდეს ნუ დაწერთ ნურაფერს, თუ თქვენ მიერ დაწერილი თქვენვე დაგღუპავთ; მაგრამ თუ ხალხის ხარჯზე გინდათ თქვენ მაინცადამაინც თავისუფალი დროის გამოყენება, რატომ არ მიჰბაძავთ ახალ ავტორს, ცრუმორწმუნეებზე რომ დასწერა?

    - მე გაგიგეთ, კლეობულ; თქვენ მირჩევთ იმგვარად ვილაპარაკო ხალხის ცრუმორწმუნეობაზე, რომ ყველას ვაფიქრებინო თითქოს მე მათ სავსებით ვიზიარებ. განა ეს გაქვთ მხედველობაში? ამას მისახავთ მისაბაძ მაგალითად?

    „როდესაც შემატყობიეს ამ წიგნის გამოსვლა, ვიფიქრე: აი წიგნი, რომელსაც მე მოველოდი! სად იყიდება? - ვიკითხე ჩურჩულით. - G-სთან, წმინდა იაკობის ქუჩაზე, - მიპასუხეს სრულიად დაუფარავად. როგორ მოხდა, განვაგრძობდი მე ჩემთვის ფიქრს, ნუთუ მოინახა პატიოსანი ცენზორი, რომელმაც

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1