Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ლოგიკა
ლოგიკა
ლოგიკა
Ebook124 pages1 hour

ლოგიკა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

სოლომონ დოდაშვილის "ლოგიკა" არის ქართველი მოაზროვნის მიერ ჩაფიქრებული ფილოსოფიის სრული კურსის პირველი ნაწილი, რაც ლოგიკის მეცნიერების სახელმძღვანელოს წარმოადგენს, რომელშიც მასალა სისტემურადაა განლაგებული და მოცემულია ცნებათა განმარტებები. გამოქვეყნდა 1827 წელს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 25, 2020
ლოგიკა

Related to ლოგიკა

Related ebooks

Reviews for ლოგიკა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ლოგიკა - სოლომონ დოდაშვილი

    სოლომონ დოდაშვილი - ლოგიკა

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის პ.ბ. იაშვილს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ფილოსოფიის ზოგადი შესავალი

    შესავალი

    ლოგიკა

    ფილოსოფიის ზოგადი შესავალი

    მაქვს რა განზრახვა გადმოვცე ფილოსოფიის სრული კურსი - ვაქვეყნებ პირველად ლოგიკას, რომელიც ერთდაგვარად მის შესავალს შეადგენს, და მოვალეობად ვთვლი წარმოვადგინო ამ მეცნიერების ზოგადი ცნება. 

    ფილოსოფიურ სისტემათა ისტორიის პირველი თვალის გადავლებისას ადვილად შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ ჭეშმარიტი ფილოსოფია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა დაცხრება ვნებანი, და როცა ცრურწმენანი, რომელთაც ასე სამართლიანად უწოდებს ბეკონი ადამიანის გონების კერპებს, შესწყვეტენ მის მართვას. ჭეშმარიტი ფილოსოფია ისევე ერთი უნდა იყოს, როგორც ერთია ჭეშმარიტება, ერთია გონება და ერთია ადამიანის სულის კანონები; თუ საწინააღმდეგოს დავუშვებთ, მაშინ უნდა დავუშვათ, რომ არსებობს ერთმანეთთან შეუთანხმებადი, მოპირდაპირე ჭეშმარიტებანი, რომ ადამიანის გონება თვით ეწინააღმდეგება თავის თავს, ცნობიერებითა და თავისი ბუნებით: მაგრამ ეს უაზრობა იქნებოდა. 

    მარტოოდენ თავისი სახელწოდებით ფილოსოფია არ განსხვავდება სხვა მეცნიერებათაგან, რომლებადაც, თითქოს ერთი და იმავე სფეროს წრეებად, ადამიანის გონებამ გაჰყო და გამიჯნა თავისი ცოდნა, ეს სახელწოდება არ წარმოადგენს არავითარ გარკვეულ, განმასხვავებელ ნიშნებს; თვით სიტყვას: ს ი ბ რ ძ ნ ე, რომლის სიყვარულს ფილოსოფიის სახელწოდება გამოხატავს, თავდაპირველად ისეთი ფართო მნიშვნელობა ჰქონდა, რომ იგი ადამიანის ყველა ხელოვნებასა და მეცნიერებას შეიცავდა. ამიტომ ფილოსოფიის მხოლოდ საგანს ან შინაარსს შეუძლია გვიჩვენოს მისი განსხვავება სხვა მეცნიერებათაგან. 

    ყოველი მეცნიერების შინაარსი დამოკიდებულია მის იდეაზე; ეს იდეა კი გამოიხატება ეგრეთწოდებული მთავარი საწყისით, რომლის მიხედვით შეიძლება მისი ძალისა და ღირსების ზუსტად ჩვენება. ამიტომ, როცა ფილოსოფიის შესწავლას ვიწყებთ, უნდა გვქონდეს მისი იდეა, ამ იდეის სრული განვითარება შეიძლება იყოს საგანი განსაკუთრებული ნაწილისა - ძირითადი ფილოსოფიისა, რომელიც თავისი სახელის ღირსი იქნება. აქ ჩვენ გადმოვცემთ მხოლოდ იმ ზოგად ნიშნებს, რომლებიც აუცილებელია ამ უსაზღვრო არეში შემავალთათვის. 

    ფილოსოფია უნდა იყოს გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ უ ლ ი   მ ე ც ნ ი ე რ ე ბ ა, ე. ი. მეცნიერება, რომლიდანაც უნდა ვისწავლოთ ისეთი რამ, რასაც ვერავითარი სხვა მეცნიერებიდან ვერ გავიგებთ. როგორც ყოველი სხვა მეცნიერება საერთოდ, ისე ფილოსოფიაც გულისხმობს შემმეცნებელ პირს და შესამეცნებელ საგანს, რომლითაც, როგორც მარტოოდენ მისთვის დამახასიათებელი რამით, იგი სხვა მეცნიერებათაგან არსებითად განსხვავდება. 

    აქედან გამომდინარეობს, რომ ფილოსოფია უნდა წარმოადგენდეს ადამიანის გარკვეული სახის ცოდნათა ს ი ს ტ ე მ ა ს; ვინაიდან როგორც სხვა მეცნიერებანი, ისე ფილოსოფიაც უნდა შედგებოდეს მრავალი ცალკეული ერთმანეთისაგან განსხვავებული, მაგრამ ერთი საგნის შესახები, და ამ მხრივ ერთგვაროვანი, თავსებადი და შეკავშირებული ცოდნისაგან; ეს კი სწორედ სისტემას შეადგენს. 

    ფილოსოფია უნდა იყოს ადამიანის სულის ნ ა წ ა რ მ ო ე ბ ი; იგი არავის არა აქვს თანდაყოლილი; იგი შეძენილ უნდა იქნას საკუთარი გონების ძალით, ამ გონების საკუთარი მოქმედებით: ვინაიდან მხოლოდ ეს მოქმედება, მიმართული მოცემული ცნებებისაკენ და არა მათი ა გ ე ბ ი ს ა კ ე ნ (= მათემატიკა), შეადგენს ფილოსოფოსობას. 

    ფილოსოფია რომ ვისწავლოთ, საჭიროა ფილოსოფოსობა; ფილოსოფოსობა კი ნიშნავს ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა   მ ი ვ ა პ ყ რ ო თ თავის თავს, ჩ ა ვ წ ვ დ ე თ თავის თავს, რათა გ ა მ ო ვ ი ც ნ ო თ და გ ა ვ ი გ ო თ თვით ჩვენი თავი, და ამ გზით დ ა ვ ა დ გ ი ნ ო თ   ს ა მ ყ ა რ ო ჩვენში და ჩვენთან. ყურადღება მივაპყროთ თავის თავს - ნიშნავს განვაყენოთ იგი ყოველივე იმისაგან, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის: ეს ხდება, როცა გონებით ვტოვებთ ყოველივე გარეგნულს და თვით ჩვენს თავს წარვმართავთ მარტოოდენ შინაგანისაკენ. ჩავწვდეთ თავის თავს - ნიშნავს გულდასმით ვიფიქროთ შინაგან მოვლენებზე, რომლებიც ჩვენში ხდება, გავხადოთ ჩვენი თავი გამოკვლევის უშუალო საგნად. თავისი თავის შ ე ც ნ ო ბ ა სხვა არაფერია, თუ არა უნარი იმისა, რომ სწორად ვიმსჯელოთ მთელ ქმედით ჩვენს ძალაზე; ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენთვის ცნობილი გახდება ჩვენი ბუნების მოქმედების კანონები, ამ მოქმედების საზღვრები და მიზანი. გ ა ვ ი გ ე ბ თ ჩვენს თავს, თუ შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩვენი აზრების, ცოდნათა და საქციელთა საკმაო მიზეზები. დასასრულ, დ ა ვ ა დ გ ე ნ თ   ს ა მ ყ ა რ ო

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1