მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი
3.5/5
()
About this ebook
Read more from ზიგმუნდ ფროიდი
სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის Rating: 5 out of 5 stars5/5ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია Rating: 5 out of 5 stars5/5ნარცისიზმის შესახებ Rating: 5 out of 5 stars5/5სასრული და უსასრულო ანალიზი Rating: 5 out of 5 stars5/5სიამოვნების პრინციპს მიღმა Rating: 5 out of 5 stars5/5ილუზიის მომავალი Rating: 5 out of 5 stars5/5ფსიქოანალიზის შესავალი Rating: 0 out of 5 stars0 ratingsქალწულობის ტაბუ Rating: 0 out of 5 stars0 ratingsმოსე და მონოთეიზმი Rating: 5 out of 5 stars5/5სიზმართხილვის შესახებ Rating: 0 out of 5 stars0 ratings
Related to მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი
Related ebooks
რა არის ადამიანი? (II) Rating: 5 out of 5 stars5/5გუსტავ ლე ბონ Rating: 5 out of 5 stars5/5ილუზიის მომავალი Rating: 5 out of 5 stars5/5ანტიქრისტე Rating: 0 out of 5 stars0 ratingsეგოს ტრანსცენდენცია Rating: 5 out of 5 stars5/5ზიგმუნდ ფროიდი Rating: 5 out of 5 stars5/5სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან Rating: 5 out of 5 stars5/5რისი მწამს Rating: 5 out of 5 stars5/5ერების ფსიქოლოგია Rating: 5 out of 5 stars5/5ეგზისტენციალური ანალიზი Rating: 5 out of 5 stars5/5მასების ფსიქოლოგია Rating: 5 out of 5 stars5/5კვანტური ჩახლართვა და კოლექტიური ქვეცნობიერი. სამყაროს ფიზიკა და მეტაფიზიკა. ახალი ინტერპრეტაციები Rating: 3 out of 5 stars3/5სიკეთესა და ბოროტებას მიღმა Rating: 5 out of 5 stars5/5ერების ცვლილება და დაკნინება Rating: 5 out of 5 stars5/5იყო და ფლობდე Rating: 5 out of 5 stars5/5რა არის ადამიანი? (I) Rating: 5 out of 5 stars5/5წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი II) Rating: 5 out of 5 stars5/5ცხოვრების მეცნიერება Rating: 5 out of 5 stars5/5თვითშემეცნება (ნაწილი I) Rating: 5 out of 5 stars5/5არისტოტელე Rating: 5 out of 5 stars5/5შემეცნების ფილოსოფია და თეორია Rating: 5 out of 5 stars5/5განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები Rating: 5 out of 5 stars5/5მეტაფიზიკა Rating: 5 out of 5 stars5/5რვეულებიდან Rating: 3 out of 5 stars3/5ნების თავისუფლებისთვის Rating: 5 out of 5 stars5/5ფილოსოფიის შესავალი Rating: 3 out of 5 stars3/5ცხოვრებისათვის ისტორიის სარგებლისა და ვნების შესახებ Rating: 3 out of 5 stars3/5განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები Rating: 5 out of 5 stars5/5რელიგიის ბუნებრივი ისტორია Rating: 5 out of 5 stars5/5რიტორიკა Rating: 5 out of 5 stars5/5
Reviews for მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი
7 ratings0 reviews
Book preview
მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი - ზიგმუნდ ფროიდი
ზიგმუნდ ფროიდი - მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი
Sigmund Freud - Massenpsychologie und Ich-Analyse
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
I შესავალი
II ლე ბონი და მასის მენტალობის მისეული დახასიათება
III კოლექტიური მენტალური ცხოვრების სხვა შეფასებები
IV ჩაგონება და ლიბიდო
V ორი ხელოვნური მასა: ეკლესია და ჯარი
VI შემდგომი ამოცანები და კვლევის მიმართულება
VII იდენტიფიკაცია
VIII შეყვარებულობა და ჰიპნოზი
IX ჯოგური ინსტინქტი
X მასა და პირველყოფილი ურდო
XI ეგოს ერთი საფეხური
XII დამატებები
განმარტებები
I შესავალი
ინდივიდუალური და, სოციალური ანუ მასების ფსიქოლოგიის დაპირისპირება, რაც თავდაპირველად ფრიად დიდი მნიშვნელობის შემცველ მოვლენად შეიძლება მოგვეჩვენოს, უახლოესი განხილვისას საკუთარი სიმწვავის უდიდეს ნაწილს ჰკარგავს. მართალია, პიროვნების ფსიქოლოგია ცალკეულ პიროვნებასა და იმ გზებს იკვლევს, რომლებითაც იგი პირველად წადილთა იმპულსების დაკმაყოფილებას ესწრაფვის, მაგრამ იშვიათად, მხოლოდ კონკრეტულ, განსაკუთრებულ გარემოებებში შესწევს უნარი, მხედველობაში არ მიიღოს ამ ცალკეული ინდივიდის დამოკიდებულება სხვა ადამიანებთან. ადამიანის ფსიქიურ ცხოვრებაში ყოველთვის ფიგურირებს „სხვა". ის, როგორც წესი, ნიმუში, ობიექტი, შემწე ან მოწინააღმდეგეა, და ამიტომ პიროვნების ფსიქოლოგია იმავდროულად იმთავითვე წარმოადგენს სოციალურ ფსიქოლოგიასაც ამ გაფართოებული, მაგრამ სავსებით დასაბუთებული აზრით.
ცალკეული ადამიანის დამოკიდებულებას მშობლებთან, დებთან და ძმებთან, სიყვარულის ობიექტთან, მასწავლებელთან ან ექიმთან, ანუ ყველა დამოკიდებულებას, რომელიც დღემდე უმთავრესად ფსიქოანალიტიკური კვლევის საგანი იყო, სრული უფლება აქვს სოციალურ ფენომენად განიხილებოდეს, და ასეთ შემთხვევაში ის სხვა ცნობილ პროცესებთან დაპირისპირებული ხდება, რომლებსაც ჩვენ ნარცისული ვუწოდეთ და რომელთა დროს პირველად წადილთა დაკმაყოფილება სხვა ადამიანთა ზეგავლენას მთლიანად ან ნაწილობრივ აღარ ექვემდებარება. ამგვარად, სოციალური და ნარცისული მენტალური პროცესების დაპირისპირება - ბლეილერს შესაძლოა ეთქვა: აუტისტური, - უდაოდ პიროვნების ფსიქოლოგიის სფეროს ეკუთვნის და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ ფსიქოლოგიის გამიჯვნის მიზნით სოციალური ანუ მასების ფსიქოლოგიისგან. ზემოაღნიშნულ ურთიერთობებში მშობლებთან, და-ძმებთან, სატრფოსთან, მეგობართან, მასწავლებელთან ან ექიმთან ცალკეული ადამიანი ხვდება მხოლოდ ერთი ან უმნიშვნელო რაოდენობის სხვა პირთა გავლენას, რომელთაგან თითოეულმა მისთვის უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა. ამჟამად - თუ საუბარი სოციალურ ანუ მასების ფსიქოლოგიას ეხება - ამ ურთიერთობებს მხედველობაში აღარ იღებენ, გამოყოფენ რა ცალკე კვლევის საგნად ერთ ადამიანზე დიდი რაოდენობის ინდივიდთა ერთდროულ ზემოქმედებას, - რომლებთანაც ის რაღაცითაა დაკავშირებული, მაგრამ მრავალში ისინი შესაძლოა მისთვის უცხოები იყვნენ. ამგვარად, მასების ფსიქოლოგია ცალკეულ ადამიანს განიხილავს, როგორც ტომის, ერის, კასტის, ფენის, ინსტიტუციის წევრს, ან შემადგენელ ნაწილად ადამიანთა ბრბოსი, რომელიც მოცემულ დროსა და მოცემული მიზნით არის მასად ორგანიზებული. ბუნებრივი კავშირის ამგვარი ხლეჩა შობს ტენდენციას, ამ განსაკუთრებულ პირობებში აღმოჩენილი მოვლენები განვიხილოთ, როგორც განსაკუთრებული, უფრო ღრმა და დაუსაბუთებელი პირველადი წადილი - სოციალური პირველადი წადილი - რომელიც სხვა სიტუაციებში არ ვლინდება. იმავდროულად, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის რთულია რაოდენობრივი მომენტისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობის მინიჭება, თითქოს ის იყოს ერთადერთი, რომელიც ადამიანის სულიერ ცხოვრებაში ახალ და სხვა შემთხვევაში უმოქმედოდ დარჩენილ პირველად წადილს აღვიძებდეს. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი სხვა ორი შესაძლებლობისკენაა მიმართული: რომ სოციალური პირველადი წადილი შეიძლება იყოს არა ოდინდელი და არა განუყოფელი, და რომ მისი წარმოშობის საწყისები შესაძლოა უფრო ვიწრო წრეში იყოს შენიშნული, მაგალითად, ოჯახში.
მასების ფსიქოლოგია, რომელიც ჯერ კიდევ ჩანასახოვან სტადიაში იმყოფება, ცალკეულ პრობლემათა თვალშეუდგამ რაოდენობას მოიცავს, მკვლევარის წინ კი ურიცხვ, ჯერ კიდევ არასისტემატიზებულ ამოცანას სვამს. მხოლოდ მასების წარმოქმნის სხვადასხვა ფორმების დაჯგუფება და მათ მიერ გამოვლენილ ფსიქიურ ფაქტორთა აღწერა მოითხოვს გაძლიერებულ დაკვირვებასა და ოსტატურ ასახვას, რამაც უკვე წარმოშვა მდიდარი ლიტერატურა. ვუფარდებთ რა ამ მცირე შრომას მთელი სამუშაოს მოცულობას, რასაკვირველია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ შეგვიძლია განვიხილოთ მთელი მასალის მხოლოდ რამდენიმე პუნქტი. ჩვენ მხოლოდ ზოგიერთ საკითხზე შევჩერდებით, რომლებიც სიღრმისეული ფსიქოანალიტიკური კვლევისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
II ლე ბონი და მასის მენტალობის მისეული დახასიათება
ვფიქრობთ, მეტად მიზანშეწონილი იქნება არა განსაზღვრებით დავიწყოთ, არამედ მოვლენათა კონკრეტული სფეროს მინიშნებით, შემდეგ კი ამ სფეროდან რამდენიმე განსაკუთრებულად ცხადი და დამახასიათებელი ფაქტი გამოვყოთ, რომელთაგან კვლევის დაწყება იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესასრულებლად მივმართავთ ამონარიდებს გუსტავ ლე ბონის წიგნიდან „მასების ფსიქოლოგია, რომელმაც დამსახურებულად მოიხვეჭა ფართო აღიარება. კიდევ ერთხელ ავხსნათ საქმის ვითარება; თუკი ფსიქოლოგია, რომელიც ცალკეული ადამიანის მიდრეკილებებსა და პირველად წადილთაგან მომავალ იმპულსებს, მოტივებსა და განზრახვებს აკვირდება, მისი ქმედებებისა და ყველაზე ახლობელ ადამიანებთან დამოკიდებულების ჩათვლით, საკუთარ ამოცანას სრულად ამოწურავდა და ყველა ურთიერთკავშირს ახსნიდა, ის ახალი გადაუჭრელი ამოცანის წინაშე აღმოჩნდებოდა. ფსიქოლოგიას იმ გასაოცარი ფაქტის ახსნა მოუწევდა, რომ მისთვის გასაგებად ქცეული ინდივიდი განსაზღვრულ პირობებში სრულიად სხვაგვარად ფიქრობს, მოქმედებს და განიცდის, ვიდრე მისგან მოველოდით, ამ პირობას კი მისი ქევრად ქცევა წარმოადგენს ადამიანთა ბრბოსი, რომელმაც „ფსიქოლოგიური მასის
თვისება შეიძინა. მაგრამ რა არის „მასა", რით მოიპოვებს იგი უნარს, ასეთი გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს ცალკეული ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე და რაში მდგომარეობს მენტალური ცვლილება, რომლისკენაც იგი ადამიანს აიძულებს?
ამ სამ კითხვაზე პასუხის გაცემა მასების თეორიული ფსიქოლოგიის ამოცანაა. ვფიქრობთ, ამოცანის გადასაწყვეტად ყველაზე მართებული მესამე კითხვით დაწყება იქნებოდა. მასალას მასების ფსიქოლოგიას ცალკეული ინდივიდის რეაქციათა ცვლილებები სთავაზობს: განმარტების ყოველ მცდელობას იმის აღწერა უნდა უსწრებდეს წინ, რაც განსამარტია.
საკუთრივ ლე ბონს ვუთმობ სიტყვას. ის ამბობს: „ფსიქოლოგიური ბრბოსთვის დამახასიათებელი ყველაზე განსაცვიფრებელი თავისებურება შემდეგია: ვინც არ უნდა შეადგენდეს მას, რამდენად მსგავსი ან განსხვავებული არ უნდა იყოს მათი ცხოვრების სტილი, მათი საქმიანობა, ხასიათი ან გონებრივი შესაძლებლობები, საკმარისია ბრბოდ იქცნენ, რომ ისინი ერთგვარი კოლექტიური ფსიქიკის ბატონობის ქვეშ ექცევიან,