Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ
ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ
ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ
Ebook114 pages1 hour

ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ" არის ნაკვეთი ადლერის უფრო ვრცელი შრომიდან "ინდივიდუალური ფსიქოლოგიის თეორიია და პრაქტიკა", სადაც ავტორი იმ მიზეზებს იკვლევს, რომლებიც ქალების "მამაკაცურ პროტესტს" იწვევს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 6, 2020
ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ

Read more from ალფრედ ადლერი

Related to ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ

Related ebooks

Reviews for ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ - ალფრედ ადლერი

    ალფრედ ადლერი - ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ

    Alfred Adler - Über männliche Einstellung bei weiblichen Neurotikern

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    შესავალი

    1. სწრაფვა ხარვეზის შევსებისა გონების, ცბიერებისა და თავდადების საშუალებით

    2. აღზრდა ნევროტული დედის მიერ. მშობიარობის შიში, როგორც არასწორი აღზრდის შედეგი

    3. „ამოყირავების" მცდელობა, როგორც მამაკაცური პროტესტი

    4. ინვერსიისკენ სწრაფვა, როგორც დაცვის მცდელობა

    5. „ინვერსიის" საწყისი პუნქტი ერთი მანიაკალურ-დეპრესიული ავადმყოფის სიზმარში

    განმარტებები

    ძალაუფლების სიყვარული იწყება შიშით სხვა ადამიანთა ძალაუფლებაში აღმოჩენისა, და მიისწრაფის იმისკენ, რომ წინდაწინ მოიპოვოს სხვებზე ძალაუფლება.

    როდესაც ნატიფი ფუფუნება მეტისმეტად მაღლა აიზიდება, ქალი ზნეობრიობას მხოლოდ გაუგებრობიდან გამომდინარე ინარჩუნებს და არ ქმნის საიდუმლოს იქიდან, რომ მას მამაკაცად ყოფნა მეტად სურს: მაშინ ის მეტ სივრცესა და თავისუფლებას მიანიჭებდა თავის მიდრეკილებებს; მაგრამ არც ერთი მამაკაცი არ ისურვებს ქალად ყოფნას.

    კანტი, „ანთროპოლოგია"

    ინდივიდუალური ფსიქოლოგიის გამოცდილება ადასტურებს: არც ერთ ადამიანს არ ძალუძს მშვიდად გადაიტანოს რეალური ან მოჩვენებითი არასრულფასოვნების განცდა. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ არასრულფასოვნების განცდის არსებობის კონსტატირება შეგვიძლია, ასევე აღმოვაჩენთ პროტესტის გრძნობასაც, და პირიქით. მეტიც, თვით ნებაც კი, რომელიც წინ უსწრებს საქციელს (სხვა შემთხვევაში ეს მხოლოდ მოჩვენებითი ნება იქნებოდა), ყოველთვის ქვევიდან ზევით მოძრაობს. თუმცა, ეს ყველფერი ცხადი ხანდახან მხოლოდ კონტექსტის განხილვის შემდეგ ხდება.

    ნევროზის მექანიზმის შესახებ რიგ ნაშრომებში მე აღვწერე ზოგადი მდგომარეობა, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც ნევროტული დაავადების მთავარი მამოძრავებელი ძალა, - მამაკაცთა პროტესტი ყველა ქალური ან მოჩვენებითად ქალური წადილისა და შეგრძნების წინააღმდეგ. ნევროტული დისპოზიციის საწყის პუნქტს ბავშვობის პათოგენური  სიტუაცია წარმოადგენს, რომელშიც ამ მდგომარეობის ჩამოყალიბება უკიდურესად მარტივად მიმდინარეობს: ერთ მხრივ, დაეჭვება საკუთარ მომავალ სქესობრივ როლთან მიმართებით, მეორეს მხრივ კი გაძლიერებული ტენდენცია, ითამაშო მამაკაცის (მთავარი, აქტიური, ჰეროიკული) როლი ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით.

    გარდა საკუთარი თავის რწმენის არქონისა, რითიც საყოველთაოდ შეგვიძლია განვმარტოთ ნევროტიკოსის მიერ თავისი „ქალური საქციელის, სურვილებისა და  ოცნებებისგან გადახვევა, და „მამაკაცურის გაძლიერება, ბავშვის მიერ სქესის მოპოვებას თან ახლავს დიდი დაძაბულობა, რაშიც არაფერია გასაკვირი. მრავალი პაციენტის განცხადებით, უფროსი საბავშვო ასაკის მიღწევამდე ამასთან დაკავშირებით მათ დიდი ეჭვები გააჩნდათ. სხვებს კი მთელი ცხოვრების განმავლობაში გადაჭარბებული მამაკაცური პროტესტის იმდენად გამოხატული ნიშნები აქვთ, რომ ამის გამოისობით მარცხს განიცდის მათი ყველა მცდელობა, ჩაერთონ სოციალურ ცხოვრებაში, იქნება ეს სამუშაოზე, ოჯახში, სიყვარულსა თუ ქორწინებაში. ყველა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიისწრაფოდა იმისკენ, რომ ყოფილიყო ნამდვილი მამაკაცი. ეს სურვილი მათში სრულიად განსხვავებული საშუალებებით ვლინდებოდა, თუმცა ნევროტიკოს ქალებში ეს ნიშანი კიდევ უფრო გამოკვეთილია. საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით სრულიად საფუძვლიანად მიმაჩნია შემდეგი მტკიცება: ის, რაც ასეთ ნევროტიკოსთა შენიშვნებში ექცევა მათი ცნობიერების ველში და პრაქტიკულად მოისაკლისებს ენერგიას იმის გამოისობით, რომ გაცილებით უფრო დიდი ენერგია გაუცნობიერებელი რჩება, იწვევს კიდეც მათში ნევროტულ სიმპტომებს, ქმედებებსა და ოცნებებს.

    ქვემოთ შევეცდები გადმოვცე რამდენიმე ამონარიდი ჩემს მიერ ჩატარებული ანალიზიდან, რაც საშუალებას მოგვცემს თითქოს სადარაჯო კოშკიდან გადმოვხედოთ ნევროტიკოს ქალთა მამაკაცურ მიდგომას.

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1