Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები
განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები
განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები
Ebook178 pages2 hours

განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები" სპეციალისტების მიერ დიმიტრი უზნაძის უმთავრეს ნაშრომად არის მიჩნეული, რომელშიც ის ადამიანისა და ცხოველის განწყობის განხილვის საფუძველზე განწყობის ზოგადი მოძღვრების მოკლე განსაზღვრებას გვთავაზობს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 19, 2020
განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები

Read more from დიმიტრი უზნაძე

Related to განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები

Related ebooks

Reviews for განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები - დიმიტრი უზნაძე

    დიმიტრი უზნაძე - განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    I. ზოგადი მოძღვრება განწყობის შესახებ 

    II. განწყობის პრობლემა ცხოველთან

    III. განწყობა ადამიანთან

    I. ზოგადი მოძღვრება განწყობის შესახებ

    1. ფსიქიკის შინაარსი თანამედროვე ფსიქოლოგიის თვალსაზრისით და ამ მეცნიერების კრიზისი. ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება სულის შესახებ, პირველად არისტოტელეს მიერ იქნა ჩამოყალიბებული და შეიძლება ითქვას, არსებითად იგი დღემდე ინარჩუნებს იმ საფუძვლებს, რომელზედაც ამ მეცნიერებას არისტოტელე აგებდა. იგი დღესაც კმაყოფილდება ფსიქიკური ცხოვრების ტრადიციული ფორმების – შემეცნების, გრძნობისა და ნებელობის შესწავლით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესების არსის შესახებ აზრთა საკმარისი სხვადასხვაობა არსებობს, სადავოდ არ ითვლება, რომ ჩვენი მეცნიერების არსებით შინაარსს სწორედ ეს პროცესები წარმოადგენს. მიღებულია, რომ ფსიქოლოგიას საქმე აქვს „ცნობიერების პრობლემასთან და რომ „ცნობიერება მხოლოდ და მხოლოდ შემეცნების, გრძნობისა და ნებელობის ფაქტებში ვლინდება.

    ასეთი თვალსაზრისი საეჭვოდ არ მიაჩნიათ ისეთ მკვლევარებსაც კი, რომელნიც თვლიან, რომ ფსიქიკა თავის თავში მოიცავს არა მარტო ცნობიერი, არამედ არაცნობიერი ცხოვრების მოვლენებსაც, მკვლევარებს, რომელნიც შესაძლებლად მიიჩნევენ ფსიქოლოგიაში „არაცნობიერის პრობლემის არსებობას, მაგ.: ე. წ. „ფსიქოანალიზის წარმომადგენლებს (ფროიდი და სხვ.), საქმე ისაა, რომ ფროიდის არაცნობიერის ცნება არ შეიცავს რაიმე დადებით შინაარსს. იგი გამოხატავს მხოლოდ ცნობიერი მდგომარეობის უარყოფას, მხოლოდ იმ აზრს, რომ არის შემთხვევები, როცა ჩვენ მართალია, ვერ ვადასტურებთ ჩვენში რაიმე ცნობიერ ფსიქიკურ აქტსა ან შინაარსს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენში უდავოდ არის რაღაც ფსიქიკური შინაარსი. ასეთი სახის შინაარსები, როგორც წესი „არაცნობიერ" შინაარსებადაა წოდებული. მაგრამ წარმოადგენენ თუ არა ისინი - ეს განცდები - რაიმე განსაკუთრებულს, რაღაც ისეთ შინაარსს, რომელიც არ თანხვდება ჩვენს ცნობიერ ფსიქიკურ განცდებს?

    ეს საკითხი არავითარ სიძნელეს არ იწვევს, თუ მოვიგონებთ, რომ არაცნობიერმა მდგომარეობამ შეიძლება დატოვოს არაცნობიერის ფარგლები და ასეთ შემთხვევაში იგი სავსებით ჩვეულებრივი ცნობიერი ფსიქიკური განცდის სახით წარმოგვიდგება.

    ერთი სიტყვით, არაცნობიერის ფსიქოლოგიის თვალსაზრისითაც არსებობს მხოლოდ გარკვეული ფსიქიკური შინაარსები - შემეცნება, გრძნობა, ნებელობა, რომელიც შეიძლება იყოს ან ცნობიერ ან არაცნობიერ მდგომარეობაში. ფსიქიკის რაიმე სხვა შინაარსებს დღემდე არსებული ფსიქოლოგია არ იცნობს და, ბუნებრივია, იგი მათი შესწავლით შემოიფარგლება. არისტოტელედან დაწყებული ფსიქოლოგია ყოველთვის აღნიშნულ მდგომარეობათა კვლევის გზით აწარმოებს ძიებას და თავისი განვითარების უკანასკნელ საფეხურებზეც კი, ფსიქიკური პროცესების ექსპერიმენტული დაუფლების საფეხურზეც კი, ვერ ბედავს ფსიქიკური ცხოვრების კვლევის ამ ჩვეული საზღვრების გადალახვას.

    მაგრამ როგორია შემეცნების, გრძნობისა და ნებელობის მოვლენათა ამ მრავალსაუკუნოვანი კვლევის შედეგები? მიმდინარე საუკუნის დამდეგიდან, შეიძლება ითქვას, ყოველი მხრიდან გაისმის ხმა ჩვენი მეცნიერების კრიზისის შესახებ. დგება პრობლემები ჭეშმარიტად მეცნიერული ფსიქოლოგიის შესაძლებლობის შესახებ, დგება ამოცანა ფსიქოლოგიის გადახალისებისა და ძველი პოზიციების - ფსიქოლოგიის, როგორც ცნობიერების შესახებ მეცნიერების (გეშტალტ-ფსიქოლოგია) პოზიციების ჩარჩოებში, ან და სრულიად ახალ საფუძვლებზე ფსიქიკის შესწავლის უარყოფისა და მთელი მეცნიერული ძიების ქცევის აქტების პრობლემათა შესწავლისაკენ წარმართვის (ბიჰევიორიზმი) საფუძველზე. მიუხედავად ზოგიერთი წარმატებისა, რომელიც აღინიშნება როგორც აღნიშნული, ისე ბევრი სხვა ნაკლებ რადიკალური მიმართულებით, საკითხი ჩვენი მეცნიერების კრიზისის შესახებ დღესაც ძალაში რჩება. უდავოა, რომ ბურჟუაზიული ფსიქოლოგია იმყოფება ჩიხში, რომლიდანაც მას გამოსავალი ვერ უპოვნია.

    2. ფსიქოლოგიის ამოსავალი პუნქტი არის არა ფსიქიკური მოვლენები, არამედ თვით ცოცხალი ინდივიდი, რომელსაც ეს ფსიქიკური მოვლენები გააჩნია. რითია გაპირობებული აღნიშნული ვითარება? ემპირისტული ფსიქოლოგიის ანალიზი გვიჩვენებს, რომ იგი საფუძველშივე მანკიერია და რეფორმები, რომელიც მხოლოდ მის ზედაპირულ საკითხებს ეხება, ვერ მოგვცემენ ჩვენი მეცნიერების პრობლემის დამაკმაყოფილებელ გადაჭრას. საქმე ისაა, რომ ფსიქოლოგია იმთავითვე მიისწრაფვის ფსიქიკური ცხოვრების პროცესების შემეცნების, გრძნობის, ნებელობის პროცესების შესწავლისაკენ. თანაც თვლის, რომ ყველა ეს პროცესი უშუალოდ და იმთავითვეა მოცემული და ამიტომ, მათი შესწავლა შეიძლება რაიმე პრინციპული სიძნელეების გარეშე განხორციელდეს; ფსიქიკური პროცესების დეტალური ანალიზის საშუალებით შეიძლება უშუალოდ დავადგინოთ ადამიანის ფსიქიკური ცხოვრების კანონზომიერებანი, უშუალოდ გავიგოთ ჩვენი ქცევის თავისებურებანი.

    რა თქმა უნდა, ემპირისტულ ფსიქოლოგიას არ შეუძლია გვერდი აუაროს პიროვნების გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტს, არ შეუძლია სრულიად არ მიიღოს მხედველობაში ის გარემოება, რომ სასიცოცხლო ურთიერთობათა პროცესში აქტიურად მოქმედებს არა ადამიანის რომელიმე ფუნქცია უშუალოდ, არამედ თვითონ ადამიანი, როგორც აქტიურად მოქმედი სუბიექტი, მაგრამ როცა საკითხი იმის შესახებ დგება, თუ რას წარმოადგენს იგი ფაქტიურად, რა არის ადამიანის პიროვნება, ტრადიციული ფსიქოლოგია მიმართავს ფსიქიკური პროცესების ამოსავალ ცნებებს და პიროვნების იდეის აგებას ამ უკანასკნელთა საფუძველზე ცდილობს.

    ამგვარად, პიროვნება იქცევა ნაწარმოებ ცნებად, იგი გამოიყვანება ადამიანის ფსიქიკური აქტივობის ცალკეული კერძო ცნებებიდან და, მიუხედავად ამისა, მისი ფსიქიკური ცხოვრების საწყისად და საფუძვლადაა გამოცხადებული., როგორც ჩანს, ამით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ფსიქოლოგიის კურსებში პიროვნების ცნებას ან სრულიად არ ეხებიან, ანდა იხილავენ მხოლოდ კურსის უკანასკნელ ნაწილში, მას შემდეგ რაც ფსიქიკური ცხოვრების მოვლენათა საკითხი უკვე ამოწურულია და იქმნება შესაძლებლობა იმისა, რომ პიროვნების ცნების აღნიშნულ მოვლენებზე დაყვანას შევეცადოთ.

    მაგრამ სადავო არაა, რომ სინამდვილესთან აქტიურ ურთიერთობას ამყარებს უშუალოდ თვითონ სუბიექტი და არა მისი ფსიქიკური მოქმედების ცალკეული აქტები და თუ ამ უეჭველ ფაქტს ამოსავალ დებულებად მივიღებთ, მაშინ უდავოა, რომ ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, ამოსავალ ცნებას უნდა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1