Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მეცნიერება და ღმერთი
მეცნიერება და ღმერთი
მეცნიერება და ღმერთი
Ebook60 pages34 minutes

მეცნიერება და ღმერთი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

წინამდებარე კრებულში შესულია ალბერტ აინშტაინის ოთხი ესსეი და დიალოგი, რომლებშიც დიდი მეცნიერი და ფილოსოფოსი საკუთარ შეხედულებებს გამოთქვამს მეცნიერების მომავლის, რელიგიისა და მეცნიერების კავშირის, ფილოსოფიის მიზნისა და დანიშნულების, და სხვა საკითხების შესახებ მეოცე საუკუნის რეალობათა ფონზე.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 27, 2019
მეცნიერება და ღმერთი

Related to მეცნიერება და ღმერთი

Related ebooks

Reviews for მეცნიერება და ღმერთი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მეცნიერება და ღმერთი - ალბერტ აინშტაინი

    ალბერტ აინშტაინი - მეცნიერება და ღმერთი

    Albert Einstein - Science and God

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი უჩანეიშვილს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მეცნიერება და ცივილიზაცია

    ჩემი კრედო

    ფიზიკა, ფილოსოფია და ტექნიკური პროგრესი

    მეცნიერება და ღმერთი. დიალოგი

    პროლოგი. საით მიდის მეცნიერება?

    მეცნიერება და ცივილიზაცია

    (სიტყვა წარმოთქმულ იქნა 1933 წლის 3 მარტს ლონდონში, შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნებოდა დევნილთა დახმარების კომიტეტისთვის სახსრების შეგროვებას.

    შეხვედრას თავმჯდომარეობდა ე. რეზერფორდი)

    როგორ შეგვიძლია ვიხსნათ კაცობრიობა და მისი სულიერი ფასეულობები, რომელთა მემკვიდრეებს ჩვენ წარმოვადგენთ? როგორ შეგვიძლია ევროპის ხსნა ახალი კატასტროფისგან? ეჭვი არ არის, რომ მსოფლიო კრიზისმა და მასთან დაკავშირებულმა ტკივილმა და გაჭირვებამ გარკვეულწილად განაპირობეს მოვლენათა ის სახიფათო განვითარება, რომელთა მოწმეები ჩვენ ვართ. ასეთ დროს უკმაყოფილება სიძულვილს ბადებს, სიძულვილს კი მივყავართ ძალადობის ახალ აქტებთან, რევოლუციასთან და თვით ომებთანაც კი. ამგვარად, ტანჯვა და ბოროტება ახალ ტანჯვასა და ახალ ბოროტებას ბადებს. ისევე, როგორც ოცი წლის წინ, სახელმწიფოთა სათავეებში მდგომმა მოღვაწეებმა საკუთარ თავზე უზარმაზარი პასუხისმგებლობა აიღეს. დაე, მათი ძალისხმევა წარმატებით დასრულდეს ევროპაში, დაე, დროებით მაინც ჩამოყალიბდეს ერთობა და საერთაშორისო ვალდებულებათა ცხადი გაგება, რომელიც სამხედრო ავანტიურას ნებისმიერი სახელმწიფოსთვის სრულიად შეუძლებლად აქცევს. მაგრამ სახელმწიფო მოღვაწეთა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1