რისი მწამს
4.5/5
()
About this ebook
Read more from ბერტრან რასელი
დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი I) Rating: 5 out of 5 stars5/5დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი III) Rating: 5 out of 5 stars5/5დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი II) Rating: 5 out of 5 stars5/5რატომ არ ვარ ქრისტიანი Rating: 0 out of 5 stars0 ratings
Related to რისი მწამს
Related ebooks
ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია Rating: 5 out of 5 stars5/5ნარცისიზმის შესახებ Rating: 5 out of 5 stars5/5სიამოვნების პრინციპს მიღმა Rating: 5 out of 5 stars5/5მეცნიერება და ღმერთი Rating: 5 out of 5 stars5/5ზიგმუნდ ფროიდი Rating: 5 out of 5 stars5/5რა არის ადამიანი? (I) Rating: 5 out of 5 stars5/5ნების თავისუფლებისთვის Rating: 5 out of 5 stars5/5მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი Rating: 4 out of 5 stars4/5რა არის ადამიანი? (II) Rating: 5 out of 5 stars5/5თვითშემეცნება (ნაწილი I) Rating: 5 out of 5 stars5/5იყო და ფლობდე Rating: 5 out of 5 stars5/5კვანტური ჩახლართვა და კოლექტიური ქვეცნობიერი. სამყაროს ფიზიკა და მეტაფიზიკა. ახალი ინტერპრეტაციები Rating: 3 out of 5 stars3/5გუსტავ ლე ბონ Rating: 5 out of 5 stars5/5რიტორიკა Rating: 5 out of 5 stars5/5სიკეთესა და ბოროტებას მიღმა Rating: 5 out of 5 stars5/5ცხოვრების მეცნიერება Rating: 5 out of 5 stars5/5სასრული და უსასრულო ანალიზი Rating: 5 out of 5 stars5/5რელიგიის ბუნებრივი ისტორია Rating: 5 out of 5 stars5/5ილუზიის მომავალი Rating: 5 out of 5 stars5/5ეგზისტენციალური ანალიზი Rating: 5 out of 5 stars5/5არისტოტელე Rating: 5 out of 5 stars5/5ერების ფსიქოლოგია Rating: 5 out of 5 stars5/5შემეცნების ფილოსოფია და თეორია Rating: 5 out of 5 stars5/5მეტაფიზიკა Rating: 5 out of 5 stars5/5ანტიქრისტე Rating: 0 out of 5 stars0 ratingsსამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან Rating: 5 out of 5 stars5/5მაქს შტირნერი Rating: 3 out of 5 stars3/5მასების ფსიქოლოგია Rating: 5 out of 5 stars5/5განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები Rating: 5 out of 5 stars5/5სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის Rating: 5 out of 5 stars5/5
Reviews for რისი მწამს
3 ratings0 reviews
Book preview
რისი მწამს - ბერტრან რასელი
ბერტრან რასელი - რისი მწამს
Bertrand Russell - What I Believe
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი უჩანეიშვილს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
წინასიტყვაობა
1. ბუნება და ადამიანი
2. მართებული ცხოვრება
3. ზნეობის კანონები
4. ხსნა (ინდივიდუალური და სოციალური)
5. მეცნიერება და ბედნირება
განმარტებები
წინასიტყვაობა
ამ მცირე ზომის წიგნით შევეცადე ჩემი შეხედულებები გადმომეცა ადამიანის ადგილის შესახებ სამყაროში, და ასევე მისი შესაძლებლობისა, იცხოვროს ღირსეულად. „იკარუსში" მე ჩემი შიშები გავაცანი საზოგადოებას; მომდევნო გვერდებზე ჩემს იმედებს გაგაცნობთ. შეუსაბამობა ცხადია. ასტრონომიის გარდა, ადამიანმა ვერსად ისწავლა მომავლის წინასწარმეტყველების ხელოვნება; ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანის მოღვაწეობაში არის ძალები, რომლებიც ბედნიერებას ქმნიან, და არის ძალები, რომლებიც ქმნიან სატანჯველს. ჩვენთვის უცნობია, რომელი მოიპოვებს უპირატესობას, მაგრამ გონივრული ქმედებებისთვის ორივეს უნდა ვიცნობდეთ.
იანვარი 01, 1925
ბ.რ.
1. ბუნება და ადამიანი
ადამიანი ბუნების ნაწილია და არა რაღაც, რაც დაპირისირებულია მასთან. მისი აზრები და სხეულის მოძრაობა იმავე კანონებს ემორჩილება, რომლებიც ვარსკვლავებისა და ატომების მოძრაობას განსაზღვრავენ. ფიზიკური სამყარო ადამიანთან შედარებით დიდია - უფრო დიდი, ვიდრე ეს დანტეს დროს ესმოდათ, თუმცა არც იმდენად დიდი, როგორც ეს ჯერ კიდევ ასი წლის წინ სწამდათ. მაგრამ, სიგრძივ თუ განივ, დიდსა თუ მცირეში, მეცნიერება, როგორც ჩანს, თავის საზღვრებს აღწევს. ფიქრობენ, რომ სამყარო სასრულია სივრცივ, ხოლო შუქი მის გარშემო რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში მოგზაურობს. ფიქრობენ, რომ მატერია ელექტრონებისა და პროტონებისგან შედგება, რომლებსაც სასრული ზომა აქვთ და რომელთა რაოდენობა სამყაროში ასევე სასრულია. სავარაუდოდ, მათი ცვლილება არ არის უწყვეტი, როგორც ეს ეგონათ, და ნახტომისებურად ხდება, რომელთაგან არც ერთი არ არის რაიმე მინიმალურ ნახტომზე მცირე. ასეთ ცვლილებათა კანონები, როგორც ჩანს, შეგვიძლია დავაჯამოთ ერთობ ზოგადი პრინციპების მცირე რაოდენობად, რომლებიც სამყაროს წარსულსა და მომავალს განსაზღვრავენ, თუკი ისტორიის მცირე მონაკვეთი მაინც არის ცნობილი.
ამგვარად, ფიზიკის მეცნიერება აღწევს ეტაპს, როდესაც ის დასრულდება და უინტერესოდ იქცევა. თუკი ელექტრონებისა და პროტონების მოძრაობის კანონებს ვფლობთ, სხვა დანარჩენი მხოლოდ გეოგრაფიაა - ცალკეული ფაქტების ნაკრები, რომლებიც მათ გავრცელებას გვაცნობენ სამყაროს ისტორიის რომელიმე ეპიზოდში.
ჯამური რაოდენობა გეოგრაფიული ფაქტებისა, რომლებიც სამყაროს ისტორიის განსაზღვრისათვის არის საჭირო, სავარაუდოდ, სასრულია; თეორიულად ისინი შესაძლოა შეტანილ იქნას დიდ წიგნში „სომერსეტ ჰაუს"-ში შესანახად, გამომთვლელ მანქანასთან ერთად, რათა ბერკეტზე დაწოლით მკვლევარმა შეძლოს ფაქტების მოძიება იმისგან განსხვავებულ ეპოქებში, რომელთა შესახებ ჩანაწერები არსებობს. რთულია არასრული აღმოჩენის ვნებიან ხიბლზე რაიმე ნაკლებ საინტერესოსა ან მეტად განსხვავებულის წარმოდგენა. ეს მაღალ კლდეზე ცოცვას ჰგავს, როდესაც წვერზე ასულს სხვა არაფერი გხვდებათ, გარდა რესტორნისა, რომელშიც ჯანჯაფილის ლუდს შემოგთავაზებენ, რესტორანი ნისლშია ჩაფლული, მაგრამ იქ მისაწვდომია რადიო. აჰმესის დროს შესაძლოა გამრავლების ტაბულაც აღფრთოვანებას იწვევდა.
ადამიანიც ამ ფიზიკური და უინტერესო სამყაროს ნაწილია. მისი სხეული, სხვა მატერიის მსგავსად, პროტონებისა